17 მაისი, პარასკევი, 2024

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას მორიგი დონაცია გამოუყო

spot_img

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (RoAID) გენერალურმა დირექტორმა, დანიელა მარია დობრემ ხელი მოაწერეს დონაციის დოკუმენტს (მეორე ეტაპი). დოკუმენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზის საშხაპეებითა და გასახდელებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დონაციის პირველი ეტაპის საფუძველზე, საქართველოში რუმინეთის საელჩოს ინიციატივით, რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით, აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია განხორციელდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები