3 მაისი, პარასკევი, 2024

ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ნი ძველ­ქარ­თულ სა­ხე­ლებ­ში

spot_img

ნინო ტყეშელაშვილი

სსიპ თბილისის და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი შე­ე­ხე­ბა ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეთხ­ზულ ძველ­ქარ­თულ სა­ხე­ლებს. ამ კუთხით ტერ­მი­ნე­ბის გან­ხილ­ვა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ დამ­წერ­ლო­ბა შექ­მ­ნი­ლია წარ­მარ­თი ქუ­რუ­მე­ბის მი­ერ. ეს სა­ხე­ლე­ბი, კერ­ძოდ, დღე­თა სა­ხე­ლე­ბი, იხ­მა­რე­ბო­და IV სა­უ­კუ­ნემ­დე, ებ­რა­უ­ლი ტერ­მი­ნე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბამ­დე.

ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნის რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს ძველ­ქარ­თუ­ლი დღე­ე­ბის, ციფ­რე­ბის, თვე­ე­ბი­სა და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის სა­ხელ­დე­ბის პრინ­ცი­პი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სიტყ­ვათ­ქ­მ­ნა­დო­ბის ამო­სა­ვა­ლი ნორ­მა.

დღე­თა ძველ­ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი შე­მო­ღე­ბუ­ლია ქარ­თ­ველ­თა შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის – ქალ­დე­ველ­თა მი­ერ. სა­ხელ­წო­დე­ბა­თა რი­გის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ციფ­რი და შე­მად­გე­ნელ ასო-ნი­შან­თა რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის ჯა­მი ერ­თი და იგი­ვეა.

ძველ­ქარ­თუ­ლი კვი­რის დღე­ე­ბი:

  1. მზ             4+7+8=19=1+9=10=1+0=1
  2. მთვარ       4+9+6+1+1+8=29=2+9+11=1+1=2
  3. თარ­ხო­ნი        9+1+1+6+7+5+1=30=3+0=3
  4. ჯი­მა­ღი          8+1+4+1+7+1=22=2+2=4
  5. აფ­რო­დი­ტი     1+5+1+7+4+1+3+1=23=2+3=5
  6. დია                4+1+1=6
  7. კრო­ნო­სი         2+1+7+5+7+2+1=25=2+5=7

ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ჭრელ სუ­რათს იძ­ლე­ვა ციფ­რ­თა სა­ხე­ლე­ბი:

  1. ერ­თი         1+9=10=1+0=1 რთ
  2. ორ(რ)ი      1+1=2 რრ
  3. სა­მი           2+1=3 სა
  4. ოთხი         7+9+6=22=2+2=4 ოთხ
  5. ხუ­თი         4+1=5 უი ?
  6. ექუ­სი         600=6 ქ
  7. შვი­დი        9+6+1=16=1+1=7 შვი
  8. რვა             1+6+1=8 რვა
  9. ცხრა           2+6+1=9                  ცხრ
  10. ათი            1+9=10 ათ

რო­გორც ხე­დავთ, გა­ით­ვ­ლე­ბა ერ­თი, ორი ან სა­მი ასო-ნი­შა­ნი, ზო­გან — მხო­ლოდ თან­ხ­მოვ­ნე­ბი, „ხუ­თის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში – მხო­ლოდ ხმოვ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა 2-ს, რად­გან უარ­ყო­ფა ქარ­თულ­ში არ­რა, არ­რა­რა ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ორი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ით­ქ­მე­ბო­და და იწე­რე­ბო­და რო­გორც ორ­რი (პი­თა­გო­რე­ლე­ბი ორს უარ­ყო­ფით რიცხ­ვად თვლიდ­ნენ).

იოანე პეტ­რი­წი მი­უ­თი­თებ­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სამ­ხ­მო­ვა­ნე­ბა­ზე. იგი ერ­თი­ა­ნია და მთლი­ა­ნი, მაგ­რამ სა­მი ხმი­სა­გან შედ­გე­ბა: მზახრ, ჟირ, ბამ.

  1. მზახრ        4+7+1+6+1=19=1+9=10+1+0=1
  2. ჟირ            9+1+1=11+1+1=2
  3. ბამ             2+1=3 ბა

მ ასობ­გე­რა იწყებს და ამ­თავ­რებს ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ ტერ­მი­ნებს; პირ­ველ­ში შე­იკ­რი­ბა, მე­ო­რე­ში გა­მო­ი­რიცხა.

ყო­ველ ცას ჰქონ­და თა­ვი­სი სა­ხე­ლი: კო­ჭი­მე­ლი, ჭი­რა­ნო, ჭიმ­ჭი­მე­ლი, ცო­რა­ნო, მელ­ტა­რო, კიმ­კი­მე­ლი, კრო­ნო­სი. აქე­დან მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ორი და მეშ­ვი­დე ცის სა­ხელ­წო­დე­ბა არის შედ­გე­ნი­ლი ყვე­ლა ასო-ნიშ­ნის რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­ნარ­ჩენ სა­ხელ­წო­დე­ბებ­ში ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა აც­დე­ნი­ლია ± ერ­თი ერ­თე­უ­ლით. შე­საძ­ლოა, მომ­ხ­და­რია ფო­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ან აღ­რე­უ­ლია თან­მიმ­დევ­რო­ბა.

  1. კო­ჭი­მე­ლი   2+7+5+1+4+5+3+1=28+2+8=10=1+0=1
  2. ჭი­რა­ნო       5+1+1+1+5+7=20=2+0=2
  3. ჭიმ­ჭი­მე­ლი  5+1+4+5+1+4+5+3+1=29=2+9=11=1+1=2
  4. ცო­რა­ნო       2+7+1+1+5+7=23=2+3=5
  5. მელ­ტა­რო    4+5+3+3+1+1+7=24=2+4=6
  6. კიმ­კი­მე­ლი  2+1+4+2+1+4+5+3+1=23=2+3=5
  7. კრო­ნო­სი     2+1+7+5+7+2+1=25=2+5=7

თვე­თა ძველ­ქარ­თულ სა­ხე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას სხვა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ზოგ სა­ხელ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ასო­ე­ბი, ზოგ­ში – თან­ხ­მო­ვან­თა რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ნი; რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­წო­დე­ბა­ში გა­ით­ვ­ლე­ბა რ ასო-ნიშ­ნის და მას­თან ახ­ლო მდგო­მი ასო­ე­ბის რიცხ­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ნი.

  1. აპა­ნი                ა-1
  2. სურ­წყუ­ნი­სი     ს-2
  3. მირ­კა­ნი            რკ-1+2=3
  4. იგ­რი­კა              გრ-3+1=4
  5. ვარ­დო­ბი­სა        რდ-1+4=5
  6. მა­რი­ა­ლი­სა        რი­ალ-1+1+1+3=6
  7. თი­ბი­სა              9+1+2+1+2+1=16=1+6=7
  8. ქველ­თო­ბი­სა      ქვე 6+6+5=17=1+7=8
  9. ახალ­წ­ლი­სა        ხლ 6+3=9 წლს 4+3+2=9    ხლწლს 6+3+4+3+2=18=1+8=9
  10. სთვლი­სა ?
  11. ტი­რის­კო­ნი ?
  12. ტი­რის­დე­ნი ?

(წე­ლი­წა­დის ათ­ვ­ლა ახალ­წ­ლი­დან რომ და­ვიწყოთ, ა=1, ს=2, ტ=3)

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნელ ტერ­მი­ნებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო, ორი ან სა­მი ასო-ნი­შა­ნი. „სას­წო­რის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში სათ­ვა­ლავ­ში არ შე­დის თავ­სარ­თი სა-, „სა­ქა­ნელ­შიც“ ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

  1. ვერ­ძი            რ-1
  2. კუ­რო             კ-2
  3. ტყუ­პე­ბი         ტ-3
  4. კირ­ჩხი­ბი        კრჩ-2+1+1=4
  5. ლო­მი             ლომ-3+7+4=14=1+4=5
  6. ქალ­წუ­ლი       ქ-6
  7. სას­წო­რი          სწრ-2+4+1=7
  8. ღრი­ან­კა­ლი      ღრ-7+1=8
  9. მშვილ­დო­სა­ნი   შ-9
  10. თხის რქა          თრ-9+1=10
  11. მერ­წყუ­ლი        მრწყლ-4+1+4+8+3=20=2+0+2     (წყლის სა­ქა­ნე­ლი ქნ=11=1+1=2)
  12. ლა­სის თვე        ლთ-3+9=12

ცხა­დად ჩანს, რომ „თხის რქის“ პირ­ვე­ლი ასო­ე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა მარ­თე­ბუ­ლია – რი­გის ნო­მე­რი – 10, რიცხ­ვე­ბის ჯა­მი – 10; „ლა­სის თვე“ – რი­გის ნო­მე­რი – 12, ჯა­მიც – 12; „მერ­წყულ­თან“ გა­ით­ვა­ლა ყვე­ლა თან­ხ­მო­ვა­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მის სა­ფე­ხუ­რე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ტერ­მი­ნე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის არაა, ინ­ტე­რესს იწ­ვევს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მათ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია რ-სთან მე­ზობ­ლო­ბის მო­მენ­ტი, რო­გორც „მირ­კა­ნი“, „იგ­რი­კა“ სა­ხე­ლებ­შია.

  1. პრი­მა       prima რ-1 r-1
  2. სე­კუნ­და   secunda ს-2 s-2
  3. ტერ­ცია    terzia ტ-3 t-3
  4. კვარ­ტა     quarta რტ-4 rt-4
  5. კვინ­ტა     quinta ნ-5 n-5
  6. სექ­ს­ტა     sexta ქ-6
  7. სეპ­ტი­მა    septima  სე-7(ტმ-7)   tm-7
  8. ოქ­ტა­ვა     oktava tv-8

ძველ­ქარ­თულ სა­ხე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ ისი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა შექ­მ­ნი­ლი და ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნი არ­სე­ბობ­და ჯერ კი­დევ წარ­მარ­თო­ბის ხა­ნა­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბის წარ­მო­შო­ბამ­დე.

(იბეჭ­დე­ბა შე­მოკ­ლე­ბით)

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები