26 აპრილი, პარასკევი, 2024

უკუს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, იმა­ვე შე­მარ­თე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწყე

spot_img

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რ­მა, ნი­ნო კა­პერ­ს­კიმ, კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის“ ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით, გა­მარ­თა მას­ტერ­კ­ლა­სი თე­მა­ზე: „სსსმ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი და მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი“.

მე-200 სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს, მუ­შა­ო­ბის 11-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნი­ნოს გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, მას­წავ­ლებ­ლად მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლა­ში და­ეწყო მუ­შა­ო­ბა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ იქ უფ­რო სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში. „ერთ-ერთ გა­ზეთ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე გან­ცხა­დე­ბა, რომ ეძებ­დ­ნენ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე წა­ვე­დი სვა­ნეთ­ში. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წე­ლი ჩემ­თ­ვის სა­ო­ცარ მო­გო­ნე­ბე­ბად იქ­ცა. შემ­დეგ გაჩ­ნ­და პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ და, რა თქმა უნ­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე პროგ­რა­მა­ში. ხუ­ლო­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, რომ უნებ­ლი­ედ, კარ­გი მო­დე­ლი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რომ გო­გო­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ეშ­ვათ (იქ გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის თე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია). მე რომ მხე­დავ­დ­ნენ, ამ­ბობ­დ­ნენ, ჩვენც გვინ­და, ჩვე­ნი შვი­ლი ნი­ნო­სა­ვით სუფ­თად მი­ვი­დეს სამ­სა­ხურ­ში და ჩვენ­სა­ვით ყა­ნა­ში არ მო­უ­წი­ოს მუ­შა­ო­ბაო. სა­მი წე­ლი ვი­მუ­შა­ვე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პა­ტა­რა წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნე მათ გა­ნათ­ლე­ბა­ში — მე­ტიც, ეს ჩემ ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია. ერ­თ­მა ისეთ­მა ოჯახ­მა გა­უშ­ვა გო­გო­ნა სას­წავ­ლებ­ლად, რომ მათ­თ­ვი­საც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა. დღეს ეს გო­გო­ნა ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.“ — გვი­ამ­ბობს ნი­ნო.

ამის შემ­დეგ, ნი­ნოს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა გაჩ­ნ­და, რო­მელ­მაც მე- 200 სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა. „ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მოს­ვ­ლა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი იყო და ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლისთ­ვის, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თ­თან მუ­შა­ო­ბა და მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამ მი­მარ­თ­ულე­ბით დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნდა, მხო­ლოდ ტრე­ნინ­გი გავ­ი­არე. თი­თო სსსმ მოს­წავ­ლე ხუ­ლო­შიც და სვა­ნეთ­შიც მყავ­და, თუმ­ცა, რომ გითხ­რათ, რომ მა­შინ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და მო­გატყუ­ებთ. მაგ­რამ ეს იყო რა­ღაც ში­ნა­გა­ნი სურ­ვი­ლი, რომ სსსმ ბავ­შ­ვე­ბი ჩა­მერ­თო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და ამის­თ­ვის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი მო­მე­ძებ­ნა. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რა შე­ეძ­ლოთ, რა და­ვა­ლე­ბა მი­მე­ცა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა სპეც­ს­კო­ლა­ში მუ­შა­ო­ბი­სას. შემ­დეგ მა­გის­ტ­რა­ტუ­რის ფარ­გ­ლებ­ში გა­ვი­ა­რე ერთ-ერ­თი სა­გა­ნი სსსმ მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ახ­ლა მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვარ, თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ვკითხუ­ლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვეც­ნო­ბი სი­ახ­ლე­ებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რ გა­ნათ­ლე­ბაზე. სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ბევრ შრო­მა­სა და მოთ­მი­ნე­ბას მო­ითხოვს, ამას­თან ერ­თად, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყო შე­უ­პო­ვა­რი, არ და­ნებ­დე და უკუს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, იგი­ვე შე­მარ­თე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწყე.“

ნი­ნო კა­პერ­ს­კი სწავ­ლე­ბი­სას მთა­ვარ აქ­ცენტს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე აკე­თებს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ, რო­ცა კლას­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლე არ არის ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვე­ბი სწო­რედ მა­შინ იჩენს თავს, ჩარ­თუ­ლო­ბა კი უნ­და მო­ა­ხერ­ხო მათ­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

„რო­ცა მე­კითხე­ბი­ან, სად სჯობს, რომ სსსმ მოს­წავ­ლემ მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა — სპეც­ს­კო­ლა­ში თუ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში? ვპა­სუ­ხობ— სპეც­ს­კო­ლა­ში. რა თქმა უნ­და, ზო­გა­დად, მომ­ხ­რე ვარ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის, რად­გან აქ უფ­რო ად­ვი­ლად ხდე­ბა მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, სპეც­ს­კო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ზუს­ტად იცის ან ხვდე­ბა რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს, რა უნ­და გა­ა­­კე­თოს მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, ეს იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ ვერ პა­სუ­ხობს გა­მოწ­ვე­ვებს — შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ რო­გორც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არქო­ნა­ზე, ისე შიშ­ზეც, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ.“

გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ყველ­ზე დიდ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ქმნის ის, რომ ჩვენ­თან სსსმ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „შე­სა­ბა­მი­სად, ეს ბევრ ისეთ საქ­მეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, რა­საც სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის. მა­გა­ლი­თად, დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის — სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მის შედ­გე­ნა და შემ­დ­გომ სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბა. რო­ცა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობ და ერ­თი ასოს შეს­წავ­ლა­ზე შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი წე­ლი და­ხარ­ჯო, რა მი­ზანს უნ­და მი­აღ­წიო თვე­ში ერ­თხელ გან­ხი­ლუ­ლი თე­მით? ფუ­ჭია ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბის იმ საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბა, რა­საც არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, თუნ­დაც, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყ­ვე­ლა და­ვა­ლე­ბის ანა­ლიზს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში ინა­ხე­ბა. ასე­ვე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და დე­ტა­ლუ­რად იწე­რე­ბა რო­გორ მი­აღ­წია ან ვერ მი­აღ­წია მოს­წავ­ლემ მი­ზანს.

ესგ-ს ჯგუ­ფის ფარ­გ­ლებ­ში, ვაწყობთ შეხ­ვედ­რებს და ვა­ა­ნა­ლი­ზებთ მი­ზე­ზებს — მიზ­ნის ვერ მიღ­წე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში იყო თუ არა აქ­ტი­ვო­ბის პრობ­ლე­მა, ან რთუ­ლი მი­ზა­ნი ხომ არ იყო და­სა­ხუ­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არაფ­რის მომ­ცე­მია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის ანა­ლი­ზი, რად­გან ისე­დაც ვი­ცით კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ხე­ლახ­ლა გა­და­გაქვს ერ­თი ­და ­ი­გი­ვე ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის დო­კუ­მენ­ტ­ში. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩა­მოგ­ვ­შორ­დეს იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა, რა­საც სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, ისე­დაც ბევ­რი სა­წე­რი და სა­მუ­შაო გვაქვს.“

სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბა სქე­მის ფარ­გ­ლებ­შიც — „გვი­ჭირს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა, რად­გან არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­შიც გვა­ფერ­ხებს. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბ­ლის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბაა. სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, უფ­რო სწო­რად — შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მათ არ აქვთ ის უნა­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რაც სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. ჩვენ ასეთ ბავ­შ­ვებ­თან ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? სა­ვა­რა­უ­დოდ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სქე­მა, გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბიც უნ­და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს არ­სე­ბუ­ლი რუბ­რი­კე­ბი­სგან. ამ სქე­მა­ში არ მო­ი­აზ­რე­ბი­ან სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ მო­ვი­აზ­რე­ბით საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არ არის მორ­გე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მის აღ­წე­რი­ლო­ბა მთლი­ა­ნად ეთ­მო­ბა მოს­წავ­ლის მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. რად­გან შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის მოქ­ნი­ლო­ბა არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ჩვენს სპე­ცი­ფი­კას­თან, ამ კრი­ტე­რი­უ­მის შე­ფა­სე­ბი­სას პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგე­ბი­ან შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბიც, არ იცი­ან, რა ქუ­ლა და­წე­რონ.“

ნი­ნო კა­პერ­ს­კიმ, სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის 5-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რთუ­ლი ქცე­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ამ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ტექ­ნი­კა­ზე, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვის დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ დე­ტა­ლებ­ზე. გა­ნი­ხი­ლა აქ­ტი­ვო­ბე­ბი და რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლე­თა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და რთუ­ლი ქცე­ვის შემ­ცი­რე­ბას. მას 87-ვე მოს­წავ­ლის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა, ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­უგ­როვ­და, მაგ­რამ კო­ლე­გებს ურ­ჩევს, რომ წი­ნა წელს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბები მომ­დევ­ნო წელს ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ, რად­გან სულ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ჩნდე­ბა და მოს­წავ­ლეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა — მას ერ­თი და იგი­ვე აქ­ტი­ვო­ბაც ბეზ­რ­დე­ბა და და­ვა­ლე­ბაც.

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი კო­ლე­გებს

* იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლი­სთ­ვის შე­არ­ჩი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბის სტრატე­გია, რე­სურ­სი თუ აქ­ტი­ვო­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფლობ­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის, კოგ­ნი­ტუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი, მსხვი­ლი თუ ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის შე­სა­ხებ. კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­გა­ლით­ზე, გან­ვი­ხი­ლავ თუ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლონ თუ რო­გორ არის ინ­გ­ლი­სუ­რად მზი­ა­ნი ამინ­დი. აქ­ტი­ვო­ბა იმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის შე­ვარ­ჩიე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყუ­რადღე­ბის დიდ­ხანს, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 წუ­თი კონ­ცენ­ტ­რა­ცია ერ­თი­ და­ ი­მა­ვე აქ­ტი­ვო­ბა­ზე. მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ან გა­მოჭ­რი­ლი დე­ტა­ლე­ბის და­ჭე­რა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თე­ბით აღე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­სი თი­თე­ბის მოქ­ნი­ლო­ბის ზრდას, რი­სი სა­ჭი­რო­ე­ბაც აქვს. შემ­დ­გომ, ეს მოქ­ნი­ლო­ბა შექ­მ­ნის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­გო­რიც არის თას­მე­ბის, ღი­ლე­ბის შეკ­ვ­რა, კალ­მის და ფან­ქ­რის სწო­რად ჭე­რა, ასე­ვე და­ნა-ჩან­გ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

* თუ მოს­წავ­ლე ხში­რად ამ­ბობს უარს აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მი­სი ინ­ტე­რე­სი — მა­გა­ლი­თად, თუ უყ­ვარს ფე­რა­დი ქა­ღალ­დის დაჭ­რა და დაჭ­რი­ლი ფე­რა­დი ქა­ღალ­დით გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის შევ­სე­ბა; აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს მზე სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ა­ღე­ბი­ნეთ, რად­გან ღებ­ვა მის ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბით ეფექტს ახ­დენს; მზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ბამ­ბით შევ­სე­ბა და შემ­დ­გომ მი­სი გუ­ა­შე­ბით შე­ღებ­ვა იმ მოს­წავ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზეთ, რომ­ლებ­საც გსურთ, რომ შე­ხე­ბით, ხა­ლი­სით აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნოთ ახა­ლი ტექ­ს­ტუ­რა.

* მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით, რო­მე­ლიც ხში­რად უარს მე­უბ­ნე­ბა აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი რომ არ გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, არც თა­ნაკ­ლა­სე­ლებს მის­ცემ­და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ამას გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ და გაკ­ვე­თილ­ზე იქ­ნე­ბო­და ხმა­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რა­დაც შე­ხე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ამ ხმა­ურ­ზე გა­მი­ღი­ზი­ან­დე­ბო­და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე და შე­იქ­მ­ნე­ბო­და სრუ­ლი ქა­ო­სი.

* მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყო­ველ 10-15 წუთ­ში ვცვა­ლოთ, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს დიდ­ხანს არ შე­უძ­ლი­ათ ერ­თ­სა და იმა­ვე აქ­ტი­ვო­ბა­ზე ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია. გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო მოს­წავ­ლე­ზე დაგ­ჭირ­დე­ბათ 3 აქ­ტი­ვო­ბა, თუმ­ცა, აუცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ მე­ოთხე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბაც. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლისთვის, რო­მელ­საც უყ­ვარს დაჭ­რი­ლი ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბით გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის შევ­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყო წი­ნა კვი­რას, მაგ­რამ შემ­დეგ კვი­რას არ ვი­ცი მო­ე­წო­ნე­ბა თუ არა იმა­ვეს კე­თე­ბა, ამი­ტომ მი­სი სხვა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუცი­ლებ­ლად გქონ­დეთ რე­ზერ­ვ­ში ისე­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­გიყ­ვანთ.

* მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ტაქ­ტი­უ­რი მა­სა­ლა არ არის საკ­მა­რი­სი,   სა­ჭი­როა აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლაც. სა­სურ­ვე­ლია, ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლაც თა­ვად შექ­მ­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ბევ­რი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნე ამინ­დის შე­სას­წავ­ლად, მა­ინც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე — რო­ცა ვე­უბ­ნე­ბო­დი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რო­მე­ლია ქა­რი­ა­ნი ამინ­დი, სულ სხვა ამინ­დის ფო­ტოს მიჩ­ვე­ნებ­დ­ნენ. მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­უ­ჭირ­დათ თე­მის აღ­ქ­მა, ამი­ტომ შევ­ქ­მე­ნი ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ვაჩ­ვე­ნე რე­ა­ლუ­რად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სამ­ყა­რო მზი­ა­ნი ან ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დის დროს და ა.შ.

* იმი­სათ­ვის, რომ ინ­ფორ­მა­ცია იყოს ად­ვი­ლად აღ­ქ­მა­დი და ეფექ­ტუ­რად გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი მი­წო­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასეთია ვი­ზუ­ა­ლუ­რი   და ტაქ­ტი­უ­რი რე­სურ­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, ამინ­დის სწავ­ლე­ბი­სას, წვი­მი­ა­ნი ამინ­დი გახ­ვ­რე­ტი­ლი ჭი­ქით გან­ვა­სა­ხი­ე­რე, გად­მო­დე­ნი­ლი წვე­თე­ბით და­ვას­ვე­ლე­ბი­ნე ხე­ლი; ქა­რი გან­ვა­სა­ხი­ე­რე წიგ­ნის ზე­ვით-ქვე­ვით სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით; თოვ­ლი რე­ა­ლურს ვერ მი­ვუ­ახ­ლო­ვე, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბით შე­მექ­მ­ნა წარ­მოდ­გე­ნა ფიფ­ქებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მზი­ან და ღრუბ­ლი­ან ამინდს, თე­ჯირ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ცა და მდე­ლო ვაჩ­ვე­ნე. ცის ერთ ნა­წილ­ზე მი­ვა­წე­ბე მზე და უკა­ნა მხრი­დან ფან­რით გა­ვა­ნა­თე, ხო­ლო ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი მი­ვა­წე­ბე იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცაც უფ­რო მუ­ქი ფე­რის იყო და მდე­ლოც.

* კომ­პი­უ­ტე­რი ყვე­ლა ბავ­შ­ვის საყ­ვა­რე­ლი ნივ­თია, მოს­წონთ ისტ-ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა power point-ში თა­მა­შის სა­ხით გა­და­მე­ტა­ნა. ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წე­რის წინმ­ს­წ­რე­ბი უნა­რე­ბის გან­ვ­თა­რე­ბის­თ­ვის, წყვე­ტი­ლი ხა­ზე­ბის შე­ერ­თე­ბა ან ორი მო­შო­რე­ბუ­ლი წერ­ტი­ლის სწო­რი ხა­ზით შე­ერ­თე­ბაა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი ხელს უწყობს თვა­ლი­სა და ხე­ლის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­ვარ­ჯი­შე­ბას.

* ასაწყო­ბი ფაზ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ააწყონ და და­ა­სა­ხე­ლონ ნივ­თი მა­თი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გა­სამ­დიდ­რებ­ლად. ფაზ­ლის აწყო­ბა ასოს გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბევ­რი ფაზ­ლი არ­სე­ბობს, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ჩემს შექ­მ­ნილს ვა­ნი­ჭებ, რად­გან მორ­გე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბას.

მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ხით

მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩვე­ნი ერ­თი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა ჰქონ­და.

6 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მას არ შე­ეძ­ლო: ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი — სა­ჭი­რო ოთა­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა; ჩაც­მა-გახ­და; ღი­ლე­ბის, თას­მე­ბის შეკ­ვ­რა; აკა­დე­მი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი — მეტყ­ვე­ლე­ბა არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი (ბგე­რე­ბი ჰგავს ღმუ­ილს); არ შე­უძ­ლია: ნა­ხატ­ზე მი­უ­თი­თოს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი; არაფ­რის გა­მო­სახ­ვა; ჯღაბ­ნის.

ახ­ლა, 12 წლის ასაკ­ში, მას უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლია: ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი — ჭამს კოვ­ზი­სა და ჩან­გ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით; იც­ვამს, იკ­რავს თას­მებს, ღი­ლებს; აკა­დე­მი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი ინ­გ­ლი­სურ ენა­ში — წერს ან­ბა­ნის ყვე­ლა მთავ­რულ/არამ­თავ­რულ ასოს; კითხუ­ლობს, წერს და თარ­გ­მ­ნის ნას­წავლ სიტყ­ვებს — ნას­წავ­ლი სიტყ­ვე­ბის­გან შედ­გე­ნილ მარ­ტივ წი­ნა­და­დე­ბებს; სვამს/პა­სუ­ხობს კითხ­ვებს მის­თ­ვის ნაც­ნობ თე­მა­ტი­კა­ზე. ეს ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვაა და ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ჩვენ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზეა, თით­ქ­მის, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ გზა­ზე ჩვენ გვქონ­და წინ­ს­ვ­ლაც და უკუს­ვ­ლაც. თუმ­ცა, უკუს­ვ­ლა რო­ცა გექ­ნე­ბათ ,არ და­ით­რ­გუ­ნოთ, პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტი შე­მარ­თე­ბით და­იწყეთ თა­ვი­დან და მო­ძებ­ნეთ სხვა, ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი.

სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი
  1. მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე იწყებს მის ან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მერ­ხე­ბი­დან სას­კო­ლო ნივ­თე­ბის გა­დაყ­რას. ამ დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა „შეტყო­ბი­ნე­ბას“ აგ­ზავ­ნის ის. ჩემ მა­გა­ლით­ზე მოს­წავ­ლემ მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ დიდ­ხანს დამ­რ­ჩა ყუ­რადღე­ბის მიღ­მა. თუმ­ცა, ეს პირ­ვე­ლა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით ვერ და­ვას­კ­ვე­ნი. მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე უფ­რო მე­ტი დრო და­ვუთ­მე და ანა­ლო­გი­უ­რი ქცე­ვა აღარ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა. შემ­დეგ ჯერ­ზე, ისევ ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დავ­ტო­ვე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე­ვე მო­იქ­ცა.
  2. მოს­წავ­ლე მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­დი­დან იღებს ასაწყობ პი­რა­მი­დას. მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­დის მოს­წავ­ლეს­თან და ეუბ­ნე­ბა „არ შე­იძ­ლე­ბა პი­რა­მი­დის აღე­ბა!“ და აბ­რუ­ნებს თა­ვის ად­გი­ლას. ამ დროს მოს­წავ­ლე ხელს კრავს მერხს და აგ­დებს ძირს. რა უძღ­ვის წინ ამ ტი­პის ქცე­ვას? თა­ვი აარი­დეთ სიტყვებს — „არა“, „არ შე­იძ­ლე­ბა“, რად­გან ეს სიტყ­ვე­ბი აღიქ­მე­ბა ისე, თით­ქოს, არა­სო­დეს არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, სჯობს უთხ­რათ, რო­დის შე­იძ­ლე­ბა.

ქცე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი ტი­პის, ერ­თი — რო­დე­საც მოს­წავ­ლე აკონ­ტ­რო­ლებს მას და იცის, თუ რი­სი მიღ­წე­ვა სურს ამ ქცე­ვი; მე­ო­რე — რო­დე­საც ღი­ზი­ან­დე­ბა მოს­წავ­ლის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა. ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რად მო­გი­ჭი­როთ ხე­ლი ხელ­ზე, რო­დე­საც გა­აშ­ვე­ბი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა თვით­და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ქცე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს — კბე­ნა და­იწყოს. რო­გო­რია ამ დროს თქვე­ნი რე­ქა­ცია? მთა­ვა­რია, ხმის ტო­ნი არ აუწი­ოთ. არ მის­ცეთ არა­ნა­ი­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, მი­თი­თე­ბე­ბი, ნე­ბის­მი­ერ შე­კითხ­ვას კი­დევ უფ­რო მე­ტი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით უპა­სუ­ხებს. ამ დროს ვი­ღებ პლას­ტი­ლინს, ვა­წო­დებ მოს­წავ­ლეს, რო­მ ჩემს ნაც­ვ­ლად მას მო­უ­ჭიროს ხელი. მი­სი ში­ნა­გა­ნი ენერ­გია ახ­ლა მთლი­ა­ნად პლას­ტი­ლინ­ზე გა­და­დის. რო­ცა ვხე­დავ რომ სიმ­შ­ვი­დის­კენ მი­დის, ნელ-ნე­ლა გა­დავ­დი­ვართ აქ­ტი­ვო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ მზეს ვას­წავ­ლი, მის გა­მო­ძერ­წ­ვას ვიწყებთ. ასე ვერ­თ­ვე­ბით ხე­ლახ­ლა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

  1. მოს­წავ­ლე, გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამდენჯერმე სვამს ერ­თი და იმა­ვე კითხ­ვას. მა­გა­ლი­თად — დე­და მო­ვა? ყო­ველ ჯერ­ზე ვპა­სუ­ხობ და ვუხ­ს­ნი, რომ აუცი­ლებ­ლად მო­ვა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერ­თი მარ­ტი­ვი გზა — კითხ­ვის დაბ­რუ­ნე­ბა. იგი­ვე კითხ­ვა და­უს­ვით მას: — დე­და მო­ვა? ის აუცი­ლებ­ლად მის­თ­ვის სა­სურ­ველ პა­სუხს გაგ­ცემთ. ამას, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წა­მი სჭირ­დე­ბა. ვერ გეტყ­ვით, რომ პრობ­ლე­მა აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა და აღარ გკითხავთ, მაგ­რამ ნაკ­ლებ დროს და­ხარ­ჯავთ ამის ახ­ს­ნა­ში.
  2. რო­დე­საც ატყობთ მოს­წავ­ლეს, რომ სურს გაკ­ვე­თი­ლი­დან გას­ვ­ლა, სჯობს, თქვენ და­ას­წ­როთ და ჰკითხოთ: ხომ არ სურს გაკ­ვე­თი­ლი­დან გას­ვ­ლა, დე­რე­ფან­ში გა­სე­ირ­ნე­ბა. გა­რეთ გას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უყუ­რადღე­ბოდ არ და­ტო­ვოთ, თვა­ლი მი­ა­დევ­ნეთ, რას აკე­თებს.

არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მოს­წავ­ლე, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, უეც­რად რვე­ულს ხევს და ძირს აგ­დებს. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ის გახ­დეს, რომ მას ცო­ტა რთულ და­ვა­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა მო­უ­წია და ვე­ღარ უმ­კ­ლავ­დე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუდ­მი­ვად და­აკ­ვირ­დეთ მას მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და თუ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, და­ეხ­მა­როთ.

 

ლალი ჯელაძე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები