13 აპრილი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლე­ბელ­თა მას­შ­ტა­ბუ­რი ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია

spot_img
დო­დო ხა­ჩი­ძე
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს მი­ეძღ­ვ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა მას­შ­ტა­ბუ­რი ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც 2023 წლის 3 ივ­ნისს ჩა­ტარ­და ტუ­რის­ტულ „მწვა­ნე ქა­ლაქ“ წყალ­ტუ­ბო­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით – „და­ი­ცა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი“!

კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის (გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი – მა­რი გე­თი­აშ­ვი­ლი) და წყალ­ტუ­ბოს ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი – ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე) ორ­გა­ნი­ზე­ბით.

სი­ა­მოვ­ნე­ბით გვინ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში 150-ზე მე­ტი პე­და­გო­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­დან, ასე­ვე ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა პროფ­კავ­ში­რის, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ტრე­ნე­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, სა­პა­ტიო სტუ­მა­რი, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი­სა და ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნარ­კ­ვე­ვე­ბის ავ­ტო­რი, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ის ორ­გ­ზის ლა­უ­რე­ა­ტი, მწე­რა­ლი გი­ვი ჩიღ­ვი­ნა­ძე.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სიტყ­ვით მი­მარ­თა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვარ როლ­ზე ისა­უბ­რა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, გე­ნა­დი ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტ „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლის“ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია გა­აც­ნო პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფონდ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რან­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ქე­თე­ვან კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

მწე­რალ­მა გი­ვი ჩიღ­ვი­ნა­ძემ, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში ქარ­თუ­ლი ენის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში სტუმ­რობ­და წყალ­ტუ­ბოს ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლას, სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძეს­თან ერ­თად, ამა­ვე სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელ დო­დო ხა­ჩი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ისა­უბ­რა სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის როლ­ზე გა­აზ­რე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კარგ მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში, პე­და­გო­გებს დაჰ­პირ­და, რომ თა­ვის კო­ლე­გა ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძეს­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლებ­და მათ­თან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კარგ მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

წარ­მა­ტე­ბულ­მა პე­და­გო­გებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის, პროგ­რა­მე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სიტყ­ვით გა­მო­ვი­და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, პროფ­კავ­ში­რე­ბის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვი­სათ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მა­რი­ამ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, გე­ნა­დი ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს, რო­მელ­მაც წყალტუბოს მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერიის სა­ხე­ლით გა­დაწყ­ვი­ტა, ფუ­ლა­დი ჯილ­დო, 500 ლა­­რი, გა­და­ე­ცა მის­თ­ვის. ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თუ­ლ­-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა „პროგ­რე­სის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ნა­თია კი­ლა­ძეს ანაზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბის­თ­ვის. აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რომ მა­რი­ა­მი მა­თი სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რი­ყო.

ბო­ლოს ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი გე­თი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 5 აგ­ვის­ტოს წყალ­ტუ­ბო კვლავ უმას­პინ­ძ­ლებს მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ხუ­თას პე­და­გოგს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას დი­დი ოვა­ცი­ით შეხ­ვ­და დარ­ბა­ზი. სტუმ­რებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს შეხ­ვედ­რა სა­უ­კე­თე­სო იყო მო­ნა­ცემ­თა გე­ნე­რი­რე­ბის, ანა­ლი­ზი­სა და აზ­რ­თა გაც­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სით.

კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ. იმა­ვე დღეს, „მწვა­ნე ქა­ლაქ­ში“ ჩა­მო­სუ­ლი პე­და­გო­გე­ბი, წყალ­ტუ­ბოს მე­რის ხელ­შეწყო­ბით, წყალ­ტუ­ბოს ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს გა­ეც­ვ­ნენ და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ლო­კა­ცია – „თეთ­რა მღვი­მე“ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები