19 მაისი, კვირა, 2024

დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია 2023-2024 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 

spot_img

24 ოქტომბრიდან დაიწყო რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. ეს პროცესი 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.  

რეგისტრაციისათვის ცენტრმა შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.  
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის  18:00 საათამდე.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან, რომლის შესახებაც დეტალური ინსტრუქცია წინასწარ გამოქვეყნდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები