27 აპრილი, შაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­სა­ხებ

spot_img

სოს­ლან სურ­მა­ნი­ძე

სსიპ დი­მი­ტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­კითხ­მა, თა­ვის დრო­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი დაბ­ნე­უ­ლო­ბა და პრო­ტეს­ტიც კი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, არც თუ ისე დიდ ბა­რი­ერ­თან გვქონ­და საქ­მე. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2019 წლის 14-17 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, პროფ­კავ­ში­რე­ბის წყნე­თის ბა­ზა­ზე სე­მი­ნა­რი ჩა­ტარ­და: „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და უკუ­კავ­ში­რის კულ­ტუ­რა“. პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „სკო­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, გან­ხორ­ცი­ელ­და და­ნი­ი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტის ამ ნა­წი­ლის სე­მი­ნა­რებ­ში მო­ნა­წი­ლე, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 პე­და­გოგს სა­კუ­თა­რი და სხვა სკო­ლე­ბის კო­ლე­გე­ბის­თ­ვის უნ­და გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. ასე­ვე „და­ნი­ურ-ქარ­თულ“ სე­მი­ნა­რებ­ში მო­ნა­წი­ლე თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, კო­ლე­გებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლის შემ­დეგ, პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ნა­ცა­დი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ უნ­და წარ­გ­ვედ­გი­ნა ანა­ლი­ზი, დას­კ­ვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ: რამ გა­ა­მარ­თ­ლა და რამ არა, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა და რი­სი არა, რა იქ­ნე­ბა შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, რას ვურ­ჩევთ კო­ლე­გებს.

სე­მი­ნა­რებ­ზე ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლია და არა რა­ი­მე სა­ხის და­მა­ტე­ბა. ოთხ­დღი­ან შეხ­ვედ­რა­ზე და­ნი­ურ­მა მხა­რემ წარ­მო­ად­გი­ნა რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბას.

აღი­ა­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იმ სტრა­ტე­გი­ე­ბის ფლო­ბაა, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი თუ სუს­ტი მხა­რის გა­მოვ­ლე­ნა­ში. აქ­ვე, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან:

♦ რო­დის ვი­ყე­ნებ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას და ვინ არის დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტი (კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის შეს­წავ­ლი­სას);

♦ რას ვა­ფა­სებ (სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ვა­ლი­დუ­რო­ბა);

♦ რო­გორ ვა­ფა­სებ (ვი­ყე­ნებ თუ არა შე­სა­ბა­მის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს);

♦ რა იქ­ნე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვის ინ­დი­კა­ტო­რი/კრი­ტე­რი­უ­მი;

♦ ვინ მო­ნა­წი­ლე­ობს კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში (კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას ვი­ყე­ნებ თუ არა შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას).

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა: „შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბი“, „3, 2, 1 მე­თო­დი“, „შუქ­ნი­შა­ნი“, „დაკ­ვირ­ვე­ბის დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბა“ და უამ­რა­ვი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა კარგ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი უკუ­კავ­ში­რის­თ­ვის. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის სწორ გა­მო­ყე­ნე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ის არ უნ­და იქ­ცეს რუ­ტი­ნად და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ბეზ­რებ­ლად. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის სწო­რად მი­წო­დე­ბაც.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტა­ტი­ით რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გვინ­და გა­გაც­ნოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­მოთ აღ­წე­რი­ლი მე­თო­დე­ბი­დან ყვე­ლა ნა­ცა­დია (ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე) და კარ­გად მუ­შა­ობს, ხო­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­დან ვცა­დეთ მხო­ლოდ ისი­ნი, რომ­ლებ­საც შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვს დარ­თუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლას და­სა­ხე­ლე­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ შე­საძ­ლოა ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს და მო­არ­გოს სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კას:

✅ „და­ფიქ­რ­დი-დაწყ­ვილ­დი-გა­უ­ზი­ა­რე“ – მე­თო­დის აღ­წე­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლი სვამს სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კითხ­ვას და მოს­წავ­ლე­ე­ბი წე­რენ პა­სუ­ხებს. შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი წყვილ­ში გან­ლაგ­დე­ბი­ან, რომ იმ­ს­ჯე­ლონ პა­სუ­ხებ­ზე. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობს კლას­ში და ის­მენს სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ მსჯე­ლო­ბას, რაც მას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­აკ­ვირ­დეს მათ.

✅ „იმოძ­რა­ვეთ და ისა­უბ­რეთ“ (სა­სურ­ვე­ლია, მე­თო­დი ჩა­ტარ­დეს ღია სივ­რ­ცე­ში, ეს ერ­თ­გ­ვა­რი საქ­მი­ა­ნი გან­ტ­ვირ­თ­ვაა. მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­ს­ჯე­ლე­ბენ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ, მსჯე­ლო­ბის საკ­ვან­ძო სა­კითხებს ჩა­ი­ნიშ­ნა­ვენ და წარ­მო­ად­გე­ნენ).

✅ „ზუ­ზუ­ნი მე­ზო­ბელ­თან“ – მე­თო­დი სრულ­დე­ბა კლას­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი კლასს აწყ­ვი­ლებს კონ­კ­რე­ტუ­ლი ტან­საც­მ­ლის ფე­რის, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის ან სხვა მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით. დი­ა­ლო­გის ბო­ლოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს აძ­ლე­ვენ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას (შე­ნიშ­ვ­ნა: შე­საძ­ლე­ბე­ლია მეწყ­ვი­ლის შეც­ვ­ლაც).

✅ „ორ­მა­გი წრე­ე­ბი“ – მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ლაგ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ ისე, რომ ორ­მა­გი წრე შე­იკ­რას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უც­ვ­ლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ებს. შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბით, ში­და წრე იწყებს მოძ­რა­ო­ბას ორი ნა­ბი­ჯით მარ­ცხ­ვ­ნივ. იც­ვ­ლე­ბი­ან მეწყ­ვი­ლე­ე­ბი, გრძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა. მე­ო­რე ჯერ­ზე, უკ­ვე გა­რე წრე, მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით, გა­და­ად­გილ­დე­ბა ორი ნა­ბი­ჯით მარ­ჯ­ვ­ნივ და კვლავ აგ­რ­ძე­ლებს მსჯე­ლო­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი და­დის წრე­ში და კონ­კ­რე­ტუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­ნა­ხაზს/ჩა­ნიშ­ვ­ნებს აკე­თებს.

სე­მი­ნა­რებ­ზე­ვე გა­ვე­ცა­ნით გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შვიდ ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი­სა თუ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში გზამ­კ­ვ­ლე­ვის როლს ას­რუ­ლებს, შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვის მიზ­ნით:

 

 

გაკ­ვე­თი­ლე­ბის უკუ­კავ­ში­რი

მო­ნიშ­ნეთ, რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეთან­ხ­მე­ბით და მი­უ­თი­თეთ, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

  1. რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბია თქვენ­თ­ვის სწავ­ლის მიზ­ნე­ბი?

გა­სა­გე­ბია                                                           არ არის გა­სა­გე­ბი

  1. ტემ­პი თქვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია?

მი­სა­ღე­ბია                             სწრა­ფია                             ნე­ლია

  1. რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­როვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი?

კარ­გი                             მე­ტის­მე­ტი                             არა­საკ­მა­რი­სი

  1. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია:

ა)

ბ)

გ)

დ)

  1. რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბია ინ­ს­ტ­რუქ­ცია იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ იმუ­შა­ოთ გარ­კ­ვე­ულ და­ვა­ლე­ბას­თან რო­გორც წე­რით, ისე ზე­პირ შემ­თხ­ვე­ვებ­ში?

კარ­გი                             არა­საკ­მა­რი­სი                             მე­ტის­მე­ტი

  1. კლას­ში საკ­მა­რი­სი სი­ჩუ­მეა სა­მუ­შა­ოდ?

საკ­მა­რი­სი                             არა­საკ­მა­რი­სი                             მე­ტის­მე­ტი

  1. შემ­დე­გი სა­ხის ხე­ლის შეშ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლია:

ა)

ბ)

გ)

დ)

  1. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ თქვენს ჩარ­თუ­ლო­ბას ამ სა­გან­ში გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას?

კარ­გი                             არა­საკ­მა­რი­სი                             მე­ტის­მე­ტი

  1. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ თქვენს ზო­გად სწავ­ლას ამ სა­გან­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას?

კარ­გი                             ძა­ლი­ან                             ცო­ტა

  1. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სწავ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით

ა)

ბ)

გ)

  1. სხვა? და­წე­რეთ ქვე­მოთ…

შე­ნიშ­ვ­ნა: წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სე­მეს­ტ­რ­ში ორ­ჯერ, გაკ­ვე­თი­ლის ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის შეს­წავ­ლის, სა­გაკ­ვე­თი­ლო მე­თო­დე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით. ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გარ­კ­ვე­ულ შუ­ა­მავ­ლო­ბა­საც გა­უ­წევს სას­წავ­ლო გა­რე­მოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის პრო­ცესს.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხომ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები