იგავ-არაკი არის ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელიც დამრიგებლური ხასიათისაა და მისი მთავარი გმირები, მეტწილად, არიან ცხოველები, მცენარეები ან საგნები, რომლებშიც ნაგულისხმევია ადამიანი (გამოყენებულია მხატვრული ხერხი გაპიროვნება ანუ პერსონიფიკაცია).
იგავ-არაკი ალეგორიული, მეტწილად – იუმორისტული (სატირული ან კომიკური), ზღაპრული შინაარსის ნაწარმოებია. მას თითქმის არ ახასიათებს მეტაფორული სტილი. ენა სადაა, ავტოლოგიური. პერსონაჟები, ძირითადად, სქემატური და სტერეოტიპულია ( ცბიერი/მსუნაგი მელა, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ გულუბრყვილო დათვი…). იგავ-არაკებში „დამხმარე“ ანუ მეორეხარისხოვანი გმირები ადამიანებიც არიან ხოლმე.
ისეთი სახის იგავ–არაკი, რომელშიც ავტორის ტენდენცია და მოთხრობილის მთავარი აზრი პირდაპირ არის მწერლის მიერ გამოთქმული, გარეგნულად ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში, რომელიც მთავარია, აღწერილია რაიმე ამბავი, მეორეში კი მოცემულია თვით ამბისაგან გამომდინარე აზრი, მორალი. მორალი არის ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც იგავ-არაკისგან გამომდინარეობს.
იგავი ერთ–ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ხალხების, შუმერებისა და ბაბილონელების, წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო.
მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის – ეზოპეს – იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც კი უწოდებდნენ. ჩვენთვის ასევე ცნობილია ქართველი მეიგავე სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც დაწერილი აქვს იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“.
იგავ-არაკი თავისი შინაარსით ახლოსაა ზღაპართან, ფორმით კი – მინიატურასთან.
წარმოგიდგენთ ორ იგავ-არაკს მოკლე კომენტარებით:
1.კუ და მორიელი
ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ, მორიელი დაღონდა, გასვლა არ შეეძლო, კუმ უთხრა: – ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! – შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: – ძმაო, რას იქმო? – მორიელმან უთხრა: – რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთის გვარისანი ვართ. მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: – ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიან ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.
ამ იგავში მოთხრობილია ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე, მაგრამ მიგვითითებს ადამიანთა ურთიერთობაზე. ზოგიერთი ადამიანი, რა სიკეთეც არ უნდა უყო, მაინც არ მოიშლის ბოროტებას და ასეთი ადამიანი სასჯელის ღირსია. „კუ და მორიელი“, ალეგორიულობასთან ერთად, სრულსიუჟეტიანია, რადგან მასში მოთხრობილია გარკვეული ამბავი, რომელიც იწყება და მთავრდება: ეს არის კუსა და მორიელის მეგობრობის ისტორია – ამ ორმა ცხოველმა გადაწყვიტა, მეგობრულად ეცხოვრათ. კუმ, თავის მხრივ, კიდეც დაამტკიცა მეგობრობა, მაგრამ მორიელმა, მისი ბოროტი ჩვეულების გამო, მადლობისა და მეგობრობის ნაცვლად, მტრობა გაუწია კუს. ამ ორი არსების მეგობრობის ცდაც მარცხით დამთავრდა.
-
ქალაქის თაგვი და სოფლის მაუსი
ერთხელ ქალაქის ვირთხა და სოფლის ვირთხა შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დაიწყეს ლაპარაკი და სოფლელმა უთხრა ქალაქელს: „ნეტარ ხართ თქვენ, ვისაც ამდენი საჭმელი გაქვთ, მე ყოველთვის ცოტას ვჭამ”. ქალაქის ვირთხამ უპასუხა: „მე ყოველთვის ჩქარა მიწევს ჭამა, რადგან თუ ადამიანები დამიჭერენ, მცემენ. ნეტარ ხართ, ვისაც მშვიდად ჭამა შეგიძლიათ“. ამიტომ ორმა გადაწყვიტა როლების შეცვლა: ქალაქის თაგვი წავიდა საცხოვრებლად სოფლად და პირიქით.
ორივე ბედნიერი იყო: ქალაქის ვირთხამ საბოლოოდ შეიძლო მშვიდად ჭამა და სოფლის ვირთხას უამრავი საჭმელი ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში წასულმა სინანული გამოთქვა მშვიდი ტრაპეზების დაკარგვის გამო. სოფელში გადასახლებულმა შიმშილი იგრძნო, რადგან საკვები ყოველთვის მწირი იყო და მანაც სინანული გამოთქვა. ბოლოს ქალაქის თაგვი დაბრუნდა ქალაქში, ხოლო სოფლის თაგვი – სოფლად.
ადამიანების უმეტესობა არასდროს არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს.
ნინო ქაჯაია, თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე
ზურა კაპანაძე, ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლე