8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა ოთარ ჭი­ლა­ძის მხატ­ვ­რულ სამ­ყა­რო­ში

spot_img

მი­თი და რე­ა­ლო­ბა   „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“

რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლი წერ­და: მწერ­ლის­თ­ვის მხო­ლოდ და­რა­ჯის ად­გი­ლი დარ­ჩა და მა­საც და­რა­ჯი­ვით უმ­წე­ოდ აქვს ხე­ლე­ბი გაშ­ლი­ლიო. ოთარ ჭი­ლა­ძემ მწე­რა­ლი და­ვიწყე­ბუ­ლი ცოდ­ნის საფ­ლავ­ზე დარ­გულ იმ ხეს შე­ა­და­რა, ად­გი­ლის ხსოვ­ნა რომ ევა­ლე­ბა. ხსოვ­ნის და­რა­ჯო­ბაა დღე­ვან­დე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა; იმ მა­რა­დი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბაა, რა­საც ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა ჰქვია.

ოთარ ჭი­ლა­ძის მხატ­ვ­რულ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბა უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით გავ­სებს. ერ­თი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კონ­ს­ტ­რუ­ირ­დე­ბი­ან და ემო­ცი­ურ ველს სხვა­ნა­ი­რად, ჭი­ლა­ძი­სე­უ­ლად აფარ­თო­ე­ბენ. ფიქ­რობ, რომ ეს ისე­დაც იცო­დი, შენც გინ­დო­და გეთ­ქ­ვა, მაგ­რამ ასე სა­დად და ამავ­დ­რო­უ­ლად ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი სიტყ­ვა, ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი სინ­ტაგ­მა თუ ფრა­ზა ცხოვ­რე­ბის, ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და სხვა კუთხით ჭვრე­ტას მო­ითხოვს. ჭი­ლა­ძე სიტყ­ვის ძა­ლა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე წერ­და: „სიტყ­ვა ერ­თა­დერ­თი და საკ­მა­ოდ ბნე­ლი გვი­რა­ბია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სამ­ყა­როს ვუ­კავ­შირ­დე­ბით“. მის სიტყ­ვებს პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გარ­და ღრმა შრე­ე­ბი და­ე­ძებ­ნე­ბა, კითხ­ვის პრო­ცეს­ში მკითხ­ვე­ლის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში და­ლე­ქი­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის ამოტყორ­ც­ნის პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ­დე­ბა, რი­თაც ფან­ტა­ზი­ის ვე­ლი ფარ­თოვ­დე­ბა და ჭი­ლა­ძის სიტყ­ვის დამ­გე­მოვ­ნე­ბე­ლი მკითხ­ვე­ლი ჯილ­დოდ იღებს ამ სამ­ყა­რო­ში შეღ­წე­ვის სი­ხა­რულს.

ნე­ტავ სად გა­დის ზღვა­რი სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას, სი­მარ­თ­ლე­სა და ტყუ­ილს შო­რის? სი­ძულ­ვი­ლის, მტრო­ბის დაძ­ლე­ვა და სი­კე­თის გამ­რავ­ლე­ბის გზე­ბის ჩვე­ნე­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი გვთა­ვა­ზობს მკითხ­ველთ. რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, პრაგ­მა­ტიზ­მი­თა და უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, უფ­რო და უფ­რო აცა­რი­ე­ლებს ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად თავ­და­ჯე­რე­ბულ ადა­მი­ანს. არა­და, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ნა­ნუ­ლის უნა­რი, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. სწო­რედ ამ   სუ­ლი­ე­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მა­რა­დი­უ­ლი მა­ძი­ე­ბე­ლი უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნი და არა ეჭ­ვე­ბით, ში­შით, გა­იძ­ვე­რო­ბით, სი­ძულ­ვი­ლით შეჭ­მულ-გა­მოხ­რუ­ლი. ადა­მი­ან­მა თუ სინ­დისს, „მამ­ხი­ლე­ბელ გო­ნე­ბას“, თვა­ლი მო­უ­ხუ­ჭა, დი­დო­ე­ლი ლე­კის გა­თე­ლილ ნა­ბადს და­ემ­ს­გავ­სე­ბა; ფიქ­რის უნა­რი ან სურ­ვი­ლი თუ და­კარ­გა ადა­მი­ან­მა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ც­და მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბა­სა და სხვის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში თუ აერია, და­ე­კარ­გე­ბა ადა­მი­ა­ნო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი სა­სი­ცოცხ­ლო იმ­პულ­სე­ბი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა და იძუ­ლე­ბი­თი მო­ვა­ლე­ო­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან უნ­და გა­ნირ­ჩეს, ეს კი სა­კუ­თარ ვნე­ბებ­თან, სურ­ვი­ლებ­თან მუდ­მივ ბრძო­ლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვის (ეს მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა — კარ­გად და­ვიწყე­ბუ­ლი „ძვე­ლი სიმ­ღე­რა“), უარ­ჩევ­ნო   ყო­ფაა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. წუ­თი­სო­ფე­ლი წა­მი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა, და უფ­რო მე­ტად, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ტან­ჯ­ვის კა­ლე­ი­დოს­კო­პი­ვი­თაა. ოთარ ჭი­ლა­ძე თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით კი­დევ ერ­თხელ შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით, ან­გა­რე­ბით, გულ­გ­რი­ლო­ბით, სიბ­რიყ­ვით, უვი­ცო­ბით, ში­შით გა­და­თან­გუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­დამ­რ­ჩე­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, სხვი­სი უბე­დუ­რე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, მოყ­ვა­სის (უფ­რო მე­ტიც, მტრის) მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის უნა­რი და სურ­ვი­ლია.

ინ­ტერ­ნეტ­ში მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ვაწყ­დი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი პა­ნა­მა­ში რე­ა­ლუ­რად მომ­ხ­დარ შე­ტა­კე­ბა­სა და ჭი­ლა­ძი­სე­ულ გა­მო­ნა­გონს შო­რის მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. რო­გორც ვი­ცით, ოთარ ჭი­ლა­ძემ ეს პო­ე­მა 1963 წელს და­წე­რა (ამ წელს შე­იქ­მ­ნა ავ­ტო­რის კი­დევ სა­მი პო­ე­მა: „რკი­ნის სა­წო­ლი“, „თა­კო და ზა­ზა“ და „ცირ­კი“). აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ის, რომ პა­ნა­მის კო­ლუმ­ბი­ის­გან გა­მო­ყო­ფის შემ­დეგ, ზო­ნა­ზე კონ­ტ­რო­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ, ამე­რი­კას   პა­ნა­მელ­თათ­ვის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნ­და გა­და­ე­ხა­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, სუ­ე­ცის კრი­ზი­სის წარ­მოქ­მ­ნი­სას (ამე­რი­კის ზე­წო­ლით, 1956 წელს, ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა სუ­ე­ცის არ­ხ­ზე კონ­ტ­რო­ლი და­კარ­გეს), სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, კერ­ძოდ, პა­ნა­მე­ლებ­მა არ­ხ­ზე თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დ­გე­ნა მო­ინ­დო­მეს; მი­აღ­წი­ეს იმას, რომ ამე­რი­კის დრო­შის გვერ­დით პა­ნა­მის დრო­შაც აღი­მარ­თა, თუმ­ცა, კე­ნე­დის მთავ­რო­ბის წას­ვ­ლის შემ­დეგ, პა­ნა­მის ზო­ნა­ში არა­მი­ლი­ტა­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე დრო­შე­ბის აღ­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა გა­უქ­მ­და. ამ დეკ­რეტ­მა პა­ნა­მელ­თა აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და ზო­ნელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა   სა­კუ­თა­რი დრო­შით ხელ­ში მსვლე­ლო­ბა მო­აწყ­ვეს ეროვ­ნუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი­დან ბალ­ბო­ას სკო­ლის­კენ. აქ მათ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი გა­არ­ღ­ვი­ეს, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა, სის­ხ­ლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა მოჰ­ყ­ვა. ინ­ცი­დენ­ტის დროს, ამ­ბო­ხე­ბულ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ. გარ­დაც­ვ­ლილ პო­ლი­ცი­ელ­თა შო­რის ამე­რი­კე­ლი კრუს ხი­მე­ნე­სიც იყო. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი ჭი­ლა­ძის პო­ე­მის და­წე­რის შემ­დეგ მოხ­და, 1964 წლის 9 იან­ვარს. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნ­და იყოს, ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ლი­ცა და გმი­რუ­ლი და­ღუპ­ვის ის­ტო­რი­აც ერ­თი წლით ად­რე „და­გეგ­მა“ ჭი­ლა­ძემ. მან ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნა­ზეც იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­მო­სუ­ლი გა­ზე­თე­ბის ფურ­ც­ლებ­ზე პა­ნა­მელ­თა ტრა­გე­დია 1964 წლის შუა რიცხ­ვე­ბი­დან თვის ბო­ლომ­დე შუქ­დე­ბო­და. ამ ინ­ცი­დენტს „აღ­შ­ფო­თე­ბით“, თავ­ში ხე­ლის ცე­მი­თა და გულ­ზე მჯი­ღე­ბის რტყმით გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სის­ტე­მის თა­ვი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი: ეს რა უმ­ს­გავ­სო­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს ამე­რი­კე­ლებ­მა, რო­გორ ზღუ­და­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რ­ძოლ ადა­მი­ა­ნებ­სო. ამას ურ­ცხ­ვად ამ­ბობ­და მა­შინ, რო­ცა 1956 წლის 9 მარტს, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ისე ჩაცხ­რი­ლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­სურ­ნე ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ ერ­თი გა­ზე­თის ერ­თი ბწკა­რიც კი არ და­ეთ­მო ნეკ­რო­ლო­გის ზოლ­ში და­ღუ­პულ­თა გვარ-სა­ხე­ლებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ სის­ხ­ლი­ან დღეს ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე მო­ღა­ღა­დე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ურ­ღ­ვევ­ლო­ბის მეს­ვე­ურ­თა ბრძა­ნე­ბით, თბი­ლის­ში 27 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ხო­ცილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა (იხ. https://www.youtube.com/watch?v=kPfd63zJwv0). ეს უსა­მარ­თ­ლო­ბა ხდე­ბო­და ჩვენ­თა­ნაც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც, სა­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის და­კარ­გ­ვის ში­შით, სის­ხ­ლის გუ­ბე­ებს აყე­ნებ­და ყველ­გან, სა­დაც მას მოთხოვ­ნებს წა­უ­ყე­ნებ­დ­ნენ; სა­დაც და­ფიქ­რ­დე­ბოდ­ნენ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე. ფიქ­რის უფ­ლე­ბა არ შე­არ­ჩი­ნეს მათ­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებს, მე­ამ­ბო­ხე, „მე­ტი­ჩა­რა“ ელე­მენ­ტებს.

პო­ე­მა­ში „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“ იკ­ვე­თე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი:

♦ ადა­მი­ა­ნის რა­ო­ბის გან­საზღ­ვ­რა;

♦ შუ­რის, მტრო­ბის, სის­ხ­ლის­ღ­ვ­რის დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის ჩვე­ნე­ბა;

♦ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საზ­რი­სის — სხვი­სი სი­ცოცხ­ლის მოფ­რ­თხი­ლე­ბი­სა და მოყ­ვა­სის­თ­ვის თა­ვის გა­წირ­ვის არარ­სე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი;

♦ მტრის სიყ­ვა­რუ­ლის ჩვე­ნე­ბა;

♦ ადა­მი­ა­ნის, რო­გორც აღუვ­სე­ბე­ლი საწყა­უ­ლის, „ძირ­გა­ვარ­დ­ნი­ლი ქვევ­რის“ სი­მა­ხინ­ჯის დაგ­მო­ბა;

♦ სამ­ყა­რო­ში სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, სხვი­სი ტკი­ვი­ლის გა­გე­ბის არარ­სე­ბო­ბის ჩვე­ნე­ბა;

♦ ფიქ­რის, რო­გორც ადა­მი­ა­ნად ქცე­ვის მთა­ვა­რი ვექ­ტო­რის და­ნახ­ვე­ბა.

ამ პო­ე­მას არ აქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი ქრო­ნო­ტო­პი. ის ზედ­რო­უ­ლია, მა­რა­დი­ულ და ყველ­გან­მ­ყოფ პრობ­ლე­მას — თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას ეხ­მი­ა­ნე­ბა. „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“ იწყე­ბა ბიბ­ლი­უ­რი ალუ­ზი­ით, რაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ათ­ვალ­სა­ჩი­ნო­ებს ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა­გ­ვარ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი „მთეს­ვე­ლის იგა­ვი“ (მა­თე, 13, 1-23 ; მარ­კო­ზი, 4, 1-15; ლუ­კა, 8, 4-15) პო­ე­მის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლის გა­აზ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. პო­ე­ტის აზ­რით, ღვთის კალ­თი­დან გად­მო­ვარ­დ­ნი­ლი მარ­ც­ვ­ლის თავ­თა­ვად ქცე­ვა და ხალ­ხის სუ­ლი­ერ-ხორ­ცი­ე­ლად და­პუ­რე­ბა ჩვე­ნი ამ­ქ­ვეყ­ნად მოს­ვ­ლის მი­ზა­ნია. სწო­რედ ეს „პუ­რი არ­სო­ბი­სა“ არის ჩვე­ნი გა­დამ­რ­ჩე­ნე­ლი, გაღ­მა ნა­პირ­ზე გა­დამ­ყ­ვა­ნი. სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ბრძო­ლას მა­შინ აქვს აზ­რი, თუ ის სი­კე­თე­ში გა­დად­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბას მოხ­მარ­დე­ბა, სხვის გა­დარ­ჩე­ნა­სა და გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას მი­ეძღ­ვ­ნე­ბა. „ათი მცნე­ბა ხომ სხვა არა­ფე­რია, თუ არა ძი­რი­თა­დი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ხო­ლო ადა­მი­ა­ნო­ბა — ამ ათი, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ძნე­ლი და ერ­თ­მა­ნეთ­ზე ძლი­ე­რად მო­სა­რე­კი თვი­სე­ბის დათ­რ­გუნ­ვი­სა თუ მიჩ­ქ­მალ­ვის ცდა. ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის კლავ­და ან­და ეკ­ვ­ლე­ვი­ნე­ბო­და სა­კუ­თარ ძმას, რად­გან სწო­რედ ძმის, მი­სი მსგავ­სის, მი­სი ჩა­მო­ნა­ჭე­რის არ­სე­ბო­ბა აღი­ზი­ა­ნებ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად… მა­ინ­ც­და­მა­ინც ძმის ხე­ლო­ბა ეგო­ნა თა­ვი­სა­ზე სარ­გებ­ლი­ა­ნი­ცა და იოლიც“ (ჭი­ლა­ძე 1981:202).

ოთარ ჭი­ლა­ძის პო­ე­მის მი­ხედ­ვით, კრუს ხი­მე­ნე­სი — თბილ ხნულ­ში გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი მარ­ც­ვა­ლი — პა­ნა­მელ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეწი­რე­ბა. ის ხვდე­ბა: „ვინც სხვას არ­თ­მევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ნაა ისიც“. უსა­მარ­თ­ლო რე­ა­ლო­ბას შე­ჯა­ხე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ჯა­რის­კა­ცი სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლია „სუ­ლის სა­ჭუ­რი­სო­ბის­გან“. მას არ ეში­ნია „სიკ­ვ­დი­ლის… სიმ­ში­ლის“ (ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე „მო­ნა“); ხვდე­ბა, რომ უიარა­ღო დე­მონ­ს­ტ­რან­ტე­ბი არა­ვის ერ­ჩი­ან, თა­ვი­ან­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვი­ან, სხვი­სი არა­ფე­რი უნ­დათ. ამე­რი­კა, თა­ვი­სი დამ­რ­ბე­ვი დე­სან­ტით, ყვე­ლა მჩაგ­ვ­რე­ლის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხეა. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ეს პო­ე­მა 1963 წელს არის შექ­მ­ნი­ლი. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1889 წლის 9 აპ­რილს, რუ­სის ჯარ­მა ბა­რე­ბი­თა და ნიჩ­ბე­ბით აჩე­ხა ჩვე­ნი ლა­ღი უდა­ნა­შა­უ­ლო გო­გო-ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ვი­სას ითხოვ­დ­ნენ, სან­თ­ლე­ბით ხელ­ში „შავ­ლე­გო­სა“ და „ჩე­მო კარ­გო ქვე­ყა­ნას“ მღე­როდ­ნენ, თა­ვი­ანთ მი­წა-წყალ­ზე ის­ხ­დ­ნენ და შე­უ­პოვ­რად ელოდ­ნენ და­სარ­ბე­ვად, გა­სა­თე­ლად შე­მო­სულ რუ­სის ტან­კებ­სა და მათ „სალ­და­თებს“; არ ელოდ­ნენ, არ ეგო­ნათ, რომ არ და­ინ­დობ­დ­ნენ, ასეთ ვან­და­ლიზმს რომ გა­მო­ი­ჩენ­დ­ნენ, მაგ­რამ…

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „ორ­ნი აქა-იქა“ შემ­ზა­რა­ვი პა­სა­ჟე­ბით ასა­ხავს ქარ­თ­ველ­თა გვა­მებ­ზე მდგა­რი გა­ვე­შე­ბუ­ლი, და­დო­პინ­გე­ბუ­ლი რუ­სის ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­დიმს; დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლია დი­დი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე ბა­ტონ­კა­ცუ­რად მო­თა­რე­შე ბრბოს სი­სას­ტი­კე; „ვალ­მოხ­დი­ლი“ სტა­სი­კა, გვა­მებ­ზე ზე­აღ­მარ­თუ­ლი, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­ხით კუთ­ვ­ნილ „პა­ი­ოკს“ მა­დი­ა­ნად ილუკ­მე­ბო­და და არ­ბევ­და იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ ლო­კალს, რო­მელ­მაც, მი­სი აზ­რით, სტა­ლი­ნი შექ­მ­ნა. მის­თ­ვის და მის­ნა­ი­რე­ბის­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი ხალ­ხი კი არა, ურ­ჩი, ვი­ღაც „რუს­ტა­ვე­ლის“ შთა­მო­მა­ვა­ლი ეთ­ნო­სი იყო, რო­მე­ლიც ეურ­ჩე­ბო­და დიდ კავ­შირს საბ­ჭო­ე­თი­სას. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „ორ­ნი აქა-იქა“ იმა­ვე ტკი­ვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ამე­რი­კე­ლებ­სა და პა­ნა­მე­ლებს შო­რის ხი­დი­ვით გა­და­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ხი­მე­ნე­სი აკ­ლია ბარ-ნიჩ­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ირო­დის „ლაშ­ქარს“.

ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­აზ­რონ რამ­დე­ნი­მე სა­ხე-სიმ­ბო­ლო, რო­გო­რე­ბი­ცაა: მარ­ც­ვა­ლი (პუ­რი), ხი­დი, სის­ხ­ლი, ჩი­ტის ჩი­ჩახ­ვი, თბი­ლი ხნუ­ლი და სხვ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ბავ­შ­ვებს მათ სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს მო­ვა­ძებ­ნი­ნებთ; მაგ., პუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სუბ­ს­ტან­ტია. ტექ­ს­ტ­ში კრუს ხი­მე­ნე­სი ამ­ბობს: „ჩე­მი სხე­უ­ლი სის­ხ­ლის გუ­ბე­ზე ხი­დი­ვი­თაა გა­დამ­ხო­ბი­ლი და­სას­ჯე­ლებს და დამ­ს­ჯე­ლებს შო­რის“ (ჭი­ლა­ძე 2010:218). ხი­დი ხი­ლუ­ლი მე­ტა­ფო­რაა ორ სამ­ყა­როს შო­რის კავ­ში­რი­სა. მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე მხა­რე­ებს შო­რის ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლი აღი­მარ­თა, მათ, მტრო­ბი­სა­გან თვა­ლახ­ვე­უ­ლებს, ერ­თ­მა­ნე­თის არ ეს­მო­დათ. პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ დამ­ს­ჯე­ლე­ბი (ამე­რი­კა) და და­სას­ჯე­ლე­ბი (მშვი­დო­ბი­ა­ნი პა­ნა­მე­ლი დე­მონ­ს­ტ­რან­ტე­ბი). მათ შო­რის მხო­ლოდ ტყვია მო­ცი­ქუ­ლობ­და, რო­მე­ლიც სის­ხ­ლის ღვრას­თან ერ­თად ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ფუძ­ველს აც­ლი­და და მტრო­ბად, და­პი­რის­პი­რე­ბად გარ­დაქ­მ­ნი­და.

კრუს ხი­მე­ნე­სი და­სარ­ბე­ვებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რ­ძოლ მოყ­ვასს ხე­დავს. ამის უნა­რი და­კარ­გუ­ლი აქვთ ბრბოდ ქცე­ულ სალ­და­ფო­ნებს, რომ­ლე­ბიც ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის იქით ვერ აზ­როვ­ნე­ბენ, ფიქ­რის უნა­რი აქვთ და­კარ­გუ­ლი და მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბით აღ­ტყი­ნე­ბულ­ნი სხვა­თა სი­ცოცხ­ლეს ისე ანად­გუ­რე­ბენ, თით­ქოს სა­კუ­თარ ღირ­სე­ბას ამით გვირ­გ­ვინს ად­გამ­დ­ნენ. ძმა ძმას კლავს, სის­ხ­ლი იღ­ვ­რე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, სიკ­ვ­დი­ლი­სა­გან და­სუნ­თ­ქუ­ლე­ბი, ერ­თ­მა­ნეთს ეყ­რე­ბი­ან, დე­დე­ბი ძა­ძას იც­ვა­მენ ერ­თა­დერთ სა­მო­სად, სიკ­ვ­დილს უზავ­დე­ბი­ან და ეხ­ვე­წე­ბი­ან თა­ვი­ანთ შვი­ლებ­თან შეხ­ვედ­რას და ვის, რას ხმარ­დე­ბა ამ­დე­ნი ცრემ­ლი? კრუს ხი­მე­ნეს­ში კა­თარ­ზი­სი იწყე­ბა, რის წყა­ლო­ბი­თაც ხვდე­ბა, რომ ფიქრს მოკ­ლე­ბუ­ლი „ადა­მი­ა­ნი ძირ­გა­ვარ­დ­ნი­ლი ქვევ­რია“ (ილია), „საწყა­უ­ლი აღუვ­სე­ბე­ლია“ (ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი), რომ­ლის „სტო­მა­ქი ვერ ძღე­ბა კუთ­ვ­ნი­ლი პუ­რით, წყლით და ჰა­ე­რით“ (ჭი­ლა­ძე 2010: 421), და „ვინც სხვას არ­თ­მევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ნაა ისიც“ (ჭი­ლა­ძე 2010: 417). ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და­ფიქ­რ­და… კრუს ხი­მე­ნე­სი სიკ­ვ­დი­ლის წინ, აგო­ნი­ა­ში მყო­ფი, წარ­სულ­ში, ხსოვ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს, ამი­ტო­მაც ენატ­რე­ბა „ასე მტან­ჯ­ვე­ლად“ ყვე­ლა­ზე მშობ­ლი­უ­რის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ნიშ­ნე­ბი: ძვე­ლის­ძ­ვე­ლი სა­წო­ლი, წყა­ლი და დე­და. მი­სი სიკ­ვ­დი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თე­ბით მო­წა­მებ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლია. ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ეკ­ვ­ლე­ვი­ნე­ბა სა­კუ­თარ თა­ნა­მოძ­მე­ებს, თა­ვი­სი სიკ­ვ­დი­ლით უფ­რო დიდ სიკ­ვ­დილს უღებს ბო­ლოს. თრგუ­ნავს და­უნ­დობ­ლო­ბას და კაც­თ­მო­ძუ­ლე­ბას და სი­კე­თედ გარ­დაქ­მ­ნის მათ. ის სიწ­მინ­დის შა­რა­ვან­დე­დით იმო­სე­ბა, მას­თან ერ­თად მთე­ლი ქვე­ყა­ნა ცოდ­ვა­თა­გან წვი­მით (ცი­უ­რი ცვრით) ირეცხე­ბა, მად­ლ­მო­სი­ლი ხდე­ბა; ხალ­ხი ფიქ­რ­დე­ბა და ხვდე­ბა, რომ ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, „ვი­თარ­ცა ყვა­ვი­ლი ველ­თაი წარ­მა­ვალ არს და და­უდ­გ­რო­მელ“ (ცურ­ტა­ვე­ლი).

სიკ­ვ­დი­ლამ­დე კრუს ხი­მე­ნე­სი ახალ­გაზ­რ­და პა­ნა­მელ გო­გო­ნას ხვდე­ბა (სრულ ვერ­სი­ა­ში), რო­მელ­საც „მკერ­დით მოჰ­ქონ­და მინ­დ­ვ­რის სურ­ნე­ლი, თმებ­ში ჩაწ­ვ­ნო­და თი­ვის ბუ­ლუ­ლი“ (ჭი­ლა­ძე 2010: 419). ბი­ჭი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ამ მშვე­ნი­ე­რე­ბას არ უნ­და ეს­რო­ლოს. გო­გო­ნა კრე­ბი­თი სა­ხეა ქა­ლი­სა, უბე­რე­ბე­ლი ევაა, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზი­სა და სი­კე­თის ჩამ­თეს­ვე­ლად ევ­ლი­ნე­ბა იარა­ღას­ხ­მულ ბიჭს. ამ თვალ­ხი­ლუ­ლი კონ­ტ­რას­ტის წყა­ლო­ბით ხი­მე­ნე­სი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მას (სი­ცოცხ­ლის წამ­რ­თ­მე­ველს) ქა­ლის (სი­ცოცხ­ლის გამ­ჩე­ნის) გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა არამც და არამც არ აქვს, ამი­ტო­მაც ეზედ­მე­ტე­ბა, ეჩო­თი­რე­ბა ავ­ტო­მა­ტი­ან სულ­თამ­ხუ­თავ პერ­სო­ნად ყოფ­ნა. „მე შე­მე­ჯავ­რა ჩე­მი მუნ­დი­რიც და ავ­ტო­მა­ტიც“ (ჭი­ლა­ძე 2010:419). სი­ნა­ზი­თა და უც­ნა­უ­რი გრძნო­ბით აღ­ვ­სი­ლი ახალ­გაზ­რ­და ჭა­ბუ­კი ფიქ­რით უკან იხევს და ეს მო­ძა­ლა­დის უკან­ს­ვ­ლა სუ­ლი­ერ წინ­ს­ვ­ლა­ში, მტრის სიყ­ვა­რულ­ში, მა­თი სურ­ვი­ლე­ბის გა­გე­ბა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა.

„ვინ რა იცის, მარ­თ­ლა რი­თი მთავ­რ­დე­ბა სიკ­ვ­დი­ლი?! ვინ რა იცის, რა არის კა­ცის სი­ცოცხ­ლე?! არა­ფე­რი, წა­მი, წუ­თი, შე­მოჰ­კ­რა ქარ­მა და სწრაფ გა­აქ­რო, მაგ­რამ, თუ­კი, რო­გორ­მე წარ­სულ­ში შებ­რუნ­დი, შეს­ძე­ლი, მე­რე კი წარ­სუ­ლიც გა­და­ლა­ხე, მა­რა­დი­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი თურ­მე და აღა­რა­სო­დეს მოკ­ვ­დე­ბი. გა­ნა სულ ამას არ ნატ­რობს ჩუ­მის ნატ­ვ­რი­თა ადა­მი­ა­ნი?!“ (ჭი­ლა­ძე 1987: 5). კრუს ხი­მე­ნე­სი მა­რა­დი­სო­ბის მკვიდ­რი გახ­და თა­ვი­სი სის­ხ­ლის დათხე­ვით. მტე­რი შე­იყ­ვა­რა, თა­ვი გას­წი­რა მის­თ­ვის. სიყ­ვა­რუ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა თა­ნა­მოძ­მე­ებ­საც და პა­ნა­მე­ლებ­საც. ის გა­დად­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა და ფე­რი იც­ვა­ლა მხო­ლოდ. კრუს ხი­მე­ნე­სის­თ­ვის „ცა მი­წი­დან და­იწყო“, სიკ­ვ­დი­ლით კი ისი­ნი იხო­ცე­ბი­ან, ვი­საც არ სჯე­რა, რომ „დე­და­მი­წას სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს“ (გ. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი).

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლე­ბი­ნებთ პო­ე­მის არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა­ზეც. თეთ­რი ლექ­სის ფორ­მით სათ­ქ­მე­ლის გად­მო­ცე­მა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სათ­ქ­მე­ლი აღე­მა­ტე­ბა რით­მუ­ლად დახ­ვე­წილ, ევ­ფო­ნი­უ­რი ეფექ­ტე­ბით მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. „ოთარ ჭი­ლა­ძის პო­ე­მე­ბი აღ­ბეჭ­დი­ლია ში­ნა­გა­ნი მო­ნო­ლო­გის ყო­ვე­ლი აუცი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნით. მის ქმნი­ლე­ბებ­ში დგას ლი­რი­კუ­ლი პერ­სო­ნა — მთა­ვა­რი გმი­რი, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს სა­კუ­თა­რი სუ­ლის პრიზ­მა­ში გარ­და­ტე­ხი­ლი საგ­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვის ირ­გ­ვ­ლივ“ (სი­გუა 2009:243). ოთარ ჭი­ლა­ძის სიტყ­ვის ძა­ლა მოგ­მარ­თავს სი­კე­თის კე­თე­ბის­კენ, მარ­თა­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი საქ­ცი­ე­ლის­კენ.

ოთარ ჭი­ლა­ძემ მე-20 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზე აიყ­ვა­ნა და მსოფ­ლიო მწერ­ლო­ბის ორ­ბი­ტა­ზე თა­ვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვა თქვა. და­ნი­ე­ლი მწე­რა­ლი, ლარს ბონ­ნე­ვი „რკი­ნის თე­ატ­რის“ და­ნი­ურ ენა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას წერ­და, რომ „მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო დაბ­რუნ­და“, მას „კავ­კა­სი­ე­ლი მარ­კე­სი უწო­დეს“, თუმ­ცა მა­რია ტეტ­ც­ლაფ­მა (და­ნი­ე­ლი მწე­რა­ლი) ამას­თან მი­მარ­თე­ბით სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა: „ჭი­ლა­ძეს სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა მარ­კე­სი, რო­გორც სა­რეკ­ლა­მო ლო­კო­მო­ტი­ვიო“ (კვა­ჭან­ტი­რა­ძე 2009: 75) უცხო­ე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, რომ მი­სი მკითხ­ვე­ლი უმაღ­ლეს ხა­რის­ხ­ში მი­ი­ღებს თა­ვის ჯილ­დო­სო. ჭი­ლა­ძეს რა ჯილ­დოს მო­ნი­ჭე­ბაც შე­უძ­ლია, ამას და­ნი­ე­ლებ­სა თუ სხვა­თა უკეთ ჩვენ მივ­ხ­ვ­დე­ბით, რად­გან მათ­ზე მე­ტად გაგ­ვი­მარ­თ­ლა. მის მხატ­ვ­რულ სამ­ყა­როს მის­სა­ვე ენა­ზე შექ­მ­ნილ-ნა­ლო­ლი­ა­ვებს ვკითხუ­ლობთ. ოთარ ჭი­ლა­ძის წყა­ლო­ბით, „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად ეწე­რე­ბა სა­ერ­თო სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რის კონ­ტექ­ს­ტ­ში, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვის­თა­ვა­დი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­ყო­ფი“ (ქ. ლიჰ­ტენ­ფელ­დი). რუ­სი კრი­ტი­კო­სი ვლა­დი­მერ ოგ­ნე­ვი „გო­დო­რის“ შე­ფა­სე­ბი­სას წერ­და: „მის ზურგს უკან მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მწერ­ლო­ბა დგას, და­უშ­რე­ტე­ლი წყა­რო, სა­ი­და­ნაც მწე­რალს შე­უძ­ლია უნი­ვერ­სა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ფორ­მე­ბი იპო­ვოს“. ჭი­ლა­ძემ თა­ვი­სი სამ­ყა­რო ჩვენს და თა­ვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე შექ­მ­ნა და ამით უსაზღ­ვ­როდ გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­რა. დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ენას­თან უღ­რ­მე­სი კავ­ში­რით იქ­მ­ნე­ბა.

1999 წელს, რო­ცა ოთარ ჭი­ლა­ძე სტოკ­ჰოლ­მ­ში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტად და­სა­ხელ­და, რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე(!) ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბით აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი რუ­სი კრი­ტი­კო­სე­ბი წერ­დ­ნენ: „ოთარ ჭი­ლა­ძეს ისე­ვე არ სჭირ­დე­ბა ნო­ბე­ლის პრე­მია, რო­გორც ჩა­ი­კოვ­ს­კის — გრე­მი“. ისი­ნი ამუ­ნა­თებ­დ­ნენ ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტს ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში, ჩვენ­თან კი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი, უშ­ფოთ­ვე­ლი გან­წყო­ბა იყო. არც პრე­ზი­დენტს შე­უ­წუ­ხე­ბია თა­ვი, ჩე­მი ჩა­რე­ვით ხე­ლი არ შე­ვუ­შა­ლოო და არც სხვა ინ­ს­ტან­ცი­ებ­ში არ ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია. ასე თუ ისე, ჩვენ რე­ა­ლუ­რი ნო­ბე­ლის პრე­მია (ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში) დავ­კარ­გეთ. ვფიქ­რობ, ჭი­ლა­ძის სიტყ­ვის მად­ლი და ძა­ლა მე­ტად უნ­და შე­ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს, თო­რემ ეს თა­ო­ბა ოთარ ჭი­ლა­ძეს კედ­ლებ­სა თუ სა­ი­ტებ­ზე მი­წე­რი­ლი ორი­ო­დე ფრა­ზით („შენ ხარ, რაც უნ­და აქამ­დე მეთ­ქ­ვა, /შენ ხარ ოთახ­ში ჰა­ერ­ზე მე­ტი“) იც­ნობს. ჭი­ლა­ძე ხომ გა­ცი­ლე­ბით დი­დია?! თუ­კი ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას სწო­რად და ხში­რად წა­ვა­კითხებთ ახალ­გაზ­რ­დებს, აუცი­ლებ­ლად გა­დავ­რ­ჩე­ბით, ბევ­რად უკე­თე­სე­ბი გავ­ხ­დე­ბით, ვიდ­რე ვართ, უფ­რო მე­ტად და­ი­ტევს ჩვე­ნი გუ­ლი მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რულს; მი­სი დახ­მა­რე­ბით მტრის სიყ­ვა­რულ­საც ძა­ლი­ან რთუ­ლად, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა, წვა­ლებ-წვა­ლე­ბით ვის­წავ­ლით.

 

მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი

ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ოთხი მოთხ­რო­ბა, „ორ­ნი აქა-იქა“, თბი­ლი­სი, 1991, გვ., 3-26;
  2. მა­ნა­ნა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ოთარ ჭი­ლა­ძე 75, ჟურნ. „არი­ლი“, Monday, july, 2009, „ლი­ტე­რა­ტუ­რა — ცხე­ლი შო­კო­ლა­დი“;
  3. სო­სო სი­გუა, ოთარ ჭი­ლა­ძის პო­ე­მე­ბი, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ტო­მი V, თბი­ლი­სი, 2009;
  4. ოთარ ჭი­ლა­ძე, რო­მა­ნი „მარ­ტის მა­მა­ლი“, თბი­ლი­სი, 1987;
  5. ოთარ ჭი­ლა­ძე, ლექ­სე­ბი, პო­ე­მე­ბი, გა­მომც. „პე­გა­სი“,თბი­ლი­სი, 2010, „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“;
  6. ოთარ ჭი­ლა­ძე, რო­მა­ნი „ყო­ველ­მან ჩემ­მან მპოვ­ნელ­მან“, თბი­ლი­სი, 1981.

ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი:

  1. http://mastsavlebeli.ge/?p=19323
  2. https://www.youtube.com/watch?v=kPfd63zJwv0

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები