26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს დაიწყება

spot_img

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი, 2 ნოემბერს, პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ აპლიკანტებს საგამოცდო ბარათზე აქვთ მითითებული.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. საგამოცდო წესების თანახმად, დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი: 

2 ნოემბერი:

პროფესიული უნარები.

3 ნოემბერი:

პროფესიული უნარები.

4 ნოემბერი:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).

5 ნოემბერი:

ბუნებისმეტყველება (I-VI);

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);

მათემატიკა (I-VI).

6 ნოემბერი:

ბიოლოგია;

გეოგრაფია;

ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;

რუსული ენა – წერითი ნაწილი;

გერმანული ენა – წერითი ნაწილი;

ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.

7 ნოემბერი:

მუსიკა;

ისტორია;

სამოქალაქო განათლება;

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;

რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

8 ნოემბერი:

ფიზიკა;

მათემატიკა (VII-XII);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ქიმია;

სპორტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები