19 მაისი, კვირა, 2024

ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ად­გი­ლი აქ არ არის

spot_img

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა­ში „გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ბევრ გა­მოწ­ვე­ვა­ზე იასა­უბ­რა, ასე­ვე, რო­გორ აპი­რებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას და რას გეგ­მავს სა­მო­მავ­ლოდ.

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ  თა­ვი­დან­ვე ხა­ზი გა­უს­ვა იმას, რომ „მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, ვის­თ­ვი­საც ჩვენ ყვე­ლა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თად ვშრო­მობთ, არის მოს­წავ­ლე, მაგ­რამ მთა­ვა­რი, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­აქვს მოს­წავ­ლემ­დე, მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ მთე­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი იგ­რ­ძ­ნოს კომ­ფორ­ტუ­ლად და აკე­თოს მთა­ვა­რი. რა არის მთა­ვა­რი? ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელს, პირ­ველ რიგ­ში, ეცა­ლოს მოს­წავ­ლის­თ­ვის, საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ი­ხარ­ჯოს ბო­ლომ­დე, ჩა­ა­ტა­როს ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი და მას სის­ტე­მამ არ შე­უქ­მ­ნას არა­ნა­ი­რი ბი­უ­როკ­რა­ტია, რომ ამ მთა­ვარ მი­ზანს რო­გორ­მე მო­ა­ცი­ლოს“.

რო­გორც თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მა­თი თვით­მი­ზა­ნი არ არის, აუცი­ლებ­ლად რა­ღა­ცის შეც­ვ­ლა, მი­ზა­ნია ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა, სა­დაც მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის­თ­ვის ექ­ნე­ბა დრო და ამ დროს სრუ­ლად და­ხარ­ჯავს საკ­ლა­სო ოთახ­ში.

„ის, რომ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ანაზღა­უ­რე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ეცა­ლოს მოს­წავ­ლის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი უნ­და იყოს ის, რომ საკ­ლა­სო ოთახ­ში ჩა­ა­ტა­როს ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი – ეს არის ის ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც მე შე­მიძ­ლია ეხ­ლა, ამ კონ­კ­რე­ტულ ეტაპ­ზე, გა­ვაჟ­ღე­რო. ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბით — ყვე­ლა­ზე სწო­რია, რომ მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის­თ­ვის ეცა­ლოს, იმი­ტომ არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის მო­ი­ცა­ლოს და და­ი­ხარ­ჯოს ბო­ლომ­დე,“ – გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ და პე­და­გო­გებს მი­მარ­თა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მა­თი აზ­რი, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა – რა უშ­ლით ამა­ში ხელს, რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში გა­ეზ­რ­დე­ბათ, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბი იყოს და­ცუ­ლი და მას­წავ­ლებ­ლებს არ ჰქონ­დეთ უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და. 2011-დან 2023 წლამ­დე სქე­მის, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 ვერ­სია იყო, რო­გორ შე­ეძ­ლო პე­და­გოგს თი­თო­ე­უ­ლი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა. ამ ვერ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს დღემ­დე ბევ­რი შე­კითხ­ვა რჩე­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, იყ­ვ­ნენ თუ არა ყვე­ლა­ნი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ან უფ­რო­სის, წამ­ყ­ვა­ნის თუ მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად ატა­რებ­დ­ნენ თუ არა უკე­თეს გაკ­ვე­თი­ლებს. „ის, რომ  თქვენ წამ­ყ­ვა­ნი ბრძან­დე­ბით, მენ­ტო­რი ან უფ­რო­სი, ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ჩემ­ზე უკე­თეს გაკ­ვე­თილს ატა­რებთ საკ­ლა­სო ოთახ­ში? ჩვენ, აი, ამ კითხ­ვე­ბი­დან გა­მო­ვალთ და მი­ვი­ღებთ იმ პა­სუ­ხებს, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად გა­დაგ­ვაწყ­ვე­ტი­ნებს, არის თუ არა რა­მე შე­საც­ვ­ლე­ლი. იქ­ნებ არა­ფე­რი არ არის შე­საც­ვ­ლე­ლი. კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის, აუცი­ლებ­ლად რა­ღაც შევ­ც­ვა­ლოთ, მაგ­რამ დაგ­რო­ვილ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, გა­მოც­დი­ლე­ბამ და ანა­ლი­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, რომ საქ­მე მა­ინ­ც­და­მა­ინც კარ­გად არ გვაქვს.  არის თუ არა კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უფ­რო­სის, წამ­ყ­ვა­ნის ან მენ­ტო­რის შე­დე­გე­ბის ნა­წილ­ში, რა თქმა უნ­და, ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ჩვენ არ გვაქვს“. მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­მო­ნათ­ვალს თუ გა­დავ­ხე­დავთ, რა­ში ეძ­ლე­ვათ და­ნა­მა­ტი წამ­ყ­ვანს, უფ­როსს ან მენ­ტორს, ვნა­ხავთ, რომ ეს არის მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ის, სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, უნ­და ას­რუ­ლებ­დეს და და­ა­მა­ტა, რომ მთა­ვა­რია მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, ამ შე­ფა­სე­ბე­ბით იზო­მე­ბა თუ რო­გორ გა­ი­სარ­ჯა მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­ლა­სო ოთახ­ში, რა მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს და რა შე­დე­გი დად­გა.

აღი­ნიშ­ნა, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბა­ვი უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის – სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, რო­გორ იყოს უფ­რო უკე­თე­სი საკ­ლა­სო ოთახ­ში, რა რე­სურ­სე­ბი მო­ი­ძი­ოს მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­მუ­შა­ოდ… „ამას სტა­ტუ­სე­ბი და ჩინ-მედ­ლე­ბი რად უნ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ არის, ეს ისე­დაც უნ­და აკე­თოს“.

„გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს ზო­გა­დად შე­ფა­სე­ბე­ბის სეგ­მენ­ტ­ში. თქვენ იცით, რომ ად­რე კა­ტი იყო და ისიც აღარ გვაქვს და მთლი­ა­ნად სკო­ლა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად მი­სა­ხე­დია შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, ასაწყო­ბიც და და­სა­ლა­გე­ბე­ლი. აუცი­ლებ­ლად უნ­და ამოქ­მედ­დეს და აქაც პე­და­გო­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა, რა ფორ­მით, რო­გორ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი თუ სხვა, რა არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი…“ – თქვა თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბას, მე­ტი ახალ­გაზ­რ­დის შეს­ვ­ლას პრო­ფე­სი­ა­ში, გა­და­სა­ხე­დია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი: „გა­ვა­მარ­ტი­ვოთ კი არა, მე­ტი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბა მივ­ცეთ, მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თქვენ იცით, რომ სტუ­დენტს, რო­მე­ლიც ქი­მი­ა­ზე სწავ­ლობს, ფი­ზი­კა­ზე, ბი­ო­ლო­გი­ა­ზე, ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ გზებ­ზე, რა არის და­სახ­ვე­წი. იქ ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნია, მა­გა­ლი­თად, მე თუ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია და­ვა­დას­ტუ­რე, უმაღ­ლე­სის დიპ­ლო­მი მაქვს, კი­დევ რა­ტომ მა­ბა­რე­ბი­ნებ ამ გა­მოც­დას? არის მე­ო­რე მო­საზ­რე­ბაც, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დის აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამას მი­ვაქ­ცი­ოთ თუ არა ყუ­რადღე­ბა“. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, რომ მუ­შა­ო­ბა აქე­და­ნაა და­საწყე­ბი, რო­გორ შე­მა­ტონ მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბა, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ი­ზი­დონ და მის­ცენ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ვიდ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, რა თქმა უნ­და, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, არა ხა­რის­ხის დათ­მო­ბის ხარ­ჯ­ზე.

ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ჩი­ვი­ან, მარ­თა­ლია კონ­კურ­სე­ბი ცხად­დე­ბა, მი­დი­ან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ ხში­რად უარს ეუბ­ნე­ბი­ან, არ იყ­ვა­ნენ, არა­და თით­ქოს ისე­თი პო­ლი­ტი­კაა, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბო, მო­დით, ღიაა კა­რი. „შევ­ქ­მე­ნით კო­მი­სია და ძა­ლი­ან დიდ რე­სურსს ვხარ­ჯავთ. ჩარ­თუ­ლი არი­ან პროფ­კავ­ში­რი, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ სკო­ლა­ში რო­ცა კონ­კურ­სი ცხად­დე­ბა, იყოს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მე­ქა­ნიზ­მი. ახ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი, ზო­გი ად­გილ­ზეა, მთა­ვა­რია, რომ სკო­ლა მარ­ტო არ რჩე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად და ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ გზა გა­ვუხ­ს­ნათ ახალ­გაზ­რ­დებს და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მათ­თ­ვის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი გახ­დეს“.

ამი­სათ­ვის, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­თი ანაზღა­უ­რე­ბა და და­ფა­სე­ბა – დაზღ­ვე­ვის სა­კითხი, რო­გორ იქ­ნე­ბა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სფე­რო, ის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო, სივ­რ­ცე, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ასე­ვე, რამ­დე­ნად მო­უ­წევთ და­მა­ტე­ბი­თი შრო­მა კე­თილ­დღე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ა.შ.

თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა თქვა, რომ დღეს აღა­რა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ მას­წავ­ლე­ბელს, უნ­და ჰქონ­დეს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სცა­ლია მოს­წავ­ლის­თ­ვის საკ­ლა­სო ოთახ­ში. სწო­რედ ამ მას­წავ­ლებ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბას გეგ­მავს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­სა­ხე­დია წამ­ყ­ვა­ნის, უფ­რო­სის თუ მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო, აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. რაც მთა­ვა­რია, „მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი უნ­და იყოს ღირ­სე­უ­ლი, რომ მას მოს­წავ­ლის­თ­ვის ეცა­ლოს. თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით რა არის მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო, ეს ხომ არ არის მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში სა­მუ­შაო, თქვენ ხომ დრო გჭირ­დე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­რეთ გა­აგ­რ­ძე­ლოთ მთე­ლი რი­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, არა პი­რის­პირ სა­მუ­შაო, და ამის­თ­ვის უნ­და გქონ­დეთ დრო, შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა, რომ არ მო­გი­წი­ოთ სხვა­დას­ხ­ვა გზე­ბის ძი­ე­ბა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ორ-სამ სკო­ლა­ში, მხო­ლოდ ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო კი არ და­დი­ან, დე­ფი­ცი­ტე­ბის გა­მოც. დე­ფი­ცი­ტე­ბი ცალ­კე სამ­ს­ჯე­ლო თე­მაა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, ერ­თი­ა­ნო­ბა­ში მუ­შა­ობს რე­ფორ­მის ჯგუ­ფი. მათ შო­რის, მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლებ­ში რო­დე­საც არის სა­ა­თე­ბის და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, იქ რო­გორ იქ­ნე­ბა… დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე კლას-კომ­პ­ლექ­ტე­ბი… ასე­ვე, იცით, რომ არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ერთ სა­გან­ში და მას­წავ­ლე­ბე­ლი ითავ­სებს საგ­ნობ­რივ ჯგუფს… ასეთ დროს რა მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა, ჩვენ ამა­ზეც ვმუ­შა­ობთ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხა­რის­ხის დათ­მო­ბით არ გა­მო­ვა, ხა­რის­ხი არის მთა­ვა­რი სა­პირ­წო­ნე. პირ­ვე­ლი, რა­საც ამ­ბობს მი­ნის­ტ­რი და ყო­ველ­თ­ვის ხაზს უს­ვამს, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც უნ­და მი­ვი­ღოთ, ხა­რისხს ვერ დავ­თ­მობთ, ეს არის მთა­ვა­რი“.

ით­ქ­ვა ისიც, რომ სკო­ლას მე­ტი რო­ლი უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ისე უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს, რომ შეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი კად­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

„ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ად­გი­ლი აქ არ არის, ამი­ტომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხი ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ სკო­ლი­დან უნ­და წა­მო­ვი­დეს მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა­საც თქვენ ვერ გა­ა­კე­თებთ, სკო­ლა ვერ მო­ე­რე­ვა, ჩვენ, სის­ტე­მა, მარ­ტო არ დაგ­ტო­ვებთ. თუნ­დაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ამ გვითხ­რა ეს, რომ მარ­ტო არ გტო­ვე­ბო, პრობ­ლე­მე­ბი რომ ამო­ვა­ლა­გე, გი­ნა­წი­ლებ ეხ­ლა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვინ რო­გორ შე­ე­ხი­დო­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ თქვენ ამა­შიც დაგ­ჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, სის­ტე­მა მზად არის, და­გეხ­მა­როთ, მაგ­რამ რა­საც თქვენ თვი­თონ გა­უძღ­ვე­ბით, რა თქმა უნ­და, აქ ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა გექ­ნე­ბათ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ერ­თი რამ მინ­და ვთქვა, არ მოგ­ვას­ვე­ნოთ, ჩვენც მზად ვართ, გე­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, – გა­ნაცხა­და თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა, – დღეს თუ შეგ­ვიძ­ლია გითხ­რათ, რომ დი­დი ავ­ტო­ნო­მია გეძ­ლე­ვათ, ეს იმის გა­მო­ძა­ხი­ლია, რომ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმუ­შა­ვა ცალ­კე აქ­ტი­ვო­ბებ­მა, ცალ­კე მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­მა, ნე­ბის­მი­ე­რმა რა­მემ, რა­საც აკე­თებ­და სის­ტე­მა, იმ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რომ დღეს შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე. ესეც ხომ გან­ვ­ლი­ლი გზის შე­დე­გია, უცებ ხომ არ ჩნდე­ბა“.

რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა აღ­ნიშ­ნა, უდი­დე­სია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­ლი და ჩარ­თუ­ლო­ბა, რა­საც სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ჰქვია. სკო­ლა­ში ცალ­კე მო­თა­მა­შე­ე­ბი კი არ უნ­და იყ­ვ­ნენ, არა­მედ ერ­თი­ა­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იქ­ვე დას­ძი­ნა, რომ „ეს კულ­ტუ­რა ყვე­ლას ერ­თად გვაქვს ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლი და გრძე­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რია ნდო­ბა, მთა­ვა­რია ერ­თ­მა­ნეთს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ გულ­წ­რ­ფე­ლად, ვენ­დოთ ერ­თ­მა­ნეთს. ჩვენ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ვქმნით ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და ერ­თად უნ­და ვიზ­რუ­ნოთ მის ხა­რის­ხ­ზე“.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები