4 მაისი, შაბათი, 2024

და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტენ­დენ­ცი­ე­ბი

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CCIIR) მო­ამ­ზა­და ბი­უ­ლე­ტე­ნი „ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, 2023“, რო­მელ­შიც თა­ვი მო­ი­ყა­რა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წლე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გებ­მა. გა­მო­იკ­ვე­თა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და, იმავ­დ­რო­უ­ლად, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრის გა­და­ლახ­ვის პრობ­ლე­მა­ტი­კა – აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რამ­დენ­მა პრო­ცენ­ტ­მა რა საგ­ნებ­ში ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი; რა საგ­ნე­ბი აირ­ჩია უმ­რავ­ლე­სო­ბამ და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აღი­ნიშ­ნა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი; რო­მელ საგ­ნებ­ში და რამ­დენ­მა პრო­ცენ­ტ­მა აჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი და ა.შ.  სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა ვთხო­ვეთ სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძეს.

მან თა­ვი­დან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, წელს, დე­ტა­ლურ ბა­ზებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა წი­ნა წლებ­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, წელს კი ბა­ზე­ბი და­ი­ხუ­რა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვლევ­რე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ და, გარ­კ­ვე­ულ მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დას­კ­ვ­ნე­ბიც გა­ა­კე­თონ, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან. „შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ის, რაც სა­ჯა­როდ იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, – გვითხ­რა ბა­ტონ­მა შალ­ვამ, – ამ ზო­გად სტა­ტის­ტი­კა­შიც არის გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა თვი­თონ მი­ღე­ბის სის­ტე­მის არას­წო­რად მოწყო­ბას და რამ­დე­ნად უწყობს ან უშ­ლის ხელს მსგავ­სი სის­ტე­მა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, ან კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბას უწყობს ხელს“.

პირ­ვე­ლი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­ში­სა­ცე­მია, ის არის, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ისევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. რო­გორც ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, ამ სტა­ტის­ტი­კი­და­ნაც თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი და­ფიქ­სირ­და ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლით 15-დან 31%-მდე (მა­თე­მა­ტი­კა­ში, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, ქი­მი­ა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლი – ფი­ზი­კა­ში), მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ინ­დი­კა­ტო­რი. გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში გა­ა­ნა­ლიზ­და, ექ­ვ­სი დო­ნის/კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით (და­ბალს ქვე­ვით, და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი და მა­ღა­ლი): „ამის მი­ხედ­ვი­თაც თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ვნა­ხავთ, რომ იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვინც ამ საგ­ნებ­ში  ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და, იყო ძა­ლი­ან და­ბალ და და­ბალ­ზე ქვე­მოთ სა­ფე­ხურ­ზე. ეს თვალ­სა­ჩი­ნო ტენ­დენ­ციაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა აბა­რებს ამ საგ­ნებს, იმ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­შიც კი და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­შიც და მა­თე­მა­ტი­კა­შიც“.

ეს ტენ­დენ­ცია, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ისევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, მი­უ­თი­თებს ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სკო­ლებ­ში. ფი­ზი­კას სულ 601 აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 1.5%-ია; მა­თე­მა­ტი­კას კი 38%, შე­სა­ბა­მი­სად,აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა  62%-ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი არ/ვერ ფას­დე­ბა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2018 წლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და ამო­ღე­ბუ­ლი იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დე­ბის ნუს­ხი­დან და შემ­დ­გომ სის­ტე­მა ისე მო­ეწყო, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას აღარ აბა­რე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. რა­ტომ არის ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე ფო­კუ­სი? ამ გა­მოც­დას ჰქონ­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილს და მოწ­მ­დე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცია, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ აბი­ტუ­რი­ენტს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცია (სკო­ლა­ში ივი­თა­რებ­და თუ რე­პე­ტი­ტორ­თან, ეს მე­ო­რე სა­კითხია, რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მა­ტუ­რი და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი). არ­სობ­რი­ვად სწო­რია მიდ­გო­მა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტის მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი უნ­და მოწ­მ­დე­ბო­დეს იმი­ტომ, რომ მა­თე­მა­ტი­კა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენტს სტუ­დენ­ტო­ბი­სას დას­ჭირ­დე­ბა“.

ბა­ტონ­მა შალ­ვამ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა უნ­და ამოწ­მებ­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტის მზა­ო­ბას, რამ­დე­ნად შეძ­ლებს იყოს სტუ­დენ­ტი და თუ­კი სე­ლექ­ცია გვინ­და, ანუ კონ­კურ­სია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ, მა­თე­მა­ტი­კის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­რე­შე უმაღ­ლეს­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­თე­მა­ტი­კა სჭირ­დე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, რა თქმა უნ­და, სხვა­დას­ხ­ვა დო­ზით.

„რე­ა­ლუ­რად, რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ 2018 წლის რე­ფორ­მის შე­დე­გად – სტუ­დენ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­ში მა­თე­მა­ტი­კურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს სა­ერ­თოდ აღარ ვა­მოწ­მებთ, ანუ 40 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან, წელს, მხო­ლოდ 14927 აბა­რებ­და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დას. გა­მო­დის, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 ათას აბი­ტუ­რი­ენტს მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ გა­აჩ­ნია. ლექ­ტო­რებს მოჰ­ყავთ ხოლ­მე მა­გა­ლი­თე­ბი, რომ სტუ­დენ­ტებს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, პრო­ცენ­ტის გა­მოყ­ვა­ნაც კი არ შე­უძ­ლი­ათ, სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო დო­ნე­ზე, რაც სწო­რედ იმის შე­დე­გია, რომ მა­თე­მა­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ მოწ­მ­დე­ბა. მათ­შიც, ვინც შე­მოწ­მ­და (15 ათა­სამ­დე), 7129 აბი­ტუ­რი­ენ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი, აჩ­ვე­ნებს და­ბალ და და­ბალ­ზე ქვე­მოთ შე­დეგს. შე­სა­ბა­მი­სად, თვალ­ნა­თე­ლია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი აჩ­ვე­ნებს სა­შუ­ა­ლოს, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღალ­სა და მა­ღალს, ე.ი. 40 ათა­სი­დან მხო­ლოდ 7 ათა­სი, 20%-ზე ნაკ­ლე­ბი მთე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კო­ჰორ­ტი­დან, ფლობს რა­ღაც სა­ბა­ზი­სო მა­თე­მა­ტი­კურ უნა­რებს, და­ნარ­ჩე­ნებს ეს ცოდ­ნა და უნა­რე­ბიც არ გა­აჩ­ნია, რის გა­რე­შეც ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­ს მი­ღე­ბა, ასე­ვე, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ლა­პა­რა­კია მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­ბა­ზი­სო ელე­მენ­ტა­რულ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და აქაც გვაქვს ცალ­სა­ხა პრობ­ლე­მე­ბი“.

და­ბალ და და­ბალს ქვე­მოთ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 24%. CCIIR-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის აზ­რით, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი და ვერ გა­და­ლა­ხულ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ტრა­გი­კუ­ლი არ არის, რად­გან სხვაგ­ვა­რი ხედ­ვა აქვს და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დით შე­მოწ­მე­ბა ლო­გი­კუ­რად არ მი­აჩ­ნია, ამი­ტომ ვერ ხე­დავს ამა­ში დიდ პრობ­ლე­მას.

„მე უფ­რო მეტ ფო­კუს­სა და აქ­ცენტს ვა­კე­თებ თვი­თონ სის­ტე­მა­ზე, ანუ მი­ღე­ბის სის­ტე­მა რის­კენ უბიძ­გებს მშობ­ლებს, სკო­ლებს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და რა შე­დე­გებს ვი­ღებთ, ამ თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ რამ­დე­ნი ტეს­ტი იყო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე – 125 ათა­სი ტეს­ტი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 65% იყო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, ხო­ლო 20% – სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის. ძა­ლი­ან მცი­რეა ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბულ ტეს­ტებ­ში ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ესეც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ამ მხრივ, ნაკ­ლე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კას აბა­რებს მხო­ლოდ 601 აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ბალ და და­ბალ­ზე ქვე­ვით შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს, ხო­ლო 31% იჭ­რე­ბა, რაც, ერ­თი მხრივ, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ფი­ზი­კა­ში ცუ­დი შე­დე­გი გვაქვს და მე­ო­რე მხრივ, რომ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა არ ითხოვს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მა­ინც და მა­ინც მა­ღალ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. ამ­გ­ვა­რი მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, მშობ­ლებს და სკო­ლებს   გარ­კ­ვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ვაძ­ლევთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – რომ ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რო­მე­ლიც,  რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვის­თა­ვად და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მათ შო­რის აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, თუმ­ცა, არას­წო­რია მხო­ლოდ ამა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა. შე­დე­გებ­საც თუ ნა­ხავთ, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ქარ­თულ­სა და ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. თუმ­ცა, ზო­გა­დად, პრობ­ლე­მე­ბიც გვაქვს, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სურ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა  სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის მაცხოვ­რებ­ლებს შო­რის, საკ­მა­ოდ დი­დია სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი­დან და­ბალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ. თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, შე­დე­გე­ბი მა­ღა­ლია, ჩაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მცი­რეა, იმა­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბას თუ ავი­ღებთ, ინ­გ­ლი­სურ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, ვინც მაქ­სი­მა­ლურ ქუ­ლას აგ­რო­ვებს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ფი­ზი­კა-ქი­მი­ი­სა­გან, სა­დაც არც ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ იყო, ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. იმა­ვე ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბაა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ცუ­დი შე­დე­გი არ გვაქვს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი ბევ­რად უკე­თე­სია ინ­გ­ლი­სურ­ში და შემ­დეგ მო­დის ქარ­თუ­ლი. ამით იმის თქმა მინ­და, რომ კარ­გია ამ საგ­ნებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ ამით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, მი­ღე­ბის სის­ტე­მა­ში, იწ­ვევს იმას, რომ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა – სკო­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი – ფო­კუ­სირ­დე­ბი­ან ინ­გ­ლი­სურ­სა და ქარ­თულ­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებ­ზე და სხვა საგ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბის ქვე­შაა“.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძეს არ უსა­უბ­რია იმა­ზე, თუ ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ასე­თი შე­დე­გი (რამ­დე­ნად დი­დია სკო­ლის ან რე­პე­ტი­ტო­რის რო­ლი) და სა­კითხს სხვა კუთხით მი­უდ­გა – რე­პე­ტი­ტორ­ში და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რი, რო­მე­ლიც მშობ­ლის ინ­ვეს­ტი­ციაა, გა­ნათ­ლე­ბის წილ­ში ერ­თ­გ­ვა­რი შე­ნა­ტა­ნი, უფ­რო ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ერ­თი მხრივ, სკო­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფუნ­ქ­ციოა არ­სე­ბუ­ლი მი­ღე­ბის სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში და მე­ო­რე მხრივ, სკო­ლა­ში რომც იღებ­დ­ნენ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ცოდ­ნას, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბებს იქ არა­ვი­თა­რი ყუ­რადღე­ბა არ მი­ექ­ცე­ო­და იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი. ად­რე, მა­გა­ლი­თად, კარ­გად ვი­გებ­დით რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, თა­ვი­სი არ­სით, არაფ­რის მომ­ცე­მი არ იყო, მი­სი შე­დე­გე­ბი გვაძ­ლევ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად გვი­ჭირ­და და თვალ­ნა­თე­ლი იყო რო­მელ საგ­ნებ­ში იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. კარ­გად ჩან­და, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და მა­თე­მა­ტი­კა ყო­ველ­თ­ვის იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი და 2018 წლის მე­რე, რაც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და გა­უქ­მ­და, ამის ინ­დი­კა­ტო­რიც აღარ არის. მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ეს შე­დე­გე­ბია ერ­თ­გ­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რია, რომ  აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ფო­კუ­სირ­დე­ბა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე და აბა­რებს ამ გა­მოც­დას, იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ, მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ადა­მი­ან­მა, შე­იძ­ლე­ბა, ფი­ნან­სებ­ზე ჩა­ა­ბა­როს, მაგ­რამ მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და არ აირ­ჩი­ოს, რადგან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არ­ჩე­ვა­ნი სხვა სა­გან­ზე გა­ა­კე­თონ, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ა­ზე. ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც კი არ არის მოთხოვ­ნა მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ერი­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კის არ­ჩე­ვას და ხვდე­ბა ფი­ნა­ნსებ­ში, იქ რა ტი­პის გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს ან რა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბა სწავ­ლი­სას, თუ­კი ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნა არ აქვს.

უმაღ­ლე­სე­ბი, თა­ვის მხრივ, იმი­ტომ, რომ სტუ­დენ­ტი მო­ი­ზი­დონ და სტუ­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ, თვალს ხუ­ჭა­ვენ იმ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, რაც ამ სტუ­დენტს სჭირ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის გა­სავ­ლე­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა ნიშ­ნავს, რომ ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ არის რე­ა­ლუ­რად მზად, თუ­კი სრულ­ყო­ფი­ლი პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა, ის­წავ­ლოს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწავ­ლის პრო­ცეს­შიც თვალს და­ხუ­ჭა­ვენ, რომ სტუ­დენ­ტი არ და­კარ­გონ. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ღებთ ასეთ შედეგს – და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ადა­მი­ა­ნი ამ­თავ­რებს პროგ­რა­მას, აქვს შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მი, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა“.

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ბი­უ­ლე­ტენ­ში თავ­მოყ­რილ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ბევ­რი ნი­შან­დობ­ლი­ვი ტენ­დენ­ცია (რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი), პრობ­ლე­მა თუ გა­მოწ­ვე­ვა დაგ­ვა­ნა­ხა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლმა ანა­ლიზ­მა კი ის ორი­ენ­ტი­რე­ბი მონიშნა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა, თუ რე­ა­ლუ­რად გვინ­და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა რო­გორც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, ასე­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

ბი­უ­ლე­ტე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლია USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები