26 აპრილი, პარასკევი, 2024

დაბალი რისკის პატიმრები მაგისტრატურაზე სწავლას შეძლებენ – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „პატიმრობის კოდექსში“ცვლილება შედის

spot_img

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „პატიმრობის კოდექსში“ცვლილება შედის, რომელიც დაბალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის საშუალებას მისცემთ.

მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა რუსთავის №16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 23 წლის მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილი მოინახულა. კომიტეტისადმი მიმართული მისი თხოვნის საფუძველზე, კანონმდებელმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებით, დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა.

მარიამ ჯაშმა ნიკას წიგნები გადასცა, რომლებიც პატიმარს, როგორც საჯარო პოლიტიკის მომავალ მაგისტრს, მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დაეხმარება.

„ნიკა ჩუგოშვილი სწავლის ყველა ეტაპზე წარმატებული მოსწავლე იყო, ფლექსის პროგრამის მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდათავრებული. მას დიდი გეგმები ჰქონდა – საფრანგეთსა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოჩნდა. მან ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე და ის ბარიერი, რომლის გამოც სწავლას ვერ იწყებდა, აღმოფხვრილია.

 ძალიან სიმბოლურია, რომ ნიკა ხდება საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისიტრო პროგრამის სტუდენტი და მან პირველი ცვლილება საჯარო პოლიტიკაში უკვე განახორციელა, თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს როგორც სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე სხვა მსჯავრდებულებისთვის გზის გახსნა, რომ მათ გაუმარტივდეთ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სივრცეში დაბრუნება“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები