24 ნოემბერი, კვირა, 2024

სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ას­პა­რე­ზით გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი „გმი­რო­ბა“  – ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე

spot_img

ხდე­ბა ხოლ­მე, რო­ცა ერ­თი უბ­რა­ლო ჟეს­ტი სა­ყო­ველ­თაო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა ხდე­ბა. სწო­რედ ასე­თი იყო ძი­უ­დო­ისტ ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის მი­ერ, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს, პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­დის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, რუს ივან პერ­შინ­თან გა­კე­თე­ბუ­ლი ჟეს­ტი: რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ შე­ბო­ჭა და წმინ­დად და­ა­მარ­ცხა მე­ტო­ქე, წა­მოდ­გა, ზურ­გით მი­უტ­რი­ალ­და და უკან მი­მარ­თუ­ლი ორი­ვე ხე­ლის ცე­რა თი­თით ზურ­გ­ზე და­წე­რილ GEO-ზე მი­უ­თი­თა… იმ გა­გა­ნია ომის დროს, რო­ცა უმოწყა­ლოდ იბობ­მე­ბო­და ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბი და იხო­ცე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი პირ­ტიტ­ვე­ლა ჯა­რის­კა­ცე­ბი თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი მაცხოვ­რებ­ლე­ბი, რო­ცა და­ბომ­ბი­ლი გო­რის ქუ­ჩებ­ში სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი კად­რე­ბით – სის­ხ­ლ­ში მოთხ­ვ­რი­ლი უმ­წეო მო­ხუ­ცი­სა თუ მოღ­რი­ა­ლე ახალ­გაზ­რ­და კა­ცის ტრა­გი­კუ­ლი სა­ხით, კალ­თა­ში დას­ვე­ნე­ბულ ძმას რომ დას­ტი­რო­და (უმალ რომ მო­ი­ა­რა მსოფ­ლიო პრე­სა), ომის სის­ხ­ლი­ა­ნი ქრეს­ტო­მა­თია იწე­რე­ბო­და, ხო­ლო შინ­დი­სის გმი­რე­ბად ქცე­უ­ლი რაზ­მი ჯერ კი­დევ იმ სა­ბე­დის­წე­რო ად­გი­ლის­კენ მი­ა­ბი­ჯებ­და მა­რა­დი­სო­ბა­სა და გმი­რო­ბას­თან შე­სახ­ვედ­რად, ამ ფაქტს უდი­დე­სი სიმ­ბო­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ვერ ჩა­ა­ჩუ­მებ­და ომით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს – სიმ­წ­რის­გან სა­ხე­ზე ხე­ლე­ბა­ფა­რე­ბუ­ლი ძირს გარ­თხ­მუ­ლი რუ­სი და თავ­ზე დამ­დ­გა­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი! ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე მა­შინ სწო­რედ სიმ­ბო­ლურ გა­მარ­ჯ­ვე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და და ამი­ტომ იქ­ცა ის ჟეს­ტი სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლის საგ­ნად. სა­ნამ სა­ქარ­თ­ვე­ლო იარ­სე­ბებს, იმ ჟესტს და­ვიწყე­ბა არ უწე­რია. რო­გორც დღეს თა­ვად ამ­ბობს, ეს სპონ­ტა­ნუ­რი ჟეს­ტი იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სით „მო­ვი­და“ იმ წუ­თებ­ში, გა­მარ­ჯ­ვე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა­ზე წი­ნას­წარ არ უფიქ­რია:

„ის ოლიმ­პი­ა­და ჩვენ­თ­ვის ცუ­დად და­იწყო. შე­იძ­ლე­ბო­და, არც გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. დი­ლის 5 თუ 6 სა­ათ­ზე და­ვი­ძი­ნეთ. თუმ­ცა იმ დღეს დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, არ უნ­და შემ­შ­ლო­და ხე­ლი. სხვა­ნა­ი­რად ვერ ვფიქ­რობ­დი. ის ჟეს­ტი კი სპონ­ტა­ნუ­რად მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ფაქ­ტო­რებ­მა ითა­მა­შეს რო­ლი, მაგ­რამ სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და, ამა­ზე წი­ნას­წარ არ მი­ფიქ­რია.“

თუმ­ცა ცი­რე­კი­ძე ამ ფაქ­ტამ­დეც შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში: ერ­თი წლით ად­რე, 2007 წელს, რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, რი­თაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში ამ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გახ­და. ამ ოქ­როს სა­ქარ­თ­ვე­ლო 18 წე­ლი­წა­დი ელო­და, თუმ­ცა ეს მა­ინც სპორ­ტუ­ლი გმი­რო­ბა იყო, ანუ ცხოვ­რე­ბის ერ­თი სფე­რო­სი, მას­შ­ტა­ბებ­ში შეზღუ­დუ­ლი, ოლიმ­პი­ა­და­ზე მომ­ხ­და­რი კი სა­ყო­ველ­თაო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა გახ­ლ­დათ.

იმ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მეც ვეს­წ­რე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტის რან­გ­ში და პი­რა­დად ვნა­ხე, რამ­ხე­ლა ეფექ­ტი გა­მო­იწ­ვია მის­მა გა­მოს­ვ­ლამ! მა­შინ ბრა­ზი­ლი­ა­ში იმ­დ­რო­ინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ლა­მის ნა­ხე­ვა­რი იყო წა­მო­სუ­ლი (ერ­თხელ პარ­ლა­მენ­ტ­ში ქვო­რუ­მიც ძლივს შე­იკ­რი­ბა) და მა­თი იმ­ჟა­მინ­დე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი ცალ­კე თე­მაა; იქით – უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მყის­ვე აღი­ა­რეს მი­სი ტა­ლან­ტი. კარ­გად მახ­სოვს მა­თი ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, თით­ქოს იმა­ზე ფიქ­რობ­დ­ნენ, რო­გორ გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნათ ეს ახა­ლი ქარ­თ­ვე­ლი. მა­შინ მას ახა­ლი მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და ში­და კონ­კუ­რენ­ცია ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­თან და უკ­ვე იც­ნობ­და ძი­უ­დოს სამ­ყა­რო, თუმ­ცა ის მი­სი პირ­ვე­ლი ტი­ტუ­ლი იყო და ყვე­ლამ თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხა, რამ­ხე­ლა ტა­ლან­ტი გა­მო­ვი­და ას­პა­რეზ­ზე. ტა­ლან­ტი, ანუ მა­თი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი. ისიც კარ­გად მახ­სოვს, უკა­ნა გზა­ზე, რიო-მი­უნ­ხე­ნის ავი­ა­რე­ის­ზე, რო­გორ მი­ე­სალ­მა უნ­გ­რელ­თა შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი და მე­რე რო­გორ წა­რუდ­გი­ნა ის მთელ სა­ლონს, რო­გორც ახა­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი – თა­ვი­სი ხორ­ხო­ცით ლა­მის გა­აყ­რუა ავი­ა­ლა­ი­ნე­რი.

თა­ვად ცი­რე­კი­ძე ამ აჟი­ო­ტაჟს ოლიმ­პი­უ­რი სიმ­შ­ვი­დით ხვდე­ბო­და, თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ვინ­მე სხვას ეხე­ბო­და. ერ­თხელ ვკითხე, 18-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის დას­რუ­ლე­ბა და თან მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ჩემ­პი­ო­ნო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სპორ­ტუ­ლი გმი­რო­ბაა და ამას თუ აც­ნო­ბი­ე­რებთ-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, მე ჩე­მი საქ­მე გა­ვა­კე­თე, საგ­მი­რო არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნიაო. ის ტა­ტამ­ზეც გა­მო­ირ­ჩე­ო­და ასე­თი ხა­სი­ა­თით – მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, აუღელ­ვე­ბე­ლი. ნერ­ვი არა აქ­ვ­სო, რომ იტყ­ვი­ან, ისე­თი…

ცი­რე­კი­ძეს კი­დევ ერ­თხელ შე­ეძ­ლო ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გის მო­პო­ვე­ბა: ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ტურ­ნირ­თა­გან, მას მხო­ლოდ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ღა რჩე­ბო­და და გახ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, რო­მე­ლიც სა­მი­ვე მთა­ვარ შე­ჯიბ­რე­ბას მო­ი­გებ­და – ოლიმ­პი­ა­დას, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებს, თუმ­ცა ამას არ და­ე­ლო­და და კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ას­რუ­ლა, ეს ის­ტო­რი­უ­ლი პა­ტი­ვი კი, რო­გორც დღეს გა­მოჩ­ნ­და, ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა, რო­მელ­მაც, 2021 წელს, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბით, ტი­ტუ­ლე­ბის ეს კო­ლექ­ცია შეკ­რა.

არა­და, ამის გა­კე­თე­ბა ცი­რე­კი­ძე­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო. ამ სა­მი მთა­ვა­რი ტურ­ნი­რი­დან ორი, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, უკ­ვე მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და, იმათ­თან შე­და­რე­ბით კი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ბევ­რად და­ბა­ლი დო­ნეა — მი­სი მო­გე­ბა ცი­რე­კი­ძის დო­ნის სპორ­ტ­ს­მენს ცა­ლი ხე­ლით შე­ეძ­ლო. ის ხომ, არა მხო­ლოდ თა­ვის წო­ნა­ში, ზო­გა­დად, მსოფ­ლიო ძი­უ­დო­ში, თა­ვის ეპო­ქა­ში, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

ასეთ ვარ­ს­კ­ვ­ლავს თვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბაც, თუმ­ცა მა­ინც იჩ­ქა­რა სპორ­ტი­დან წას­ვ­ლა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამა­ში დი­დი რო­ლი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლის, ომარ მე­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­მაც შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის დი­დი მო­ტი­ვა­ტო­რი იყო.

„ვფიქ­რობ, იმა­ნაც დი­დი რო­ლი ითა­მა­შა, რომ პი­რა­დი მწვრთნე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, ვინც ყო­ველ­თ­ვის დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და და ახ­ლაც მუ­დამ შთა­გო­ნე­ბის წყა­როა ჩემ­თ­ვის. და­სა­ნა­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გვერ­დით არ მედ­გა, რა­თა ბო­ლომ­დე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ის შთა­გო­ნე­ბა, რომ რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ, რა­საც ვი­სა­ხავ­დით, შე­იძ­ლე­ბო­და, ორ­ჯერ გაგ­ვე­მე­ო­რე­ბი­ნა… სამ­ჯერ გაგ­ვე­მე­ო­რე­ბი­ნა… სპორ­ტ­ს­მე­ნი ასეც უნ­და იქ­ცე­ო­დეს და ჩე­მი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის მი­მარ­თაც ასე ვარ გან­წყო­ბი­ლი – არაა საკ­მა­რი­სი ერ­თი მო­გე­ბა, თუნ­დაც ორი, რო­ცა მე­ტიც შე­გიძ­ლია. ალ­ბათ, ვერ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მზად და ვერც სა­თა­ნა­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც ჩე­მი პი­რა­დი მწვრთნე­ლის არ­ყოფ­ნის გა­მო მოხ­და, ვი­საც სურ­ვი­ლი კი შე­ვუს­რუ­ლე, მაგ­რამ ის მო­ტი­ვა­ცია აღარ მქონ­და.“

სურ­ვი­ლი კი პი­რად მწვრთნელს მარ­თ­ლაც შე­უს­რუ­ლა, მაგ­რამ, ვაგ­ლახ, რომ ის ვერ მო­ეს­წ­რო შე­გირ­დის ამ წარ­მა­ტე­ბებს: მე­რა­ბიშ­ვი­ლი, 2007 წლის გა­ზაფხულ­ზე, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, გარ­და­იც­ვა­ლა, ცი­რე­კი­ძემ კი იმ ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე ფი­ნალ­ში იჭი­და­ვა, იმა­ვე წლის ზაფხულ­ში გახ­და მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი, ერ­თი წლის შემ­დეგ კი – ოლიმ­პი­უ­რიც… ცხა­დია, ყვე­ლა ეს მე­და­ლი, ყვე­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბა შე­გირ­დ­მა მწვრთნე­ლის ხსოვ­ნას მი­უძღ­ვ­ნა.

პირ­ველ მწვრთნელ­თან ერ­თად, მის კა­რი­ე­რა­ში უდი­დე­სი რო­ლი დე­და­მაც შე­ას­რუ­ლა. რა და­სა­მა­ლია, კა­რი­ე­რის და­საწყის­ში ხში­რად ყო­ფი­ლა ხოლ­მე, პა­ტა­რა ბავშვს სა­ვარ­ჯი­შოდ წას­ვ­ლაც ეზა­რე­ბო­და, თუმ­ცა დე­და მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. არა­და, დე­დას ერ­თი შვი­ლი (ირაკ­ლის ძმა) გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­და და თა­ვი­სი სა­წუ­ხა­რიც ბლო­მად ჰქონ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში მა­ინც მო­ძებ­ნა ძა­ლა და უმ­ც­როს შვილს არა­ფე­რი და­აკ­ლო. ესეც ცხა­დი მა­გა­ლი­თი, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მშო­ბელს, შვი­ლის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს და სწორ კა­ლა­პოტ­ში ჩა­ა­ყე­ნოს.

„მწვრთნე­ლი და დე­და­ჩე­მი ხა­სი­ა­თით ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს – არა­სო­დეს კმა­ყო­ფილ­დე­ბოდ­ნენ მიღ­წე­უ­ლით და სულ სტი­მულს მაძ­ლევ­დ­ნენ,“  – იხ­სე­ნებს ცი­რე­კი­ძე. ალ­ბათ, ამა­ნაც შე­ას­რუ­ლა დი­დი რო­ლი მის წარ­მა­ტე­ბებ­ში. ის არ ყო­ფი­ლა ზვი­ა­და­უ­რი­ვით თვით­ნა­ბა­დი ტა­ლან­ტი, თუმ­ცა უაღ­რე­სად მშრო­მე­ლი იყო, შრო­მით შექ­მ­ნი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი გახ­ლ­დათ და სწო­რედ ამან და­აპყ­რო­ბი­ნა ოლიმ­პის მთა. დღეს თა­ვის შე­გირ­დებ­საც უმე­ო­რებს, რომ შრო­მას მო­აქვს ის თავ­და­ჯე­რე­ბა, რაც ყვე­ლა­ფერს შე­გაძ­ლე­ბი­ნებს.

რო­გორც სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლისტს, ცი­რე­კი­ძეს­თან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს – ჯერ სპორ­ტ­ს­მენ­თან, შემ­დეგ – მწვრთნელ­თან (მით უფ­რო, ყვე­ლა ასა­კის ნაკ­რე­ბის გაწ­ვ­რ­თ­ნა მო­ას­წ­რო, ეროვ­ნუ­ლის ჩათ­ვ­ლით, ამ­ჟა­მად კი ახალ­გაზ­რ­დულს ავარ­ჯი­შებს) და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია მას­თან, რო­გორც თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ რეს­პონ­დენ­ტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ­ჩევს შეხ­ვედ­რებს, შე­გირ­დ­თა დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­სა თუ ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბებს, რომ მე­ნა­ნე­ბა, თუნ­დაც რა­ი­მეს და­სა­ზუს­ტებ­ლად სა­უ­ბა­რი შე­ვაწყ­ვე­ტი­ნო…

ჩვე­ნი გა­ზე­თის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­თან ახ­ლაც მსურ­და სხვა თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი: სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი სკო­ლა­ში და, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სპორ­ტი და ახალ­გაზ­რ­დო­ბა… ამ მხრივ, ხომ, ჯე­რაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა და სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ჯე­რაც მი­დის მუ­შა­ო­ბა. მან კი მშვე­ნივ­რად იცის მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის, ანუ პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტიც და სა­მოყ­ვა­რუ­ლოც. თან თვი­თო­ნაც მშო­ბე­ლია და აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ხე­ბა სკო­ლას­თან, თუმ­ცა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად შე­ი­კა­ვა თა­ვი, ამ სა­კითხებ­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვა­რო. შვილს – ან­დ­რი­ა­საც და­ე­კითხა, სკო­ლა­ში თუ გაკ­ლი­ათ რა­მეო და მის­გა­ნაც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

შვი­ლი კი ფეხ­ბურ­თ­ზე და­დის… თუმ­ცა მა­მას სთხო­ვა და, კვი­რა­ში ერ­თხელ, ძი­უ­დო­შიც ვარ­ჯი­შობს. თა­ვად ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს კი მი­აჩ­ნია, რომ მშო­ბე­ლი შვი­ლის არ­ჩე­ვან­ში არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს, მხო­ლოდ რჩე­ვით უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს.

ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძის წი­ნა­შე დღეს ახა­ლი სარ­ბი­ე­ლია გა­დაშ­ლი­ლი – სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ას­პა­რე­ზი, სა­დაც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რო­გორც სპორ­ტ­ს­მე­ნი და ახ­ლა იქ იპყ­რობს ახალ მწვერ­ვა­ლებს. რო­გორც გითხა­რით, მან ყვე­ლა ასა­კის ნაკ­რებ­ში იმუ­შა­ვა და ყველ­გან – წარ­მა­ტე­ბით. ამ­ჟა­მად ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებს თავ­კა­ცობს და გა­სა­ო­ცარ შე­დე­გებს აღ­წევს. მა­გა­ლი­თად, ორი­ოდ წლის წინ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 7-დან 5 წო­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა მო­ნა­წი­ლე (იმ 2 წო­ნის ხარ­ჯ­ზე სხვებ­ში და­ა­მა­ტა ფა­ლა­ვა­ნი, ანუ „გა­ა­ო­რა“ სხვე­ბი) და 5-ივე­ში მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, აქე­დან 4 წო­ნა­ში კი ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ. ესეც მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რი! იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­დაც უნ­და იყოს.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები