26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე­ფე ერეკ­ლე II — 300

spot_img

ერეკ­ლე II-ის და­ბა­დე­ბი­დან 300 წე­ლი შეს­რულ­და 2020 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს (ძვე­ლი სტი­ლით). ამ თა­რიღს მი­ეძღ­ვ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ონ­ში გახ­ს­ნი­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია „მე­ფე ერეკ­ლე II — 300“.

ერ­ეკ­ლე მე­ო­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. დიდ­მა სარ­დალ­მა და სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წემ, წი­ნაპ­რე­ბის მსგავ­სად, მრა­ვა­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა და ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის­თ­ვის ლე­გენ­დად იქ­ცა. მან სი­ცოცხ­ლის ნა­წი­ლი ლაშ­ქ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა და უბ­რა­ლო ჯა­რის­კა­ცი­ვით ცხოვ­რობ­და. ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა მას სა­ა­ლერ­სო სა­ხე­ლი „პა­ტა­რა კა­ხი“ უწო­და.

სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ფის რო­გორც სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლის დედ­ნებს და ფო­ტო­ას­ლებს, დო­კუ­მენ­ტებს, ის­ტო­რი­ულ სა­ბუ­თებს, ხელ­ნა­წე­რებს, მე­ფის პი­რად წე­რი­ლებს, ერეკ­ლეს სტამ­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მო­ცე­მებს, მე­ფი­სა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის პორ­ტ­რე­ტებ­სა და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას გა­ეც­ნო.

ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს ამო­ნა­რი­დი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს მდი­ვან­ბე­გის მო­გო­ნე­ბი­დან, სა­დაც სა­უ­ბა­რია სვე­ტიცხო­ველ­ში 15 წლის ერეკ­ლე II-ის მე­ფედ კურ­თხე­ვის შე­სა­ხებ. წე­სი გა­ნა­წე­სა და შე­ას­რუ­ლა კა­თა­ლი­კოს­მა ან­ტონ პირ­ველ­მა, 1744 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს. „ქო­რო­ნი­კონს 432 (1744წ) მა­ის მე­ფეს თე­ი­მუ­რაზს ქარ­თ­ლის მე­ფო­ბა უბო­ძა ყე­ენ­მა, მე­ფე ერეკ­ლეს-კა­ხე­თი­სა. მა­შინ ვი­ყავ წლი­სა თხუთ­მე­ტი­სა სრუ­ლი და ექ­ვ­სი თვი­სა. რა გითხ­რათ, რა სი­ხა­რუ­ლი იყო ჩვენ­გან. ტყვე­ო­ბის ში­შით სა­მი თვე რომ სი­ო­ნის აკ­ლ­და­მა­ში ვის­ხე­დით, ამო­ვე­დით ქარ­თ­ვე­ლო­ბა შე­იქ­მ­ნა, საყ­დ­რებ­ში თათ­რე­ბის ში­ში აღარ იყო. ვე­ქი­ლე­ბი, ვე­ზი­რე­ბი, მუს­ტო­ფი რომ ქარ­თ­ველ ბა­ტონს მსა­ხუ­რებ­დენ და თავს და­უკ­რევ­დენ, გაგ­ვი­ოც­დის და გაგ­ვიკ­ვირ­დის. შიგ­ნით არ­მის სა­სახ­ლე რომ ვნა­ხეთ და მე­ფეთ მეჯ­ლი­სი და დი­ლა­ზედ სა­ლა­მი, უცხო რამ სი­ხა­რუ­ლი იყო ყმაწ­ვი­ლის კა­ცის­თ­ვის“.

აქ­ვეა ჩა­ნა­წე­რი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ან­ტონ პირ­ვე­ლის (ერის­კა­ცო­ბა­ში თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი) შე­სა­ხებ: „ასა­კით იყო მცი­რე, მაგ­რამ სო­ლო­მო­ნის სიბ­რ­ძ­ნე­სა არა­რად კლე­ბულ იქ­მ­ნე­ბო­და. მე­ფე­თა შვი­ლი იყო და სუ­ლი­ერ­სა მე­ფო­ბა­საც ღირს იქ­მ­ნა. ეგ­რე მორ­ჩილ მე­ფო­ბი­სა სა­კად­რად გა­ნა­გებ­და ყო­ველ­თა საზღ­ვარ­თა კე­თი­ლი­სა­თა“ — პა­პუ­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნი, მი­ნი­ა­ტუ­რა ხელ­ნა­წე­რი­დან: ან­ტონ I კა­თა­ლი­კო­სი, მის­ტი­კუ­რი თე­ო­ლო­გია 1780 წე­ლი.

მე­ფის წე­რი­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ბარ­თ­ლო­მე სა­ვარ­სა­ვი­ძი­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი, სა­დაც მე­ფე ბარ­თ­ლო­მეს ატყო­ბი­ნებს, დიდ­ძა­ლი ჯა­რით აღა-მაჰ­მად ხა­ნის თბი­ლის­თან მო­ახ­ლო­ე­ბას (ხუ­თა­სი კი­ლო­მეტ­რი და­შო­რე­ბით) და ითხოვს, ტრაქ­ტა­ტის ძა­ლით, რუ­სე­თის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბას — სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბი­სას დახ­მა­რე­ბას და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გე­ნე­რალ ან­შე­ფის ჯა­რით მიშ­ვე­ლე­ბას (1791 წლის 2 აგ­ვის­ტო). მე­ო­რე წე­რი­ლი კი, ნი­კო­ლოზ ივა­ნეს ძი­სად­მია მი­წე­რი­ლი. მე­ფე იტყო­ბი­ნე­ბა აღა-მაჰ­მად ხა­ნის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სე­ვის შე­სა­ხებ და ითხოვს სა­მი ათა­სი „თო­ფის ამო­ღე­ბას“, მე­ომ­რე­ბის მიშ­ვე­ლე­ბას. ასე­ვე, ატყო­ბი­ნებს აღა-მაჰ­მად ხა­ნის სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლე­ბის იბ­რე­იმ ხა­ნის მი­ერ ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სა და მის­თ­ვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ (1795 წლის 29 აგ­ვის­ტო).

ერეკ­ლე მე­ფის კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ან­ტონ პირ­ვე­ლი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში ვკითხუ­ლობთ: „ვი­ცი, ბა­ტო­ნის­შ­ვი­ლო, ჩვენს ამ­ბავს მიხ­სე­ნებთ, თქვენ რა­ღაც უგუ­ნე­ბო­ბა გჭირ­დათ და თქვენ რომ მორ­ჩით, მა­სუ­კან ერ­თი ძნე­ლი ყე­ლის­ტ­კი­ვი­ლი სიცხი­ა­ნი და მჭე­ლი­ა­ნი ამიტყ­და და დი­აღ შე­მა­წუ­ხა; შენ ნუ მო­მიკ­ვ­დე­ბი, და შე­ნის მად­ლით ძლივ გა­მო­უძ­ვერ. ახ­ლა ეს ლე­კის ჯა­რი გვიდ­გას პი­რის­პირ და ვნა­ხოთ ჩვე­ნი ღმერ­თი და შე­ნი წმინ­და ლოც­ვა რას გვი­ზამს“ (1750 წლის 16 ოქ­ტომ­ბე­რი).

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია მე­ფე ერეკ­ლე II-ის პა­ტა­რა ბა­ტო­ნიშ­ვილ „თეკ­ლა ბი­ჭი­სად­მი“ მო­კითხ­ვის, მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და მო­ფე­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი წე­რი­ლი, სა­დაც მე­ფე ებო­დი­შე­ბა თეკ­ლას, რომ ამ­ჯე­რად ტკბი­ლე­უ­ლი ვერ გა­უგ­ზავ­ნა. პი­რა­დი ხა­სი­ა­თის წე­რილ­ში მე­ფე წუხს თეკ­ლას ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო და ჰპირ­დე­ბა მა­ლე ნახ­ვას (1785 წლის 1 დე­კემ­ბე­რი).

სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ონ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მე­ფის სტამ­ბა­ში და­ბეჭ­დილ და გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს: ზა­ტი­კი, მხი­ტარ სე­ბას­ტი­ე­ლის რი­ტო­რი­კა, მთარ­გ­მ­ნე­ლი ან­ტონ I კა­თა­ლი­კო­სი (ტფი­ლი­სი, 1788 წელი); მე­ფე ერეკ­ლეს სა­მო­ცი­ქუ­ლო, სა­ხა­რე­ბა, მარ­ხ­ვა­ნი. მე­ფე ერეკ­ლეს სტამ­ბის გა­მო­ცე­მე­ბი­დან, ასე­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია დე­კო­რი, სა­ზე­დაო გრა­ფე­მე­ბი და სხვ. აქ­ვეა წე­რი­ლი მუშ­რიბ და­ვით ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის თა­ვად ცი­ცი­ა­ნოვ­თან ერეკ­ლე II-ის მი­ერ თბი­ლის­ში სტამ­ბის და­არ­სე­ბის, მი­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის, რამ­დე­ნი­მეგ­ზის აღ­დ­გე­ნის და სა­ბო­ლოო დაშ­ლის შე­სა­ხებ (1803 წლის 12 აპ­რი­ლი).

ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ან­ტონ I კა­თა­ლი­კო­სის მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი მხი­თარ სე­ბას­ტი­ე­ლის რი­ტო­რი­კა — 1892 წე­ლი; ან­ტონ I კა­თა­ლი­კო­სის ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კა, — XVIII სა­უ­კუ­ნე; კა­ტე­ხიზ­მო — 1767 წე­ლი და გნო­სის არის­ტო­ტე­ლე­ბით­თა კა­ტი­ღო­რი­ა­თა გარ­და­მო­ცე­მი­სა — XVIII სა­უ­კუ­ნე.

სა­ინ­ტე­რე­სოა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ 1826 წელს შედ­გე­ნი­ლი ბაგ­რა­ტი­ონ­თა კა­ხეთ-ჰე­რე­თის შტოს გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხე — „წარ­მო­ჩე­ნა ჰერ­თა, კახ­თა მე­პატ­რო­ნე­თა და მე­ფე­თა უწი­ნა­რეს და შემ­დ­გომ­თა“, რო­მე­ლიც იწყე­ბა მე­ფე ალექ­სან­დ­რე მცხე­თის აღ­მა­შე­ნებ­ლით და მთავ­რ­დე­ბა ერეკ­ლე მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით, მათ შო­რის, მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არი­ან: „და­ვით მემ­კ­ვიდ­რე“ და „ცო­ლი ამი­სი ელე­ნე“ (ხელ­ნა­წე­რი­დან — სა­ის­ტო­რიო კრე­ბუ­ლი, 1813-26 წლე­ბი).

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი­დან ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს: ოქ­მი — პი­რო­ბით, ერეკ­ლე 2-ისა სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წილ ისაია იეგუ­ლაშ­ვი­ლი­სად­მი, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კუთ­ვ­ნი­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. „…წყა­ლო­ბის მო­ი­მე­დე იყავ, მო­დი და შენს მა­მულ­სა და ყმებს მო­ე­პატ­რო­ნე. აქ ღვთის მოწყა­ლო­ბით უცხო ქვეყ­ნის კაც­ნი მო­დი­ან და სახ­ლ­დე­ბი­ან და შე­ნი სამ­კ­ვიდ­რე­ბე­ლი რა­ტომ უნ­და გა­უშ­ვა. ეს ჩვე­ნი ოქ­მი რომ მო­გი­ვი­დეს წა­მო­დი ნუ­ღარ დას­დ­გე­ბი… აქ ჯაბ­რ­სა და უსა­მარ­თ­ლოს არა­ვის ვაქ­ნე­ვი­ნებთ… და შენ­ზე თვალ­სა და ყურს და­ვი­ჭერთ, იცო­დე.“ (1770 წლის 26 თე­ბერ­ვა­ლი); „მო­რი­გის ლაშ­ქ­რო­ბის გა­ნა­ჩე­ნი“ — მო­რი­გე ჯარ­ში ხალ­ხის გაყ­ვა­ნის წე­სე­ბი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ერეკ­ლე მე­ო­რის მი­ერ უმაღ­ლე­სი სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ბუთს თან ახ­ლავს ნუს­ხა ქართლ-კა­ხე­თის სოფ­ლე­ბი­დან 1774 წელს ჯარ­ში გა­საწ­ვე­ვი ხალ­ხი­სა (1774 წლის 1 იან­ვა­რი); სი­თარ­ხის წიგ­ნი ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ გერ­მა­ნე­სად­მი, სა­მო­ნას­ტ­რო ყმე­ბის სა­მე­ფო გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ (1774 წლის 10 იან­ვა­რი); მე­ფე ერეკ­ლე II-ის ბრძა­ნე­ბა თე­ლა­ვე­ლი თა­ვა­დიშ­ვი­ლე­ბი­სა და სრუ­ლი­ად თე­ლა­ვე­ლე­ბი­სად­მი მა­თი ქო­ნე­ბის მძარ­ც­ვე­ლე­ბის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ: „…რო­მელ­მაც თქვენს ვე­ნახ­ზე, თქვენს მინ­დორ­ზე, თქვენს ქერ­ზე, პურ­ზე, ბოს­ტან­ზე და ამ­გ­ვა­რე­ბა­ზე ძა­ლი მო­ინ­დო­მოს, შე­იყ­რე­ბო­დეთ, დახ­ვ­დე­ბო­დეთ, გა­ლა­ხავ­დეთ და ჩო­ხის სარ­ტყელს და ქუდ­საც წა­არ­თ­მევ­დეთ, ნუ­რა­ვის გა­ეგ­ლე­ჯი­ნე­ბით…“ (1797 წლის 24 ივ­ლი­სი); დო­კუ­მენ­ტი არ­ზა ალა­ვერ­დის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ქვის მჭრე­ლე­ბის გა­სამ­რ­ჯე­ლოს — ექ­ვ­სი თუმ­ნი­სა და ცხრა მი­ლან­თუ­ნის — ანაზღა­უ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. დო­კუ­მენტს ახ­ლავს ოქ­მი ერეკ­ლე მე­ო­რი­სა ეში­კა­ღას­ბაშ გარ­სე­ვა­ნი­უ­სად­მი ქვის მთლე­ლე­ბის­თ­ვის ხელ­წე­რი­ლით გა­სამ­რ­ჯე­ლოს გა­ცე­მის შე­სა­ხებ (1782 წლის 11 თებერვალი); გან­წე­სე­ბა — ერეკ­ლე მე­ო­რის, მცხე­თის ხი­დის შე­მო­სავ­ლის სვე­ტიცხოვ­ლის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის სვე­ტიცხოვ­ლი­სა და ხი­დის შე­კე­თე­ბა­ზე და­ხარ­ჯ­ვის შე­სა­ხებ (1750-1797 წლე­ბი).

წარ­წე­რა ერ­თაწ­მინ­დის ტაძ­რის ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ზე, ას­პინ­ძის ბრძო­ლის შე­სა­ხებ: „ქ. ამ ქ(ორო­ნი)კ(ო)ნს უნ(ჰ) მე­ფე ირაკ­ლი და რუ­სის ჯა­რი აწ­ვია, ოს­მა­ლო გა(ა)ქცივ(ე)ს, სა­მი ათა­სი თა­ვი მოს­ჭ­რეს ლუკ(ი)სა და ოს­მალ(ო)სი“ — 1770 წე­ლი.

ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გარ­დაც­ვ­ლი­ლი დე­დოფ­ლის, ანას იმ სამ­კა­უ­ლე­ბი­სა და ნივ­თე­ბის ნუს­ხა, რომ­ლე­ბიც ერეკ­ლემ კა­თა­ლი­კოს ან­ტონ I-ს მი­არ­თ­ვა, 1749 წელს.

გა­მო­ფე­ნა 3 ნო­ემ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები