3 მაისი, პარასკევი, 2024

გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა ფი­ზი­კა­ში

spot_img

რევაზ გულუა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დი­დი­ნე­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

 

მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის მი­ხედ­ვით, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა გვრჩე­ბა შე­ფა­სე­ბის ერთ-ერთ სა­ხედ. იმის­თ­ვის, რომ სწავ­ლის შე­დე­გე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბი სი­ზუს­ტით გა­ი­ზო­მოს, უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი.

საგ­ნის სწავ­ლე­ბის დროს, შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტ­შია მო­ცე­მუ­ლი. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, იმ საგ­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მე­ბი აქვთ,   თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლია ინ­დი­კა­ტო­რე­ბი და დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლია სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ფი­ზი­კის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია შემ­დეგ­ნა­ი­რად:

VII კლასი
1. მოსამზადებელი პერიოდი
2. ნივთიერების აგებულება და მისი ფიზიკური თვისებები
3. თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა
4. ძალა და წნევა
VIII კლასი
1. მექანიკური მოვლენები
2. სითბური მოვლენები
IX კლასი
1. არათანაბარი და მრუდწირული მოძრაობა
2. სტატიკა და დინამიკა

(იმ საგ­ნებ­ში, რომ­ლებ­საც არ აქვთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მე­ბი, ინ­დი­კა­ტო­რე­ბი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი).

⇒ რო­გორ გარ­დავ­ქ­მ­ნათ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბად?

ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მად გარ­დაქ­მ­ნის­თ­ვის სა­ჭი­როა:

♦ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­თა­ნა­დო ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა;

♦ მა­თი და­კონ­კ­რე­ტე­ბა, სა­კითხ­თან და  ქვე­სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით;

♦ თი­თო­ე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ქუ­ლობ­რი­ვი წო­ნის (მაგ, 1 ქუ­ლა, 0, 5 ქუ­ლა და სხვა) მი­ნი­ჭე­ბა;

♦ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი უნ­და წარ­მო­ა­ჩენ­დეს და­დე­ბი­თი ნიშ­ნის (5,6,7,8,9,10) და­წე­რის ლო­გი­კას, არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი 4, 3, 2, 1 შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ აღი­წე­რე­ბა;

♦ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა, შე­საძ­ლოა, მო­ი­ცავ­დეს ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბას ან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბო­დეს;

♦ სა­სურ­ვე­ლია, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას ახ­ლ­დეს გრა­ფა კო­მენ­ტა­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ახ­ს­ნის, თუ რა­ტომ შე­ა­ფა­სა მოს­წავ­ლე ამა თუ იმ ქუ­ლით.

ავარ­ჩი­ოთ ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მა (მა­გა­ლი­თად: ძა­ლა და წნე­ვა) და გან­ვი­ხი­ლოთ, თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი რუბ­რი­კის ფორ­მა, რო­მე­ლიც მი­წო­დე­ბუ­ლია ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ:

კლასი:   მე – 7

თემა:     ძალა და წნევა

ძირითადი საკითხი:      არქიმედეს ამომგდები ძალა

მოსწავლე:

შეფასების კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა კომენტარი  
მატერია – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

· სითხეში წნევის განაწილების თავისებურებების ექსპერიმენტულად დადგენა  სითხეში ჩაძირულ სხულზე მოქმედი ამომგდები ძალის არსებობის მიზეზების გასააზრებლად;

· სიმძიმის ძალის წარმოქმნის შესახებ მსჯელობა და  სითხეში ჩაშვებული სხეულის  წონასწორობის შენარჩუნებაში მისი როლის გაანალიზება;

5    
ძალა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

· სითხეში ჩაშვებულ სხეულზე მოქმედი ამომგდები და სიმძიმის ძალების

მოქმედების შედეგის შესწავლა მოდელების (მაგ., კარტეზიული მყვინთავის) საშუალებით;

2,5    
ფიზიკური პროცესი – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

· არქიმედესა და სიმძიმის ძალის  სხეულზე მოქმედების შედეგებზე (წონასორული მდგომარეობის შენარჩუნება, დეფორმაცია) მსჯელობა;

2,5    

კო­მენ­ტა­რის სვეტ­ში, სა­სურ­ვე­ლია, თუ ჩა­ი­წე­რე­ბა, რა­ტომ და­ი­წე­რა კრი­ტე­რი­უმ­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლა (მაქ­სი­მა­ლუ­რი ჯა­მი ტო­ლია 10-ის).

ძი­რი­თა­დი სა­კითხის შე­სა­ფა­სებ­ლად, წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სამ სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე გათ­ვ­ლით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები