9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

იტალიური ენის საგნის გამოცდა – ტესტის ნიმუში

spot_img

გთავაზობთ  იტალიური ენის მასწავლებლობის მსურველებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტის ნიმუშს.

ლაპარაკის დავალებების ნიმუშები

!! შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან ცვლილება შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. გამოცდას ადმინისტრირებას უწევს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები – 4 სთ; ლაპარაკის ნაწილი კი – 15 წუთი.

რეგისტრაცია 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. იტალიური ენის მასწავლებლობლის მსურველები საგნობრივ გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 31 აგვისტოს ჩააბარებენ.

!! გამოცდამდე ორი დღით ადრე ცენტრის ოფიციალური მეილიდან მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას გამოცდის შესახებ. თუ მსგავსი მეილი არ მოგივათ, გთხოვთ მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე: tgakhokidze@naec.ge ან დაუკავშირდეთ მობილურზე: 599 917 308.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები