26 აპრილი, პარასკევი, 2024

კონკურსი გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში (YPP) მონაწილეობის მისაღებად!

spot_img

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program – YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევასა და დასაქმებას გაეროში.

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:http://stratcom.gov.ge/s/f67e6

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები