5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მე­ტად უნ­და ვა­ფა­სებ­დეთ დროს

spot_img
რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია კა­ტო მგე­ლა­ძე, ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი

თბი­ლი­სის 57-ე სა­ჯა­რო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბევ­რი კარ­გი პე­და­გო­გი მას­წავ­ლი­და. მათ­გან არა მხო­ლოდ ცოდ­ნა მი­ვი­ღე, არა­მედ მათ­მა თბილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და სიყ­ვა­რულ­მა ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სად­მი მტკი­ცე რწმე­ნა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. სკო­ლა­ში მი­ვეჩ­ვიე ყო­ველ­დღი­ურ შრო­მას, ვის­წავ­ლე სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა. ყვე­ლა სა­განს თით­ქ­მის ერთ დო­ნე­ზე ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­თე­მა­ტი­კა და ბი­ო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ბევ­რი სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე, სა­დაც 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ვი­რიცხე. ფსი­ქო­ლო­გი­ის შე­სავ­ლის გავ­ლის შემ­დეგ, ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი ფსი­ქო­ლო­გი­ით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­მო, რამ­დენ­ჯერ­მე სტი­პენ­დია მი­ვი­ღე, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. 5 სე­მეს­ტ­რი ვის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, შემ­დეგ კი ბერ­ლინ­ში გა­და­ვე­დი საცხოვ­რებ­ლად, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რის გა­მოც სწავ­ლა შევ­წყ­ვი­ტე.

ამ­ჟა­მად ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, რაც ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფრიდ­რიჰ ვილ­ჰელმ მე­სა­მემ და­ა­არ­სა 1809 წელს, 1949 წლი­დან მეც­ნი­ე­რე­ბის — ალექ­სან­დ­რე და ვილ­ჰელმ ჰუმ­ბოლ­დ­ტე­ბის სა­ხელს ატა­რებს. ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბერ­ლინ­ში უძ­ვე­ლე­სი და უდი­დე­სია. სხვა­დას­ხ­ვა დროს, აქ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, რო­მელ­თა შო­რის 29 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, ალ­ბერტ აინ­შ­ტა­ი­ნი, მაქს პლან­კი, ემილ ფი­შე­რი, რო­ბერტ კო­ხი და ა.შ. აქ ას­წავ­ლიდ­ნენ: გე­ორგ ფრიდ­რიხ ვილ­ჰემ ჰე­გე­ლი, ჰერ­მან ებინ­გ­ჰა­უ­სი, კურტ ლე­ვი­ნი, ვოლ­ფ­განგ კო­ლე­რი და სხვა­ნი.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა, უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. მა­შინ გერ­მა­ნუ­ლად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ვი­ცო­დი და რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო, რომ 2 წლის შემ­დეგ აქ სწავ­ლას შევ­ძ­ლებ­დი. ჰუმ­ბოლ­დ­ტ­ში სწავ­ლა ჩე­მი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა. ჩემს მე­უღ­ლე­სა და ოჯა­ხის წევ­რებს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმი­სათ­ვის, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ხე­ლი შე­მიწყ­ვეს.

გზა ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე

ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. 2018 წელს, რო­დე­საც ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 120 სტუ­დენ­ტი შე­ირ­ჩა — 4457 მსურ­ვე­ლი­დან. კონ­კურ­სის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი აბი­ტუ­რის (ატეს­ტა­ტის) ნი­შა­ნია. რო­გორც წე­სი, მა­ღალ აბი­ტუ­რის ნი­შანს ითხო­ვენ (2018 წელს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი აბი­ტუ­რის ნი­შა­ნი, რომ­ლი­თაც სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 1.2 იყო). ასე­ვე უცხო­ელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა უნ­და წა­რად­გი­ნონ გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი (TestDaf, DSH ან Goethe-Zertifikat C2,) და ცნო­ბა იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­დაც მა­ნამ­დე სწავ­ლობ­დ­ნენ (რა საგ­ნე­ბი აქვთ გავ­ლი­ლი, რამ­დე­ნი სე­მეს­ტ­რი აქვთ ნას­წავ­ლი, ნიშ­ნე­ბი და ა.შ).

სწავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე, უფა­სოა. სე­მეს­ტ­რ­ში ვიხ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით, 315 ევ­როს. ეს არ გახ­ლავთ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი. ამ თან­ხის დი­დი ნა­წი­ლით სტუ­დენ­ტუ­რი სამ­გ­ზავ­რო ბი­ლე­თის ხარ­ჯე­ბი იფა­რე­ბა. თუმ­ცა, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ბერ­ლინ­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ბევ­რი სტუ­დენ­ტი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ობს.

უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს DAAD-ის პროგ­რა­მა. და­მა­ტე­ბით, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სტი­პენ­დი­ე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი, მა­გა­ლი­თად, Deutschlandsstipendium, Abschlussstipendien fტr Studierende, Abschlussstipendien fტr internationale Studierende, მაგ­რამ მა­თი მო­პო­ვე­ბა ასეთ კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქარ­თულ და გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის

სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა თუ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ვერ გან­ვ­ზო­გად­დე­ბი. თუმ­ცა, ჰუმ­ბოლ­დ­ტის მა­გა­ლი­თით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტეტს ძა­ლი­ან მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს, სა­დაც სტუ­დენტს სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში აქ­ცენ­ტი, სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვებ­ზე კეთ­დე­ბა. ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე ის­წავ­ლე­ბა სტა­ტის­ტი­კა. ქარ­თულ სას­წავ­ლე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. გა­მოც­დე­ბიც უფ­რო რთუ­ლი გახ­ლავთ. ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ იწე­რე­ბა ლექ­ცი­ა­სა თუ სე­მი­ნარ­ზე დას­წ­რე­ბის ქუ­ლე­ბი, არ გვაქვს შუ­ა­ლე­დუ­რი გა­მოც­დე­ბი. ჩე­მი აზ­რით, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე ბერ­ლინ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­ვაც, ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა და სა­უ­კე­თე­სო ლექ­ტო­რე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ და მას­წავ­ლი­ან.

ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კაა. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად აღ­მოვ­ჩ­ნ­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში, რომ­ლის მსგავ­სიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ფილ­მებ­ში თუ მე­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და იქ მოწყო­ბი­ლი პა­ტა­რა სივ­რ­ცე, სა­დაც სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბია. ეს ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საა შექ­მ­ნი­ლი, რო­მელ­თაც პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი ჰყავთ. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მშვი­დად იმე­ცა­დი­ნონ, სა­ნამ ბავ­შ­ვე­ბი მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ად­გი­ლას თა­მა­შო­ბენ.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას (აუდი­ტო­რი­ა­ში) ანი­ჭებს. რა თქმა უნ­და, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. მე­ნატ­რე­ბა ის დრო, რო­დე­საც სა­ლექ­ციო დარ­ბაზ­ში, ჩემს კურ­სე­ლებ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ებს ვეს­წ­რე­ბო­დი და პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი გვქონ­და ლექ­ტო­რებ­თან. თუმ­ცა, მე პი­რა­დად, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. იმის გა­მო, რომ 4 წლის ბავ­შ­ვი მყავს, მუდ­მი­ვად დრო­ის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი­დი. ძა­ლი­ან დი­დი დრო მე­ხარ­ჯე­ბო­და სას­წავ­ლე­ბელ­ში სი­ა­რულ­ში. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, დავ­ზო­გო დრო და ენერ­გია.

რჩე­ვე­ბი უცხო­ეთ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის

საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წა­სულ ახალ­გაზ­რ­დებს მრა­ვა­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ. რთუ­ლია უცხო გა­რე­მო­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა უცხო ენა­ზე სწავ­ლა, რაც გა­ცი­ლე­ბით მეტ დრო­სა და ნე­ბის­ყო­ფას მო­ითხოვს, ვიდ­რე მშობ­ლი­ურ­ზე. თუმ­ცა, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა, ახა­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა თუ ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ამ გზა­ზე სწავ­ლობს ნამ­დ­ვილ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ვურ­ჩევ­დი, სა­ნამ სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­დოდ­ნენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად და­ე­უფ­ლონ იმ ენას, რო­მელ­ზე­დაც საზღ­ვარ­გა­რეთ უნ­და ის­წავ­ლონ. არ შე­ე­შინ­დეთ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის და მზად იყ­ვ­ნენ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თ­ვის.

გერ­მა­ნუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი და­საქ­მე­ბუ­ლია. ისი­ნი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბენ, არი­ან ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, უმე­ტე­სად ცხოვ­რო­ბენ მშობ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. ლექ­ცი­ა­ზე ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ლექ­ტო­რის­გან, დიდ დროს ატა­რე­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერს უთავ­სე­ბენ წვე­უ­ლე­ბებს, პარ­კ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა­სა თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­საც. ბევ­რი მათ­გა­ნი სპორ­ტი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი და იმე­დე­ბი

დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს გერ­მა­ნი­ა­ში მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა. ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, თუ გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჰუმ­ბოლ­დ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­შიც შე­მიწყობს ხელს. თუმ­ცა, ამ სა­კითხ­ზე ბევრს არ ვფიქ­რობ და მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ სწავ­ლა­ზე, ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე. ჩემ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაძ­ლევს.

შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა. მომ­წონს ქარ­თ­ვე­ლე­ბის ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა, გუ­ლი­ა­ნო­ბა, ტემ­პე­რა­მენ­ტი. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებს, აქა­უ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან, სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზი­ა­ნოა ადა­მი­ან­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა, რაც ქარ­თუ­ლი აღ­ზ­რ­დის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია; მომ­წონს, რომ გერ­მა­ნე­ლე­ბი მო­მა­ვალ თა­ო­ბას ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდი­ან; არ მიყ­ვარს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­დე­ბით კონ­ტექ­ს­ტ­ში რომ იცი­ან თქმა, ადა­მი­ა­ნის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ ზარ­მა­ციო. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მე­ტად ვა­ფა­სებ­დეთ დროს, ვი­ყოთ მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ოთ, თუ­კი არ დავ­ზო­გავთ თავს — ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ ჩვენს ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები