23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გუ­და­ლე­თის სკო­ლის ერ­თა­დერ­თი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ლა­მაზ სკო­ლა­სა და ბევრ ბავ­შ­ვ­ზე ოც­ნე­ბობს…

spot_img

გუ­და­ლე­თი – ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი ში­და ქარ­თ­ლ­ში, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კავ­თის­ხე­ვის თემ­ში, თრი­ა­ლე­თის ქე­დის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე გა­ვა­ზუ­რის­წყ­ლის ორ­სავ ნა­პირ­ზე. პირ­ვე­ლად, XIV სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, 1392 წლის მცხე­თის სა­კა­თა­ლი­კო­სო მა­მუ­ლე­ბის თარ­ხ­ნო­ბის გუ­ჯარ­ში, იხ­სე­ნი­ე­ბა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში აღ­წე­რილ სო­ფელ­თა სი­ა­ში, ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი აქა­უ­რო­ბას გუ­და­რე­ხა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებს, მაგ­რამ მი­სი დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი მა­ინც გუ­და­ლე­თია.

2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის ბო­ლო აღ­წე­რით, სო­ფელ­ში 142 კა­ცი ცხოვ­რობ­და – უმე­ტე­სო­ბა ქარ­თ­ვე­ლი და რამ­დე­ნი­მე ოსი, თუმ­ცა დღეს ეს რიცხ­ვი შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ბო­ლო წლებ­ში მიგ­რა­ცია აქაც ისე­თი­ვე და­მან­გ­რე­ვე­ლი პრო­ცე­სია, რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში. ზამ­თარ­ში აქ, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 კომ­ლი რჩე­ბა, ზაფხულ­ში კი უფ­რო ივ­სე­ბა სო­ფე­ლი, რო­ცა ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლე­ბიც უბ­რუნ­დე­ბი­ან.

წარ­სულ­ში სა­ა­კა­ძე­ე­ბის, ყორ­ღა­ნაშ­ვილ-იარა­ლის­შ­ვი­ლე­ბის თუ თარ­ხ­ნიშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვ­ნი­ლი სო­ფე­ლი კავ­თის­ხე­ვის თავ­ზეა, ეს მხა­რე კი სა­ა­გა­რა­კე ად­გი­ლე­ბია, მათ შო­რის – გუ­და­ლე­თიც, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მაღ­ლა, ზღვის დო­ნი­დან 1000 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყოფ სო­ფელს ის­ტო­რია და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რაც გა­მორ­ჩე­უ­ლი აქვს, მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლია, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, აქა­უ­რო­ბა ფა­სე­უ­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლი ჰა­ე­რით, ბუ­ნე­ბით, სა­უ­კე­თე­სო წყლით… წლე­ბის წინ, გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე, მეც მოვ­ხ­ვ­დი ამ ლა­მაზ სო­ფელ­ში. ქარ­თ­ლი ხომ, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, იქით მი­მა­ვალთ, გვხიბ­ლავ­და ნა­ირ-ნა­ი­რი ფე­რე­ბით, მაგ­რამ რო­ცა არ­ც­თუ კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მან­ქა­ნო გზა, კავ­თის­ხე­ვის ზე­ვით, შე­უყ­ვა ფერ­დობს, აშ­კა­რად თვალს ჭრი­და მთის სი­ლა­მა­ზე, გუ­და­ლეთ­ში ასუ­ლებს კი შე­მოდ­გო­მის ფერ­თა ნამ­დ­ვი­ლი ზე­ი­მი დაგ­ვ­ხ­ვ­და.

თუმ­ცა, დღე­ვან­დელ გუ­და­ლეთს აკ­ლია მთა­ვა­რი – ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი ხმე­ბით აჟ­რი­ა­მუ­ლე­ბუ­ლი სკო­ლა. სკო­ლა ფი­ზი­კუ­რად კი არის, მაგ­რამ იქ მხო­ლოდ 1 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი სა­ლო­მე მოდ­რე­კი­ლა­ძე, ზა­რიც ირე­კე­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი­სა რა გითხ­რათ… არა­და, ამის გა­რე­შე, ნე­ბის­მი­ე­რი სო­ფე­ლი იგი­ვეა, რაც ნო­დარ დუმ­ბა­ძის მი­ერ აღ­წე­რი­ლი უძაღ­ლო სო­ფე­ლი, რო­მელ­საც რა­ღაც აკ­ლია – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი.

გუ­და­ლე­თის არას­რუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა მხო­ლოდ ამ სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­მი­ოდ წლის წინ, აქ, 5-6 ბავ­შ­ვი კი სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მათ 9 კლა­სი და­ამ­თავ­რეს და სწავ­ლა მე­ზო­ბელ, თვა­ლა­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს, აქა­უ­რო­ბა კი ერ­თი მოს­წავ­ლის – პა­ტა­რა სა­ლო­მეს ამა­რა დარ­ჩა. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფელს არც სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი ჰყავს, მო­მა­ვალს მა­ინც რომ უყუ­რებ­დ­ნენ იმე­დი­ა­ნად. ბუ­ნებ­რი­ვია, არც სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი აქვთ, თუმ­ცა არც არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ, აქა­უ­რი ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლი­დან პირ­და­პირ სკო­ლა­ში მი­დი­ოდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ვიდ­რე სა­ლო­მეც და­ამ­თავ­რებს აქ სწავ­ლას, სო­ფელს სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვი თუ არ შე­ე­მა­ტა, ეს სკო­ლაც და­ი­ხუ­რე­ბა… არა­და, ძი­რი­თა­დად, სა­პენ­სიო ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის იმე­დად დარ­ჩე­ნილ სო­ფელ­ში, ამის პერ­ს­პექ­ტი­ვაც ბუნ­დო­ვა­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვებს ის უფ­რო სარ­წ­მუ­ნოდ მი­აჩ­ნი­ათ, რომ, იქ­ნებ, ახალ­გაზ­რ­და ოჯა­ხე­ბი და­უბ­რუნ­დ­ნენ მა­მა­პა­პი­სე­ულ კე­რას. ამ კუთხით, იქა­უ­რებს გზის ას­ფალ­ტი­რე­ბის, სოფ­ლის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის და კას­პის მე­რი­ის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი სხვა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­საც ეიმე­დე­ბათ, იქ­ნებ, ვინ­მემ იბ­რუ­ნოს პი­რი მა­მი­სე­უ­ლი კე­რის­კენ.

ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ დღეს სკო­ლა კუ­ლტუ­რის სახ­ლ­შია შე­ხიზ­ნუ­ლი. ხის ძვე­ლი შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლი იყო და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­ს­პერ­ტო ბი­უ­როს ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნით, იქ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ნე­ბა არ დარ­თეს. ამი­ტომ, წელს, 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან, სკო­ლამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი მო­ი­ძია, სა­დაც 2 ოთა­ხი გა­ა­რე­მონ­ტეს და იქ აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. თა­ვად ეს კულ­ტუ­რის სახ­ლის შე­ნო­ბაც ძვე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნი­აზ მოდ­რე­კი­ლა­ძე ამ­ბობს, იქ მუ­შა­ო­ბის­თ­ვის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია და ზამ­თა­რიც სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ტა­ნეს, გათ­ბო­ბაც ჰქონ­დათ, რად­გან სკო­ლა დრო­უ­ლად მო­ა­მა­რა­გეს სა­ა­მი­სოდ სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრე­კე­ტე­ბით. სო­ფელს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­აც უწყ­ვე­ტად მი­ე­წო­დე­ბა, აქვთ ინ­ტერ­ნე­ტიც, კომ­პი­უ­ტე­რე­ბიც და არც ამ მხრივ ეშ­ლე­ბათ ხე­ლი. მით უფ­რო, კო­მუ­ნა­ლურ ხარ­ჯებ­საც თა­ვად ფა­რა­ვენ სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტი­დან. რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა სო­ფელს სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას კი ჰპირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ 4-5 ბავ­შ­ვი მა­ინც უნ­და იყო­სო… არა­და, რო­გორც გითხა­რით, გუ­და­ლე­თე­ლებს ესეც სა­ნატ­რე­ლი აქვთ.

სა­ლო­მეს სწავ­ლას 4 მას­წავ­ლე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თია ად­გი­ლობ­რი­ვი – სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნი­აზ მოდ­რე­კი­ლა­ძე, 2 მას­წავ­ლე­ბე­ლი – უცხო ენი­სა და ინ­ფორ­მა­ტი­კის – კას­პი­დან და­დის 20 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ სო­ფელ­ში, ერ­თი კი, მა­თე­მა­ტი­კის – ნოს­ტე­დან. მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი კუთხით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­სა­მარ­თა­ვად ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, კას­პის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა სკო­ლას. წიგ­ნებ­სა თუ სხვა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტარს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იღე­ბენ. ეგ კი არა, სა­ლო­მემ პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რიც კი მი­ი­ღო და სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რიც გა­და­ე­ცათ, თუმ­ცა სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მა­ინც დი­დი პრობ­ლე­მაა, სხვა ბავ­შ­ვე­ბის არ­ყოფ­ნის გა­მო. ასე­ვე, ვერ ხერ­ხ­დე­ბა იმ ერ­თა­დერ­თი მოს­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა. რა­კი სხვა ბავ­შ­ვე­ბი არ არი­ან, სა­ლო­მეს გარ­თო­ბას მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ისი­ნი ეხ­მა­რე­ბი­ან აქ­ტი­ვო­ბებ­ში…

ამა­სო­ბა­ში კი, ვიდ­რე უბავ­შ­ვოდ დარ­ჩე­ნილ სო­ფელს არ­ც­თუ კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვა ემუქ­რე­ბა, თა­ვად სა­ლო­მე ახალ, ლა­მაზ სკო­ლა­სა და ბევრ ბავ­შ­ვ­ზე ოც­ნე­ბობს…

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები