27 აპრილი, შაბათი, 2024

გა­მოწ­ვე­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სთ­ვის თუ თავ­სა­ტე­ხი პე­და­გო­გე­ბი­სთ­ვის?

spot_img

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის გა­და­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა -არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე და მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი შე­ერ­წყა ერ­თ­მა­ნეთს და წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა გახ­და 34-ქუ­ლი­ა­ნი. რო­გორც ყვე­ლა სი­ახ­ლეს, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვ­და ამ ცვლი­ლე­ბას. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, ეს გა­მოც­დის გარ­თუ­ლე­ბაა, რად­გან 34 ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თა­ნაც იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა ამ­გ­ვა­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც საკ­მა­ოდ დი­დი თავ­სა­ტე­ხია, ყვე­ლა პროგ­რა­მუ­ლი ტექ­ს­ტი მო­არ­გონ ისეთ თა­ნა­მედ­რო­ვე და აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მას­ზე ესეს ფორ­მა­ტის ტექ­ს­ტის და­წე­რა და თან მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შე­ნარ­ჩუნ­დეს. თუ მე­ო­რე მხრი­დან შევ­ხე­დავთ ამ ცვლი­ლე­ბას, შე­საძ­ლოა, გა­მარ­ტი­ვე­ბა­დაც აღ­ვიქ­ვათ, რად­გან 3 სა­ათ­ში მოს­წავ­ლეს აღარ მო­უ­წევს 2 წე­რი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ მხო­ლოდ ერთ ტექ­ს­ტ­ზე, ერთ პრობ­ლე­მა­ზე იმუ­შა­ვებს.

ვფიქ­რობთ, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, თუ­კი პე­და­გო­გე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბი ან­და თა­ვად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზე­ბენ გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ფორ­მა­ტის ესეს ნი­მუ­შებს, რა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის უფ­რო ნა­თე­ლი იყოს ცვლი­ლე­ბის არ­სი. ამ სტა­ტი­ა­ში ვეც­დე­ბით, ნი­მუ­შის სა­ხით შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, მა­გა­ლი­თად, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის რო­მან „იუპი­ტე­რის სი­ნა­ნუ­ლის“ შერ­ჩე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტის მი­ხედ­ვით (იხ. 2018 წლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტი, ვა­რი­ან­ტი I) ახა­ლი ფორ­მა­ტის ესე.

ძა­ლა­უფ­ლე­ბა არაა მა­რა­დი­უ­ლი, მა­შინ რო­ცა მა­რა­დი­უ­ლია…

იმ­ს­ჯე­ლეთ, რო­გო­რაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ცე­მულ ტექ­ს­ტ­ში ეს პრობ­ლე­მა და რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია იგი დღეს.

„ნე­რო­ნი შავ ცხენ­ზე იჯ­და, შა­ვი ლა­ბა­და ეც­ვა და შავ ღა­მეს ფრთხი­ლად მი­არ­ღ­ვევ­და“, – ასე იწყე­ბა ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის რო­მა­ნის მო­ცე­მუ­ლი ეპი­ზო­დი. ავ­ტო­რი გვიყ­ვე­ბა რო­მის იმ­პე­რა­ტორ ნე­რონ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­სას­ტი­კი­თა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლით იყო ცნო­ბი­ლი (ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ჯერ დე­და მოკ­ლა, მე­რე ცო­ლი და რო­გორც ეჭ­ვო­ბენ, რო­მიც თა­ვად გა­დაწ­ვა, რა­თა ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სათ­ვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა). მო­ცე­მულ ტექ­ს­ტ­ში იგი გარ­ბის რო­მი­დან, რო­გორც და­მარ­ცხე­ბუ­ლი მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი, ში­ში­სა­გან კან­კა­ლებს, ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ქა­ლა­ქი რო­მი ამ­დ­გა­რი­ყო, დაძ­რუ­ლი­ყო შვი­დი­ვე ბორ­ც­ვი­ა­ნად და ფეხ­და­ფეხ მის­დევ­და ლტოლ­ვილ იმ­პე­რა­ტორს. მი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ აღ­მოჩ­ნ­და მა­რა­დი­უ­ლი (პრე­ტო­რი­ა­ნელ­თა­გან დევ­ნილ­მა სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი მო­იკ­ლა). მო­ცე­მულ ეპი­ზოდ­ში ნე­რო­ნი საკ­მა­ოდ მხდალ და გა­უ­ბე­დავ პი­როვ­ნე­ბად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, ამა­ზე მწე­რა­ლი არა­ერ­თხელ მიგ­ვა­ნიშ­ნებს: „ნაღ­ველ­ში გახ­ს­ნილ, ში­შით გაჟ­ღენ­თილ გულ­ში დრო­დად­რო მწა­რე სი­ცი­ლი უფეთ­ქავ­და“, „ნე­რო­ნის გუ­ლი – პა­ტა­რა, გამ­ხ­მა­რი, უსი­ცოცხ­ლო – მკერ­დის ღრუ­ში უსა­სო­ოდ ცახ­ცა­ხებ­და“. ამით ცხა­დი ხდე­ბა, რომ სწო­რედ ისაა უფ­რო მხდა­ლი და ლა­ჩა­რი, ვი­საც თა­ვი ქედ­მაღ­ლუ­რად უჭი­რავს, ზე­მო­დან დას­ც­ქე­რის ყვე­ლას, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი წრუ­წუ­ნას მში­შა­რა გუ­ლი უდევს სა­გუ­ლე­ში. მხდა­ლი გარ­ბის, ხო­ლო ძლი­ე­რი იბ­რ­ძ­ვის ბო­ლომ­დე. ნე­რო­ნის სიმ­ხ­და­ლე ჩანს მხედ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის დრო­საც, რო­ცა ერთ-ერ­თი, ყვე­ლა­ზე დი­დი, მხარ­ბე­ჭი­ა­ნი, ჩა­მორ­ჩა რაზმს და მის­კენ წა­მო­ვი­და, იმ­პე­რა­ტორს გუ­ლი გა­უ­ცივ­და: „ნუ­თუ ეს დათ­ვი აირ­ჩია ბე­დის­წე­რამ მის მკვლე­ლად“. მაგ­რამ მხე­დარ­მა, მის­და გა­სა­ოც­რად, მი­ა­ძა­ხა: დი­დე­ბა ცე­ზარს! და გა­შორ­და. მი­სი ფიქ­რე­ბი დამ­ფ­რ­თხა­ლი ჩი­ტე­ბი­ვით გა­ი­ფან­ტ­ნენ და ერ­თი პი­რო­ბა, იმ­პე­რა­ტორ­მა ისიც კი გა­ი­ფიქ­რა, უკან ხომ არ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, იქ­ნებ სხვებ­საც მის და­ნახ­ვა­ზე ვე­ღარ გა­ე­ბე­დათ ურ­ჩო­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვ­და, რომ „ქა­ლა­ქი – ან­თე­ბუ­ლი, იმე­დი­ა­ნი, აღ­ტ­კი­ნე­ბუ­ლი – მი­სი აღარ იყო“.

ავ­ტო­რის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლია, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მა­რა­დი­უ­ლად არას­დ­როს გრძელ­დე­ბა, მა­შინ რო­ცა ხალ­ხის იმე­დი და მო­ლო­დი­ნია და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნებს სამ­ყა­როს და­სა­ბა­მი­დან ჰგო­ნი­ათ, რომ თუ ერთ ტი­რანს, მე­ფეს, იმ­პე­რა­ტორს შეც­ვ­ლი­ან, მე­ო­რე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა; ერთ რე­ვო­ლუ­ცი­ას თუ მო­ახ­დე­ნენ, სხვა მმარ­თ­ვე­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას და­ამ­კ­ვიდ­რებს. ბრბოს რა­ტომ­ღაც „სი­ახ­ლე გა­ნახ­ლე­ბა ჰგო­ნია“, ავიწყ­დე­ბათ, რომ ხში­რად ახა­ლი მმარ­თ­ვე­ლი წი­ნა­ზე უარე­სი გა­მოდ­გე­ბა ხოლ­მე. ნე­რო­ნი რო­მა­ე­ლებს სუ­ლე­ლებს უწო­დებს, რად­გან მათ აქვთ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო რწმე­ნა და ცრუ მო­ლო­დი­ნი, რომ თუ მას და­ამ­ხო­ბენ და სხვის აღ­ზე­ვე­ბას იზე­ი­მე­ბენ, აუცი­ლებ­ლად დამ­ყარ­დე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. ბრბოს აქვს ბერ­წი მეხ­სი­ე­რე­ბა, მას ავიწყ­დე­ბა, რომ წუ­თი­სო­ფე­ლი ბრმა შუ­რის­ძი­ე­ბა­სა და ცრუ იმე­დებს შო­რის მერ­ყე­ობს მხო­ლოდ და ამა­ო­ე­ბას ატ­რი­ა­ლებს ყო­ველ ჯერ­ზე. ცნო­ბი­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი მწე­რა­ლი, ჯე­იმს ჯო­ი­სი წერ­და: „დრო წარ­სულს აბ­რუ­ნებს ყო­ველ დარ­ტყ­მა­ზე“. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი, რაც სი­ახ­ლე გვგო­ნია, ხში­რად ძვე­ლის გა­ნახ­ლე­ბაა მხო­ლოდ, ამი­ტო­მაა, რომ ადა­მი­ა­ნებს მუდ­მი­ვად სძლევთ ცდუ­ნე­ბა გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის გზით მო­ახ­დი­ნონ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, წინ­ს­ვ­ლის მა­გივ­რად, უკან მივ­დი­ვართ.  ნე­რონს გუ­ლი სწყდე­ბა, რომ იმ­პე­რა­ტო­რო­ბას შე­ა­ლია მთე­ლი დრო და პო­ე­ზი­ის სამ­სა­ხუ­რი ვერ შეძ­ლო. ავ­ტო­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ მას შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ეს­მის პო­ე­ზი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბა, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლით დაბ­რ­მა­ვე­ბულს მხო­ლოდ მა­შინ ახ­სენ­დე­ბა ლექ­სე­ბი, რო­ცა სი­ნამ­დ­ვი­ლეს გა­ურ­ბის და თავ­შე­საფ­რის პოვ­ნას ცდი­ლობს პო­ე­ზი­ა­ში. ნე­რო­ნი ამა­ყად აცხა­დებს: „ამ­ხე­ლა ხე­ლო­ვა­ნი ნუ­თუ ისე გან­ზავ­და ამა­ო­ე­ბა­ში, ერ­თი ღირ­სე­უ­ლი ლექ­სი ვერ შეთხ­ზა!“ მწე­რა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მე­ტა­ფო­რებ­სა და ალუ­ზი­ებს იყე­ნებს პო­ე­ზი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, მი­სი აზ­რით, ლექ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­რა­დი­უ­ლი გა­ზაფხუ­ლის უსას­რუ­ლო ჭა­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სწო­რედ ლექ­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ზე­ცი­ურ მწვერ­ვალ­ზე ფე­ხის შედ­გ­მა, სა­დაც დი­დ უსი­ნათ­ლო ღმერ­თებს ება­ა­სე­ბა (დიდ უსი­ნათ­ლო­ში ჰო­მე­რო­სი იგუ­ლის­ხ­მე­ბა და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნე­რო­ნი სწო­რედ მას უტო­ლებ­და თავს).

ტექ­ს­ტ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი არა­ერ­თი პრობ­ლე­მა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა დღე­საც დამ­ღუპ­ვე­ლია და სწო­რედ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი აიძუ­ლებს ადა­მი­ანს გახ­დეს სას­ტი­კი, დეს­პო­ტი, გა­ა­უ­ბე­დუ­როს სხვე­ბი. მა­რა­დი­უ­ლია ასე­ვე ხალ­ხის პრო­ტეს­ტიც ამ­გ­ვა­რი დეს­პო­ტე­ბის მი­მართ, ამ­ბო­ხი დიქ­ტა­ტუ­რი­სა და უსა­მარ­თ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ბრბოს მა­რა­დი­უ­ლად სჯე­რა, რომ თუ ერთ მმარ­თ­ველს მე­ო­რით ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს, მოს­პობს ამ­ქ­ვეყ­ნად ბო­რო­ტე­ბას, თუმ­ცა მა­რა­დი­უ­ლად გრძელ­დე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ცა და სკეპ­ტი­ციზ­მიც. ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე და ქო­ნე­ბა რომ წარ­მა­ვა­ლია და ამაო, ამა­ზე ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძეც სა­უბ­რობს ლექ­ს­ში „გოგ­ჩა“. მი­სი აზ­რი­თაც, არ ღირს წარ­მა­ვა­ლი დი­დე­ბით ტკბო­ბა, რად­გან ჩვე­ნი მო­მავ­ლის ხა­ტი მა­ინც ნან­გ­რე­ვე­ბია. ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის ან­დერ­ძიც შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, მი­სი სურ­ვი­ლი იყო, რომ და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მი­სი ხე­ლე­ბი და­ე­ნა­ხა ხალხს, გა­ი­გონ, ამ­ხე­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის პატ­რო­ნი მა­ინც ხელ­ცა­რი­ე­ლი მივ­დი­ვა­რო ამ­ქ­ვეყ­ნი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც ხში­რად გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა მა­რა­დი­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, ბრბო­ზე ბა­ტო­ნო­ბა­საც ვერ შევ­ძ­ლებთ მუდ­მი­ვად. ხალ­ხი მხო­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს სცემს თაყ­ვანს, და­მარ­ცხე­ბუ­ლებს წამ­ს­ვე ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე მო­ის­ვ­რი­ან. ამი­ტომ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ვიბ­რ­ძო­ლოთ იდე­ა­ლე­ბი­სათ­ვის და არა პი­რა­დი კეთ­ლ­დღე­ო­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სათ­ვის.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ის ეზი­ა­რე­ბა მა­რა­დი­სო­ბას, ვინც შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლე ლექ­სე­ბად დაჭ­რას და ხე­ლოვ­ნე­ბის წმინ­და ცეცხ­ლ­ზე მი­ი­ტა­ნოს მსხვერ­პ­ლად და არა ის, ვინც ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბის სურ­ვი­ლით დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს ამა­ო­ე­ბას მი­უძღ­ვ­ნის.

ქე­თე­ვან ქა­თა­მა­ძე, თბი­ლი­სის №72 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები