26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბლოგები და ინტერაქტიული წიგნები წერითი უნარების განვითარებისთვის

spot_img

ინტერნეტში წერისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა არის ციფრული წიგნიერების აუცილებელი ელემენტია. ბლოგს დიდი როლი აქვს ამ სფეროში. მსურს შევეხო თუ როგორ გამოიყენება ბლოგები ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესში. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ონლაინ ინსტრუმენტები, მათ შორის ინტერაქტიული წიგნები მოსწავლეთა წერითი უნარების გასავითარებლად.

ბლოგი არის ვებსაიტი მარტივი სტრუქტურით, რომლის შექმნა ნებისმიერს შეუძლია უფასოდ, მხოლოდ მინიმალური ტექნიკური უნარებით. შემქმნელს შეუძლია განათავსოს ტექსტი, სურათები, აუდიო ჩანაწერები და ვიდეოები. ბლოგის შექმნამდე აუცილებელია დავადგინოთ ჩვენი მიზნები და განვსაზღვროთ თემა – ვინ აპირებს ბლოგის შინაარსის შექმნას და განახლებას ჩვენ, ჩვენი კოლეგები თუ მოსწავლეები.

დამრიგებლის ბლოგს აწარმოებს მასწავლებელი. შინაარსი შეიძლება შემოიფარგლოს სილაბუსით, საშინაო დავალებით, კურსის ინფორმაციით და ა.შ.

ალტერნატიულად შეიძლება გამოვიყენოთ ბლოგი საკუთარი ცხოვრების აღსაწერად. იგი ამავდროულად შეიძლება მიეძღვნას სხვადასხვა რეგიონების ან ქვეყნების შედარებას მათი ადგილმდებარეობის, ღირსშესანიშნაობების და ტრადიციების მიხედვით. მისი ერთ-ერთი საუკეთესო უნარია მოსწავლეების ნაშრომთათვის რეალური აუდიტორიის უზრუნველყოფა.

ჩვეულებრივ მასწავლებელი ერთადერთი ადამიანია, ვინც კითხულობს მოსწავლის ნამუშევარს და ამ პროცესში ფოკუსირება არა ფორმაზე, არამედ მის შინაარსზე ხდება. ბლოგის გამოყენებით კი მოსწავლეები წერენ აუდიტორიისთვის. იგი მოიცავს არამხოლოდ მასწავლებელს, არამედ მის კლასელებს, მეგობრებს, მშობლებსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს. ბლოგები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შექმნან საკუთარი ნაწერების კოლექცია. მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ წინა წერილობით სამუშაოს და შეაფასონ კურსის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. შედარებით პასიურ მოსწავლეებს,  შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი ბლოგის მეშვეობით. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი მთელ სასწავლო წელს  ერთი და იგივე მეგობართან ატარებს. ამ შემთხვევაში ბლოგს შეუძლია მოსწავლეთა გაერთიანება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლეები ცვლიან ინფორმაციას საკუთარ თავზე, ინტერესებზე, მისწრაფებებსა და დამოკიდებულებებზე.

ინტერნეტით შესაძლოა მოსწავლეების დონის შესაბამისი სასარგებლო რესურსის მოძიება და ბლოგის სახით გამოქვეყნება, რაც შემდეგში შეიძლება წერის სტიმული გახდეს. ბლოგები უზრუნველყოფენ დამატებითი წერისა და კითხვის პრაქტიკას, შეუძლია ასევე კლასგარეშე დისკუსიის სტიმულირება.

წერის პროცესის წახალისება მარტივია ბლოგის საშუალებით. წერის პროცესში მოსწავლე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა ეტაპზე. ეს ეტაპებია: დაგეგმვა, შედგენა, გადახედვა, რედაქტირება. ვინაიდან მოსწავლეები წერენ ფართო აუდიტორიისთვის ისინი უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას აზრის სწორად გადმოცემასა და სიზუსტეზე.

წერითი უნარის დასახვეწად ბლოგებისა და ინტერაქტიული წიგნების გამოყენებისას, ისინი ყოველთვის უნდა შევუსაბამოთ ჩვენს სასწავლო მიზნებს. გავითვალისწინოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვლილი საფეხურის სტანდარტი, მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები. სამუშაო პროცესი დავგეგმოთ ყურადღებით, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებისა და დროის სწორად გადანაწილების შესაბამისად.

 

თამარ ჯიქია თბილისის N214 საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები