23 ნოემბერი, შაბათი, 2024

     გვარი

spot_img

გვარი ზმნის ფორმაა,რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტური პირი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, ან თვითონ განიცდის მოქმედებას, ან კიდევ „მოქმედებს“ ისე, რომ სამოქმედო საგანი არ გააჩნია. განარჩევენ სამი სახის გვარს: მოქმედებითს, ვნებითსა  და საშუალს.

მოქმედებითი გვარი გვიჩვენებს, რომ სუბიექტი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე. მაგალითად: დედა უკერავს შვილს კაბას, ნინო ხატავს სურათს. მოქმედებითი გვარის ზმნა გარდამავალია, ორპირიანი ან სამპირიანი.

 ვნებითი გვარი ზმნის ფორმაა, რომლის სუბიექტიც თვითონ განიცდის ვნებას, მოქმედებას. მაგალითად: ხის ფესვები ხმება, ხეს ფესვები უხმება. ზმნის ეს ფორმები გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი. ვნებითი გვარის ზმნები ორგვარია: სტატიკური ან დინამიკური.

სტატიკური ვნებითი გამოხატავს მოქმედების შედეგს: მთებს თოვლი აფენია. სტატიკური ვნებითის მესამე პირის ფორმა ჩვეულებრივ ია-ზე ბოლოვდება: აგდია, ანთია, ასხია, აფარია.

დინამიკური ვნებითი კი გამოხატავს მოქმედების მსვლელობას :მთებს თოვლი ეფინება. წარმოების მიხედვით დინამიკური ვნებითი სამგვარია: პრეფიქსიანი, სუფიქსიანი და უნიშნო. პრეფიქსიან ვნებითს აწარმოებს ი ან ე პრეფიქსი. ი-თი ნაწარმოებს ინიანი ვნებითი ეწოდება, რომელიც ერთპირიანია, ხოლო ე-თი ნაწარმოებს კი ენიანი ვნებითი ეწოდება, რომელიც ორპირიანია. მაგალითად: ი-მალება(ის), ე-მალება(ის მას), ი-ზრდება(ის), ე-ზრდება(ის მას).

სუფიქსიან ვნებითს აწარმოებს დ სუფიქსი, რის გამოც ამ ვნებითს დონიანი ვნებითი ჰქვია. იგი ერთპირიანი ან ორპირიანია. მაგალითად: ყვითლ-დ-ება(ის), უ-ყვითლ-დ-ება(ის მას). უნიშნო ვნებითს ვნებითის მაწარმოებელი ნიშანი არ გააჩნია, მაგრამ ეწარმოება უღლების ფორმები: აწმყოსა და მყოფადში იგი დაირთავს ებ-ი დაბოლოებას პირველსა და მეორე პირში: გავთბ-ებ-ი,თბ-ებ-ი-გათბ-ებ-ი., ხოლო მესამე პირში ებ-ა გვაქვს: თბ-ებ-ა-გათბ-ებ-ა.

 საშუალი გვარი გვიჩვენებს, რომ სუბიექტი „მოქმედებს”, მაგრამ მას არ მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით. მაგალითად: ბავშვი ტირის, დედას ბავშვი უტირის. ზმნის ეს ფორმაც გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი. საშუალო გვარის ზმნებს ან მარტო აწმყოს მწკრივის ფორმები მოეპოვება (წევს,ზის…), ან აწმყოს წრის მწკრივებისა (წუხს,ხტის…), ნაკლული მწკრივების შესავსებად მათ სხვა ზმნები ენაცვლებათ. განარჩევენ ორი სახის საშუალო გვარის  ზმნებს. ესენია:საშუალ- ვნებითი და საშუალ-მოქმდებედებითი. საშუალ-ვნებითის ზმნები ნაკლული მწკრივების შესავსებად პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებს იყენებენ. მაგალითად: ვარ-ვიქნები-ვიყავი, უყვარს-ეყვარება, უწევს-ეწვა, ჰყავს-ეყოლება. საშუალო-მოქმედებითის ზმნები ნაკლული მწკრივების შესავსებად იყენებენ  იმავე ძირის ისეთ ფორმებს, რომელთაც პირდაპირი ობიექტი არ მოეპოვებათ, მაგრამ სხვა მხრივ მოქმედებითი გვარის ზმნათა თვისებებს გვიჩვენებენ.

თეკლე მესხითბილისი N179-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები