25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ის­ტო­რია, რო­მე­ლიც შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან იწყე­ბა

spot_img

თბი­ლის­ში, ხი­ლი­ან­ზე, ერთ მყუდ­რო ად­გი­ლას, ხელ­ნა­კე­თი ფე­რად-ფე­რა­დი ან­გე­ლო­ზე­ბით მორ­თულ რამ­დე­ნი­მე კოპ­წია შე­ნო­ბა­ში, 12 წე­ლია, ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით. ხე­ლოვ­ნე­ბა „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია, რო­მე­ლიც უკ­ვე 500-მდე ახალ­გაზ­რ­დას სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს ლე­ლა ეხ­ვაია, ასო­ცი­ა­ცი­ის „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­ით გერ­მა­ნის­ტი და სო­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც ასო­ცი­ა­ცი­ის და­არ­სე­ბა­ში დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა.

ლე­ლა აფხა­ზე­თი­და­ნაა. 15 წლი­სამ, გალ­ში, მშობ­ლი­უ­რი კარ-მი­და­მო, ოჯახ­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა და საცხოვ­რებ­ლად, თავ­და­პირ­ვე­ლად, ზუგ­დიდ­ში გა­და­ვი­და, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან, მის­თ­ვის უცხო გა­რე­მო­ში, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­იწყო…

„ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ეს პე­რი­ო­დი. თბი­ლის­ში სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი აფხა­ზე­თი­დან, თავს, მა­შინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და ჩე­მი სტა­ტუ­სის გა­მო, ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი. სხვა გა­რე­მო­ში და სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა ჩე­მი და ჩე­მი ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი იყო. გერ­მა­ნუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი (ირი­ნა ყრუ­აშ­ვი­ლი) და­მეხ­მა­რა, რო­მელ­მაც უფა­სოდ მას­წავ­ლა ენა და ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა ჩა­დო ჩემ­ში. 19 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, სა­დაც 6 წე­ლი ვცხოვ­რობ­დი. მოვ­ხ­ვ­დი შე­სა­ნიშ­ნავ ოჯახ­ში, მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, მეს­წავ­ლა. ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი და მქონ­და მი­ზა­ნი, ის სი­კე­თე, რაც ჩემ­თ­ვის გა­ა­კე­თა სამ­ყა­რომ, თუნ­დაც იმ ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც უფა­სოდ შე­მას­წავ­ლა უცხო ენა და გზა გა­მიხ­ს­ნა მო­მავ­ლის­კენ, ად­რე თუ გვი­ან, მად­ლი­ე­რე­ბა უკან და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა. 2005 წელს დავ­ბ­რუნ­დი თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ჩე­მი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე იყო ის, რომ მო­ვი­ნა­ხუ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა თით­ქ­მის ყვე­ლა სახ­ლი. ნა­ნახ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი – ბავ­შ­ვებს, ისე­დაც უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­ით, არა­ღირ­სე­ულ გა­რე­მო­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში. ასე­თი „მზის დაბ­ნე­ლე­ბა“ ჩემს გო­ნე­ბა­შიც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ვნა­ხე სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დ­ნენ სა­შიშ, ამორ­ტი­ზე­ბულ შე­ნო­ბებ­ში. ერთ პა­ტა­რა სა­ძი­ნე­ბელ­ში 15 ბავშვს, ერ­თად, ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ გა­რე­მო­ში ეძი­ნა. შემ­ძ­რა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ. გა­დავ­წყ­ვი­ტე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის მეც­ნო­ბე­ბი­ნა, ყვე­ლას მი­ვაწ­ვ­დი­ნე ხმა, რომ მქონ­და სურ­ვი­ლი ამ ბავ­შ­ვე­ბის გა­რე­მო-პი­რო­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბა შე­მეც­ვა­ლა. გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ელი­სა­ბეტ გას­ტი, რო­მელ­საც ჰქონ­და „ელი­სა­ბედ გას­ტის“ ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დი, და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და ერ­თად დავ­სა­ხეთ მო­მა­ვა­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ელი­სა­ბე­ტი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი. ის ფი­ნან­სუ­რად ჩა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მა­შინ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და და რაც ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო, იმის ნა­წი­ლობ­რივ, ეტა­პობ­რივ თუ თან­მიმ­დევ­რულ მოგ­ვა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ეს ქალ­ბა­ტო­ნი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით, ხედ­ვით, კომ­პე­ტენ­ცი­ით. ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძე­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში (კო­ჯო­რი, მარ­ტყო­ფი, ძეგ­ვი, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი) სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, შე­კე­თე­ბა, შე­ღებ­ვა, მო­ხატ­ვა. მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შე­და­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. შემ­დეგ და­ვიწყეთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ბავ­შ­ვე­ბის მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვა, მა­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა. მო­ვი­ძი­ეთ რე­პე­ტი­ტო­რე­ბი უცხო ენე­ბის, მუ­სი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მივ­ხ­ვ­დით, რომ ამ ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბო­დათ ბიძ­გი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დ­ში დგო­მა. იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და და­ნახ­ვა, რომ მა­თი სჯე­რათ, მა­თი მო­მავ­ლის იმე­დი აქვთ, იმ­დე­ნად დი­დი მო­ტი­ვა­ცია იყო, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა კარგ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. ყვე­ლამ შეც­ვა­ლა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ“.

„ცხოვ­რე­ბის შან­სის“ და­არ­სე­ბის ის­ტო­რია

2010 წელს 5 ადა­მი­ა­ნი (ლე­ლა ეხ­ვაია, თე­მო ტი­კა­რა­ძე, გი­ორ­გი არ­სე­ნი­ძე, ვახ­ტანგ მარ­შა­ნია და ნი­ნო ტო­გო­ნი­ძე) ერ­თი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდე­ის ქვეშ გა­ერ­თი­ან­და და და­ა­არ­სეს ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­სი“. ჯერ კი­დევ „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ და­არ­სე­ბამ­დე, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გუნ­დი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მხარ­და­ჭე­რის სფე­რო­ში და აგ­რო­ვებ­და გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში, გერ­მა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცია FIB-თან (Fჯrderverein fტr Internationale Austausch) ერ­თად, რო­მე­ლიც დღემ­დე თა­ნამ­შ­რომ­ლობს „ცხოვ­რე­ბის შან­ს­თან“. გუნ­დ­მა და­იწყო მუ­შა­ო­ბა კოჯ­რის, დიღ­მის, „აფ­რი­კის“ და გლდა­ნის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­თან, სა­დაც ამ ადა­მი­ა­ნებს მო­მავ­ლის იმე­დი, სი­ხა­რუ­ლი და სი­ნათ­ლე შეჰ­ქონ­დათ. ისი­ნი მო­ზარ­დებს მხატ­ვ­რულ აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ, რო­გო­რი­ცაა ქან­და­კე­ბა, ფერ­წე­რა, ხის და ქვის და­მუ­შა­ვე­ბა, მუ­სი­კის კურ­სე­ბი და სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. და­ა­არ­სეს თი­ხის სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დებს ხელ­ნა­კე­თო­ბე­ბის გა­მოც­და შე­ეძ­ლოთ.

ლე­ლა: „3-4 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ მი­ვე­დი დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მუ­დამ მო­ზარ­დე­ბის გვერ­დით იქ­ნე­ბო­და და ისი­ნი არ და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მით. ამი­ტომ, 2010 წელს, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, და­ვა­ფუძ­ნეთ ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ ზუს­ტად იმ მიზ­ნით, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­მა­ვა­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო ბუნ­დო­ვა­ნი.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი, მიმ­ზიდ­ვე­ლი, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­უფ­ლე­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში, რა­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ და­აღ­წი­ონ სი­ღა­რი­ბეს თა­ვი. ასო­ცი­ა­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ ხე­ლი შე­უწყოს ახალ­გაზ­რ­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად და­იმ­კ­ვიდ­რონ თა­ვი. მო­ზარ­დი, 15 წლი­დან, ერ­თ­ვე­ბა პროგ­რა­მა­ში და ასო­ცი­ა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, 18 წლამ­დე, მას­თან ერ­თად ვგეგ­მავთ მი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გზას. 18 წლი­სას, ჩვე­ნი პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, მას უკ­ვე აქვს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია და და­საქ­მე­ბუ­ლია“.

♦ უყა­ვარ­ჯ­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­ცა 18 წე­ლი გა­ნა­ჩე­ნია

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2010 წლის დად­გე­ნი­ლე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის რე­ფორ­მა, რო­მელ­მაც და­შა­ლა დი­დი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი, სა­დაც არა­ვინ ას­წავ­ლი­და ბავ­შ­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის უნარ-ჩვე­ვებს. დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­დე­გად, ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებს და­უბ­რუნ­და, ნა­წი­ლი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში გა­და­ვი­და, და­ნარ­ჩე­ნი კი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში – მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში ჩა­ერ­თო.

დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა, რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მო­ზარ­დებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ზრუნ­ვა. თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ამ ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, მხო­ლოდ 18 წლის ასა­კამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ძა­ლა­შია, უკი­დუ­რე­სად არ­თუ­ლებს მო­ზარ­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას,18 წლის შემ­დეგ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 18 წე­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დის­თ­ვის გა­ნა­ჩე­ნია, რად­გან, ამ ასა­კის შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, მას­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა მთავ­რ­დე­ბა. ხში­რად, თავ­შე­საფ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მო­ზარ­დ­მა არ იცის სად წა­ვი­დეს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 18 წე­ლი ის ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბულ­მა ახალ­გაზ­რ­დამ, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში აღი­ზარ­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და და­იწყოს და თავ­შე­სა­ფა­რი და­ტო­ვოს. თუმ­ცა პრობ­ლე­მაა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი მო­ზარ­დე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­სა­თა­ნა­დო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და და­საქ­მე­ბა. ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ ამ ახალ­გაზ­რ­დებს, 15 წლის ასა­კი­დან, აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იპო­ვონ თა­ვი­ან­თი საქ­მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რონ.

ლე­ლა: „სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს. მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, დღემ­დე, 18 წე­ლი სტრეს­თან და შიშ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ არ ვცხოვ­რობთ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 18 წლის მო­ზარ­დი შეძ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, რა­თა სი­ღა­რი­ბეს და­აღ­წი­ოს თა­ვი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ად­რე­ულ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ჯგუ­ფებ­თან პე­და­გო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­ე­ბას და კა­რი­ე­რა­ზე სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. რო­დე­საც ისი­ნი ტო­ვე­ბენ ბავ­შ­ვ­თა სახლს და უწყ­დე­ბათ ყვე­ლა­ნა­ი­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა, მათ თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის უნ­და იმუ­შა­ონ. ამავ­დ­რო­უ­ლად, მათ არ აქვთ სწავ­ლის ფუ­ფუ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან აქვთ შე­თა­ვა­ზე­ბა – თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ, მი­ი­ღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას. ეს მო­ზარ­დე­ბი ხე­და­ვენ, რომ რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მათ­მა დამ, ძმამ ან თუნ­დაც მე­გო­ბარ­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, ვე­ღარ შეძ­ლო სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შა­ოს რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ მო­ზარ­დის­თ­ვის18 წე­ლი არ იყოს სტრეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, 15 წლი­დან და­ვიწყოთ მათ­თან მუ­შა­ო­ბა, რა­თა 18 წელს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ. „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ მო­ზარ­დე­ბი სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის ასაკს მარ­თ­ლაც სი­ხა­რუ­ლით და მო­მავ­ლის იმე­დით ხვდე­ბი­ან. თუ რო­გორ ვა­ხერ­ხებთ მათ­ში ამ იმე­დის ჩა­სახ­ვას, მათ გაძ­ლი­ე­რე­ბას, სა­კუ­თა­რი თავ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, ამა­ზე ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა მეტყ­ვე­ლებს“.

♦ „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა

ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­სი“, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 15 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის 30-მდე ახალ­გაზ­რ­დას­თან ერ­თად იწყებს ერ­თ­წ­ლი­ან პროგ­რა­მას ახალ ჯგუფ­ში. პროგ­რა­მა სამ ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ხდე­ბა მო­ზარ­დე­ბის გაც­ნო­ბა და მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა. სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტარ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი სე­მი­ნა­რე­ბი ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია. მო­ზარ­დე­ბი ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ას, ავი­თა­რე­ბენ პი­როვ­ნულ უნა­რებს, ინ­ტე­რე­სებ­სა და ნიჭს. მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ იწყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სტა­ჟი­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა. ბო­ლო სა­ფე­ხუ­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლის პოვ­ნა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბაა. „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ზეა.

ლე­ლა: „პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ მო­ზარ­დებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. სო­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კა გვაძ­ლევს იმის ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ემო­ცი­უ­რი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნან რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი, რაც თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეს­ძენს და  სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა დატ­ვირ­თუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რია. იან­ვ­რი­დან დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, იგეგ­მე­ბა ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო გეგ­მა, თუ რას უნ­და მი­აღ­წი­ოს კონ­კ­რე­ტულ­მა მო­ზარ­დ­მა ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, გვაქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ერ­თი წლის შემ­დეგ, ხდე­ბა ამ კონ­კ­რე­ტულ ბავ­შ­ვ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას შე­უძ­ლია მე­ო­რე წელ­საც გა­აგ­რ­ძე­ლოს სწავ­ლა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ერ­თი ან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ვაძ­ლი­ე­როთ მო­ზარ­დი, მას ჰქონ­დეს პრო­ფე­სია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვა­საქ­მოთ კი­დეც.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ძლი­ე­რი მხა­რე სწო­რედ თი­თო­ე­ულ მო­ზარ­დ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბაა. ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის მი­ზა­ნია მათ­ში და­მა­ლუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პოვ­ნა, რაც თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­მა­ვალ­ში. გვაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ შრო­მით ბა­ზარ­ზე ეს მო­ზარ­დე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი არი­ან და ქმნი­ან ისეთ მო­მა­ვალს, რაც სხვა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო და მი­სა­ბა­ძი იქ­ნე­ბა. აქ, ამ სივ­რ­ცე­ში, ისი­ნი ხელ­მე­ო­რედ იბა­დე­ბი­ან. ამ ახალ­გაზ­რ­დებს მძი­მე, ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, რაც, ხში­რად, ბავ­შ­ვებს სამ­ყა­როს მიღ­მა ტო­ვებს, ეს არის სამ­ყა­როს­თან გაწყ­ვე­ტი­ლი ძა­ფი და ამი­ტომ ჩვენ გვაქვს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი, თუ რო­გორ და­ვაბ­რუ­ნოთ ეს ბავ­შ­ვე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი სამ­ყა­როს­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში.

აქ მო­დი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვა, და­გეგ­მა­რე­ბამ­დე კი, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბათ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­მოვ­ლე­ნა, სა­ერ­თოდ, რა მოს­წონთ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თუ მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა სკო­ლა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით არ და­დის, ესეც ცალ­კე პრობ­ლე­მაა, რა არის მი­ზე­ზი, რა­ტომ არ და­დი­ან?

გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა ხე­ლო­ბა­ში მო­სინ­ჯა­ვენ ხოლ­მე თა­ვი­ანთ ძა­ლებს, რაც შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში, მა­თი პრო­ფე­სი­აც გახ­დეს. მა­გა­ლი­თად, მი­ნის მხატ­ვ­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვაწყობთ შე­მეც­ნე­ბი­თი კუ­ლი­ნა­რი­ის დღე­ებს და მო­ზარ­დე­ბი გას­ტ­რო­ნო­მი­ულ სა­ფუძ­ვ­ლებს ძირ­ფეს­ვი­ა­ნად სწავ­ლო­ბენ; ვამ­ზა­დებთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თო­ჯი­ნებს, სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბაა; ხის სა­ხე­ლოს­ნო­ში ძა­ლი­ან ლა­მაზ დე­კო­რა­ტი­ულ ნივ­თებს ქმნი­ან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს­კი­ზებ­ზე მუ­შა­ო­ბა, და­ფერ­ვა. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ვაწყობთ მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნას, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სახ­ლის და ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც  მე­გო­ბარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ვე­პა­ტი­ჟე­ბით, ასე­ვე, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ „თბი­ლი­სო­ბის“ დღე­ებ­ში და 26 მა­ისს, ჩვე­ნი მო­ზარ­დე­ბი, გარ­დე­ნი­ას­თან ერ­თად, გვირ­გ­ვი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ“.

♦ „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი

12 წლის მან­ძილ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 500-მდე მო­ზარ­დი სწავ­ლობ­და. ისი­ნი და­ე­უფ­ლ­ნენ პრო­ფე­სი­ებს და დღეს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ,  წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებ­ში. ხში­რად სტუმ­რო­ბენ „ცხოვ­რე­ბის შანს“ და გა­მოც­დი­ლე­ბას პა­ტა­რა მე­გობ­რებს უზი­ა­რე­ბენ.

ლე­ლა: „გერ­მა­ნი­ა­ში ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, სა­დაც ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს შე­უძ­ლი­ათ წას­ვ­ლა, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ე­რაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. მო­ხა­ლი­სედ ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია საცხოვ­რებ­ლით, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვით, ენის კურ­სე­ბი­თა და ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სამ­გ­ზავ­რო ბი­ლე­თით. ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ გა­რე­მო­ში მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, გა­ეც­ნონ და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას, შე­ეჩ­ვი­ონ, შე­ის­წავ­ლონ საქ­მე და რა თქმა უნ­და, შრო­მი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დ­ნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ისი­ნი ჩარ­თუ­ლი არი­ან, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით სრუ­ლი­ად ახალ ცხოვ­რე­ბას იწყე­ბენ გერ­მა­ნი­ა­ში.

„ცხოვ­რე­ბის შან­სი­დან“ 5 ახალ­გაზ­რ­და გა­ვუშ­ვით სხვა­დას­ხ­ვა გერ­მა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვან  ადა­მი­ა­ნე­ბად და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბად გრძნო­ბენ თავს, რაც, რა თქმა უნ­და, მათ ძა­ლი­ან აძ­ლი­ე­რებთ პი­როვ­ნუ­ლად და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებთ. 5-ივე გო­გო­ნამ, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, სწავ­ლა  გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რ­ძო. ერ­თი გო­გო­ნა კი, ერთ-ერთ გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში, გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლის მთა­ვარ მას­წავ­ლებ­ლად გა­ა­ფორ­მეს“.

♦ „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ მე­გო­ბა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი

2018 წლი­დან ასო­ცი­ა­ცია „ცხოვ­რე­ბის შან­ს­მა“ აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და­იწყო სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რ­დულ სახ­ლ­თან“. ამ­ჟა­მად „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სახ­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. სა­პატ­რი­არ­ქოს „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სახ­ლი“, ასე­ვე, ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და მა­სა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ლე­ლა: „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს. ჩვენ და­უც­ველ მო­ზარ­დებს ვთა­ვა­ზობთ ღია სივ­რ­ცეს, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ზრუ­ნა­ვენ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სახ­ლი“ ფი­ნან­სუ­რად გვეხ­მა­რე­ბა სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის სა­ჭი­რო მა­სა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მათ­თ­ვის ანაზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და­ში. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია და რი­სი უზო­მოდ მად­ლი­ერ­ნიც ვართ, ად­გი­ლი, სა­დაც „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, სა­პატ­რი­არ­ქოს კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა და უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მო ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, მივ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც, გერ­მა­ნე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია პრე­ზენ­ტა­ცი­ის დღე­ე­ბი, თან­ხის მო­ზიდ­ვის მიზნით. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვხვდე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პა­ტა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს – სკო­ლებს, ეკ­­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს – მრევლს… ასე რომ, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. დი­დი მად­ლო­ბა „ან­ტ­რეს“, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე ზრუ­ნავს ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბა­ზე.

მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ წელს, 4-6 კვი­რა, გერ­მა­ნი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­ვი­ა­რო პრაქ­ტი­კა. გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­ს­ტ­რი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­წე­რი­ლი აქვთ, პირ­ველ რიგ­ში, ხედ­ვა და დო­კუ­მენ­ტი თუ რო­გორ უნ­და იზ­რუ­ნოს ბავ­შ­ვებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ზე. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­შიც, 18 წლის ახალ­გაზ­რ­და ტო­ვებს ბავ­შ­ვ­თა სახლს, მაგ­რამ მას არ ტო­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, სა­ნამ არ გახ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ­თან ეს პრობ­ლე­მა ვე­რა და ვერ მოგ­ვარ­და. 18 წე­ლია, რაც გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვე­დი და ეს სა­კითხი კვლავ უც­ვ­ლელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფომ ვე­რას­დ­როს ვერ მო­ი­ცა­ლა სიღ­რ­მი­სე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, რომ ამ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რილ ბავშვს და­კარ­გუ­ლი აქვს სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ნდო­ბა. და­სა­ნა­ნია, რომ მათ­ზე ზრუნ­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის. მეს­მის, რომ ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რად დაუცველი ოჯა­ხია, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არ­სე­ბობს კომ­პ­ლექ­სუ­რი ხედ­ვა და რაც მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი. არა­და, ჩვენს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, რომ­ლე­ბიც ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რილ ბავ­შ­ვებ­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რად იმუ­შა­ვე­ბენ. ძა­ლი­ან ბევრ მო­დელს ვიც­ნობ გერ­მა­ნულს, ავ­ს­ტ­რი­ულს და ვცდი­ლობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­ვი­ტა­ნო“.

♦ მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ლე­ლა: „მუ­დამ ვფიქ­რობთ იმა­ზე თუ რა შევ­თა­ვა­ზოთ ახალ­გაზ­რ­დებს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ჩვენ­მა მო­ზარ­დებ­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­ის­წავ­ლონ, მა­თი დი­დი სურ­ვი­ლიც ეს არის, თუმ­ცა, ფი­ნან­სე­ბის სიმ­წი­რის გა­მო, ამ რე­სურ­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვერ ვა­ხერ­ხებთ. იმი­სათ­ვის, რომ მე­ტი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ ახალ­გაზ­რ­დებს, სა­ჭი­როა მე­ტი რე­სურ­სი გვქონ­დეს, რის­თ­ვი­საც ვი­სურ­ვებ­დი ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან თა­ნად­გო­მას და ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ინ­ტე­რე­სი. მო­ვიდ­ნენ, და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და ნა­ხონ რო­გორ ვმუ­შა­ობთ. იქ­ნებ ეს არ არის სწო­რი, ჩვენც გვჭირ­დე­ბა გვერ­დ­ში დგო­მა, გა­დამ­ზა­დე­ბა. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხომ ბევ­რი არ არის. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ „ცხოვ­რე­ბის შან­სი“, „ახალ­გაზ­რ­დულ სახ­ლ­თან“ ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მელ­მაც აიღო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რილ ბავ­შ­ვებს და­ა­ნა­ხოს მო­მა­ვა­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიძ­ლი­ე­რე… ვფიქ­რობ, ეს ბავ­შ­ვე­ბი, ამ ურ­თუ­ლეს გზა­ზე ნამ­დ­ვი­ლად მეტ ყუ­რადღე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ“.

♦ გზა, სა­დაც სი­ნათ­ლე და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია

ნია 16 წლი­საა, „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ მის­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ერ­თი სუ­ლი აქვს რო­დის მო­ვა ორ­შა­ბა­თი, რომ აქ მო­ვი­დეს, ბავ­შ­ვებ­თან მას­წავ­ლებ­ლებ­თან ისა­უბ­როს, ის­წავ­ლოს და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს. „ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ხა­რებს და მა­ბედ­ნი­ე­რებს, ამი­ტომ ვუ­წო­დებ „ცხოვ­რე­ბის შანსს“ ბედ­ნი­ე­რე­ბას“.

ნი­ნი 15 წლი­საა, მის­თ­ვის აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ყო­ველ­თ­ვის ენატ­რე­ბა ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მი­სი სა­კუ­თა­რი სახ­ლია: „თით­ქოს დი­დი ხა­ნია ვიც­ნობ ამ ადა­მი­ა­ნებს. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც, პრო­ფე­სი­ას­თან და საყ­ვა­რელ საქ­მეს­თან ერ­თად, ურ­თი­ერ­თო­ბებს ვსწავ­ლობ. მე აქ აღ­მო­მა­ჩი­ნეს, რის­თ­ვი­საც „ცხოვ­რე­ბის შან­სის“ მად­ლი­ე­რი ვარ“.

18 წლის გი­ორ­გის­თ­ვის „ცხოვ­რე­ბის შან­სი“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც მუ­დამ თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, აქ ის ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს სწავ­ლობს. ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მის­თ­ვის აქ შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბია: „ცხოვ­რე­ბის შან­ს­ში“ უამ­რა­ვი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, მათ­თან ერ­თად ვსწავ­ლობ კუ­ლი­ნა­რი­ას, მი­ნა­ზე და ხე­ზე მუ­შა­ო­ბას, ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბით ვხა­რობთ, ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ სი­ხა­რულს და ვუ­ლა­მა­ზებთ დღე­ებს“.

ასო­ცი­ა­­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის­თ­ვის, ლე­ლა ეხ­ვა­ი­ას­თ­ვის კი, „ცხოვ­რე­ბის შან­სი“, რომ­ლის ის­ტო­რია შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან იწყე­ბა, ერ­თი დი­დი გზაჯ­ვა­რე­დი­ნია, სა­დაც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ნათ­ლე და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები