დღეს, პირველ სესიაზე, აბიტურიენტებმა გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს. გამოცხადდა გამოსაცდელთა 94%, დაიგვიანა სამმა აპლიკანტმა.
მეორე სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) აბარებენ. გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 88%.
ხვალ, 19 ივლისს (მეორე სესია), აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ. გეოგრაფია 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
ხვალ, ასევე, ჩატარდება საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (მეორე სესია) – აზერბაიჯანული ენა; სომხური ენა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე – 2 500-მდე პირი.
☝️ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, არ დაიგვიანონ და საგამოცდო ბარათზე მითითებულ ზუსტ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ ცენტრებში. დაგვიანებული აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
👉 გისურვებთ წარმატებას!