ასიმილაცია ერთ-ერთი ფონეტიკური მოვლენაა. ტერმინი ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას. მეზობლად არსებული ბგერები ზოგჯერ ერთმანეთს გარკვეული ნიშნით თუ ნიშნებით იმსგავსებს.
მაგალითად, ძველად გვქონდა სიში, სიმშილი, სეშა, სეცხლი და მათ ნაცვლად ახლა ვწერთ/ვსაუბრობთ ასე: შიში, შიმშილი, შეშა, ცეცხლი.
შეგვიძლია, რომ ავხსნათ ასიმილაციის, როგორც სხვა ფონეტიკური მოვლენების საფუძველიც – ენა გამარტივების გზით მიდის, თორემ არც წერა და არც თქმა შეუძლებელი არაა სიტყვებისა სიში, სიმშილი, სეშა, სეცხლი.
განასხვავებენ ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილის და შედეგის მიხედვით.
მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: პროგრესიული და რეგრესიული.
პროგრესიულია ასიმილაცია, თუ იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისკენ. ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ ბგერას. მაგალითად, ვწერთ სიტყვას ტბა და წარმოვთქვამთ როგორც ტპა. ასიმილატორია ტ, ხოლო ასიმილირებული – ბ, რომელიც ემსგავსება წინ მდგომს. ამგვარი მსგავსებით ვიღებთ – პ–ს, რომელიც განსხვავდება ბ–სგან სიმკვეთრითა და სიყრუით. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს შემდეგ შემთხვევაში: კბილი-კპილი.
რეგრესიული ასიმილაციის შემთხვევაში ასიმილატორს წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას. მაგალითად, სიტყვა ერთგული ჩვეულებრივ წარმოითქმის როგორც ერდგული, გ როგორც მჟღერი ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერა.
მანძილის მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტური და დისტანციური.
კონტაქტურია ასიმილაცია, როდესაც ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები ერთმანეთის უშუალო მეზობლობაშია. კონტაქტურია მაგალითად, კბილი-კპილი, ტბა-ტპა, ერთგული-ერდგული.
დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და ასიმილირებულ ბგერას შორის დგას სხვა ბგერა ან ბგერები. დისტანციური ასიმილაციის ერთ-ერთი მაგალითია წავიყვანე ფორმის დიალექტური ვერსია წევიყვანე. ამ შემთხვევაში ი ასიმილატორია, ხოლო ასიმილირებულია ა, რომლებიც გათიშულია ვ–თი. ასევე, დისტანციური ასიმილაციის მაგალითებია სეშა-შეშა, სიმშილი-სიმშილი, სიში-შიში…
შედეგის მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: სრული და ნაწილობრივი.
ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა მთლიანად ემსგავსება ასიმილატორს. გალითად: სეცხლი-ცეცხლი
ნაწილობრივია ასიმილაცია, თუ ასიმილირებული ბგერა რაღაც ერთი, ან მეტი ნიშნით ემსგავსება ასიმილატორს, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა ამ უკანასკნელს. მაგალითად, ვაჟკაცი – ვაშკაცი, ასიმილირებული ბგერაა – ჟ, რომელიც ემსგავსება წინ მდგომს. ამგვარი მსგავსებით ვიღებთ შ-ს.
ანი ჩიტაური – ზარიძეების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე