3 მაისი, პარასკევი, 2024

გა­ვამ­ხ­ნე­ვოთ ბავ­შ­ვე­ბი და ხში­რად ვუთხ­რათ, მარ­ტო არ არი­ან, ჩვენ მათ გვერ­დით ვართ

spot_img

ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი

 

დროა, მარ­თ­ლა ვას­წავ­ლოთ რა არის მა­თი უფ­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვებს და მშობ­ლებ­საც, რად­გან, რო­ცა ბავ­შ­ვებს ვეხ­მა­რე­ბით, ამას მშობ­ლებ­თან ერ­თად ვა­კე­თებთ. ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის უკან დგას, მშო­ბე­ლია.

მივ­მარ­თავ იმ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან: სა­ერ­თოდ, სკო­ლებს ახა­სი­ა­თებს ასე­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა – მოს­წავ­ლეს, რო­მელ­საც რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს სკო­ლა­ში, ჰგო­ნია, რომ მარ­ტოა, არა­ვის ეს­მის მი­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვი თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს ხოლ­მე.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­ვამ­ხ­ნე­ვო ბავ­შ­ვე­ბი და ვუთხ­რათ, რომ ისი­ნი მარ­ტო არ არი­ან და ჩვენც მათ გვერ­დით ვართ. მარ­თა­ლია, ძნე­ლია მა­თი ნდო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ამ ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მაა.

უნ­და და­ი­ჯე­როთ, რომ შე­იძ­ლე­ბა დღეს თქვენ სკო­ლა­ში თავს მარ­ტოდ გრძნობთ, მაგ­რამ ეს ასე არ არის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც, ბავ­შ­ვე­ბი დი­დი ხა­ნი იყ­ვ­ნენ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც სკო­ლა­ში ვერ იცავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ეს პრობ­ლე­მა დაძ­ლი­ეს და გეტყ­ვით, რა მოხ­და ამე­რი­კა­ში (ხში­რად მოგ­ვ­ყავს ამე­რი­კა, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი). და­ახ­ლო­ე­ბით 60 წლის წინ, 1965 წელს, 13 წლის მე­რი ტინ­კერ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა ვი­ეტ­ნა­მის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან არ ეთან­ხ­მე­ბო­და მთავ­რო­ბას. სხვა­თა შო­რის, ბავ­შ­ვე­ბი ახ­ლაც დი­დი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მე­რი არ იყო მარ­ტო და მას ჰყავ­და 13 წლის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­დაწყ­ვი­ტეს, პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად სკო­ლა­ში შა­ვი სამ­კ­ლა­უ­რე­ბით მი­სუ­ლიყ­ვ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 60 წლის წი­ნან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია – ამე­რი­კა, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბია, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბის პრო­ტეს­ტი მსგავს თე­მებ­ზე იქაც უცხოა. შა­ვი სამ­კ­ლა­უ­რე­ბით მი­სუ­ლი მე­რი ტინ­კე­რი და მი­სი მე­გობ­რე­ბი სკო­ლი­დან გა­უშ­ვეს. მათ უთხ­რეს, ვიდ­რე ამ სამ­კ­ლა­უ­რებს არ მო­იხ­ს­ნიდ­ნენ, სკო­ლა­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მებ­რ­ძო­ლე­ბი, და­უ­კავ­შირ­დ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ველ ად­ვო­კა­ტებს და საქ­მე სა­სა­მარ­თ­ლო­ში წა­ი­ღეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წე­ლი იბ­რ­ძო­ლეს მშობ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც აცხა­დებ­დ­ნენ, რომ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის სჯე­რო­დათ და ბო­ლომ­დე და­ი­ცავ­დ­ნენ მათ უფ­ლე­ბებს. სა­ბო­ლო­ოდ ამე­რი­კის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თ­ლომ (ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი საქ­მეა – ტინ­კე­რი დე-­მო­ი­ნის სკო­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ) თქვა: უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბი თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს სკო­ლის კა­რიბ­ჭეს­თან არ ტო­ვე­ბენ, სკო­ლა­ში შე­სუ­ლე­ბიც ისე­ვე სარ­გებ­ლო­ბენ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბით, რო­გორც სკო­ლის გა­რეთ, უფ­რო მე­ტიც, იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით, რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მა­რათ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სკო­ლა გამ­ტყუნ­და და იმ მო­მენ­ტი­დან, ყვე­ლა სა­სა­მარ­თ­ლო ამე­რი­კა­ში ტინ­კე­რის საქ­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ცი­ტი­რებს. კარ­გი ის არის, რომ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ყვე­ლა ბავშვს მი­ე­ცა ძა­ლა და თავ­და­ჯე­რე­ბა, რა თქმა უნ­და, მშობ­ლებ­საც. ეს ნამ­დ­ვი­ლად იყო პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის გახ­და ცნო­ბი­ლი და სა­მა­გა­ლი­თო.

ჩვენც უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ჩვენც გვაქვს სა­სა­მარ­თ­ლო და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმე­დი­ა­ნად წა­ვი­დეთ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. რო­დე­საც მარ­თ­ლე­ბი ვართ, აუცი­ლებ­ლად და­ვამ­ტ­კი­ცებთ სი­მარ­თ­ლეს, დღეს იქ­ნე­ბა თუ ხვალ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვე­ძე­ბე ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც ბავ­შ­ვ­მა და მის­მა მშო­ბელ­მა იბ­რ­ძო­ლა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და, რაც მთა­ვა­რია, სა­სა­მარ­თ­ლომ მი­ი­ღო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ასე­თი საქ­მე ვი­პო­ვე: 2018 წელს ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მოხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერთ სკო­ლა­ში – თა­ნა­ტო­ლებ­მა მოს­წავ­ლეს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კა­ნის ფე­რის გა­მო, ძა­ლი­ან არას­წო­რი (რა­სის­ტუ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის) „კო­მენ­ტა­რე­ბი“ უთხ­რეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს საქ­მეც სა­სა­მარ­თ­ლო­ში წა­ვი­და. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბავშვს და­ეხ­მა­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ფა­რი“. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ამ საქ­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს მა­გა­ლი­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ველ ინ­ს­ტან­ცი­ა­ში საქ­მე წა­ა­გეს და სა­სა­მარ­თ­ლომ დის­კ­რი­მი­ნა­ციის ფაქ­ტი არ და­ად­გი­ნა, მე­ო­რე ინ­ს­ტან­ცი­ა­ში – თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში და­ირ­ღ­ვა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და რომ სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, აუცი­ლებ­ლად და­იც­ვას ბავ­შ­ვი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის­გან, სულ ერ­თია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კა­ნის ფე­რია მი­ზე­ზი, სი­ღა­რი­ბე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა თუ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქ­მა, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში თან­ას­წო­რი და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო უნ­და ჰქონ­დეთ შექ­მ­ნი­ლი. აქ­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი: ეკა­ტე­რი­ნე ცის­კა­რი­ძე, დი­ა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი და ვა­ნო წიკ­ლა­უ­რი. ჩვენ ყო­ველ­თ­ვის ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასეთ „ჩემ­პი­ონ“ მო­სა­მარ­თ­ლე­ებს იმი­ტომ, რომ სხვა ბავ­შ­ვებ­საც გა­უჩ­ნ­დეთ იმე­დი, თუ სკო­ლა­ში უთა­ნას­წო­რო­ბის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან, სა­სა­მარ­თ­ლო მათ უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს.

ძა­ლი­ან ხში­რად უფ­რო­სებს ჰგო­ნი­ათ, რომ ბავ­შ­ვებს არ აქვთ სა­მო­ქა­ლა­ქო, პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი. ეს არას­წო­რია. ბავ­შ­ვებს ზუს­ტად ისე­თი­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩენ ნა­წილს, მარ­თა­ლია, არ­ჩევ­ნებ­ში ვერ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ეზღუ­დე­ბათ. თუ მო­ზარდს სურს, მხა­რი და­უ­ჭი­როს რო­მე­ლი­მე დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ას, უნ­და და­უ­ჭი­როს. ჩვენ ხში­რად ვწუ­წუ­ნებთ ხოლ­მე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან პა­სი­უ­რია. იცით რა­ტომ? სწო­რედ იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვებს არ ვაძ­ლევთ თა­ვი­ან­თი სა­მო­ქა­ლა­ქო, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ისიც მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბევ­რი პე­და­გო­გი და დი­რექ­ტო­რი მარ­თ­ლა დგას ბავ­შ­ვის გვერ­დით და აძ­ლი­ე­რებს მას, ასე­ვე მშო­ბე­ლიც. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გვაქვს, რო­ცა პე­და­გოგს ან ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას ჰგო­ნია, რომ თა­ვად არის კა­ნო­ნი. რა თქმა უნ­და, ეს ასე არ არის, კა­ნო­ნი არის კა­ნო­ნი და ეს ბავ­შ­ვებ­მა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნ­და იცოდ­ნენ, ჩვენც სწო­რედ ამის ახ­ს­ნას ვცდი­ლობთ.

ბავ­შ­ვებს მინ­და ავუხ­ს­ნა, რომ სკო­ლა­ში მათ უფ­ლე­ბებს ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი იცავს – „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია“ და „კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“. „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია“, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტია, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს; რომ არ შე­იძ­ლე­ბა, სი­ღა­რი­ბის ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო, ვერ წახ­ვი­დე სკო­ლა­ში, ამა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფოა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. ისიც არ შე­იძ­ლე­ბა, თუ მოს­წავ­ლემ რა­მე „და­ა­შა­ვა“, ამის გა­მო სკო­ლა­ში არ მი­უშ­ვა. კა­ნო­ნი მას ამას არ უკ­რ­ძა­ლავს! სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი მი­ზე­ზის გა­მო, მშო­ბელს ხში­რად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სხვა სკო­ლა­ში გა­დაიყ­ვა­ნოს შვი­ლი. ესეც უკა­ნო­ნოა. მე რა საქ­ცი­ე­ლიც უნ­და ჩა­ვი­დი­ნო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მა­ინც მაქვს. ამი­ტომ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ დის­ციპ­ლი­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბა შეზღუ­დოს – ეს პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი – სკო­ლა­ში არა­ნა­ირ­მა დის­ციპ­ლი­ნურ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ არ უნ­და შე­ლა­ხოს ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბა, ანუ არა­ნა­ი­რი დამ­ცი­რე­ბა, არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ არის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. უფ­რო მეტ­საც გეტყ­ვით, ჩვენ გვქონ­და „მშო­ბელ­თა კრე­ბის“ პრაქ­ტი­კა, სა­დაც ერ­თი ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ცუ­დი ან კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მშო­ბელს გა­ე­გო. რა თქმა უნ­და, ესეც არას­წო­რია. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, მსგავ­სი პრაქ­ტი­კა ად­რე გვქონ­და, რო­ცა ყვე­ლას თვალ­წინ ილა­ხე­ბო­და ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც გვაქვს ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად მი­უ­ღე­ბე­ლია.

მე­სა­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბაა, რაც, რა თქმა უნ­და, გუ­ლის­ხ­მობს კითხ­ვე­ბის დას­მას. რო­გორც წე­სი, არ უყ­ვართ ხოლ­მე, რო­ცა ბავ­შ­ვი ეკითხე­ბათ – რა­ტომ და­მი­წე­რეთ ეს ნი­შა­ნი? ხში­რად არც კი პა­სუ­ხო­ბენ ამ კითხ­ვა­ზე. აქაც შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, ვუ­პა­სუ­ხოთ, ამი­ტომ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვუ­პა­სუ­ხოთ და ავუხ­ს­ნათ რა­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ის არ არის ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ცოდ­ნა უნ­და მი­ვა­წო­დოთ, არა­მედ უნ­და შევ­ხე­დოთ, რო­გორც უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე სვამს კითხ­ვებს, რო­გორც ჩვენ, ზრდას­რუ­ლე­ბი.

ვახ­სე­ნე მე­ო­რე კა­ნო­ნიც, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აუცი­ლებ­ლად უნ­და იცოდ­ნენ ბავ­შ­ვებ­მა და ეს არის „კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა, მაგ­რამ, ამ შემ­თხ­ვევ­ში, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლის ცოდ­ნა გვჭირ­დე­ბა. კა­ნო­ნი გვე­უბ­ნე­ბა, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვებს და მშობ­ლებს აქვთ უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, ანუ წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ იმა­ში, თუ რო­გორ იმარ­თე­ბა სკო­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან ეს ასე არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას გვსმე­ნია სკო­ლა­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის შე­სა­ხებ. ისიც გვსმე­ნია და გვი­ნა­ხავს, რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი, კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით, არის მშო­ბე­ლიც და მოს­წავ­ლეც, რომ­ლე­ბიც, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხმას არ იღე­ბენ. მოს­წავ­ლეს უნ­და ვას­წავ­ლოთ, რომ კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­როს, თუ­კი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში აირ­ჩი­ეს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს კი არა, თა­ნა­ტო­ლებ­საც წარ­მო­ად­გენს და მან აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ახ­მო­ვა­ნოს მა­თი სათ­ქ­მე­ლი. სკო­ლა მცი­რე დე­მოკ­რა­ტი­ის მო­დე­ლია, ანუ ქვე­ყა­ნა­ში რაც ხდე­ბა, ის ჯერ სკო­ლა­ში ხდე­ბა, იქ სწავ­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი თუნ­დაც ხმის მი­ცე­მას, ან თუნ­დაც იმ უფ­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, თუ რა­მე არ მომ­წონს, ამის შე­სა­ხებ აზ­რი უნ­და და­ვა­ფიქ­სი­რო – ვთქვა, რომ რა­ღაც არ მომ­წონს, სადღაც მე­ში­ნია გავ­ლა და ა.შ. ბავ­შ­ვე­ბო, სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვე­ნი უფ­ლე­ბაა და გა­მო­ი­ყე­ნეთ ის. თა­ვის­თა­ვად, თუ­კი ბავ­შ­ვებს არ ეცო­დი­ნე­ბათ ამ უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ ამ ფუნ­ქ­ცი­ა­საც ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ბავ­შ­ვე­ბო, ითა­ნამ­შ­რომ­ლეთ სკო­ლას­თან.

აქ­ვე ვიტყ­ვი იმა­საც, რომ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვევ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ბავ­შ­ვებს შო­რის ხდე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ზრდას­რულს ეკის­რე­ბა. თუნ­დაც, ბავ­შ­ვის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ, ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თით და­ვი­ნა­ხეთ, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ სკო­ლას უთხ­რა, მას უნ­და ეზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ მი­სი მოს­წავ­ლე დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ გა­რე­მო­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მას უნ­და აემაღ­ლე­ბი­ნა წი­ნას­წარ მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი რამ არ ეთ­ქ­ვათ. ისიც მინ­და იცოდ­ნენ ბავ­შ­ვებ­მა, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ ჰყავ­დეთ თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტი. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, სა­ჩივ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა ჰქონ­დეს, ბავ­შ­ვის სა­ჩი­ვა­რი დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა უნ­და გა­ნი­ხი­ლოს, სა­დაც ბავშვს  თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტი ეყო­ლე­ბა. ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ეს არის „სა­სა­მარ­თ­ლო“ და მი­სი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუთხით. ამი­ტომ, კი­დევ ერ­თხელ ვთხოვ ბავ­შ­ვებს, იცოდ­ნენ იმ კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მათ უფ­ლე­ბებს იცავს სკო­ლა­ში და ხელს უწყობს, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი უფ­რო ბედ­ნი­ე­რი იყოს. ჩვენ ყვე­ლას თა­ნაბ­რად გვაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნი­სა და მის­კენ სწრაფ­ვის უფ­ლე­ბა.

მასალა მომზადებულია გადაცემის „შენი შუადღე“ რუბრიკის მიხედვით

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები