ესე ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრია. არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, ბიოგრაფიული, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და სხვა. ესეს დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორთა შემოქმედებაში შეინიშნებოდა.
ესეში ხშირად მეორდება აზრი. ეს ნიშნავს, რომ შესავალისა და დასკვნის სეგმენტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ესეს შუა, მთავარ ნაწილში შევხვდებით.
ესეს წერის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:
- თემის შერჩევა ესესთვის.
- აირჩიეთ თემის მთავარი აზრი, ან თეზისი.
- გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა/შეჯამება.
- შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე.
- პირველი წინადადების შემდეგ ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი. ამ წინადადებამ უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.
- ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს განსაზღვრავს. ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს სტრუქტურის აწყობას.
- შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით.
- შიდა პარაგრაფები შესავალში დაფიქსირებული იდეის განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.
- ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი ინფორმაცია თემაზე.
- ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი უნდა განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.
- ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის პერიფრაზირებას ახდენს.
- დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა პარაგრაფების პრინციპულ იდეას.
- ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი.
- ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება.
ახლა კი განვიხილოთ ესეს სამი ძირითადი ნაწილი:
- შესავალი. იმისთვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
♦ ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
♦ დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეგიძლიათ ისაუბროთ ესეში.
♦ შესავალი დაიწყეთ მკითხველისთვის ნაცნობი, ადვილად აღსათქმელი სიტუაციის აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
2. ძირითადი ნაწილი – ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები. მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
3. დასკვნითი ნაწილი. დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელს დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით გვხვდება ორი სახის ესე:
- ახსნითი ესე (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგადი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკითხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ინფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოადგენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
საქართველოში ესეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, კ. გამსახურდიას და სხვა არაერთ ქართველ მწერლებს.
თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე