ვერლიბრი არის ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა არ მეორდება (მეტრულ წესრიგს არ ემორჩილება). ვერლიბრში თავისუფალია ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა. ასეთ ლექსში რითმა არ გვხვდება.
საზღვარგარეთ ვერლიბრმა, პოეზიაში, მალევე დაიკავა საპატიო ადგილი და უპირატესობა წაართვა ტრადიციულ (კონვერსიულ) ლექსს. ვერლიბრის პოპულარობა ყველაზე მძაფრად ამერიკაში გამოვლინდა.
ზოგჯერ ვერლიბრს აიგივებენ თეთრ ლექსთან (ვერბლანთან). ეს არასწორია.
ვერლიბრი მეტრულად მოუწესრიგებელი ლექსია, ვერბლანისგან განსხვავებით. ვერლიბრში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრიქონთა მარცვლების რაოდენობა არათანაბარია. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია (მაგრამ აუცილებელი პირობაა ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა). ვერლიბრში რითმა, ისევე, როგორც ვერბლანში, არ გვხვდება. ზუსტად ურითმობის გამო ხდება აღრევა. უმოჯობესია, თუ ორივე ამ სახის ლექსს ვუწოდებთ ურითმოს და არა – ვერლიბრს. ვერლიბრია გალაკტიონის „ჯონ რიდი“. ამ ლექსიდან პირველი სამი სტრიქონის დაკვირვებაც კი ამეტრიულობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს:
ბავშვები ყიდდენ პაპიროსებს.
ზოგი მათგანი ცინიკურად გაიძახოდა:
„რასპუტინის პაპიროსები“.
ვერბლანი მეტრულად, რიტმულად მოწესრიგებულია, თუმცა ურითმოა. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის ქვემოთ მოხმობილი სტროფი ვერბლანია (დაწერილია რვამარცვლიანი საზომით):
დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,
დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა,
საფლავს ჩავდივარ სიმწარით…
ტერმინი თეთრი ლექსის წარმოშობა საინტერესო ფაქტებს ეყრდნობა: ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და თუ იქ შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ, გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს თეთრი ლექსი ეწოდებოდა.
21-ე საუკუნეში ზოგიერთი ლიტერატორი, ვერლიბრთან დაკავშირებით, მოსაზრებებს ასეთნაირად გამოთქვამს: თავისუფალ ლექსში რიტმი არ არის, ამის გამო ვერლიბრი არ არის პოეზია და წარმოადგენს პროზას.
ბაია ცხელიშვილი, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლე