24 ნოემბერი, კვირა, 2024

კა­თედ­რებ­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი რო­ლი

spot_img

რო­გორ უნ­და და­ნერ­გონ საგ­ნობ­რივ­მა კა­თედ­რებ­მა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით – საუბრობენ მე­გი ტა­ლა­ხა­ძე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი და ხა­თუ­ნა ჯიმ­ში­აშ­ვი­ლი, გე­ოგ­რა­ფი­ის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­უბ­რის მთა­ვა­რი სა­კითხია კა­თედ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა და კა­თედ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი რო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კა­თედ­რებ­მა, თა­ვი­სი სა­მუ­შაო პრო­ცე­სით, უპა­სუ­ხონ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გა­მოწ­ვე­ვებს, რო­გორ და­ი­ნერ­გოს ეს ყვე­ლა­ფე­რი  ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია – რო­გორ წა­რი­მარ­თოს ეს პრო­ცე­სი უშუ­ა­ლოდ კა­თედ­რებ­ზე, რა რო­ლი აქვს თი­თო­ე­უ­ლი კა­თედ­რის წევრს, რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ხა­თუ­ნა ჯიმ­ში­აშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ზო­გა­დად, სკო­ლებ­ში კა­თედ­რე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა და პე­და­გო­გე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა კა­თედ­რებ­ზე.  რას ვგუ­ლის­ხ­მობ კონ­კ­რე­ტუ­ლად? მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, ვი­ცით, რომ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბა­ზე კეთ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კა­თედ­რებ­ზე, თუნ­დაც იმა­ვე სას­კო­ლო გეგ­მე­ბის, კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი, აყა­ლი­ბებ­დეს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას, გა­მოთ­ქ­ვამ­დეს აზრს ამა თუ იმ სა­კითხ­ზე, იმა­ვე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს აქ­ტი­უ­რად, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის (თუნ­დაც პრობ­ლე­მე­ბის, რაც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს ახ­ლავს) გა­ზი­ა­რე­ბა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

მ.ტ.: და­გე­თან­ხ­მე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა. გარ­და იმი­სა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვად გეგ­მავს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, მით უმე­ტეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში (ეს პრო­ცე­სი და­იძ­რა). თუნ­დაც ის, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და ქო­უ­ჩინ­გის (გა­მო­ვი­ყე­ნებ ამ სიტყ­ვას) პრო­ცეს­ში ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, იმ გზის ჩვე­ნე­ბას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე შეს­რულ­დეს რო­გორც საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში, ასე­ვე კა­თედ­რა­ზე საგ­ნობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.

ხა­თუ­ნა, ხომ არ აჯო­ბებს, კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით ვი­სა­უბ­როთ, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა (ორი­ვე მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, კა­თედ­რის წევ­რე­ბიც) ერ­თ­მა­ნეთ­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ და კო­ლე­გებ­საც.

ხ.ჯ.: რა თქმა უნ­და. ჩე­მი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს არა მარ­ტო იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში, რო­მელ­საც ას­წავ­ლის, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის საგ­ნობ­რივ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შიც. მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რა, რო­გორც იცით, აერ­თი­ა­ნებს ის­ტო­რი­ის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, გე­ოგ­რა­ფი­ის, ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და, ასე­ვე, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის პე­და­გო­გებს. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს კა­თედ­რა­ზე უნ­და შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ და შე­ექ­მ­ნათ სა­ნი­მუ­შო საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მი, რომ­ლი­თაც დავ­გეგ­მეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი (გა­სულ სას­წავ­ლო წელს), ეს იყო პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რად­გან სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და და, ამ მხრივ, ძა­ლი­ან მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ. რო­დე­საც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ასე­ვე ქო­უ­ჩე­ბი ურ­ჩევ­დ­ნენ პე­და­გო­გებს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, ისი­ნი არა მარ­ტო იმ საგ­ნის კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ, რო­მელ­საც ას­წავ­ლი­ან (მა­გა­ლი­თად, გე­ოგ­რაფს მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­ის კუ­რი­კუ­ლუმ­ზე ემუ­შა­ვა, ის­ტო­რი­კოსს – ის­ტო­რი­ის…), არა­მედ კა­თედ­რა­ზე, თუნ­დაც იმა­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­შიც მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ის­ტო­რი­კოს­საც, გე­ოგ­რაფ­საც… ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის  გა­ზი­ა­რე­ბაც იყო იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მე­თო­დი, აქ­ტი­ვო­ბა თუ პრო­დუქ­ტი, მა­გა­ლი­თად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ან რე­სურ­სი, რო­მელ­საც იყე­ნებ­და, და­ვუშ­ვათ, გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ფი­ლი­ყო ის­ტო­რი­კო­სის­თ­ვის.

ეს მიდ­გო­მა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, თა­ვი­დან, ცო­ტა უცხო აღ­მოჩ­ნ­და, უკ­ვირ­დათ კი­დეც, რო­დე­საც ქო­უ­ჩინ­გის პრო­ცეს­ში, სა­მი­ნის­ტ­როს საგ­ნობ­რი­ვი ქო­უ­ჩე­ბი სთხოვ­დ­ნენ, შეხ­ვედ­რა­ზე არ შე­სუ­ლი­ყო მარ­ტო ერ­თი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, კა­თედ­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი დას­წ­რე­ბო­და. პე­და­გო­გე­ბი ცო­ტა გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბამ მო­იც­ვა, მაგ­რამ მე­რე თვი­თონ დარ­წ­მუნ­დ­ნენ ამ მიდ­გო­მის სის­წო­რე­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ მათ ეს სა­ჭი­რო­ე­ბა უშუ­ა­ლოდ პრო­ცეს­ში, უკ­ვე კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს და­ი­ნა­ხეს და თა­ვად დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თ­მა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. კა­თედ­რებს შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კი­დევ სხვა თე­მაა და ალ­ბათ ამა­ზეც ვი­სა­უბ­რებთ.

მ.ტ.: მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ ახ­სე­ნე, რო­დე­საც ერ­თობ­ლი­ვად ეს­წ­რე­ბოდ­ნენ შეხ­ვედ­რებს, თუნ­დაც არ ყო­ფი­ლი­ყო მა­თი სა­გა­ნი, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტუ­ლი კა­თედ­რის საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. რა კუთხით ხდე­ბა ამ დროს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა? რო­გორ იმუ­შა­ვა, რა შე­დე­გი მომ­ცა აქ­ტი­ვო­ბამ, სტრა­ტე­გი­ამ ან ღო­ნის­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე იმ კლას­ში, რო­მელ­შიც ჩე­მი კა­თედ­რის წევ­რი მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნით შე­დის, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მის­თ­ვის, რად­გან ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბა რა გა­იყ­ვანს შე­დეგ­ზე, რა იქ­ნე­ბა უკე­თე­სი და რა არის კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­გეგ­მა­რე­ბი­სა და უშუ­ა­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სწო­რედ ამით მივ­დი­ვართ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტამ­დე, იმა­ვე ურ­თი­ერ­თ­დას­წ­რე­ბის პრო­ცეს­თან, თა­ნაბ­რად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბამ­დე, რაც, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია, რო­დე­საც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა კი არ გრძნობს, რომ ეს მი­სი შექ­მ­ნი­ლია და მხო­ლოდ ის არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, არა­მედ კა­თედ­რაა. ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი აქვთ, თა­ნა­ბა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი და თუ რა­ი­მე მიღ­წე­ვაა, კა­თედ­რის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, ასე­ვე, თუ სად­მე დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ამა­ზეც ერ­თობ­ლი­ვად იწყე­ბენ ფიქრს. ალ­ბათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი კა­თედ­რე­ბის­თ­ვის, ზო­გა­დად, ჩვე­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, თუნ­დაც რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, რომ ის სი­ახ­ლე – კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით ააგო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, წახ­ვი­დე ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან მე­ო­რე კომ­პ­ლექ­სუ­რის­კენ, იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სწო­რედ ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს.

აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მოვ­კ­ვე­თოთ კი­დევ ერ­თი რამ, წი­ნა წელს, სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მზა­ო­ბას აცხა­დებ­დ­ნენ, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი წა­ეყ­ვა­ნათ კომ­პ­ლექ­სუ­რი­დან კომ­პ­ლექ­სუ­რამ­დე, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყ­ვ­ნენ, კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში (რომ­ლე­ბიც სა­მი­ნის­ტ­რომ სა­რე­კო­მენ­და­ციო სა­ხით შეს­თა­ვა­ზა), სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან და გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ე­ტა­ნათ ცვლი­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ, რა თქმა უნ­და, ამა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით წარ­მარ­თუ­ლი­ყო იმ წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წლე­ვან­დე­ლი და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ცე­სი – რა იყო შარ­შან და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე ეს გა­ვაგ­რ­ძე­ლო წელს. რა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნობთ შე­იძ­ლე­ბა დავ­გეგ­მო წლე­ვან­დე­ლი წე­ლი, რო­გო­რია წი­ნა წლის გა­მოც­დი­ლე­ბა – რა იყო, სად ვართ და რა არის წლე­ვან­დე­ლი მთა­ვა­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი და პერ­ს­პექ­ტი­ვა კა­თედ­რა­ზე.

ხ.ჯ.: რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. მე ზე­მოთ ვახ­სე­ნე, რომ გა­სულ სას­წავ­ლო წელს, პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა ჩვენს სკო­ლა­ში, კა­თედ­რებ­ზე, საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი. ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი – ამ დროს, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლად, ძნე­ლად მი­სახ­ვედ­რი აღ­მოჩ­ნ­და, თუ რა­ტომ უნ­და მი­ე­ღო თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამა თუ იმ კლა­სის კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სკო­ლებს ეხე­ბა, სა­დაც ერთ კა­თედ­რა­ზე ერთ სა­განს, მა­გა­ლი­თად, 10-12 მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის. თუმ­ცა პა­ტა­რა სკო­ლებ­ში კი­დევ უფ­რო სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბაა და ამა­ზეც ვი­სა­უბ­როთ შემ­დ­გომ. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, პე­და­გო­გებ­მა, რო­დე­საც ვთხო­ვეთ, საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შექ­მ­ნა­ზე ემუ­შა­ვათ, თით­ქოს და გა­ი­მარ­ტი­ვეს საქ­მე და ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­და­ი­ნა­წი­ლეს კლა­სე­ბი. და­ვუშ­ვათ, 4-5 მას­წავ­ლე­ბე­ლი გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლი­და VII და VIII კლა­სებს, IX კლასს სხვა ას­წავ­ლი­და, ვთქვათ, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი. შრო­მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს ერ­თ­მა­ნეთ­ში, სა­მუ­შაო გა­ი­ნა­წი­ლეს. რე­კო­მენ­და­ცია კი, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ცი­ის, ასე­ვე, ქო­უ­ჩე­ბის მხრი­და­ნაც იყო, რომ აუცი­ლებ­ლად ერ­თობ­ლი­ვად ემუ­შა­ვათ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. რა შე­დე­გამ­დე მი­ვე­დით? აღ­მოჩ­ნ­და, რომ იმ წელს, ერ­თ­მა კონ­კ­რე­ტულ­მა მა­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც ას­წავ­ლი­და VIII კლა­სებს, იმუ­შა­ვა იმ საგ­ნობ­რივ კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ზე, გა­ეც­ნო თე­მა­ტურ მატ­რი­ცებს, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, მაგ­რამ მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წელს შე­დი­ო­და არა იმა­ვე კლას­ში, რო­მელ­შიც წი­ნა წელს ას­წავ­ლი­და, არა­მედ IX, X ან VII კლას­ში…

მ.ტ.: და ხე­ლახ­ლა მო­უ­წია იმ პრო­ცე­სის გავ­ლა…

ხ.ჯ.: პე­და­გო­გებ­მა და­ი­ნა­ხეს იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მარ­ტო იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის კუ­რი­კუ­ლუმ­ზე კი არ უნ­და ემუ­შა­ვა ცალ­კე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, არა­მედ ერ­თობ­ლი­ვად უნ­და ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ ამ პრო­ცეს­ში. ეს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც თვი­თონ პე­და­გო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს – აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი­ყო პრო­ცეს­ში.

მ.ტ.: მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს VII კლასს ვას­წავ­ლი, VIII-ს თუ IX-ს, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად (იქ­ნე­ბა ეს საგ­ნობ­რი­ვი თუ მო­მიჯ­ნა­ვე სა­გა­ნი) ვერ­თ­ვე­ბი პრო­ცეს­ში.

ხ.ჯ.: კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო. ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო – მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ას­წავ­ლი­და ამ სა­განს, მაგ­რამ მომ­დევ­ნო წელს მო­უ­წია და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ის კუ­რი­კუ­ლუ­მი მის­თ­ვის ნაკ­ლებ ნაც­ნო­ბი იყო, ვერ ვიტყ­ვი, რომ სა­ერ­თოდ არ იცო­და რა სა­კითხე­ბი იყო ან რა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე იმ სა­გან­ში, რო­მელ­საც წი­ნა წელს ას­წავ­ლი­და და თა­ვად იმუ­შა­ვა კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნა­ზე. ეს ერ­თი, რაც გა­მო­იკ­ვე­თა და რაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ წელს, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში.

და მე­ო­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ასე­თი თხოვ­ნა, რჩე­ვა იყო სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლე იყო, ვალ­დე­ბუ­ლე­ბად არ გვექ­ცია, რომ პე­და­გო­გებს, აუცი­ლებ­ლად, ყვე­ლა თე­მა­ში, ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცით და ნა­ხეთ, რა აღ­მოჩ­ნ­და – ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი არც თუ ისე გუ­ლის­ყუ­რით შე­ირ­ჩა, მხო­ლოდ სა­თა­უ­რით, პი­რო­ბი­თად (იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც). მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში პე­და­გო­გე­ბი მე­კითხე­ბოდ­ნენ, თუ­კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შევ­ც­ვა­ლოთ, ან პრო­დუქ­ტი შევ­ც­ვა­ლოთ, ან რე­სურ­სი…

მ.ტ.: რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, აქ აქ­ცენტს აკე­თებ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა­ზე კუ­რი­კუ­ლუმ­ში, რო­მე­ლიც, პი­რო­ბი­თად, სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის იყო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, რა გზას გა­დის სკო­ლა­ში, კა­თედ­რებ­ზე, ცვლი­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს ძა­ლი­ან მკა­ფიო შეტყო­ბი­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

ხ.ჯ.: აი, რა აღ­მოჩ­ნ­და – პე­და­გო­გებს, თა­ვი­დან, თით­ქოს­და ჰქონ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი შფოთ­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად შე­ეძ­ლოთ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა – შე­მიძ­ლია, რომ ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი შევ­ც­ვა­ლო? ცხა­დია, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, კა­თედ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან სრუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბა იყო. ეს ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია და მას­წავ­ლებ­ლებს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოთ კუ­რი­კუ­ლუმ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა. ეს ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლი პრო­ცე­სია.

ერ­თი დე­ტა­ლი, გა­მომ­რ­ჩა და და­ვა­მა­ტებ, პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ჩვენ კუ­რი­კუ­ლუ­მებს ვქმნი­დით, პე­და­გო­გებს ვურ­ჩევ­დით, პა­რა­ლე­ლურ კლა­სებ­ში ერ­თი და იგი­ვე სა­კითხი შე­ე­ტა­ნათ, ერ­თი და იგი­ვე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. ეს იყო რე­კო­მენ­და­ცია, რჩე­ვა (ამას მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა). რა­ტომ იყო ეს რე­კო­მენ­და­ცია? რომ მას­წავ­ლებ­ლებს ჰქო­ნო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. წელს უკ­ვე, პა­რა­ლე­ლურ კლა­სებ­ში, ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი შექ­მ­ნეს, ანუ რო­დე­საც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, იქ მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა, რომ მე, მა­გა­ლი­თად, მირ­ჩევ­ნია ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შევ­ც­ვა­ლო…

მ.ტ.: უკ­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სკო­ლის ბა­ზა­ზე, შე­იქ­მ­ნა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა და სწო­რედ ის არის უკ­ვე კუ­რი­კუ­ლუ­მის ნა­წი­ლი, პრო­დუქ­ტი შე­იც­ვა­ლა და ა.შ ამით კა­თედ­რას და კა­თედ­რის წევ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, და­ი­ნა­ხონ რამ­დე­ნად ხერ­ხ­დე­ბა წლი­დან წლამ­დე გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა და, თუნ­დაც, რამ­დე­ნად ვერ­გე­ბით კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბებს, სკო­ლი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

და­ბო­ლოს, სას­კო­ლო კულ­ტუ­რა­ში, მათ შო­რის, სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში კა­თედ­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში  გვაქვს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბი. რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით ამა­საც რომ შე­ვე­ხოთ.

ხ.ჯ.: სწო­რად აღ­ნიშ­ნე, რო­გორც პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ასე­ვე სას­კო­ლო გეგ­მის და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კა­თედ­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს სკო­ლა­ში, შარ­შან, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მი­მარ­თუ­ლე­ბა, პრი­ო­რი­ტე­ტი, რაც გვქონ­და გა­მოკ­ვე­თი­ლი, სწო­რედ კა­თედ­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო.

მ.ტ.: ანუ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­მა კა­თედ­რებ­მა ყვე­ლამ თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი წვლი­ლი, აქ­ტი­ვო­ბა შე­ი­ტა­ნა ერ­თი­ა­ნი სას­კო­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საქ­მე­ში, რაც მათ  სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში იქ­ნა გა­წე­რი­ლი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა  გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ამ თე­მას დღეს ვერ ამოვ­წუ­რავთ, იმ­დე­ნად ბევ­რის მომ­ც­ვე­ლია. იმე­დია, ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები