24 ნოემბერი, კვირა, 2024

ასონანსი

spot_img

ასონანსი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს თანხმობას. ასონანსი, როგორც ლიტერატურული ტერმინი, ორნაირი გაგებისაა:
1. სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება;
2. არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები საერთოა, თანხმოვანთა ერთი ნაწილი კი განსხვავებული.
ასონანსი (სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება) ამძაფრებს ტექსტის კეთილხმოვანებას და ქმნის ევფონიის (კეთილხმოვანების) საფუძველს, მაგ.: „მზემ დასავლეთი დააიარა“ (გ. ტაბიძე); „დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა“ (რუსთველი).
ასონანსი, კეთილხმოვნების გარდა, აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთ მოყვანილ რუსთველისეულ ციტატაში „ა“-ს გამეორება გვაგრძნობინებს მოქმედი პირის ემოციური მდგომარეობის ხარისხს.
ასონანსი, როგორც არაზუსტი რითმა, პოეზიაში ხშირად გამოიყენება.
ასონანსურ რითმებს ქმნის:
1. მსგავს თანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ.: კვირტი-ზვირთი);
2. თანხმოვნის დაკლება რითმის ბოლოში (მაგ.:ვნახეთ-კახეთს);
3. თანხმოვნის დაკლება რითმის შიგნით (მაგ.:მოდებს-ისმოდეს);
4. თანხმოვანთა მეტათეზისი (მაგ.:წამსვე-სავსე).

ნიკოლოზ ნებიერიძე, სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები