8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ალან გუ­გენ­ბუ­ლის მე­თო­დი – მი­თოდ­რა­მა (ფსიქოთერაპიული მიდგომა)

spot_img

ნანა კუჭუხიძე
სსიპ გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის რუს­თა­ვის №5 საჯარო სკო­ლა

 

 

კლა­სის მარ­თ­ვა ყო­ველ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ზო­გი მოს­წავ­ლე არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ხში­რად არ­ღ­ვევს სას­წავ­ლო პრო­ცესს. პე­და­გო­გე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წა­ა­ხა­ლი­სონ ქცე­ვა, მოს­წავ­ლე მა­ინც შე­უ­სა­ბა­მოდ იქ­ცე­ვა, ეს კი უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს შე­დეგ­ზე. ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში გა­მო­იკ­ვე­თა რთუ­ლი ქცე­ვი­სა და დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვე­ბი. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ დავ­ხ­მა­რე­ბო­დი მოს­წავ­ლე­ებს ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. გაჩ­ნ­და კითხ­ვე­ბი: რო­გორ ხდე­ბა რთუ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნა? რო­დის იჩენს თავს რთუ­ლი ქცე­ვა? რა გა­ნა­პი­რო­ბებს მოს­წავ­ლის რთულ ქცე­ვას? მას­წავ­ლებ­ლე­ბი რა მე­თო­დებს მი­მარ­თა­ვენ რთუ­ლი ქცე­ვის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად? რამ­დე­ნად არი­ან მშობ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი შვი­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში? და­ვიწყე დაკ­ვირ­ვე­ბა მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვა­ზე კლას­ში, დას­ვე­ნე­ბის დროს, უცხო ენი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ჩა­ვა­ტა­რე ან­კე­ტი­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან. გა­ვე­ცა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რას.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვის სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ: ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი სამ­ყა­როს სენ­სი­ტი­უ­რო­ბა, არაც­ნო­ბი­ე­რი მო­ტი­ვე­ბი, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, გა­რე­მო, აღ­ზ­რ­დის დე­ფი­ცი­ტი. ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი გლა­სე­რი წერს: თუ ბავ­შ­ვის პი­როვ­ნუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი სახ­ლ­ში არ რე­ა­ლიზ­დე­ბა, მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბა სკო­ლა­ში უნ­და მოხ­დეს. ამე­რი­კელ­მა პე­და­გოგ­მა რუ­დოლფ დრე­ი­კურ­ს­მა გა­მო­ყო შემ­დე­გი მო­ტი­ვე­ბი: ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, შუ­რის­ძი­ე­ბა ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. ქცე­ვის მო­ტი­ვის ცოდ­ნა სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ვიც­ნოთ მოს­წავ­ლის რე­აქ­ცია ჩვენს პე­და­გო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის დროს უნ­და ავარ­ჩი­ოთ ჩა­რე­ვის ხერ­ხე­ბი, რასაც ორი მი­ზა­ნი აქვს: შე­ა­ჩე­როს არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა და იმოქ­მე­დოს მოს­წავ­ლე­ზე ისე, რომ მი­სი შემ­დ­გო­მი ქცე­ვა უფ­რო მი­სა­ღე­ბი იყოს.

ხში­რად დის­ციპ­ლი­ნა ირ­ღ­ვე­ვა მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლეს უწევს მო­საწყე­ნი საქ­მის კე­თე­ბა. სწავ­ლე­ბის მე­თო­დის შეც­ვ­ლამ, შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ა­ხა­ლი­სოს და მო­ტი­ვა­ცი­აც გა­ზარ­დოს. სწავ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლა­სის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის სწორ არ­ჩე­ვა­ზე: რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე გვინ­და აღ­ვ­ზარ­დოთ, რა უნარ-ჩვე­ვე­ბით უნ­და იყოს იგი აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­გო­რი უნ­და იყოს მი­სი ქცე­ვა საკ­ლა­სო და სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. ვცდი­ლობ­დი, გა­მერ­კ­ვია რა­ტომ იქ­ცე­ოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­სა­სურ­ვე­ლად და რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ ქცე­ვას. პა­სუ­ხე­ბი ასე­თია: ისი­ნი ირ­ჩე­ვენ იმ ქცე­ვას, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ე­ფე­რე­ბა. მოს­წავ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვა ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა – იპო­ვოს თა­ვი­სი ად­გი­ლი სკო­ლა­ში, იგ­რ­ძ­ნოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

ალან გუ­გენ­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხში­რად მოს­წავ­ლე­ე­ბი აგ­რე­სი­ა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქცე­ვებს ავ­ლე­ნენ არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რთულ ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ზე ან სტრეს­ზე აქვთ რე­აქ­ცია, არა­მედ, ზოგ­ჯერ, მათ აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვე­ბი იზი­დავს და ხიბ­ლავს. ანა­ლი­ტი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გია გვიხ­ს­ნის, თუ რა იმა­ლე­ბა ბავ­შ­ვის მძაფ­რი ემო­ცი­უ­რი გან­ც­დე­ბი­სა და მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბის მიღ­მა. ბავშვს ერ­თ­გ­ვა­რი გმი­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა სურს, ამი­ტომ ამ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას ისე­თი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს სიმ­პ­ტო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­გე­ბა­სა და ანა­ლიზ­ზე. ერთ-ერ­თი ასე­თი მიდ­გო­მაა მი­თოდ­რა­მა – ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც სა­ხე­ებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მი­თოდ­რა­მა წარ­მო­ად­გენს ჯგუ­ფურ, ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ მე­თოდს, რო­მე­ლიც ალან გუ­გენ­ბულ­მა 1990-იან წლებ­ში შე­ი­მუ­შა­ვა. ალან გუ­გენ­ბუ­ლი ანა­ლი­ტი­კო­სია, ცი­უ­რი­ხის გა­ნათ­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ცი­უ­რი­ხის მი­თოდ­რა­მი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. მი­თოდ­რა­მის მთა­ვარ იდე­ას წარ­მო­ად­გენს წარ­მო­სახ­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ში­ნა­გა­ნი სა­ხე­ე­ბის, მი­თე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა, რომ­ლე­ბიც ღრმად არის ჩაფ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ში. ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბათ სიმ­ბო­ლო, რო­გორც ხი­დი ში­და და გა­რე რე­ა­ლო­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად. მი­თოდ­რა­მა ბავ­შ­ვებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მოს­წყ­დ­ნენ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მშრალ ფაქ­ტებს და ზღაპ­რე­ბის, მი­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ისა­უბ­რონ სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე (Guggenbuhl 1990). მე­თო­დის არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ გან­დევ­ნი­ლი, არაც­ნო­ბი­ე­რი მო­ტი­ვე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა მოხ­დეს სიმ­ბო­ლუ­რი გზით, რო­ლე­ბის გა­თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მი­თოდ­რა­მის კი­დევ ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­ში­ში სცე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის თხრო­ბა.

ბავ­შ­ვებს ისე­თი მოთხ­რო­ბე­ბის მოს­მე­ნა უყ­ვართ, სა­დაც ურ­ჩხუ­ლე­ბი ჩნდე­ბი­ან, დრა­კო­ნე­ბი დაქ­რი­ან, გმი­რი სადღაც ხვრელ­ში უჩი­ნარ­დე­ბა. მაგ­რამ რა მი­ზე­ზი უნ­და ვე­ძე­ბოთ ასე­თი ამ­ბე­ბის მიღ­მა? ალან გუ­გენ­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წერს: რო­დე­საც მშვე­ნი­ერ, ჰარ­მო­ნი­ით სავ­სე ამ­ბებს ვუ­კითხავთ ბავ­შ­ვებს, ბევრ მათ­განს უჭირს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა. ისი­ნი იწყე­ბენ გარ­შე­მო სი­ა­რულს. შე­იძ­ლე­ბა მო­იწყი­ნონ კი­დეც, მაგ­რამ რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი უკითხავს ამ­ბავს რო­გორ გა­დაყ­ლა­პა უშ­ვე­ლე­ბელ­მა მცე­ნა­რემ ადა­მი­ა­ნი, რთუ­ლი ქცე­ვის ბავ­შ­ვი მა­შინ­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წყვეტს ყვი­რილ­სა და სირ­ბილს.

გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მეც­ვა­ლა სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი. რა­თა და­მე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბი, გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა და მო­ტი­ვა­ცია ამე­მაღ­ლე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რა გუ­გენ­ბუ­ლის მე­თო­დი – მი­თოდ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ჯგუ­ფურ, ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ მიდ­გო­მას.

მე­თო­დი მი­თოდ­რა­მა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვა­ერ­თი­ა­ნებ ჯგუ­ფებ­ში. მათ უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, თა­ვი­სუფ­ლად იმოძ­რა­ონ ოთახ­ში, გა­ნა­სა­ხი­ე­რონ ცხო­ვე­ლე­ბი, ზო­გი დათ­ვი­ვით ბაჯ­ბა­ჯებს, ზო­გი სპი­ლო­სა­ვით და­დის, ზო­გი ლო­მი­ვით ღრი­ა­ლებს. უყ­ვი­რი­ან ერ­თ­მა­ნეთს ხმა­მაღ­ლა. ეს გრძელ­დე­ბა ხუ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ სხდე­ბი­ან იატაკ­ზე, სა­დაც პა­ტა­რა ხა­ლი­ჩე­ბია და­გე­ბუ­ლი. ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს და მზად არი­ან ზღაპ­რის, მი­თის ან ლე­გენ­დის მო­სას­მე­ნად, ამ­ბავს ზე­პი­რად ვუყ­ვე­ბი, წა­კითხუ­ლი არ უნ­და იყოს. ამ­ბავს ვწყვეტ კულ­მი­ნა­ცი­ურ წერ­ტილ­ში. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ელო­დე­ბი­ან გაგ­რ­ძე­ლე­ბას. ამ დროს ამ­ბის შეწყ­ვე­ტა მათ ფსი­ქი­კა­ში წარ­მო­შობს ფან­ტა­ზი­ას. მათ უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლონ ამ­ბა­ვი და და­ა­სუ­რა­თონ. შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავთ ნი­მუ­შებს. ბავ­შ­ვე­ბი აკე­თე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მოს­წონთ, ეს არის სპექ­ტაკ­ლი. მუ­ყა­ოს­გან და­ვამ­ზა­დეთ თე­ატ­რის პა­ტა­რა შე­ნო­ბა. და­ხა­ტეს, გა­ა­ფე­რა­დეს და გა­მოჭ­რეს ზღაპ­რე­ბი­სა და მი­თე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი. მი­ნი-თე­ატ­რ­ში ახ­მო­ვა­ნე­ბენ და ასა­ხი­ე­რე­ბენ მი­თი­ურ გმი­რებს.

ამ მე­თო­დით კვი­რა­ში ერ­თხელ ვა­ტა­რებ გაკ­ვე­თილს. ზღაპ­რის ან მი­თის მოს­მე­ნი­სას ბავ­შ­ვე­ბი ხე­ლახ­ლა გა­ნიც­დი­ან და ხვდე­ბი­ან იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე გა­და­უ­ტა­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ის, რაც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა, მე­ორ­დე­ბა და ასა­ხუ­ლია ზღაპ­რე­ბის სამ­ყა­რო­ში. ისეთ ამ­ბებს ვარ­ჩევ, რო­გო­რი­ცაა ში­შის დაძ­ლე­ვა, უსა­მარ­თ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი, ჩაგ­ვ­რა, ამ­ბე­ბი გო­ლი­ა­თებ­ზე, ჯა­დოქ­რებ­ზე, ურ­ჩხუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რო­ბენ, სუ­პერ­გ­მირ­ზე, ჯა­რის­კაც­ზე. ზღაპ­რე­ბი და მი­თე­ბი მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არა­პირ­და­პი­რი გზით გა­მო­ხა­ტოს ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბი და ისა­უბ­როს პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე, სირ­თუ­ლე­ებ­ზე. ამ­ბავს უკავ­ში­რე­ბენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას. აანა­ლი­ზე­ბენ, კითხ­ვას უს­ვა­მენ სა­კუ­თარ თავს – რა რო­ლი ვი­თა­მა­შე, რა­ტომ ამო­ვირ­ჩიე ეს პერ­სო­ნა­ჟი, ნე­ტავ ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ხომ არ ვარ? ამ დროს, უკ­ვე, მო­თოდ­რა­მის მე­თო­დი თე­რა­პი­ულ ეფექტს იძენს. პრობ­ლე­მა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად გვარ­დე­ბა. ასე­თი ამ­ბე­ბი ბავშვს პირ­და­პირ კი არ მი­ა­ნიშ­ნებს, რა პრობ­ლე­მა აწუ­ხებს, აქ მთა­ვა­რია გმი­რი, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შ­ვი სა­კუ­თარ თავს აიგი­ვებს.

რომ გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ ძა­ლა­დობ­რივ პრობ­ლე­მას, არ არის საკ­მა­რი­სი ვი­მუ­შა­ოთ მხო­ლოდ ან­ტი­ძა­ლა­დობ­რი­ვი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა, სა­კუ­თა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვე­ბის მიღ­მა, ძა­ლა­დო­ბის ღრმა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უნ­და და­ი­ნა­ხონ, სწო­რედ მე­თო­დი მი­თოდ­რა­მა, წარ­მო­სახ­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცდი­ლობს წა­ა­ხა­ლი­სოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, იპო­ვონ პა­სუ­ხე­ბი იმ სა­კითხებ­ზე, რომ­ლებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბაც მათ­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვაა. რთუ­ლი ქცე­ვა არ არის მხო­ლოდ ცუ­დი აღ­ზ­რ­დის, სკო­ლის ან სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­დე­გი. რთუ­ლი ქცე­ვა სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც სიმ­პ­ტო­მი, რომ­ლის ძირ­შიც ღრმა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა იკითხე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ქმნი­ან კონ­ფ­ლიქ­ტებს, ეს სამ­ყა­რო­სად­მი გა­მოწ­ვე­ვაა, იდენ­ტო­ბის ძი­ე­ბა. ბავ­შ­ვის თვა­ლით თუ შევ­ხე­დავთ, ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი გზავ­ნი­ლებს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­ვი­აზ­როთ და ფსი­ქო­ლო­გი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ (გუ­გენ­ბუ­ლი, 1993).

სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­ი­ზარ­და ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა რთუ­ლი ქცე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, მაგ­რამ რაც უნ­და წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ქცე­ვის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი მა­ინც იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნად ად­რე შე­ნიშ­ნავს მას­წავ­ლე­ბე­ლი დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის ნორ­მებს და რამ­დე­ნად სწრა­ფად მო­აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მას, ეს მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები