16 მაისი, ორშაბათი, 2022

ავერეტის საავიაციო უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი

spot_img
ავერეტის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი რატი ზედგინიძე
რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე და­ბა ას­პინ­ძის სკო­ლის 2017 წლის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. XIIბ კლა­სის მოს­წავ­ლემ TOEFL-ის და SAT-ის გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კერ­ძოდ, ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ დენ­ვი­ლის AVERETT-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რა­ტი, რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე, 20 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რით და­ფი­ნან­ს­და, რაც ოთხი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 80 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რა­ტი ზედ­გი­ნი­ძის სწავ­ლა სრუ­ლად და­ფი­ნან­ს­დე­ბა.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 17 წლის რა­ტის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, ოც­ნე­ბა კი პი­ლო­ტო­ბა გახ­და, მას შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ავი­ა­ცი­ას და­უ­კავ­ში­რა. ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებ­და და კითხუ­ლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ავი­ა­ცი­ის, მფრი­ნა­ვე­ბი­სა და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო იხ­სე­ნებს, თუ რამ­დენ­ჯერ შე­უ­ნიშ­ნავს რა­ტი დას­ვე­ნე­ბა­ზე, სკო­ლის დე­რე­ფან­ში, გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით ჩა­იქ­რო­ლებ­და და ამით თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. სულ მფრი­ნა­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, სხვა არა­ფე­რი უნ­დო­და. ოც­ნე­ბა რომ რე­ა­ლო­ბად ექ­ცია, არაერ­თი რთუ­ლი ეტა­პი უნ­და გა­ევ­ლო. პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შრო­მა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა უძღო­და წინ. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი რა­ტიმ ფოს­ტით წე­რი­ლი მი­ი­ღო:
ახ­ლა თქვე­ნი დროა
ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი — და­არ­ს­და 1859წ.
27 მარ­ტი, 2017 წე­ლი
რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე, ას­პინ­ძა, სა­ქარ­თ­ვე­ლო
„ძვირ­ფა­სო რა­ტი,
გი­ლო­ცავთ! ჩვენ გიწ­ვევთ თქვენ, რა­თა შე­მო­უ­ერ­თ­დეთ ჩვენს აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ჩა­რიცხ­ვა Averett-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ფე­ხი ავე­რე­ტის 2021 წლის სას­წავ­ლო კურ­ს­ზე!
ასე­ვე ჩვენ სი­ა­მა­ყით გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­ტი­პენ­დიო კო­მი­ტე­ტის კარგ რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან ერ­თად, თქვენ და­ჯილ­დოვ­დით პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ით, რო­მელ­საც 2017-2018 წლებ­ში მი­ი­ღებთ. თქვე­ნი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღებთ 20 000 დო­ლარს ყო­ველ წელს, 80 000 დო­ლარს — 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­ნახ­ლ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, მყა­რად იდ­გეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სრუ­ლი სტა­ტუ­სი და მი­აღ­წი­ოთ აკა­დე­მი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე.
ეს არის ბრწყინ­ვა­ლე დრო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ჩვენც ასე­ვე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ იმის ცოდ­ნით, თუ რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­სარ­გებ­ლო და სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ თქვენ გაქვთ დი­დი ოც­ნე­ბე­ბი და ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისი­ნი მო­მა­ვალ­ში. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა კურ­სებს, ყუ­რადღე­ბი­ან პრო­ფე­სო­რებ­სა და აკა­დე­მი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ზე. ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ, ააშე­ნოთ ფუნ­და­მენ­ტი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც არ უნ­და წა­გიყ­ვა­ნოთ ცხოვ­რე­ბამ.
ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი რამ ხდე­ბა და ჩვენ გვინ­და, რომ იყოთ ჩვე­ნი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც თქვენ ფეხს შე­მოდ­გამთ კამ­პუს­ში, მა­შინ­ვე აღ­მო­ა­ჩენთ თუ რო­გო­რი ძლი­ე­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს ჩვენ აქ და ნა­ხავთ, რო­გორ იღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ზე სწავ­ლე­ბის დაწყე­ბი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე და შემ­დე­გაც. ალ­ბათ ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ასა­ხე­ლე­ბენ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს მუდ­მი­ვად რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კო­ლე­ჯე­ბის (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის) ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის.
გი­ლო­ცავთ რა­ტი, და კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რ­ძა­ნე­ბა ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ — ჯო­ელ ნეს­ტე­რი
რა­ტის, Averett-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­ვის­ტო­ში ელი­ან, სა­დაც ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის დამ­ტ­კი­ცე­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბის შეს­წავ­ლა მო­უ­წევს. სულ მა­ლე იგი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ტო­ვებს და ძა­ლი­ან შორს, ოკე­ა­ნის გაღ­მა, მიზ­ნე­ბის და ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და იმ სტუ­დენ­ტე­ბის გვერ­დით და­ი­კა­ვებს სა­პა­ტიო ად­გილს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ.
რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე: „ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და მფრი­ნა­ვი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, ჩე­მი სახ­ლის აივ­ნი­დან სა­ჰა­ე­რო დე­რე­ფა­ნი ჩანს, სა­ღა­მო­ო­ბით ვი­ჯე­ქი აივან­ზე და ცას შევ­ყუ­რებ­დი, სიყ­ვა­რუ­ლით ვა­ყო­ლებ­დი თვალს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს და ვოც­ნე­ბობ­დი მფრი­ნა­ვო­ბა­ზე. ინ­ტერ­ნე­ტით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ვი­დე­ო­ებს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ვეც­ნო­ბო­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას მფრი­ნა­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და და უფ­რო და უფ­რო მე­მა­ტე­ბო­და ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ ოც­ნე­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი, ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო კარ­გად მეს­წავ­ლა! ამი­ტო­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვუ­მა­ტე სწავ­ლას და ხა­რის­ხიც გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სე. რო­დე­საც გა­და­ვე­დი მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში და­ვიწყე ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე, რაც მჭირ­დე­ბო­და იმის­თ­ვის, რომ ამე­რი­კა­ში მეს­წავ­ლა. ინ­გ­ლი­სუ­რის შეს­წავ­ლა თით­ქ­მის ნუ­ლი­დან და­ვიწყე. მარ­თ­ლაც დღე და ღა­მე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და 10 თვე­ში ინ­გ­ლი­სურ ენას იმ დო­ნე­ზე და­ვე­უფ­ლე, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში შევ­ძე­ლი TOEFL-ის და SAT-ის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თის ხუთ სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­ზავ­ნე, ხუ­თი­ვე­დან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ავე­რე­ტის­გან მი­ვი­ღე, რად­გან და­ფი­ნან­სე­ბა ხელს მიწყობ­და და პი­ლო­ტის პროგ­რა­მა­ზეც შე­მეძ­ლო სწავ­ლა, ამი­ტომ ავირ­ჩიე ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. რო­გორც ვი­ცი, ამ მხრივ, ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამე­რი­კა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ა­ვი­ა­ციო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და 1859 წელს. მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ულამაზესი შენობა, კამ­პუ­სი, უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებული სპორ­ტუ­ლი მო­ედნები. ჩე­მი მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბაა ჩე­მი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით შე­მო­ვუფ­რი­ნო მსოფ­ლი­ოს.
ჩემ­მა მშობ­ლებ­მა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რის­კი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მხა­რი უპი­რო­ბოდ და­მი­ჭი­რეს. მათ­თან ერ­თად, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს პე­და­გო­გებს და გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­რი­გე­ბელს თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. ისი­ნი მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­მოც­დებ­ზე მივ­დი­ო­დი. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სად სწავ­ლობ — თბი­ლის­ში, ასპინ­ძა­ში თუ სხვა, რო­მე­ლი­მე სოფ­ლის სკო­ლა­ში, მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლი მე­გო­ნა ას­პინ­ძი­დან სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში თუ წა­ვი­დო­დი. ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი და მით უმე­ტეს პირ­ვე­ლი ას­პინ­ძე­ლი ვიქ­ნე­ბი (რო­გორც ვი­ცი, იქ არ არი­ან ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი), ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის და­ვიწყებ სწავ­ლას. გპირ­დე­ბით, იქაც კარ­გად ვის­წავ­ლი და ვა­სა­ხე­ლებ ჩემს პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს.“
კლა­რა ზედ­გი­ნი­ძე, და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „რა­ტის წარ­მა­ტე­ბამ ყვე­ლა ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა, მე მას ის­ტო­რი­ას ვას­წავ­ლი­დი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე მოს­წავ­ლე იყო. ბავ­შ­ვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, მფრი­ნა­ვი გამ­ხ­და­რი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­თე კლას­ში მო­უ­მა­ტა სწავ­ლას. მან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და და­სა­ხულ მი­ზან­საც მი­აღ­წია — რა­ტიმ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო.არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კლას­ში, სა­დაც რა­ტი სწავ­ლობ­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დი გვყავ­და — 4 ოქ­როს და 2 ვერ­ცხ­ლის მედ­ლის კან­დი­და­ტი. სკო­ლა­ში გვყავს „ეტა­ლონ­ში“გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბავ­შ­ვე­ბი დიდ წვლილს შე­ი­ტა­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.
რა­ტის იმი­თაც გა­უ­მარ­თ­ლა, რომ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი და კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც მუ­დამ გვერ­დ­ში ედ­გ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­ტის დე­და და ბე­ბია ჩვე­ნი სკო­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი არი­ან. ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის 50 პრო­ცენ­ტი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ რა­ტიმ სკო­ლა ასა­ხე­ლა, ის და­ბა ას­პინ­ძის სკო­ლის პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ამე­რი­კის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. ას­პინ­ძის სკო­ლის სა­ხე­ლით, ვუ­ლო­ცავ რა­ტის სტუ­დენ­ტო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ“.
ნი­ნო სახ­ვა­ძე-ლო­ლა­ძე, და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „რა­ტის წარ­მა­ტე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, რად­გან ის ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ყო­ველ­თ­ვის იყო ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, იყო მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი. შვი­დი წე­ლი ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი მის კლასს, 25 მოს­წავ­ლი­დან რა­ტი ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე იყო, ამავ­დ­რო­უ­ლად ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი. ძა­ლი­ან ბევრს კითხუ­ლობ­და რო­გორც მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ისე დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, შემ­დეგ ამა­ზე ბევრს ვსა­უბ­რობ­დით. ოც­ნე­ბობ­და ავი­ა­ცი­ა­ზე, სხვა არა­ფე­რი უნ­დო­და. ბევ­რ­ჯერ შე­მიმ­ჩ­ნე­ვია დას­ვე­ნე­ბა­ზე, დე­რე­ფან­ში, ხე­ლებს გაშ­ლი­და და გა­იქ­ცე­ო­და, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. ვა­მა­ყობ რა­ტის წარ­მა­ტე­ბით და მა­ი­მე­დებს ის, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და თა­ვის ნიჭს, ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ახ­მარს ჩვენს ქვე­ყა­ნას“ .
ლე­ლა ტა­ბა­ტა­ძე,და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „რა­ტი ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­თე კლას­ში მო­უ­მა­ტა სწავ­ლას, სა­ოც­რად შე­იც­ვა­ლა, და­ვა­ლე­ბას რა­საც ვაძ­ლევ­დი ორ­ჯერ უფ­რო მე­ტი მა­სა­ლა მოჰ­ქონ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად ფლობს ინ­გ­ლი­სურ ენას, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და­ზე ათი­ა­ნი მი­ი­ღო, მე­ა­თე კლა­სი­დან მიზ­ნად და­ი­სა­ხა, ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ზე, ამ­ბობ­და, თუ მოვ­ხ­ვ­დე­ბი იქ, გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სწავ­ლას, თუ არა­და, სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მჯე­რა, რა­ტი, კი­დევ უფ­რო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს და გვა­სა­ხე­ლებს.“
მაია სუ­ა­რი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „რა­ტიმ, ნამ­დ­ვი­ლად და­ამ­ტ­კი­ცა, მეს­ხი სწავ­ლით რომ არის ქე­ბუ­ლი. მას ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა სჭირ­დე­ბო­და. გა­მოც­და­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე და­წე­რა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლით ფას­დე­ბო­და და მი­ი­ღო კი­დეც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა. მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა მარ­ც­ვა­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მეც ჩავ­დე. რა­ტი თავ­მ­და­ბა­ლი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მჯე­რა, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი გახ­დე­ბა.“
მოამზადა მაკა ყიფიანმა

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები