- სად ცხოვრობდნენ ასმათი და ტარიელი?
- როგორი იყო ავთანდილისა და ასმთის შეხვედრა?
- რატომ არ მოუყვა ავთანდილს ასმათი უცხო მოყმის შესახებ?
- იგრძნობა ტუ არა ნაწარმოებში ავტორის განსაკუტრებული დამოკიდებულება ავთანდილისადმი?
- ვინ იყო სარიდანი?
- რა იყო ფარსადანისა და მისი მეუღლის ტკივილი?
- როგორი მებრძოლია ტარიელი?
- „ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა“ ვისზეა საუბარი მოცემულ ტაეპში?
- სად იზრდებოდა ნესტან-დარეჯანი?
- ვის უწოდებს ავტორი ტარიას?
- რატომ დაკარგა გონება ტარიელმა ნესტანის ნახვის შემდეგ?
- როგორ გესმით სიტყვა „გარდმეთხია“?
- რამდენი დღის განმავლობაში იყო უგონო მდგომარეობაში ტარიელი?
- „თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი“ ვინ არის ამ შემთხვევაში შემოქმედი?
- როგორ გესმით სიტყვა „აჯა“?
- რა მოისურვა ტარიელმა გონს მოსვლის შემდეგ?
- რა როლს ასრულებდა ასმათი ტარიელისა და ნესტანის ურთიერთობაში?
- რა ეწერა ნესტან-დარეჯანის „სააშიკო წიგნში“
- რას ნიშნავს სიტყვა „წიგნი“?
- „სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა“ როგორ გესმით „გახსნევა ხელისა“?
- რა მიაჩნია ნესტან-დარეჯანს მიჯნურობის გამოვლენის მთავარ გზად?
- რა დაავალა ნესტანმა ტარიელს?
- რა მოიმოქმედა ტარიელმა ნესტანის წერილის მიღების შემდეგ?
- როგორ გესმით სიტყვა „მელალოდა“?
- რას ნიშნავს სიტყვა „უსტარი“?
- რა დაავალა ნესტანმა ასმათს?
- რა მიართვა ტარიელმა ასმათს?
- რა პასუხი გასცა ასმათმა ტარიელს შემოთავაზებაზე?
- „ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს“ ვინ ამბობს ამ სიტყვებს?
- რატომ გააგზავნა ტარიელმა კაცი ხატაეთში?
- რა ეწერა ხატაეთის მეფისთვის გაგზავნილ ტარიელის წერილში?
- „ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული“ ვისზე საუბრობს ტარიელი?
- როგორ გესმით სიტყვა „უფრჭვნელი“?
- რას ნიშნავს სიტყვა „კუბო“?
- რა ერქვა ხატაეტის მეფეს?
- რა პასუხი მიიღო ტარიელმა ხატაეთიდან?
- რა უთხრა ნესტანმა ტარიელს პირის-პირ შეყრისას?
- როგორ ემზადებოდა ტარიელი ხატაეთში წასასვლელად?
- როგორ გესმით „მევლო, პაშტაი ხანია“?
- რას სთხოვს რამაზ მეფე ტარიელს?
- რა ურჩიეს ვეზირებმა ტარიელს?
- გაითვალისწინა თუ არა ტარიელმა ვეზირების რჩევა?
- ვინ შეხვდა ტარიელს ხატაეთისკენ მიმავალ გზაზე?
- რა უთხრა უცხო კაცმა ტარიელს?
- რა მოიმოქმედა ტარიელმა მას შემდეგ, რაც რამაზ მეფის ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო?
- როგორ შევიდა ტარიელი ხატაეთში?
- რა მოხდა მას შემდეგ რაც ხატაელები ტარიელის წინააღმდეგ დამარცხდნენ?
- რა შეუთვალა ტარიელმა ინდოეთის მეფეს გამარჯვების შემდეგ?
- დიდ საჭურჭლესთან ერთად ვინ წამოიყვანა ტარიელმა ინდოეთში ტყვედ?
- როგორ მიიღო ფარსადანმა რამაზ მეფე?
- როგორ დახვდა ინდოეთი გამარჯვებულ ტარიელს?
- რისი უფლება მისცა ფარსადანმა ტარიელს?
- როგორ გესმით სიტყვა „აჯიღოსანი“?
- რა ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეტს ტარიელი და ნესტანი?
- რა მისწერა ნესტან-დარეჯანმა გამარჯვებულ ტარიელს?
- „მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა“ ვისზეა საუბარი მოცემულ მონაკვეთში?
- რა მოსთხოვა ნესტანმა ტარიელს?
- ვისზე ათოვებდა ფარსადანი ნესტანს?
- რა რეაქცია ჰქონდა ტარიელს ფარსადანის გადაწყვეტილებაზე?
- რა მიზნით სთხოვა ნესტანმა ტარიელს ხვარაძმშას უფლისწულის მოკვლა?
- რა მოიმოქმედა ფარსადანმა, როცა ტარიელისგან ხვარაზმშას ძის მკვლელობა შეიტყო?
- რატომ უარყო ტარიელმა მიჯნურობა?
- რა მოიმოქმედა დავარმა, როცა ნესტანისა და ტარიელის მიჯნურობა შეიტყო?
- ვინ გააგებინა ტარიელს ნესტანის დაკარგვის ამბავი?
- ვინ იყო ნურადინ ფრიდონი?
- როგორ შეხვდნენ ტარიელი და ფრიდონი ერთმანეთს?
- რაში დაეხმარა ტარიელი ნურადინ ფრიდონს?
- რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო ტარიელმა ფრიდონისგან?
- რა მოხდა ავთანდილის არაბეთში დაბრუნების შემდეგ?
- რატომ გაიპარა ავთანდილი ტარიელის დასახმარებლად?
- რა რეაქცია ჰქონდა რპოსტევანს ტარიელის გაპარვაზე?
- სად იპოვეს ასმათი ტარიელმა და ავთანდილმა?
- რა მოხდა ავთანდილისა და ფრიდონის შეხვედრის შემდეგ?
- სად სეხვდა ქარავანს ავთანდილი?
- სად ეძებდა ავთანდილი ნესტან-დარეჯანს?
- რა ვითარებაში მივიდა ავთანდილი გულანშაროში?
- ვინ არის ფატმანი?
- რატომ მისწერა წერილი ფატმანმა ავთანდილს?
- როგორი იყო ავთანდილის პასუხი ფატმანისადმი?
- რა მიზნით დაუახლოვდა ავტანდილი ფატმანს?
- შეიძლება თუ არა ავთანდილის საქციელს ღალატი ვუწოდოთ?
- რა უამბო ფატმანმა ავტანდილს ნესტან-დარეჯანის შესახებ?
- რა ვიტარებაში შეიპყრეს ქაჯებმა ნესტანი?
- რას განიცდიდა ნესტანი ქაჯეთის ციხეში ყოფნისას?
- რა მისწერა ნესტანმა ფატმანს?
- რა შეატყობინა ავთანდილმა ფრიდონს?
- სად გაემართნენ ტარიელი და ავთანდილი?
- რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრიდონთან შეხვედრის შემდეგ ტარიელმა და ავთანდილმა?
- სამთა თათბირისას, რა უნდა მოემოქმედებინათ ნესტანის დასახსნელად ავთანდილის აზრით?
- რას ფიქრობდა ფრიდონი ნესტანის დახსნასთან დაკავშირებით/
- როგორ სურდა ტარიელს მიჯნურის გადარჩენა?
- რა გზით დაიხსნეს ნესტან-დარეჯანი ქაჯეთის ციხიდან?
- როგორი ქორწილი გადაუხადა ფრიდონმა ტარიელსა და ნესტანს?
- რა გზით წავიდნენ არაბეთში ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი?
- როგორი ქორწილი გადაიხადეს ავთანდილმა და თინათინმა არაბეთში?
- როგორ შეიტყვეს ნესტანმა და ტარიელმა ინდოეთის მეფის გარდაცვალება?
- რა გზით დაიმორჩილა ტარიელმა ხატაელები?
- როგორი ქორწილი გადაიხადეს ტარიელმა და ნესტანმა ინდოეთში?
- რა ბედი ეწია ასმათს?
- როგორ იდილიას გვიხატავს ავტორი პოემის ეპილოგში?
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე