სულო ბოროტო, ვინ მოგხმო ჩემად
წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება? |
ბოროტო სულო, ვინ მოგიხმო ჩემს წინამძღვრად, ჩემი გონების და სიცოცხლის აღმაშფოთებლად? სად წაიღე ჩემი სულის სიმშვიდე, რატომ მომიკალი ახალგაზრდის ბრმა (აქ: სასურველი) რწმენა? |
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას? თითქოს მომცემდი ამა სოფლად თავისუფლებას, ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი! | ამას ჰპირდებოდი ჩემს ცხოვრებასა, ახლგაზრდობას? თითქოს ამქვეყნად თავისუფლებას მომცემდი, ტანჯვებს შორის სიამესაც დამიგეგმავდი და ჯოჯოხეთს სამოთხედ გადამიქცევდი. |
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი? რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი? სად ხარ,
აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები, რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები? |
მითხარი, სად წავიდა საკვირველი დაპირება? რატო მომხიბლე, ამირიე წმინდა ზრახვები? სად ხარ, აღმაშფოთებელო, მიპასუხე, ნუ იმალები, რატომ დაიკარგა შენი მომაჯადოებელი ძალა? |
წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა! მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა! | დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა შენს დაპირებებს ბრმად ვენდობოდი, მსხვერპლად შემოგწირე ჩემი გულისთქმა. მას შემდეგ დავუკარგე ჩემს სულს მშვიდობა და ვერც ვნებათა ღელვა მიკლავს წყურვილს (აქ: სურვილს). |
განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო. ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი? ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი! | გადი ჩემგან, მაცთურო, ბოროტო სულო, რადგანაც ამ ქვეყნად დავრჩი უიმედოდ, მარტო. გონებით ურწმუნო, გულით მიუნდობელი, სულით დაუნდობელი ხარ და ვაი იმას, ვისაც შენი გამანადგურებელი ხელი შეეხება. |
მარიამ გრიგალაშვილი – თბილისის 186-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე