9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სინ­თე­ზი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში

spot_img

14 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დარ­ბაზ­ში“ ჩა­ტარ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის გა­მო­ფე­ნა-პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით – „ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სინ­თე­ზი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში“, პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი ნი­ნო ჯა­ლა­ღო­ნია.

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი იყო თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლა, კერ­ძოდ:

  1. №166 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  2. №141 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  3. № 79 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  4. № 32 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  5. სა­პატ­რი­არ­ქოს წმ. ილია მარ­თ­ლის სკო­ლა.

გა­მო­ფე­ნა-პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ნინო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, გალინა ქა­და­გიშ­ვი­ლი, მარინა ჯან­გ­ვე­ლა­ძე, მანანა ბე­რი­აშ­ვი­ლი, მანანა წიკ­ლა­უ­რი, ლელა ლო­მი­ძე და სხვ; ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი: იაპო­ნი­ის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შე რი­ო­სეი სუ­გი­ნა­კა; ლი­ტე­რა­ტო­რი, პუბ­ლი­ცის­ტი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი იოსებ ჭუმ­ბუ­რი­ძე; გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი მე­გი რუ­სია; იაპო­ნო­ლო­გი, მთარ­გ­მ­ნე­ლი თამ­თა ბო­კე­რია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის №141 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გახ­ს­ნეს, მათ მხატ­ვ­რუ­ლად წა­ი­კითხეს ამო­ნა­რი­დე­ბი იაპო­ნე­ლი მწერ­ლის, ნა­ცუ­მე სო­სე­კის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი­დან „ათი ღა­მის სიზ­მ­რე­ბი“.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა, იაპო­ნუ­რი მან­გას სა­ხით, კერ­ძოდ: შო­თა რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგავ-არა­კე­ბი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, გა­ლაკ­ტი­ო­ნის, ანა კა­ლან­და­ძის და სხვა­თა შე­მოქ­მე­დე­ბა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ად­გი­ნეს ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი ჰა­ი­კუ­ე­ბი, პო­ე­ზია ნა­ხა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბას ამ­შ­ვე­ნებ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა იაპო­ნე­ლი სტუ­მა­რი.

პრო­ექ­ტი აქ­ტუ­ა­ლუ­რია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან „იაპო­ნუ­რი მან­გით“. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი – მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კლას­ში ნას­წავ­ლი მა­სა­ლის გა­მე­ო­რე­ბა-გამ­ყა­რე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, თვით­დის­ციპ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გაზ­რ­და, დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სკო­ლა­ში დაწყე­ბუ­ლი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­თაა ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მარ­თე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რია.

და­ბო­ლოს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, აღ­ნიშ­ნულ ინო­ვა­ცი­ურ მე­თოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­ნიშ­ნუ­ლია „ვორ­ქ­შო­პე­ბის“ საზღ­ვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბა და ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-პრე­ზენ­ტა­ცია ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის.

ნი­ნო ჯა­ლა­ღო­ნია
პე­და­გო­გი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები