19 მაისი, კვირა, 2024

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადება

spot_img

გვინდა გამოვეხმაუროთ ილიას უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას.

თქვენ უკვე იცით, რომ C კორპუსს გარკვეული პრობლემები შეექმნა. აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ. თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დაეხურა C კორპუსი, რომლის ჭერქვეშ ბავშვებისა და სტუდენტების ყოფნა, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში.

რაც შეეხება შენობას, ამჟამადაც მიმდინარეობს საბოლოო მოკვლევა C კორპუსის შესაძლო სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები