თამუნა ჩხეიძე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზვარეს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე
მოთხრობა დაწერილია მეექვსე კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს
მიხედვით
1994 წელს დაიბადა ბავშვი, სახელად ნინი, რომლის შესახებაც ახლა მოგითხრობთ. ისევე როგორც ყველა ადამიანის ორგანიზმში, მასშიც ვითარდება შინაგანი და გარეგანი ორგანოები. გარეგანი ორგანოებია ცხვირი, ყურები, თვალები. შინაგანი ორგანოები კი ბევრია და ისინი ჯგუფებად, სისტემებად იყოფა. ესენია: სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ჩონჩხისა და კუნთების, ნერვული და გამომყოფი სისტემები. მათში შემავალი ორგანოები შეთანხმებულად მოქმედებენ, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
მშობლები სამსახურის გამო ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ამიტომ ხშირად ავადმყოფობდა, უჭირდა სუნთქვა, პატარა სათამაშოებს ცხვირში ითავსებდა, ამიტომ დედამ ექიმთან წაიყვანა. ექიმმა გადაწყვიტა, რომ აეხსნა ამ ბავშვისთვის, თუ რა არის სუნთქვა და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის.
– ნინი, ახლა შენ რაზეც გაქვს პრობლემა, ეს სუნთქვის სისტემაა. მასში შემავალი ორგანოებია ცხვირის ღრუ, ტრაქეა, ბრონქები, ფილტვები. ფილტვები შედგება ფილტვის ბუშტუკებისაგან, რომელიც დაფარულია კაპილარებით, რის საშუალებითაც სისხლს მიეწოდება ჟანგბადი, საკვები და სხვა ორგანოებიც ამ ნივთიერებებით მარაგდება, ეს ჟანგბადი კი საჭიროა ორგანიზმში ნივთიერებების დასაწვავად. იმისთვის, რომ ნორმალურად ისუნთქო, აუცილებელია არ დაიზიანო სასუნთქი ორგანოები.
ამის შემდეგ ის უფრო ფრთხილად თამაშობდა და აღარ შექმნია სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემა.
ერთხელ, როცა ნინი ტელეფონში ფილმს უყურებდა, დაინახა, როგორ იჭრიდა ბავშვი ვენებს. დაინტერესდა, რა მოხდებოდა თუ ფილმის გმირს მიბაძავდა. აიღო დანა. ამ დროს ის დედამ შენიშნა, დანა გამოართვა და ყველაფერი აუხსნა ვენების, მასში მოძრავი სისხლისა და სისხლის მამოძრავებელი ორგანოს – გულის შესახებ. ნინიმ გაიგო, რომ: გულს ადამიანის სიცოცხლეში მნიშვნელოვანი როლი აქვს, სისხლძარღვებით კი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები მთელ ორგანიზმში ნაწილდება და ვენები ადამიანის სიცოცხლეში უმთავრეს როლს ასრულებს.
ნინი უკვე 9 წლისაა, ოდნავ მოსუქდა, ამიტომ თვითნებური დიეტა დაიწყო. ის თითქმის აღარაფერს ჭამდა. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ. მასთან ბაბუა მივიდა და დაელაპარაკა:
– ნინი, საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა. მის შემადგენლობაშია: პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილი, კუჭი და ნაწლავები. ნაწლავებში საჭირო ნივთიერებები, სისხლის საშუალებით, ორგანიზმში ნაწილდება, ნარჩენები კი გარეთ გამოიყოფა. საკვები ადამიანს სიცოცხლისა და მოძრაობისთვის სჭირდება. ვალდებული ხარ, შენი სხეული დაიცვა. გაუფრთხილდე და უზრუნველყო სწორი კვებით, შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ!
ამ მონათხრობის შემდეგ, ნინი ყველაფერს გემრიელად მიირთმევდა და წყალსაც ძალიან ბევრს სვამდა. ეს ბაბუამ შეამჩნია და წყლის ბალანსის შესახებ მოკლედ უამბო:
– ადამიანმა დღე-ღამეში, საშუალოდ, 6-7 ჭიქა, ანუ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს, ზედმეტი წყლის მიღება საზიანოა.
ნინიმ ეს ნათქვამი დაიმახსოვრა და წყლის ბალანსს ყოველთვის იცავდა.
როცა 11 წლის გახდა, მას დაბადების დღეზე ნათესავებმა კომპიუტერი აჩუქეს. ყოველდღე, ძმასთან ერთად, კომპიუტერთან მოხრილი იჯდა, რამაც ზურგის ტკივილი გამოიწვია. მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს, ექიმმა კი თქვა, რომ მისი ხერხემალი გამრუდებული იყო. ნინის ხერხემალზე მკურნალობდნენ. ის დაინტერესდა ამ თემით, კომპიუტერით მოიძია ინფორმაცია და გაიგო, რომ:
ჩონჩხი და კუნთები აუცილებელია ადამიანისთვის. ჩონჩხის გარეშე ადამიანი ვერც ფეხზე დადგებოდა და ვერც მოძრაობას შეძლებდა. კუნთებიც ადამიანის სხეულის მთავარი ნაწილია და მის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებდა მოძრაობას. ნინიმ გადაწყვიტა, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაეტარებინა.
♦ ♦ ♦
ნინიმ ბუნებისმეტყველებაში ისწავლა ნერვული და გამომყოფი სისტემების შესახებ — ნერვული სისტემა შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან და მათგან გამომავალი ნერვებისგან. ორგანოთა შეთანხმებულ მუშაობას ნერვული სისტემა აკონტროლებს, ამიტომ, ეს სისტემა ადამიანისთვის აუცილებელია.
გამომყოფი სისტემა, აუცილებელია ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსაყოფად, რადგან ასეთი ნივთიერებების მატება იწვევს ადამიანის მოწამვლას. აქედან გამომდინარე, ეს სისტემაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და უნდა გავუფრთხილდეთ მათ.
მიუხედავად იმისა, რომ მან ეს სისტემები შეისწავლა, მაინც შეეჯახა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: თვალის ანთება და კბილის ტკივილი.
ის ხშირად არ იბანდა ხელებს და თვალებზე ისვამდა, ხელებზე კი ყველაზე სახიფათო მიკრობები ჰქონდა.
მას ბებია მკურნალობდა და თან ეუბნებოდა:
– ხომ ხედავ, რისთვის ყოფილა საჭირო ხელების ხშირი დაბანა. ნინიმ თვითონ გადაწყვიტა, რომ ყოველ დილით და საღამოს კბილები გაეხეხა, რომ პრობლემაც აღარ ჰქონოდა. მართლაც ასე მოხდა…
13 წლის ასაკში, მას ჩუტყვავილა დაემართა, უმკურნალეს და მალევე გამოჯანმრთელდა. ჩუტყვავილასა და სხვა დაავადებების ვაქცინაცია ჩაიტარა.
ერთ დღეს, დილით, როცა ის საუზმისთვის ჩაის აკეთებდა, შემთხვევით ხელი მდუღარე წყლით დაიწვა. მამამ ცივი გამდინარე წყალი დაასხა. იმ დღეს ნინი თანაკლასელთან სტუმრად მიდიოდა, თავის კლასელსაც იგივე დაემართა და ნინიმ მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია (რაც ნინის მამამ გააკეთა).
ერთ საღამოს, ნინის ოჯახს სტუმრები ჰყავდა. მას უნდოდა დაეძინა, რადგან, დილით სკოლაში მიდიოდა, მაგრამ სტუმრების ხმაურში ვერ იძინებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა. დილით დაღლილმა გაიღვიძა და კარგი ნიშნებიც ვერ მიიღო, რის გამოც ინერვიულა. უფროსმა დამ ძილის შესახებ უთხრა, რომ ხმაურში ძილი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე, საზიანოა ძილის უკმარისობაც და დიდხანს ძილიც. ამიტომ, უნდა დავიძინოთ 20-30 დეციბელ ხმაურში და ვიძინოთ 8 საათი.
13 წლის ნინის უნდოდა სკოლის პოპულარული გოგო ყოფილიყო და ოჯახის წევრებისგან მალულად სიგარეტის მოწევა დაიწყო, სიგარეტმა კი ხველა დააწყებინა. მშობლებმა ის ექიმთან წაიყვანეს, რადგან ანთება ეგონათ, რენდგენი გადაუღეს და როცა მისი ფილტვები დაინახა, მიხვდა თუ რა საზიანოა სიგარეტი. იმ დღის შემდეგ, მას სიგარეტის დანახვაც კი აღარ უნდოდა. თუმცა ხასიათი შეეცვალა, სულ სახლში იჯდა, ჭამდა და თან ტელეფონში ვიდეოებს უყურებდა. მოძრაობაც კი არ უნდოდა. ბებიამ უთხრა:
– შვილო, რომ ჭამ კარგია, მაგრამ ამდენი ჭამაც და უმოძრაობაც ცუდია. ამ დროს შენს ორგანიზმში კალორიები გროვდება, რაც გასუქებას გამოიწვევს. ნინის არ უნდოდა გასუქება, ამიტომ მაშინვე ადგა და დაიწყო ვარჯიში. ასე აკეთებდა ყოველდღე, რადგან გაიგო, რომ ჯდომის დროს, ერთ წუთში, ენერგიის დანახარჯი 1500 კალორიაა, დგომის დროს – 2500კალ, სიარულის დროს – 3800კალ და სირბილის დროს – 9600კალ. ის ყოველდღიურად, დილით და საღამოს, ძმასთან ერთად, თითო საათს უთმობდა ვარჯიშს.
ხუთშაბათი იყო. ნინი სკოლის ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობდა, მასწავლებლებიც იქვე იყვნენ, რაღაცაზე საუბრობდნენ და ნივთიერებების თვისებები ახსენეს. ნინის ძალიან აინტერესებდა, ამიტომ მასწავლებელს სთხოვა აეხსნა:
– ნინი, მოდი ჯერ გავიგოთ, თუ რა არის ნივთიერება. ჩვენ გარშემო არსებული ფიზიკური სხეულები ნივთიერებისგან შედგება. ნივთიერებები შეიძლება იყოს ბუნებრივი, როგორიცაა: ვერცხლი, ოქრო, წყალი, რკინა და სხვა. ხელოვნური, რომელიც შექმნა ადამიანმა: მინა, პლასტმასი, რეზინი, ფაიფური და სხვა.
ახლა ადვილად მიხვდები, თუ რა არის ნივთიერების თვისებები. ნივთიერებების თვისებები ის ნიშნებია, რითაც სხვადასხვა ნივთიერებები ჰგვანან ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს თვისებები ორი სახისაა: ფიზიკური და ქიმიური. ფიზიკური თვისებებია: ფერი, ბზინვარება, სუნი, წყალში ხსნადობა, აგრეგატული მდგომარეობა, ტემპერატურა, სითბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და სხვა. რაც შეეხება ქიმიურ თვისებას, ნივთიერებას აქვს უნარი, გარკვეულ პირობებში გარდაიქმნას სხვა ახალ ნივთიერებად. ეს ნივთიერების ქიმიური თვისებაა.
ნინიმ კარგად გაიგო თემა და ბედნიერი დაბრუნდა სახლში.
ძალიან უყვარდა ფიზიკის გაკვეთილები, ყურადღებით უსმენდა მის საყვარელ მასწავლებლებს.
– ბავშვებო, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელი ნივთიერებებია ჟანგბადი, წყალი და ნახშირორჟანგი. წყალი ჩვენთვის ნაცნობი ნივთიერებაა. ახლა, რაც შეეხება ჟანგბადსა და ნახშირორჟანგს. ჟანგბადი ჰაერის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა. მისი მთავარი წყარო მცენარეებია. მათი საშუალებით ხდება ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობის განახლება. ამიტომ, ხშირად მცენარეებს „პლანეტის მწვანე ფილტვებსაც“ უწოდებენ. როგორც ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ფილტვები, ასევე აუცილებელია დედამიწაზე ცოცხალი არსებებისთვის მცენარეები. ყველაზე მეტ ჟანგბადს ალვის ხე გამოყოფს, შედარებით ნაკლებს კი – წიწვოვანი. ტყეების უმოწყალო ჩეხვა და ტყეებში გაჩენილი ხანძარი ამცირებს ჰაერში ჟანგბადის რაოდენობას.
ცოცხალი ორგანიზმები სუნთქავენ ჟანგბადით. ისინი ჩაისუნთქავენ ჰაერს, სუნთქვისას შეითვისებენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს.
თევზები წყალში გახსნილი ჟანგბადით სუნთქავენ. ჟანგბადი ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისათვის აუცილებელი ნივთიერებაა. დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება. ამიტომ ალპინისტებს მთაზე ასვლისას თან მიაქვთ ჟანგბადის ბალონები. ჟანგბადი აუცილებელია წვის პროცესისათვის. ნახშირორჟანგი ,ჟანგბადთან ერთად, ჰაერის შემადგენელი ნივთიერებაა. იგი მცენარეებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ. დღისით მცენარეები „ჩაისუნთქავენ“ ნახშირორჟანგს და ფოტოსინთეზის შედეგად გამოყოფენ ჟანგბადს, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლეს დედამიწაზე. ზოგიერთ ნივთიერებას წ ვის უნარი გააჩნია. წვას ხელს უწყობს ჟანგბადი. კარგად იწვის მშრალი ხე, ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი. წვის პროცესის შედეგად ატმოსფეროში, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ნახშირჟანგი (ნახშირის მონოქსიდი) და ნახშირორჟანგი (ნახშირის დიოქსიდი) გამოიყოფა.
მაგალითად, ბენზინისა და ნავთობის წვის შედეგად გამოყოფილი ეს ნივთიერებები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად გამოყოფილი მავნე აირების დიდი რაოდენობით ჩასუნთქვის შედეგად ადამიანი იწამლება. წვის პროცესი ასევე ამცირებს ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობას და ამდენითვე ზრდის ნახშირორჟანგის შემცველობას. ნახშირის დიოქსიდი, ანუ ნახშირორჟანგი აფერხებს წვის პროცესს, ამიტომ მას იყენებენ ხანძრის ჩასაქრობად. ეს არის ჟანგბადი და ნახშირორჟანგი. რადგან ამასთან ერთად წყალიც ვახსენეთ, საშინაო დავალებად მოიძიეთ წყლის თვისებების შესახებ. ამ თემაზეა ჩვენი შემდეგი გაკვეთილი და თქვენი მოტანილი დავალებით და სახელმძღვანელოს ინფორმაციით ბევრ ცოდნას დავიგროვებთ. – ეს თქვა თუ არა მასწავლებელმა, მაშინვე ზარი დაირეკა. ბავშვები სახლში წავიდნენ. ნინიმ ამ თემის შესახებ ვრცლად დაწერა.
მეორე დღეს მან ასეთი საშინაო დავალება მიიტანა:
წყალი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. იგი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის. დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი (3/4) წყლით არის დაფარული. სუფთა წყალი გამჭვირვალე, უფერო, უსუნო სითხეა, რომელსაც გემო არა აქვს, ახასიათებს დენადობა, ვერ ინარჩუნებს ფორმას, მისი შეკუმშვა ძალიან ძნელია. წყლის მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ნელა თბება და დიდხანს არ ცივდება. წყლის ეს თვისება იცავს ორგანიზმებს გადახურებისა და გადაცივებისაგან. სუფთა წყალი ბუნებაში არ არსებობს. ბუნებრივი წყალი ბევრ სხვა ნივთიერებას შეიცავს. მათ მინარევებს უწოდებენ. ერთ-ერთი ასეთი მინარევია სუფრის მარილი. ზღვისა და ოკეანის წყალში სუფრის მარილის დიდი რაოდენობაა, მდინარის წყალი კი მტკნარია. სასმელი წყალი ისეთ მინარევებს შეიცავს, რომლებიც მას სასიამოვნო გემოს აძლევს. ზოგიერთი წყაროს წყალი მინარევის სახით მინერალებს შეიცავს. ასეთ წყალს მინერალურ წყალს უწოდებენ.
თბილი გოგირდიანი მინერალური წყალი გამოიყენება სამკურნალოდ. წყალს აქვს მნიშვნელოვანი თვისება. იგი არის ერთადერთი ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ერთდროულად, ერთსა და იმავე პირობებში, სამ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება.
ნინიმ წარმატებით დაასრულა სკოლა, ის უკვე 26 წლისაა და ბუნებისმეტყველების ლაბორატორიაში მუშაობს. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა და ბევრი საინტერესო ფაქტიც აღმოაჩინა. რადგანაც, ასე მოხდა, გადაწყვიტა, რომ მომავალი მეცნიერებისთვის ლექცია ჩაეტარებინა. პირველი ლექცია წესების შესახებ ჩაატარა:
– მოგესალმებით. დღეს მე მინდა მოგითხროთ უსაფრთხოების წესების შესახებ ლაბორატორიაში. დავიწყოთ:
1) ჭურჭელზე, რომელშიც ინახება სხვადასხვა ნივთიერება, აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტი. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ნივთიერების დასახელება და უსაფრთხოების ნიშნები. ნივთიერების უეტიკეტოდ შენახვა აკრძალულია.
2) ექპერიმენტის ჩატარების წინ საჭიროა ყურადღებით გაეცნო ექსპერიმენტის ინსტრუქციას.
3) ექსპერიმენტის მსვლელობისას უნდა გამოიყენო ზუსტი რაოდენობა იმ ნივთიერებებისა, რომლითაც ატარებ ცდას.
4) მასწავლებლის გარეშე არ შეურიო ნივთიერებები ერთმანეთს. დაიმახსოვრე, რომ გაზქურისა და სპირტქურის გამოყენებისას უნდა გამოიჩინო ყურადღება და სიფრთხილე, მასზე რაიმე ჭურჭლის მოთავსებისას და გადმოღების დროს.
5) ცდის ჩატარებისას ხელით არ შეეხო ქურაზე მოთავსებულ ჭურჭელში ჩადებულ თერმომეტრს. მხოლოდ სკალაზე დაკვირვებით აიღე ანათვალი.
6) ნივთიერების სუნის გასაგებად გამოიჩინე სიფრთხილე.
7) ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ აუცილებლად დაიბანე ხელები.
ნინის ლექცია ყველას მოეწონა, ტაში დაუკრეს და გაამხნევეს. ისიც ძალიან გახარებული იყო. მან კიდევ ძალიან ბევრი ლექცია ჩაატარა და წარმატებული ლექტორიც გახდა.
გავიდა 3 წელი. ნინი გეოგრაფი გახდა, ძალიან ძლიერი ამ პროფესიაში. მან დაწერა პატარა წიგნი – გეოგრაფია, რომელსაც კარგი შეფასებები მოჰყვა. გადაწყვიტა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. 70 წლამდე წიგნებზე მუშაობდა, ცნობილიც გახდა და ხალხსაც ძალიან უყვარდა. შემდეგ შვილიშვილებსაც უკითხავდა თავის წიგნებს და ასწავლიდა ხმელეთის რელიეფს.