19 მაისი, კვირა, 2024

ენდეთ ჩემს გამოცდილებას

spot_img

ნატაშა მელიშვილი
სსიპ დუშე­თის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის იაკობ ტრიპოლსკის სახ. №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

ქართულ ენაში, რომელიც ყოველთვის რჩებოდა დარბაისელ სამეტყველო ენად, დღეს უკვე სახიფათო პროცესები მიმდინარეობს – იცვლება მისი სტრუქტურა და სამყარო. აჩქარებული რიტმი, ტექნოლოგიები, უცხო ენა… ტემპის მეტად აჩქარება იწვევს დამახინჯებას, მეტყველებისას სიტყვების, მარცვლების ან ბგერების „ყლაპვას“; იცვლება დიქცია, ჩნდება სრულიად გაუგებარი მახვილები და ასეთი ენით საუბრობს მოსწავლეთა დიდი ნაწილი.

ბოლო წლებია, პირველი კლასიდან უცხო ენას ასწავლიან, როდესაც ბავშვების სამეტყველო სისტემა ქართულ ენაშიც სრულფასოვნად არ არის მომზადებული. მეტყველების კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მშობლიურ ენაზე აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და როცა აზროვნების ენა არ აქვთ პატარებს განვითარებული, მეორე და მესამე უცხო ენა როგორ ვასწავლოთ?! ქართული ენის შესწავლას სათანადო დრო და ყურადღება არ ეთმობა, ამიტომაცაა გაუარესებული შედეგები როგორც ზეპირ, ასევე წერით მეტყველებაში.

ქართული ენის გაღარიბების მთავარი მიზეზი წიგნიერების დაბალი დონეა. მოსწავლეები ნაკლებს კითხულობენ და ეს მათ მეტყველებაზე აისახება. უმეტესობას ელემენტარული წერითი უნარ-ჩვევები არ გააჩნია, პუნქტუაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. სოციალურმა ქსელებმა ხომ ენის ნორმების დაცვა მთლად დაგვავიწყა. საჯარო სკოლაშიც ვიმუშავე და კერძოშიც. ერთნაირი სიტუაციაა.

ერთი წელია, თბილისიდან გადმოვედი ფასანაურში. როგორც კი ჩემი პატარები გავიცანი, გადავწყვიტე, მათი ზეპირმეტყველებისთვის მეშველა. ბედნიერებაა, რომ სპეციალობით ლინგვისტი ვარ, ჩემი ჰობი კი – მხატვრული კითხვაა. გამოცდილებამ მასწავლა რა მეკეთებინა ასეთ შემთხვევაში. თვენახევრის განმავლობაში ვიმუშავე სცენარზე, რომელიც მხოლოდ დიალოგებისგან შედგებოდა. პარალელურად კი, ექვსი თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე, ლექსს ვაძლევდი დასასწავლად, თან ვამუშავებდი. ვეცადე, ერთი მწერლის ლექსები ყოფილიყო. როცა ოცამდე ლექსი შეუგროვდათ, ფასანაურში მოვიპატიჟე მრავალმხრივი ინტელექტის მქონე ადამიანი – საბავშვო მწერალი, პოეტი, მხატვარი და მეზღაპრე – მაია დიაკონიძე. მაიკომ ძალიან ისიამოვნა პატარების მიერ მხატვრულად წარმოთქმული მისი ლექსებით.

მიიღეთ ჩემი გულითადი რჩევა: ზეპირმეტყველებას ავითარებს ლექსები და დიალოგების სწავლა, შემდეგ კი – დამუშავება. შედარება არ არის ჩემი მოსწავლეების პირვანდელსა და ახლანდელ მეტყველებას შორის.

უფრო დიდი წარმატებები მათ ცხოვრების დიდ გზაზე!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები