4 მაისი, შაბათი, 2024

იოანე სა­ბა­ნის­ძის „აბო თბი­ლე­ლის წა­მე­ბის“ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის

spot_img

ნი­ნო დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის
თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბა, თა­ვი­სი ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ი­ცავს იდე­ა­ლის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის ორ გზას: მარ­ტ­ვი­ლო­ბა­სა და „ხორ­ცი­ელ იწ­რო­ე­ბას“. ცხა­დია ,უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დეს იდე­ა­ლის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის ორი­ვე გზის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე. მათ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად უნ­და გა­ი­აზ­რონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა „სის­ხ­ლის დათხე­ვა­სა“ და „უსის­ხ­ლო მსხვერპლს“ შო­რის.

„აბოს წა­მე­ბა“, გარ­და პო­ლი­ჟან­რუ­ლო­ბი­სა, სხვა მხრი­ვაც და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და სა­და­ვოა, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და შე­ვე­ხო ჰო­მი­ლე­ტი­კურ-დი­დაქ­ტი­კურ ნა­წილს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს ქარ­თ­ვე­ლი ერის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პორ­ტ­რეტს რო­გორც წარ­სულ­ში, ასე­ვე მწერ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში. არა­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გი საკ­მა­ოდ მძი­მეა „ოიკუ­მე­ნას“ და­სა­ლი­ერ­ში. გახ­ლე­ჩი­ლი ერი – ნა­წი­ლი ხარ­კის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი „ში­შის­გან რომ გა­ნი­ლე­ვა და ირ­ყე­ვა, ვი­თარ­ცა ლერ­წამ­ნი ქარ­თა­გან ძლი­ერ­თა“, ნა­წი­ლი კი „მა­მუ­ლის სლვის“ ერ­თ­გუ­ლი გუ­ე­მუ­ლი, ქენ­ჯ­ნი­ლი და ძვირ-ძვი­რად ზღვე­უ­ლია. ეს პა­რა­დოქ­სი უჩ­ვე­უ­ლო არ უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რად­გან ერ­თი­ა­ნო­ბის რღვე­ვის პრობ­ლე­მა უკ­ვე აღ­ქ­მუ­ლია სა­ზო­გა­დო მოვ­ლე­ნად არა­ერთ ეპო­ქა­ში. რე­ლი­გია, რო­გორც მძლავ­რი იარა­ღი, არა­ბუ­ლი ძა­ლის მიგ­ნე­ბუ­ლი ხერ­ხია იმ ერის გა­სა­ტე­ხად, რომ­ლის­თ­ვი­საც „უეჭ­ვე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა სა­უნ­ჯე დიდ არს მორ­წ­მუ­ნე­თათ­ვის“. და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი ტრა­დი­ცია ერი­სა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ას­თან ერ­თად ქმნი­და კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ულ ხაზს, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყ­ვე­ბო­და ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი იმ ტენ­დენ­ცი­ით, რომ ბერ­ძ­ნებ­ზე არა­ნაკ­ლებ და­ეც­ვა ქრის­ტი­ა­ნო­ბა, 500 წელ­ზე „უწი­ნა­რე­ის­ღა შჯულ­დე­ბულს“ გა­ნა­პი­რა გოდ­ლის რო­ლი რომ შე­უს­რუ­ლე­ბია, „წმინ­და­ნე­ბის დე­დად“ წო­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ლის მი­წა­ზე კი არა­ერ­თი მორ­წ­მუ­ნე რომ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე „შო­რი­ე­ლი მკვიდ­რი“.

ის­მა­ე­ტე­ლი ჭა­ბუ­კის ის­ტო­რია „ქრის­ტეს მგზავ­რო­ბაა“, ახა­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნაა. მაცხო­ვა­რი ამ­ბობს: „მე ვარ გზაი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბაი და ცხოვ­რე­ბაი“ – ამ პრინ­ცი­პით იწყებს მოძ­რა­ო­ბას აბო შო­რე­უ­ლი ბაღ­და­დი­დან „მძლავ­რე­ბი­სა ქვე­შე და­მო­ნე­ბულ ქვეყ­ნამ­დე“. ჭა­ბუკ­მა იცის, რომ ეს რთუ­ლად სა­ვა­ლი გზაა, მაგ­რამ მი­დის რწმე­ნით, „მგზავრ ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის“. მის­თ­ვის, ქარ­თ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლით, სი­ნათ­ლის კა­რი იღე­ბა. რო­გორც იოანეს სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა: „მე ვარ კა­რი“. თვით­შე­მეც­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. ეს აუცი­ლებ­ლო­ბა იქ­ცა მთა­ვარ პრინ­ცი­პად „შო­რი­ე­ლი მკვიდ­რის­თ­ვის“, თან­მი­მდევ­რუ­ლად მიჰ­ყ­ვეს თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის პრინ­ციპს, ზე­და­პი­რუ­ლად და გა­უ­აზ­რებ­ლად არ მი­ი­ღოს ახა­ლი რე­ლი­გია. ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბაა, ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ე­ბა­ში. აბო ამას ბრწყინ­ვა­ლედ ახერ­ხებს სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის გზით. მთა­ვა­რი კი მა­ინც პრინ­ცი­პებ­ში გარ­კ­ვე­ვაა. მან თვი­თონ მი­ა­ნი­ჭა სა­კუ­თარ თავს აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს გო­ნი­სა და შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე. ახა­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მას გზას უხ­ს­ნის „გა­ნუ­ქარ­ვე­ბე­ლი სურ­ნე­ლე­ბის მქო­ნე რე­ლი­გი­ის­კენ“. აბოს აღ­მო­ჩე­ნად იქ­ცა არა მხო­ლოდ „უეჭ­ვე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა“, არა­მედ ის რე­ა­ლო­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს რე­ლი­გია მა­სე­ბის სა­მარ­თავ იარა­ღად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის ჩაგ­ვ­რის მე­ქა­ნიზ­მად. თვით­ჩაღ­რ­მა­ვე­ბამ შე­აძ­ლე­ბი­ნა აბოს, სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი გა­ნეჩხ­რი­კა და უმეც­რად მო­ე­ნათ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვი, რო­დე­საც „მაჰ­მა­დის სჯუ­ლის მჭი­რა­ვი“ იყო, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნილ-შე­კო­წი­წე­ბულ, მაგ­რამ მშობ­ლი­ურ რე­ლი­გი­ას ბრმად რომ მიჰ­ყ­ვე­ბო­და. ასე რომ, ყვე­ლა მიგ­ნე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­თა­ვე დი­დი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაა. აბო, შე­მეც­ნე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ავ­ლენს, პირ­ნათ­ლად გა­ი­ა­როს კა­თაკ­მევ­ლო­ბის პე­რი­ო­დი, სუ­ლი­ე­რად ნა­თელ­ღე­ბულ­მა გან­საზღ­ვ­როს პრინ­ცი­პე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. მო­ემ­ზა­დოს „მწყემ­სო­ბის“ ურ­თუ­ლე­სი მი­სი­ის­თ­ვის, რო­ცა მაცხოვ­რის გზის გა­მე­ო­რე­ბით „მე ვარ ნა­თე­ლი ქვეყ­ნი­საი“ ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა „სან­თე­ლი სა­სან­თ­ლე­სა ზე­და დან­თე­ბუ­ლი“ ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის შემ­ცო­დე ერის­თ­ვის. სა­უ­კუ­ნო ნი­ჭი და კაც­თა­გან მი­სა­ღე­ბი პა­ტი­ვი, გან­ქარ­ვე­ბა­დი და გა­ნუ­ქარ­ვე­ბე­ლი სურ­ნე­ლე­ბა, ის­ლა­მი და ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ღია თუ ფა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, სან­თე­ლი ხვი­მირ­ქ­ვეშ თუ სა­სან­თ­ლე­სა ზე­და – ეს ის დი­ლე­მაა, რომ­ლის წი­ნა­შეც აღ­მოჩ­ნ­დე­ბა არა­ბი ჭა­ბუ­კი. ამ არ­ჩევ­ნის სა­სი­კე­თო გა­დაწყ­ვე­ტა კი რწმე­ნის, სინ­დი­სი­სა და აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. „ნე­ტარ არი­ან უბი­წო­ნი გზა­სა, რო­მელ­ნი ვლე­ნან რჯულ­სა უფ­ლი­სა­სა“. რწმე­ნად ექ­ცა აბოს ის სიბ­რ­ძ­ნე, რო­მე­ლიც მა­ღალ­სუ­ლი­ე­რე­ბად მი­იჩ­ნია. რუს­თა­ვე­ლი ამ­ბობს: „მით ვის­წავ­ლე­ბით, მოგ­ვე­ცეს შერ­თ­ვა ზესთ მწყობ­რ­თა წყო­ბი­სა“, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მიგ­ნე­ბა და ცოდ­ნა მა­შინ მარ­თ­ლ­დე­ბა, თუ მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა საკ­რა­ლუ­რია. სწო­რედ ამ საღ­ვ­თო შე­მეც­ნე­ბით აღას­რუ­ლა ახალ­მა მო­წა­მემ სრბაი და მი­სი გზა ახ­ლე­ბურ და­მოწ­მე­ბად იქ­ცა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იდე­ა­ლი­სა. იდე­ა­ლი კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის გა­რე­შე, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა, შე­მეც­ნე­ბა, მწყემ­სო­ბის ურ­თუ­ლე­სი გზა კი დიდ სიმ­ტ­კი­ცეს მო­ითხოვს, ამი­ტო­მაც არის აბო „სა­კი­დუ­რი ლო­დი“, რო­მელ­მაც მძლავ­რე­ბი­სა ქვე­შეც და­ამ­ტ­კი­ცა რწმე­ნის, ნე­ბი­სა და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. იგი შიშ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დია, რო­მე­ლიც გა­თა­ვი­სუფ­ლ­და იმ მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან, რო­მე­ლიც ასე ჩაგ­რავს კა­ცობ­რი­ო­ბას და „სა­მო­სე­ლია სუ­ლი­სა“.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები