2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ახა­ლი ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი უფ­როს­კ­ლა­სელ­თა კლას­გა­რე­შე სა­კითხა­ვე­ბის ნუს­ხა­ში (და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი – „მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი“)

spot_img
ქეთევან გარაყანიძე
სსიპ ბა­თუ­მის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი

 

მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის დი­დი პრობ­ლე­მაა, ახა­ლი არა­ვის­თ­ვი­საა.

ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად (უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე) გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლეს: შექ­მ­ნეს ვი­დეო და აუდი­ო­წიგ­ნე­ბი, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, თუმ­ცა პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბა, რთუ­ლია, მო­ზარ­დი კითხ­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თო.

რი­სი კითხ­ვა სურთ ახალ­გაზ­რ­დებს

ვფიქ­რობთ, თა­ნა­მედ­რო­ვე უფ­როს­კ­ლა­სელს წიგ­ნი რომ მო­ა­წო­ნო, მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და მის­წ­რა­ფე­ბე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. გა­აც­ნო მწე­რა­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, აჩ­ვე­ნოს სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც მის­თ­ვის კონ­ტექ­ს­ტი­სა და ში­ნა­არ­სის მიღ­მა არ დარ­ჩა.

კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა და გა­აზ­რე­ბა სწო­რედ მა­შინ რთულ­დე­ბა, რო­ცა ბავშვს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ებ­ზე, ფიქ­რებ­სა და გან­ც­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს.

რო­გო­რი უნ­და იყოს წიგ­ნი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კითხავთ

ამ კითხ­ვას ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­ულ­მა აუდი­ტო­რი­ამ სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი გას­ცა. თქვეს, რომ მათ და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის რო­მან­ში „მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი“ თხრო­ბის უშუ­ა­ლო და მიმ­ზიდ­ვე­ლი სტი­ლის­ტი­კა ხიბ­ლავთ, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც პერ­სო­ნა­ჟებ­თან მე­გობ­რო­ბის ემო­ცია უჩ­ნ­დე­ბათ.

ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­კუ­თარ თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად სწო­რედ მა­შინ გა­მო­ხა­ტავს, რო­ცა სი­ნამ­დ­ვი­ლეს თვა­ლებ­ში უყუ­რებს, ამი­ტომ არ არ­სე­ბობს იმა­ზე უკე­თე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე, რო­მელ­შიც მკითხ­ვე­ლი ცხოვ­რობს. რო­მან­ში ყვე­ლა­ფე­რი იმით იწყე­ბა, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი, მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ­სად გა­ურ­ბის – დი­დი მოწყე­ნი­ლო­ბი­სა და გა­უცხო­ე­ბის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (გა­მორ­ჩე­უ­ლი) თხრო­ბის წყა­ლო­ბით შე­სა­ნიშ­ნავ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კომ­პო­ზი­ცი­ად გარ­დაქ­მ­ნა. სწო­რედ ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქ­ცევს რო­მანს ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ში­ნა­არ­სი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რად:

  1. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად უც­ნა­უ­რო­ბი­სა, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა;
  2. მთა­ვა­რი გმი­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სა­ცი­ლო და უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ის რომ რე­ა­ლუ­რი იყოს, ვი­მე­გობ­რებ­დით;
  3. ტექ­ს­ტი მკა­ფი­ოდ წარ­მო­ა­ჩენს პი­როვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის თე­მას, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია მთხრო­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟის დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით;
  4. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ახერ­ხებს მთხრო­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ისე გა­მოს­ვ­ლას, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას არ გრძნობს;
  5. მი­ხა­რია, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის თვა­ლით შევ­ხე­დო სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ.

ეს იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც მკითხ­ველ­თა კლუ­ბის წევ­რებ­მა კითხ­ვის დაწყე­ბის წუ­თი­დან მო­ი­ნიშ­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბის კრე­ბუ­ლებ­ში.

თხრო­ბის უშუ­ა­ლო­ბას­თან ერ­თად, და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა იმის გა­მოც, რომ სა­კუ­თარ თავ­ში აერ­თი­ა­ნებს ავ­ტო­რის ფი­ლო­სო­ფი­ურ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­სა და წარ­მოდ­გე­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებ­ზე, მა­გა­ლი­თად: კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბის, მარ­ტო­სუ­ლო­ბი­სა და, ზო­გა­დად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მრწამ­სი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მა­ში ადა­მი­ა­ნის ბე­დის შე­სა­ხებ.

სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გაჟ­ღე­რე­ბის გა­მო, ვფიქ­რობთ, „მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი“ თა­ნა­მედ­რო­ვე (ახალ­გაზ­რ­და) მკითხ­ვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შემ­დ­გომ­ში წიგ­ნის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გახ­დე­ბა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები