16 მაისი, ორშაბათი, 2022

ხან­და­ხან სულ პა­ტა­რა სა­ბა­ბი ხდე­ბა ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი

spot_img
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია ჰუ­რიე აბა­ში­ძე, ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი.
? ჰუ­რიე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქ­რუ­აშ­ვი­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, ჩემს პე­და­გო­გებს უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვით, მა­თი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი XII კლა­სის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა­ფერს აორ­მა­გებს, ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს კი ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უ­ვი­დათ. მად­ლი­ე­რი ვარ თი­თო­ე­უ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის წლებს, რა თქმა უნ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ჩვენს შემ­დ­გომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. სკო­ლა­ში სწავ­ლის ბო­ლო პე­რი­ო­დი, რო­გორც ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, ჩემ­თ­ვი­საც ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ყვე­ლა ემ­ზა­დე­ბა ახა­ლი ეტა­პის­თ­ვის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დ­ლი­ე­ბა და აზ­რი ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ვერ ვიტყო­დი, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი სკო­ლამ ან პე­და­გოგ­მა ითა­მა­შა, უბ­რა­ლოდ, უფ­რო მე­ტად და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, თუ ზუს­ტად ვინ მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მო­მა­ვალ­ში რის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებ­დი. ყვე­ლაფ­რის­თ­ვის უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს სკო­ლას და ყვე­ლა იმ პე­და­გოგს, ვინც ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ში ცო­ტა­ო­დე­ნი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნა.
? სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა თურ­ქე­თის ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენე­ბი­სა და კვლე­ვის ცენ­ტ­რ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე. რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
ამ ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა უფ­რო მე­ტად თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მი­ერ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ­მა სტი­პენ­დი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია შე­მეს­წავ­ლა. წელს და­ვამ­თავ­რე ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და უაღ­რე­სად კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა ავირ­ჩიე. ფსი­ქო­ლო­გი­ის არ­ჩე­ვა თვით ფსი­ქო­ლო­გი­ამ და ადა­მი­ა­ნის ამო­უც­ნობ­მა ბუ­ნე­ბამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა. ინ­ტე­რეს­მა იმი­სა, რა იმა­ლე­ბა ჩვენ შიგ­ნით, რა იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ამა თუ იმ ქმე­დე­ბას და თვი­თონ ადა­მი­ან­მა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გიაა.
? რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
ისე­ვე რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­საც აქვს უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ნა­წი­ლობ­რივ, ასე­ვე სრულ და­ფი­ნან­სე­ბას. ასე­თი მე­თო­დი ვფიქ­რობ, ბევ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებს საკ­მა­ოდ კარ­გი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, რაც სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­იც­ნოს ახა­ლი ქვე­ყა­ნა, მი­სი ტრა­დი­ცია, კულ­ტუ­რა და შე­ის­წავ­ლოს იმ ქვეყ­ნის ენა, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა. ეს პროგ­რა­მე­ბი რო­გორც სე­მეს­ტ­რუ­ლად, ასე­ვე ერ­თი წლი­თაც გრძელ­დე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო გა­მეც­ნო მი­სი კულ­ტუ­რა და ხალ­ხი, არა მარ­ტო თურ­ქი, ასე­ვე სხვა­დას­ხა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­თი კულ­ტუ­რა. მი­ხა­რია და ვა­მა­ყობ იმით, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა მეც გა­მეც­ნო სხვე­ბის­თ­ვის. სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ ნიშ­ნავს, მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნის გაც­ნო­ბას, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, შე­ნი ქვე­ყა­ნა გა­აც­ნო სხვებს.
? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?
რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ, რაც სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს, აირ­ჩი­ოს რო­მე­ლი პროგ­რა­მაც სურს, ასე­ვე ზაფხუ­ლო­ბით ეწყო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც დას­წ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს შე­უძ­ლია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სო­რე­ბი, მსგავ­სი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის და პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­უ­ბა­რი იმარ­თე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბული მიღ­წე­ვები­სა და მო­მა­ვალი გეგ­მების შესახებ. რაც შე­ე­ხე­ბა ლექ­ცი­ებს და პრო­ფე­სო­რებს, შე­მიძ­ლია ვთქვა,მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია ეს­წ­რე­ბო­დე და უს­მენ­დე 3-სა­ა­თი­ან ლექ­ცი­ას, ჩემ­თ­ვის ყო­ვე­ლი ლექ­ცია ერ­თი ნა­ბი­ჯით უფ­რო მაღ­ლა ას­ვ­ლა იყო, ყო­ვე­ლი ახა­ლი ლექ­ცია ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, რაც, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სო­რე­ბის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყვე­ლა სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი აზ­რი, პრო­ფე­სო­რე­ბი უფ­ლე­ბას გვაძ­ლევ­დნენ გვე­სა­უბ­რა და გვემ­ს­ჯე­ლა ამა თუ იმ სა­კითხ­ზე, თა­ვად აგ­ვერ­ჩია თე­მა და გან­ხილ­ვა მოგ­ვეწყო. პრო­ფე­სო­რის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თ­ვის დატ­ვირ­თუ­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­თი, რაც მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო პრო­ფე­სო­რე­ბ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და უფ­რო მე­ტად გახ­ს­ნი­ლე­ბი და უშუ­ა­ლო­ე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მათ­თან. ეს, რა თქმა უნ­და, აად­ვი­ლებ­და სწავ­ლის პრო­ცესს. ყო­ვე­ლი ლექ­ცია ჩემ­თ­ვის რა­ღაც ახ­ლის შე­ძე­ნა იყო, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.
? რა რო­ლი უჭი­რავს თურ­ქეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
 ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია, თურ­ქეთ­ში კი უმ­თავ­რე­სი ად­გი­ლი ბი­ბი­ლი­ო­თე­კას უჭი­რავს, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლია. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­წონ­და, ეს იყო ბიბ­ლი­ო­თე­კის 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, კვი­რა­ში 7 დღე მუ­შა­ო­ბა, შე­გეძ­ლო იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით გე­სარ­გებ­ლა. ბიბ­ლი­ო­თე­კა აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც სტუ­დენტს ესა­ჭი­რო­ე­ბა. იქ არის წიგ­ნე­ბი რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხით. სტუ­დენტს წვდო­მა აქვს ნე­ბის­მი­ერ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შშმ პი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლია ად­გი­ლი, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, შშმ პი­რე­ბი თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გან­ვი­თარ­დე­ბა ეს ტენ­დენ­ცია.
? მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. გქონ­და თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­გევ­ლო პრაქ­ტი­კა, ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
 პრაქ­ტი­კა სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ა­რე, რა­საც თა­ვად ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტი (ფსი­ქო­ლო­გია) ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ეს პრაქ­ტი­კა­ზე მე­ტად უფ­რო სტა­ჟი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც მე-4 კურ­სის ბო­ლო სე­მეს­ტ­რ­ში გა­ვი­ა­რე. ვმუ­შა­ობ­დი აუტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა ცენ­ტ­რ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე 6-9 წლის ბავ­შ­ვებ­თან, რომ­ლებ­საც გა­მარ­თუ­ლად წე­რა-კითხ­ვა უჭირთ. მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ სწო­რად ავირ­ჩიე პრო­ფე­სია. მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ბავ­შ­ვ­ში არ­სე­ბობს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რაც მას სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა თუ რა­ში ჩა­მორ­ჩე­ბა ის სხვა და­ნარ­ჩე­ნებს. თი­თო­ე­ულ ბავშვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და ყვე­ლას თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი აქვს, რომ­ლის შექ­მ­ნა­ში ვცდი­ლობთ ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას. ისი­ნი ხომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია. სწო­რედ ეს სტა­ჟი­რე­ბა გახ­და მი­ზე­ზი, რომ მო­მა­ვალ­ში ამერ­ჩია ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გია. ახ­ლა ვემ­ზა­დე­ბი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის­თ­ვის და ზუს­ტად ვი­ცი, რომ ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩე­ვა­ნია. ხან­და­ხან სულ პა­ტა­რა სა­ბა­ბი ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა თუნ­დაც მხო­ლოდ 3 თვე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ასეთ ბავ­შ­ვებ­თან, რა­თა შემ­დეგ სწო­რი გზა მე­პო­ვა.
? ჰუ­რიე, და­მეთა­ნ­ხ­მე­ბი, ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ…
კარ­გია, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გსურს და უფ­რო კარ­გია, რო­ცა ამას უცხო­ეთ­ში შეძლებ, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლამ უცხო­ეთ­ში უნ­და ის­წავ­ლოს, მაგ­რამ თუ­კი გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო, ეს შან­სი ხე­ლი­დან არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და გა­უშ­ვა, ოღონდ კარ­გად უნ­და იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი სწო­რია, რად­გან ეს უბ­რა­ლოდ სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვ­ლა არ არის და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს. იქ ცხოვ­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის იქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მორ­გე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად უნ­და იც­ნობ­დე იმ ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, უნ­და იყო გარ­კ­ვე­უ­ლი რამ­დე­ნად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­დია შე­ნი პრო­ფე­სია იმ ქვე­ყა­ნა­ში. ზო­გა­დად კი ვფიქ­რობ, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და ერ­თხელ მა­ინც უნ­და წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში, რა­თა მე­ტად შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­სინ­ჯ­ვა, მით უმე­ტეს, რომ ეს გზა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა.
? სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სად და რო­გორ ატა­რებ­დი თა­ვი­სუ­ფალ დროს? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ თურ­ქი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია თურ­ქუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
რო­გორც სხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს, თურ­ქებ­საც ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად — თე­ატ­რი, კი­ნო, სპორ­ტი, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, რა­შიც თვი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტი უწყობს ხელს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მ­ნი­ლია ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია გა­წევ­რი­ან­დე და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მათ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რო, გარ­და ამი­სა, არის კლუ­ბე­ბი. ყო­ვე­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმარ­თე­ბა სა­გა­ზაფხუ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბა და სა­დაც ქვეყ­ნის ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის არის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ერ­თოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქე­თი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს. ამის­თ­ვის სტამ­ბუ­ლიც საკ­მა­რი­სია.
? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
რო­გორც გითხა­რით, სწავ­ლა წელს და­ვამ­თავ­რე და თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ. მინ­და ჩე­მი პრო­ფე­სი­ით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე, რო­გორც შევ­ძ­ლებ. სა­დაც არ უნ­და წახ­ვი­დე და სა­დაც არ უნ­და მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც შენს ქვე­ყა­ნას უნ­და და­უბ­რუნ­დე. ყვე­ლა­ზე მე­ტად მხო­ლოდ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ად­გე. რა თქმა უნ­და, უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­მეხ­მა­რე­ბა ჩე­მი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბა­ში, თუმ­ცა გა­დამ­წყ­ვეტ როლს ვერ შე­ას­რუ­ლებს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში მთა­ვარ როლს არა დიპ­ლო­მი, არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ას­რუ­ლებს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო, გა­ვუ­ზი­ა­რო და და­ვეხ­მა­რო მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა.
? და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის ის, რაც თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
რა თქმა უნ­და, რო­ცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხარ, ყვე­ლა­ზე მე­ტად გე­ნატ­რე­ბა შე­ნი სამ­შობ­ლო და მას­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად შეგ­ტ­კი­ვა გუ­ლი. უკე­თე­სად აფა­სებ შე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას და კარ­გად აანა­ლი­ზებ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ჩვენს ქვე­ყა­ნას რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევ­და და რო­გორ რთულ პი­რო­ბებ­შია დღე­საც, 2008 წლის ომი და მცო­ცა­ვი ანექ­სია, რო­მე­ლიც არამც და არამც არ მთავ­რ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერ ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს, სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის — ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს დახ­მა­რე­ბით მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა. თუმ­ცა, ჯერ ბევ­რი რამ გვაქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ყვე­ლა ერ­თად მედ­გ­რად უნ­და დავ­დ­გეთ და ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა კი­დეც და ვი­ზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯი დაგ­ვ­რ­ჩა.
თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი შემ­ძი­ნა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა და უკეთ და­მა­ნა­ხა ჩე­მი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა ჩე­მი ქვე­ყა­ნა გა­მეც­ნო სხვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მე გა­მეც­ნო სხა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მა­თი კულ­ტუ­რა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლა მხო­ლოდ რა­ი­მე პრო­ფე­სი­ის მი­ღე­ბა არ არის, ეს არის რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი ზრდა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­ გამო.
მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი, თქვე­ნი მკით­­ხვე­ლის­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩე­მი ემო­ცი­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები