26 აპრილი, პარასკევი, 2024

არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს მშვი­დო­ბის სა­ხე­ლით ჩა­უხ­შო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ს­წ­რა­ფვა

spot_img

ირაკ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
წამ­ყ­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის – ვებ­ს­ტე­რის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რი

 

 

♦ ირაკ­ლი, სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და­ვიწყოთ. რო­გორ აფა­სებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბას, რა მოგ­ცათ ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა?

◊ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ვი­პო­ვე ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, შემ­დეგ მა­გის­ტ­რის – ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში. იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის საკ­მა­ოდ კარ­გი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გი­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რის წყა­ლო­ბით. სა­მა­გა­ლი­თო ფი­გუ­რა იყო პრო­ფე­სო­რი მურ­მან პა­პაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მეც­ნი­ე­რე­ბა შე­მაყ­ვა­რა და ვის გა­მოც გა­დავ­წყ­ვი­ტე, აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ გზის გაკ­ვალ­ვა­ში შე­უ­ფა­სე­ბე­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა პრო­ფე­სორ­მა ნუგ­ზარ ბარ­და­ვე­ლი­ძემ. ბო­ლო წლებ­ში დე­დობ­რი­ვად ზრუ­ნავ­და (და დღემ­დე ასეა) პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა დარ­ჩაშ­ვი­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც კმა­რა იმის სათ­ქ­მე­ლად, თუ რა მომ­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა.

♦ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ, დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად, სწავ­ლას რომ­ში აგ­რ­ძე­ლებთ. ხართ ავ­ტო­რი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის – „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ“. აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, რა მოგ­ცათ უცხო­ეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ოთხ­მა წელ­მა?

◊ 2015 წელს, რომ­ში წა­ვე­დი, სა­დაც ვა­ტი­კა­ნის წმ. თო­მა აკ­ვი­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯერ ლი­ცენ­ცი­ა­ტის ხა­რის­ხი (გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რია, თუმ­ცა, ჩვენს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ხა­რის­ხობ­რი­ვად მა­ღა­ლია) მი­ვი­ღე, შემ­დეგ კი – დოქ­ტო­რის, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. დი­ახ, ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო-ევ­რო­პის ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა 1991-2003 წლებ­ში. ეს მარ­თ­ლაც უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო – იქ არ­სე­ბულ­მა ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ­მა გა­რე­მომ გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითა­მა­შა ჩე­მი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის და სპე­ცი­ა­ლის­ტის, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმ არა­ერთ მე­გო­ბარ­ზე ევ­რო­პი­დან, აზი­ი­დან თუ აფ­რი­კი­დან, რომ­ლე­ბიც რომ­ში შე­ვი­ძი­ნე. იმ ოთხ­მა წე­ლი­წად­მა სხვა ბევრ რა­მე­ზეც და­მა­ფიქ­რა. რო­გორც ილია წერ­და: „ეს ოთხი წე­ლი­წა­დი რა ოთხი წე­ლი­წა­დია! პირ­ვე­ლი, რომ მთე­ლი სა­უ­კუ­ნეა მის­თ­ვის, ვინც თა­ვის ქვე­ყა­ნას მო­შო­რე­ბია. მე­ო­რე, ეგ ოთხი წე­ლი­წა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ძირ­კ­ვე­ლია, ცხოვ­რე­ბის წყა­როს სა­თა­ვეა, ბეწ­ვის ხი­დია, სიბ­ნე­ლი­სა და სი­ნათ­ლის შუა ბე­დი­სა­გან გა­დე­ბუ­ლი“.

♦ რო­მის კა­თო­ლი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­სი­ის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, სწავ­ლობ­დით. რო­გო­რი იყო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რა იყო ის მთა­ვა­რი მის­წ­რა­ფე­ბა, რაც თქვენ გა­ერ­თი­ა­ნებ­დათ?

◊ დი­ახ, იქ სწავ­ლობ­დ­ნენ არა მარ­ტო კა­თო­ლი­კე­ე­ბი, არა­მედ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი, პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, მუს­ლი­მე­ბი და ტი­ბე­ტე­ლი ბე­რე­ბიც კი. იქ ნამ­დ­ვი­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოა. ესაა სივ­რ­ცე, სა­დაც მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი და მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და არა კონ­ფე­სი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი ან კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ადა­მი­ა­ნო­ბა, ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა და ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დ­ში დგო­მა. ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, შემ­დეგ კი კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­ლი­გი­ის ან კონ­ფე­სი­ის მიმ­დევ­რე­ბი.

♦ ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში რე­ლი­გი­ის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე, ვთქვათ, ევ­რო­პა­ში. რა ად­გი­ლი უჭი­რავს, რო­გორც აღ­მო­სავ­ლე­თის, ასე­ვე და­სავ­ლე­თის ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა­ში რე­ლი­გი­ას და სად გა­დის ზღვა­რი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს შო­რის?

◊ ძა­ლი­ან რთუ­ლი კითხ­ვაა… ვი­ცით, რომ ევ­რო­პა­ში რე­ლი­გია და რწმე­ნა, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო სა­კითხია და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის დიდ როლს სუ­ლაც არ ას­რუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ამ თვალ­საზ­რი­სით, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ და­სავ­ლეთ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტა­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მჯე­რა, რომ რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მე­ტად­რე ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს სფე­როა, ვიდ­რე სა­ჯა­რო სივ­რ­ცი­სა (თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს). აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მა­გა­ლი­თად უზ­ბე­კეთ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ჩა­კე­ტი­ლი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია. ცხა­დია, ეს რე­ლი­გი­ურ სფე­რო­საც უკავ­შირ­დე­ბა. ისი­ნი ერ­თ­გუ­ლად მის­დე­ვენ მუს­ლი­მურ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, მაგ­რამ ზედ­მე­ტად არა­ვინ შე­გა­წუ­ხებს და არც არა­ვინ მო­გახ­ვევს თავს სა­კუ­თარ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას (მა­გა­ლი­თად, მე, რო­გორც კა­თო­ლი­კეს, ტაშ­კენ­ტ­ში არას­დ­როს შემ­ქ­მ­ნია პრობ­ლე­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით).

♦ ირაკ­ლი, გვი­ამ­ბეთ ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია. იქ ალ­ბათ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ობს…

◊ ვებ­ს­ტე­რი წამ­ყ­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, 1915 წელს და­ა­არ­სეს „ლო­რე­ტოს დებ­მა“ (კა­თო­ლი­კუ­რი რე­ლი­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, მო­ნა­ზონ­თა კონ­გ­რე­გა­ცია) იმ მიზ­ნით, რომ გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყო­ფი­ლი­ყო. ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობ­და პრო­ფე­სო­რე­ბის, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის, სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი შექ­მ­ნას. დღეს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ვებ­ს­ტე­რის 50 ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პუს­ში, 10 000-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. ამ მხრივ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაცხა­დე­ბუ­ლი მი­სიაა, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ცოდ­ნის მი­ცე­მით სტუ­დენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­დოს გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სრულ­ყო­ფი­სათ­ვის.

ვებ­ს­ტე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია ყვე­ლა გა­გე­ბით. აქ არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან – არა მარ­ტო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, არა­მედ ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­დან, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან, თურ­ქე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან, აზი­ის სხვა არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, ავ­ს­ტ­რა­ლი­ი­დან და უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­და­ნაც.

♦ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ტაშ­კენ­ტ­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის – ვებ­ს­ტე­რის ახა­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი?

◊ ტაშ­კენ­ტ­ში ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2018 წელს გა­იხ­ს­ნა, პირ­ვე­ლი მი­ღე­ბა კი მომ­დევ­ნო წელს ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პირ­ვე­ლი გა­მო­საშ­ვე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ამ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სი მცი­რეხ­ნი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია – მას უკ­ვე 3 000 სტუ­დენ­ტი ჰყავს და მოთხოვ­ნა სულ უფ­რო იზ­რ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, აქ ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იხ­ს­ნა და ჯერ „ფრთე­ბის გაშ­ლის“ პრო­ცეს­შია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვებს, ვი­ნა­ი­დან ნამ­დ­ვი­ლად უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის­წავ­ლოს და ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მი მი­ი­ღოს.

♦ რა­ტომ არის ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი და რით გა­მო­არ­ჩევ­დით უცხო­ე­თის სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან, არის თუ არა მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მი ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სწავ­ლის მა­ღა­ლი დო­ნის­თ­ვის?

◊ პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ერ­თი კამ­პუ­სის სტუ­დენტს შე­უძ­ლია, ერ­თი ან მე­ტი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­წავ­ლოს ნე­ბის­მი­ერ სხვა კამ­პუს­ში, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. ვებ­ს­ტერ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ. ამე­რი­კის გარ­და, მი­სი კამ­პუ­სე­ბი მდე­ბა­რე­ობს ნი­დერ­ლან­დებ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ტა­ი­ლან­დ­ში, ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, გა­ნა­სა და ახ­ლა უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. მის მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბად შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს ეთ­ნი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბი. სწავ­ლის მა­ღა­ლი დო­ნე ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაა, რის გა­რე­შეც სტუ­დენ­ტი უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლებს სას­წავ­ლო კურ­სე­ბის დაძ­ლე­ვას და დიპ­ლო­მის მი­ღე­ბას.

♦ რო­გორ და რა­ტომ და­უ­კავ­ში­რეთ პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა ვებ­ს­ტე­რის ტაშ­კენ­ტის, და არა თბი­ლი­სის, ფი­ლი­ალს, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო გზა ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე, რო­გორ მი­გი­ღოთ და რით მი­იქ­ცი­ეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღე­ბა?

◊ ტაშ­კენ­ტის ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2022 წლის აგ­ვის­ტო­დან ვმუ­შა­ობ, ანუ, იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კამ­პუ­სი ჯერ არ იყო გახ­ს­ნი­ლი. მა­ნამ­დე სწავ­ლე­ბის თით­ქ­მის 4-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს არ აინ­ტე­რე­სებთ არც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და არც პრო­ფე­სო­რის მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი. ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, სხვა გზე­ბი მე­ძებ­ნა. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვაგ­ზავ­ნე CV ვებ­ს­ტერ­ში. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და მა­ლე­ვე და­მი­კავ­შირ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩემ მი­ერ ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით, სტა­ტი­ე­ბით, ნაშ­რო­მე­ბით, თარ­გ­მა­ნე­ბით, თა­ნაც ასეთ ახალ­გაზ­რ­და ასაკ­ში. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ ეს ხალ­ხი ღმერ­თ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა („კეთი­ლი სა­მა­რიტ­ე­ლის“ იგა­ვი­სა არ იყოს)… კი­დევ ერ­თხელ მინ­და, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ემინ ჰა­ჯი­ევს (რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ვებ­ს­ტე­რის თბი­ლი­სის კამ­პუ­სის ვი­ცე-რექ­ტო­რია), ჩემ­ში პო­ტენ­ცი­ა­ლის და­ნახ­ვი­სა და დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის.

♦ ტაშ­კენ­ტის ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კითხუ­ლობთ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­რი­ის კურსს. პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას, რა იქ­ცევს ყვე­ლა­ზე მე­ტად თქვენს ყუ­რადღე­ბას, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რო­გორ აწ­ვ­დით ახალ­გაზ­რ­დებს პო­ლი­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა არის სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლი?

◊ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­რია ეხე­ბა პო­ლი­ტი­კის გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის იდე­ებ­სა და თე­ო­რი­ებს, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე. ეს თე­ო­რი­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის მა­თი თან­მ­ხ­ლე­ბი რე­ა­ლო­ბის და კონ­ტექ­ს­ტის პრო­დუქ­ტი იყო, ამი­ტო­მაც, პრაქ­ტი­კუ­ლი კუთხი­თაც უნ­და შევ­ხე­დოთ. ბევ­რი ძვე­ლი სა­კითხი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა, ყვე­ლა ამ თე­ო­რი­ის და­კავ­ში­რე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბის აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან. სხვაგ­ვა­რად, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მო­საწყე­ნი და არა­მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ლექ­ცი­ე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა დის­კუ­სი­ი­სა და გან­ს­ჯის პრო­ცე­სებს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა კურ­სის და, ჩე­მი აზ­რით, მთე­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და შე­დე­გი მსჯე­ლო­ბი­სა და სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა (კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე).

♦ ზო­გა­დად, რა ად­გი­ლი უჭი­რავს პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­ის სწავ­ლე­ბას აზი­ის ქვეყ­ნებ­ში?

◊ ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად მო­ი­კოჭ­ლე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აზი­ა­ში. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტებს ისე­თი დი­დი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის შე­სა­ხებ არც კი სმე­ნი­ათ, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ჰობ­სი, ლო­კი, რუ­სო, მონ­ტეს­კიე, ბენ­თე­მი, მი­ლი და ა.შ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ჩანს, მა­თი სკო­ლე­ბი ბევრს არა­ფერს აკე­თე­ბენ.

♦ რას უამ­ბობთ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ?

◊ მათ ყო­ველ­თ­ვის ვე­სა­უბ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, რო­დე­საც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა. ვუ­ამ­ბობ ჩვენს ის­ტო­რი­ა­ზე, ხალ­ხ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ისი­ნი თა­ვი­სას მე­უბ­ნე­ბი­ან – შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­თო­დია ყვე­ლა სფე­რო­ში. და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას ვურ­ჩევ ხოლ­მე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ.

♦ რო­გო­რია ტაშ­კენ­ტ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან? რა ახ­დენს გავ­ლე­ნას სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, რო­გო­რია სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში?

◊ რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უზ­ბე­კეთ­ში 60-ზე მე­ტი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, აქე­დან 16 უნი­ვერ­სი­ტე­ტია. რო­გორც წე­სი, სა­ხელ­მ­წი­ფო აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ისე­ვე რო­გორც ბევრ სხვა სფე­რო­ში. ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. სა­ხელ­მ­წი­ფოს ასე­თი ზედ­მე­ტი ჩა­რე­ვა ყო­ველ­თ­ვის უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე (სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე). ამ მხრივ, მათ ჯერ კი­დევ ბევ­რი აქვთ სა­მუ­შაო.

♦ ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნ­და იყოს, უდა­ვოა, რო­გორ ფიქ­რობთ, კი­დევ რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე?

◊ ნამ­დ­ვი­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა გა­ნათ­ლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფა­სე­ბა – ქარ­თ­ველ პრო­ფე­სო­რებს არ უნ­და უწევ­დეთ ქვეყ­ნი­დან „გაქ­ცე­ვა“ იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს მე­რი­ტოკ­რა­ტია და და­ფა­სე­ბა, რომ თით­ქ­მის ყველ­გან დი­ლე­ტან­ტიზ­მი და გულ­გ­რი­ლო­ბაა. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას მხო­ლოდ წმინ­დად მერ­კან­ტი­ლუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი აქვს, ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

♦ უზ­ბე­კე­თი, თა­ვის დრო­ზე, 15 მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის შე­დი­ო­და. გა­ნათ­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კით, ყო­ფი­თი კულ­ტუ­რით, რამ­დე­ნად წინ არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე? ტაშ­კენ­ტ­ში საქ­მის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა დგას თუ არა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორც ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია? რა­ში გეხ­მა­რე­ბათ ქარ­თ­ვე­ლო­ბა და რა­ში გიშ­ლით ხელს?

◊ ეკო­ნო­მი­კით და გა­ნათ­ლე­ბით, რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ყო­ფი­თი კულ­ტუ­რით ნამ­დ­ვი­ლად გვჯობ­ნი­ან. მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და ზრდი­ლო­ბას იჩე­ნენ არა მარ­ტო ერ­თ­მა­ნე­თის, არა­მედ უცხო­ელ­თა მი­მარ­თაც. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა პლან­ზე და­ყე­ნე­ბა და ნე­პო­ტიზ­მი, სამ­წუ­ხა­როდ, აქაც სა­ყო­ველ­თაო მოვ­ლე­ნაა. ქარ­თ­ვე­ლო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არა­ფერ­ში შე­უშ­ლია ხე­ლი. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცე­მენ ქარ­თ­ვე­ლებს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და უხა­რი­ათ, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ვარ.

♦ რო­გორც პო­ლი­ტი­კურ მკვლე­ვარს, რა მი­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე დიდ საფ­რ­თხედ, რაც მსოფ­ლი­ოს ემუქ­რე­ბა და ახა­ლი მსოფ­ლი­ოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის (რა­ზეც დღეს ბევრს სა­უბ­რო­ბენ) რა არის მთა­ვა­რი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი?

◊ პირ­ველ რიგ­ში, მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში, მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მდგა­რი უდი­დე­სი საფ­რ­თხე უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ რუ­სე­თის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ომია, რო­მე­ლიც რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე უნ­და დას­რულ­დეს. სწო­რედ მის შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად ევ­რო­პის და, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლიც. თუ­კი რუ­სე­თი არ და­მარ­ცხ­დე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტად, ეს ძალ­ზე სა­გან­გა­შო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის (მაგ­რამ მჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯ­ვებს). ზო­გა­დად, რაც უნ­და თქვან, მთა­ვა­რი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი მუ­დამ ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბია. თუ­კი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მო­თო­კა­ვენ სა­კუ­თარ პრე­ტენ­ზი­ებს თუ მის­წ­რა­ფე­ბებს (რაც ძალ­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა), მსოფ­ლიო მუ­დამ ომი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტის საფ­რ­თხე­თა წი­ნა­შე იდ­გე­ბა.

♦ ირაკ­ლი, თქვენ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ესეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ამი­ტომ მეც გკითხავთ – მშვი­დო­ბა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ამ შე­კითხ­ვას ყო­ველ­თ­ვის აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. რამ­დე­ნა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ორი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მიჯ­ვ­ნა?

◊ ვიტყო­დი, რომ ამ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­თა ავ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უბ­რა­ლოდ გულ­დას­მით არ წა­უ­კითხავს ჩე­მი ესე. ლა­მის ომის აპო­ლო­გე­ტად გა­მო­მაცხა­დეს. ესე­ში არც ის თქმუ­ლა, რომ მშვი­დო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გა­ნაა გა­მიჯ­ნუ­ლი. მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი ისაა, რომ არ არ­სე­ბობს ჭეშ­მა­რი­ტი მშვი­დო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე. თუ­კი თა­ვი­სუ­ფალ­ნი არ ვიქ­ნე­ბით, მშვი­დო­ბაც მოჩ­ვე­ნე­ბი­თი იქ­ნე­ბა. არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი „მშვი­დო­ბი­დან“ მო­ნო­ბამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯია. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, მშვი­დო­ბა – შე­დე­გი. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს მშვი­დო­ბის სა­ხე­ლით ჩა­უხ­შო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მის­წ­რა­ფე­ბა.

♦ რა არის ის, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

◊ რა თქმა უნ­და, ჩე­მი ოჯა­ხი – ჩე­მი მე­უღ­ლე, სა­ლო­მე და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვა­ჟიშ­ვი­ლი, 3 წლის ან­დ­რეა. ჩემ­თ­ვის, რო­გორც კა­თო­ლი­კეს­თ­ვის, ოჯა­ხი უდი­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა! ვე­რა­ნა­ი­რი ცოდ­ნა და კა­რი­ე­რა ვერ ჩაა­ნაც­ვ­ლებს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

♦ მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბათ, სად აპი­რებთ დამ­კ­ვიდ­რე­ბას – ევ­რო­პა თუ აზია?

◊ ცხა­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – მა­შა­სა­და­მე, ევ­რო­პა­ში (იცი­ნის). თა­ვის დრო­ზე, იტა­ლი­ა­შიც მხო­ლოდ იმ გან­ზ­რახ­ვით წა­ვე­დი, რომ უკან აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დი (და ასეც მო­ვი­ქე­ცი). ახ­ლაც ასეა. ტაშ­კენ­ტის ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნა უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­მოწ­ვე­ვაა ჩემ­თ­ვის. ამა­ვე, დროს, უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვებ­ს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რიც ვარ, ასე რომ, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ ჩემს ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები