23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ასი კითხვა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“

spot_img

 

  1. ვინ არის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი?
  2. რომელი ჟანრის ნაწარმოებია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“?
  3. რას ადარებს ავტორი ბრძნად მეტყველებას?
  4. რას ადარებს ავტორი დუმილს?
  5. რას ნიშნავს სიტყვა „სიჩჩო“?
  6. როგორი ეპითეტებით ამკობს ავტორი გრიგოლს?
  7. რომელს ანიჭებს უპირატესობას გიორგი მერჩულე, დუმილს, თუ ბრძნად მეტყველებას?
  8. რა შესთავაზეს ახალგაზრდა გრიგოლს?
  9. როგორი იყო გრიგოლის პასუხი შემოთავაზებაზე?
  10. რატომ უსვამს ავტორი ხაზს გრიგოლის მშობლების მართლმორწმუნეობას?
  11. რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ადარებს ავტორი გრიგოლს?
  12. როგორ ახასიათებს ავტორი ნერსე ერისთავს?
  13. როგორ ახასიათებს ავტორი გრიგოლ ხანძთელს?
  14. თქვენი აზრით, რას ნიშნავს „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“?
  15. რა მიუთითებს გრიგოლის თავმდაბლობაზე?
  16. როგორ მოიქცა გრიგოლი, როდესაც მისმა უარმა არ გაჭრა?
  17. ვინ გაჰყვა გრიგოლს?
  18. რა ერქვა იშხნის ეპისკოპოსს, რომელიც გრიგოლთან ერთად წავიდა?
  19. როგორ გესმით სიტყვა „უზეშთაესი“?
  20. რა გადაწყვიტეს გრიგოლის მშობლებმა და ახლობლებმა?
  21. რამ შეაშფოთა გრიგოლი, როცა მას მღვდლად კურთხევა შესთავაზეს?
  22. შეეშინდა თუ არა გრიგოლს შემოთავაზების?
  23. რა მოტივით წავიდა გრიგოლი?
  24. სად წავიდნენ გრიგოლი და მისი თანამოძმენი?
  25. ვინ ითხოვა კურთხევა გრიგოლისგან?
  26. ვინ იყო ხუედიოსი?
  27. სად დაიწყო პირველად გრიგოლმა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა?
  28. როგორ აშენებდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს?
  29. ჰქონდათ თუ არა ბერებს საკმარისი რესურსი?
  30. ვის ეკუთვნოდა ხანზთის მონასტრის აშენების იდეა?
  31. რა პირობებში შენდებოდა ხანძთის მონასტერი?
  32. ვინ სეუწყო ხელი მატერიალურად ეკლესია-მონასტრების მშენებლობას?
  33. როგორ გესმით „მუნთქუესვე“?
  34. ვინ არის გაბრიელ დაფანჩული?
  35. ვინ გამოჩნდა ხანძთაელი მამების გვერდით?
  36. ვინ არის დედათა მონასტრის წინამძღოლი?
  37. რა საერთო თვისებები აქვთ დედა ფებრონიასა და გრიგოლ ხანძთელს?
  38. სად წარმოაჩენს ავტორი რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია?
  39. რა მსგავსებაა მარტვილებსა და ბერ-მონაზვნებს შორის?
  40. რომელს ანიწებს ავტორი უპირატესობას, ბერ-მონაზვნების რვაწლს, თუ მარტვილთა გამძლეობას?
  41. ჰქონდა თუ არა აუცილებელი პირობა გრიგოლის „ძმობის“ წევრობას?
  42. როგორი უნდა ყოფილიყო ტაძრის ნამდვილი წინამძღოლი?
  43. დაუახლოვდა თუ არა გრიგოლი გაბრიელ დაფანჩულს?
  44. როგორია გაბრიელის დამოკიდეულება გრიგოლისადმი?
  45. რა აძლევს ძალას ბერებს, რომ ურთულეს დაბრკოლებები გადალახონ?
  46. რატომ ეხმარება გაბრიელ დაფანჩული გრიგოლსა და სხვა მამებს?
  47. როგორ ეპყრობა გაბრიელ დაფანჩული გრიგოლ ხანძთელს?
  48. დაფანჩულის რა ადამიანური თვისება ვლინდება მისი საქციელით?
  49. არის თუ არა გაბრიელ დაფანჩული ღვთისმოშიში?
  50. როგორი ურტიერთობაა საერო და სასულიერო პირებს შორის?
  51. რით გამოხატავს ავტორი საერო პირთა დიდ პატივისცემას, სასულიერო პირებისადმი?
  52. როგორი დამოკიდებულება აქვთ ეკლესიის მიმართ აშოტ კურაპალატსა და მის შვილებს?
  53. როგორ გესმით სიტყვა „საჩინოი“?
  54. როგორ გესმით „დიდი ქუეყანაი ვლო“?
  55. იყო თუ არა ზენონი შეძლებული?
  56. რატომ სურდა ზენონს ბერობა?
  57. ტექსტის მიხედვით როგორ პერსონაჟად გვევლინება ზენონი?
  58. თვლის თუ არა ზენონი თავს დამნასავედ?
  59. დგება თუ არა ზენონი არჩევნის წინაშე?
  60. როგორ იქცევა ზენონი?
  61. ნაწარმოებში ვისი სიმბოლოა „მწყემსი კეთილი“?
  62. როგორ გესმით „ცხოვარი ქრისტესი“?
  63. როგორია გრიგოლ ხანძთელის დამოკიდებულება ბერძნული ეკლესიის მიმართ?
  64. როგორი სამონასტრო წესები დაადგინა გრიგოლმა?
  65. როგორ გესმით სიტყვა „ესრეთ“?
  66. სად „გაეპარნენ“ გრიგოლს თანამოძმენი?
  67. რას უწოდებს გრიგოლი ერთგულ თანამოძმეებს?
  68. ვინ მიიღო თეოდორე და ქრისტეფორე დიდი პატივით?
  69. რატომ არ წაიყვანეს არსენი აფხაზეთში?
  70. რა არის თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის მიზანი?
  71. რატომ უმალავს გრიგოლს აფხაზთა მეფე თეოდორესა და ქრისტეფორეს?
  72. როგორ აღწერს ავტორი ტაო-კლარჯეთს?
  73. როგორ გესმით სიტყვა „მრწემი“?
  74. რა შეცდომა დაუშვა ბაგრატ კურაპალატმა?
  75. რა იყო „საწელიწადო იადგარი“?
  76. რა უთხრა გრიგოლმა „სიძვიის დიაცს“?
  77. მართალი იყო, თუ არა „სიძვის დიაცი“?
  78. როგორ გესმით „კათალიკოზ იქმნა“?
  79. როგორი ურთიერთობა აქვთ არსენსა და ეფრემს?
  80. როგორი პოზიცია აქვს გრიგოლს არსენის კათალიკოსად კურთხევასთან დაკავშირებით?
  81. როგორია ეფრემის პოზიცია?
  82. როგორ გესმიტ „კეთილად ცხოვნდებოდა“?
  83. რა შეცდომა დაუსვა აშოტ კურაპალატმა?
  84. ვინ გაიგო აშოტის შეცდომის შესახებ?
  85. ამართლებთ თუ არა გრიგოლის საქციელს?
  86. დაკარგა თუ არა აშოტმა მეფის სახე?
  87. როგორ ცდილობს აშოტი „სიძვის დიაცის“ დაბრუნებას?
  88. როგორ გადმოგვცემს ავტორი აშოტის სულიერ მდგომარეობას?
  89. რატომ გაეყარა ადარნასე ცოლს?
  90. გამოიღო თუ არა გრიგოლის მხილებამ შედეგი, ადარნასეს შემთხვევაში?
  91. რას ამბობდნენ ზენონზე გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ?
  92. როგორ გესმით „ამბორის-ყოფა მისცა“?
  93. რას ნისნავს სიტყვა „მერჩულე“?
  94. რა მოხდა გრიგოლ ხანზთელის გარდაცვალების შემდეგ?
  95. რა დადებითი ჰქონდა გრიგოლის მოღვაწეობის პერიოდს?
  96. როგორ გესმით „არრარა ხილვად-უც“?
  97. რა იყო გრიგოლის მთავარი მიზანი?
  98. იქცა თუ არა გრიგოლი მაგალითად სხვა მამებისთვის?
  99. როგორ შეაფასებდით გრიგოლის საქციელს მეფეებთან მიმართებაში?
  100. ჰქონდა თუ არა მარტვილებზე დიდი ღვაწლი გრიგოლს?

მარიამ ჩაჩანიძე

სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები