30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

spot_img

გთავაზობთ 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
⇔ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
⇔ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები