23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დამ­რი­გე­ბე­ლს, რო­გორც  ბავშვთან ყველაზე ახლოს მყოფ პირს, მნიშვნელოვნად შეუძლია მისი მომავლის შეცვლა

spot_img

თა­მი­ლა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი
სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, II-III კლა­სე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

⇑⇓ დამ­რი­გე­ბე­ლი – მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში

რო­გორც ძველ­ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სი პლუ­ტარ­ქე ამ­ბობ­და „მოს­წავ­ლე არ არის ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და აავ­სო, ის ჩი­რაღ­და­ნია, რო­მე­ლიც უნ­და აან­თო“. სწო­რედ ამ ჩი­რაღ­დ­ნის დრო­უ­ლად და სწო­რად ან­თე­ბაა მას­წავ­ლებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა, მი­თუ­მე­ტეს დამ­რი­გებ­ლის, რო­მელ­საც, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე ახ­ლო და ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­ებ­თან. დამ­რი­გე­ბე­ლი მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია სკო­ლა­ში, ის ყვე­ლა­ზე უკეთ უნ­და იც­ნობ­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ფსი­ქი­კას, ნიჭ­სა და უნა­რებს, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რია, დამ­რი­გე­ბელ­მა კი, სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მა­თი ნი­ჭი­სა და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნით; და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. დამ­რი­გე­ბე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი, მე­გო­ბა­რი და აღ­მ­ზ­რ­დე­ლია.

⇑⇓ რო­გორც ჰა­ე­რი, ისე სჭირ­დე­ბათ მხი­ა­რუ­ლი, თა­მა­შით სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა, რაც მათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში მქო­ნია ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში მში­ე­რი მო­სუ­ლა ან ზამ­თარ­ში – თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გა­რე­შე. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში ყვე­ლა დამ­რი­გე­ბელ­მა იცის ბავ­შ­ვის ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი, ხში­რად ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, რო­ცა ბავ­შ­ვი ასე­თი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დგას, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა ფერ­ხ­დე­ბა. სწო­რედ ასეთ მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ დამ­რი­გებ­ლის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა.

აბ­რა­ამ მას­ლო­უს მი­ხედ­ვით, თუ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი არაა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, უსაფ­რ­თხო­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, მოს­წავ­ლის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია. მათ, რო­გორც ჰა­ე­რი, ისე სჭირ­დე­ბათ მხი­ა­რუ­ლი, თა­მა­შით სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და კი­დევ ისე­თი დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მო­უს­მენს და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რო­ბას გა­უ­წევს.

⇑⇓ რა შეც­დო­მე­ბი არ უნ­და და­უშ­ვან მას­წავ­ლებ­ლებ­მა მშო­ბელ­თა კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას

მშო­ბელ­თა კრე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა პე­და­გო­გი­სა და მშობ­ლის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ბავ­შ­ვის სწავ­ლე­ბა­სა და აღ­ზ­რ­და­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად და შე­სა­თან­ხ­მებ­ლად. დამ­რი­გე­ბელ­მა კარ­გად უნ­და იცო­დეს, რომ ბავ­შ­ვის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­რე­შე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მშო­ბელ­თა კრე­ბა. მშო­ბელ­თა კრე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და სწო­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის დი­დი ენერ­გია იხარ­ჯე­ბა, რად­გან დამ­რი­გე­ბელს ურ­თი­ერ­თო­ბა უწევს ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან, რაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ცოდ­ნას სა­ჭი­რო­ებს, რა­თა ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია და კო­ლა­ბო­რა­ცია შედ­გეს, რის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ზო­გი­ერ­თი მშობ­ლის­თ­ვის მშო­ბელ­თა კრე­ბა არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტორ­საც კი წარ­მო­ად­გენს და დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნის. დამ­რი­გე­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს აუხ­ს­ნას, რომ სკო­ლა და კლა­სი ოჯა­ხი­ვი­თაა, რომ სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს და მშო­ბელს ერ­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი – ბავ­შ­ვი აერ­თი­ა­ნებთ.

კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბა, ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს ჩა­უ­ნერ­გავს რწმე­ნას, რომ მას ყო­ველ­თ­ვის უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბის იმე­დი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

უდი­დე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა დამ­რი­გებ­ლის და, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის სწავ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა. ეს გა­მო­იწ­ვევს მშობ­ლის მხრი­დან აგ­რე­სი­ას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე უარის თქმა­სა და იმ ჯაჭ­ვის წყვე­ტას, რო­მე­ლიც მშო­ბელს, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს აერ­თი­ა­ნებს.

⇑⇓ რა პრობ­ლე­მე­ბი დგას უფ­რო მწვა­ვედ – ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ კოგ­ნი­ტუ­რი?

ვფიქ­რობ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა ბავ­შ­ვე­ბის რთუ­ლი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც დღეს­დღე­ო­ბით ხში­რად ვხვდე­ბით. ამის გა­მომ­წ­ვე­ვი უამ­რა­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს, მა­გა­ლი­თად, მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უწევს სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, ბავ­შ­ვი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. არა­ვინ იცის რო­გორ სო­ცი­უმ­ში მოხ­ვ­დე­ბა, ოჯა­ხი­სა და სკო­ლის გა­რეთ, უყუ­რადღე­ბოდ დარ­ჩე­ნი­ლი, რაც უდი­დეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეს კი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს აკა­დე­მი­ურ რეგ­რესს. გარ­და აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­ში დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ, რაც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

⇑⇓ რა უნ­და გა­ა­კე­თოს დამ­რი­გე­ბელ­მა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

აბ­რა­ამ მას­ლო­უს პი­რა­მი­დის თა­ნახ­მად, ყვე­ლა ინ­დი­ვიდს აქვს სა­კუ­თა­რი, პი­როვ­ნე­ბა­ში „ჩა­შე­ნე­ბულ“ მოთხოვ­ნი­ლე­ბა­თა და სა­ჭი­რო­ე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც თავს სწო­რედ თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის პრო­ცეს­ში იჩენს. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, ეს არის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი.

ჩე­მი სკო­ლა ზე­მო იმე­რე­თის ერთ მა­ღალ­მ­თი­ან, ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც კი უჭირს. რთუ­ლია ასეთ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ამ კუთხით მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ, მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია.

„წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­ნი წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლი უფ­რო მე­ტი უნ­და იყოს, ვიდ­რე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­ში“ (ბ. კოს­ბი) – სწო­რედ ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­შის დაძ­ლე­ვა­ში შე­უძ­ლია დამ­რი­გე­ბელს, რო­გორც ბავ­შ­ვ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მყოფ პირს, დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს მოს­წავ­ლეს, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს მი­სი მო­მა­ვა­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, უნ­და და­ეხ­მა­როს პი­როვ­ნუ­ლი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ანუ ბავ­შ­ვ­მა და­ი­სა­ხოს მი­ზა­ნი – რა უნ­და და რა­ტომ. შემ­დეგ უნ­და და­იწყოს ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ მი­აღ­წი­ოს მი­ზანს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბავ­შ­ვი დამ­რი­გე­ბელ­თან ერ­თად და­გეგ­მავს ამ ყვე­ლა­ფერს და დრო­შიც გა­წერს, გან­საზღ­ვ­რავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა დრო დას­ჭირ­დე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მე ხში­რად ვი­ყე­ნებ კვი­რის გეგ­მას, რო­მელ­საც მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვებ, რაც ეხ­მა­რე­ბა მას­, და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სი და მო­ტი­ვა­ცი­აც გა­უძ­ლი­ერ­დეს. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვი მუდ­მი­ვად გრძნობ­დეს მხარ­და­ჭე­რა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბას, არ ჰქონ­დეს შეც­დო­მე­ბი­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­ში, თა­ვი იგ­რ­ძ­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­კუთ­ვ­ნე­ბულ წევ­რად.

⇑⇓ დამ­რი­გებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დია და რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა იყო კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, ვთვლი, რომ ანაზღა­უ­რე­ბა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. მარ­თა­ლია, დამ­რი­გე­ბე­ლი მო­წო­დე­ბით უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და არა ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სთ­ვის, მაგ­რამ, მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და წა­­ხა­ლი­სებ­ისთვის, ვფიქ­რობ, სა­თა­ნა­დო ანაზღა­უ­რე­ბაც სა­ჭი­როა.

დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ტი­ვა­ტო­რია, მაგ­რამ პრი­ო­რი­ტე­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. მის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი მოს­წავ­ლის მი­ერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გია. დამ­რი­გე­ბელ­მა, ეს შე­დე­გი რომ მი­ი­ღოს, უდი­დე­სი შრო­მაა სა­ჭი­რო. ამ შრო­მის ხა­ლი­სი რომ ჰქონ­დეს, აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა, კო­ლე­გი­ა­ლუ­რი კლი­მა­ტი და გა­რე­მო. იქ, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ, შრო­მაც ნა­ყო­ფი­ე­რია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს დამ­რი­გებ­ლის წიგ­ნი „სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის პროგ­რა­მა“, რომ­ლი­თაც კლა­სის სა­ათ­ზე ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, არ­სე­ბობ­დეს მე­ტი მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის საკ­ვან­ძო სა­კითხი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა დამ­რი­გე­ბელს რო­გორ მის­ცეს ბავშვს სწო­რი რჩე­ვა ამა თუ იმ პრობ­ლე­მის წა­მოჭ­რი­სას, რო­გორ შე­უწყოს ხე­ლი მოს­წავ­ლის ნი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბას და და­ეხ­მა­როს უნარ-ჩვე­ვე­ბის დახ­ვე­წა­ში.

⇑⇓ სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან

წლე­ბის წინ, ჩე­მი სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კის პირ­ველ წელს, ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ მო­რი­დე­ბით შე­მო­ა­ღო კლა­სის კა­რი და შე­მოს­ვ­ლის ნე­ბარ­თ­ვა ითხო­ვა. უკ­ვე მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლი იდ­გა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვკითხე, რა მი­ზე­ზით და­იგ­ვი­ა­ნა. დე­დი­კოს სა­კურ­თხი გა­ვუ­კე­თეო, – მი­პა­სუ­ხა. ძარ­ღ­ვებ­ში სის­ხ­ლი გა­მე­ყი­ნა… დღე­საც არ შე­მიძ­ლია ამ ფაქ­ტის ემო­ცი­ის გა­რე­შე გახ­სე­ნე­ბა, ის გან­ც­და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე გამ­ყ­ვე­ბა. დღეს ის პა­ტა­რა გო­გო არა მარ­ტო ჩე­მი, არა­მედ მთე­ლი რა­ი­ო­ნის სა­ა­მა­ყო ექი­მი ნეფ­რო­ლო­გია. მას, ალ­ბათ, აღარც ახ­სოვს ეს შემ­თხ­ვე­ვა, მე კი, იმ პა­ტა­რა, მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა გო­გო­ნამ მას­წავ­ლა, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ჯერ იმ მი­ზე­ზე­ბის გარ­კ­ვე­ვა, რა­საც მოჰ­ყ­ვა ესა თუ ის ქცე­ვა და შემ­დეგ – რე­ა­გი­რე­ბა. ჩემს კო­ლე­გებ­საც ვურ­ჩევ, წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მის დროს, თავ­და­პირ­ვე­ლად, ვე­ცა­დოთ, ვი­პო­ვოთ სა­თა­ვე და შემ­დეგ ვი­მოქ­მე­დოთ სა­თა­ნა­დოდ. ყო­ველ­თ­ვის გვახ­სოვ­დეს, ბავ­შ­ვებს სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო აქვთ, ფა­ქი­ზი გრძნო­ბე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი.

⇑⇓ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ნა­წი­ლი არ არის. მი­სი მი­ზა­ნია ბავ­შ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არა­ფორ­მა­ლურ, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა იძ­ლე­ვა არა მხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ ისეთ უნა­რებს, რაც ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. ის მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, უვი­თა­რებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, სო­ცი­ა­ლურ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნა­რებს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლი­სათ­ვის.

ჩემს სკო­ლა­ში კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მზა­ო­ბის მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში იგი კი­დევ უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. ამ კუთხით, ვაწყობთ ხოლ­მე ექ­ს­კურ­სი­ებს, და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ებს, ასე­ვე, გავ­მარ­თეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის­თ­ვის და ა.შ.

⇑⇓ რო­გორ შევ­კ­რათ კლა­სი ერ­თი­ან გუნ­დად

ნამ­დ­ვი­ლად არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ სკო­ლებ­ში ეს პრობ­ლე­მა დგას. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, იზ­რუ­ნოს კლას­ში ერ­თი­ა­ნი გუნ­დის შეკ­ვ­რა­სა და პო­ზი­ტი­უ­რი მიკ­როკ­ლი­მა­ტის შექ­მ­ნა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი სტრა­ტე­გიის გამოყენება შეიძლება კლას­ში გუნ­დის შე­საკ­ვ­რე­ლად. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად ჩა­ე­რიო.

რო­ცა ვხე­დავ, რომ კლას­ში მსგავ­სი უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი დგე­ბა, შე­პარ­ვით, ისე, რომ ყუ­რადღე­ბა კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე არ გა­ვა­მახ­ვი­ლო, ვთა­ვა­ზობ მოს­წავ­ლე­ებს გუნ­დურ თა­მაშს, რა­თა ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ც­და გა­უჩ­ნ­დეთ. ან კი­დევ, ვუ­კითხავ ტექსტს მე­გობ­რო­ბა­ზე, მის ძა­ლა­ზე, მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა­ზე და ა.შ. ვაძ­ლევ მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ კითხ­ვებს, რომ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი. გან­ვი­ხი­ლავთ პერ­სო­ნა­ჟე­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით ქცე­ვებს და ვმსჯე­ლობთ ამ ქცე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გებ­ზე.

⇑⇓ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლა­ში

რო­ცა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი  ბავ­შ­ვო­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებს იხ­სე­ნებს, და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტი მო­გო­ნე­ბა სკო­ლა­სა და მას­წავ­ლე­ბელს, ძი­რი­თა­დად კი, კლა­სის დამ­რი­გე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან სწო­რედ დამ­რი­გე­ბე­ლია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას ბავ­შ­ვ­თან და თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­სი მე­სა­ი­დუმ­ლეა, ხან­და­ხან მშო­ბელ­ზე ახ­ლო­ბე­ლიც კი ხდე­ბა. დამ­რი­გე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის მზად უნ­და იყოს, და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს პი­როვ­ნუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში, ამი­სათ­ვის, მოს­წავ­ლეს დამ­რი­გებ­ლის სრუ­ლი ნდო­ბა უნ­და ჰქონ­დეს.

ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით, ხში­რად ვრთავ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ვუქ­მ­ნი პი­რო­ბებს, რომ თა­ვი თა­ვი­სუფ­ლად და სრულ­ფა­სოვ­ნად იგ­რ­ძ­ნონ, უკეთ გა­ი­აზ­რონ თა­ვი­ან­თი რო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ კუთხით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ვმუ­შა­ობთ ?ლა­სის სა­ათ­ზე. გავ­დი­ვართ ისეთ თე­მებს, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ხელს უწყობს  უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში და კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

⇑⇓ მშო­ბე­ლი, რო­გორც ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რე­სურ­სი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით კლა­სებ­ში. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მოს­წავ­ლე გრძნობს ამ ერ­თი­ა­ნო­ბას და უფ­რო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხდე­ბა სკო­ლის მი­მართ, უფ­რო პო­ზი­ტი­უ­რი, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა ეძ­ლე­ვა, რაც უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის სა­წინ­და­რია.

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ მშო­ბელ­თა კრე­ბის დროს მო­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში, დღეს კი, მშო­ბე­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რე­სურ­სია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა. G-Pried-მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი „მშო­ბელ­თა ბა­რა­თე­ბი“, რაც პი­რა­დად მე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მშობ­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვა­ში. ჩე­მი კლა­სის მშობ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კლა­სის მი­ერ მოწყო­ბილ მხატ­ვ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, თა­ვად უკითხა­ვენ ბავ­შ­ვებს მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ დის­კუ­სი­ებ­ში. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტი „ჰი­გი­ე­ნა და ჯან­სა­ღი კვე­ბა“, რო­მე­ლიც თა­ვად მშობ­ლებ­მა წარ­მარ­თეს და სა­უ­კე­თე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თეს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი, ამა­ყე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

⇑⇓ დამ­რი­გებ­ლის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

„ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად“.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლის მი­მართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე აგე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს გუ­ლის­ხ­მობს, რის­თ­ვი­საც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მო ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამ ყვე­ლაფ­რის ხელ­შეწყო­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი ენი­ჭე­ბა დამ­რი­გე­ბელს, არა ერ­თა­დერ­თი, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი. უკ­ვე ვახ­სე­ნე, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, დამ­რი­გე­ბელ­მა კი კლას­ში ისე­თი კლი­მა­ტი უნ­და შექ­მ­ნას, რომ ყვე­ლამ კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ატ­მოს­ფე­რო უნ­და იყოს კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ხო­ლო ფი­ზი­კურ გა­რე­მო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, მა­სა­ლე­ბი და რე­სურ­სე­ბი – თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა, ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის, მი­უ­ხე­და­ვად მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი­სა. დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, ყვე­ლა არ­სე­ბულ რე­სურსს იყე­ნებ­დეს, მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ეფექ­ტუ­რი და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები