26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალგაზრდების სწრაფი დასაქმების პერსპექტივა

spot_img

4 თე­ბერ­ვალს, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან ირი­ნა აბუ­ლა­ძეს­თან და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­თან ირი­ნა წე­რო­ძეს­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე იმ ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რა, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას შე­უწყობს ხელს.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში:

სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებს (9 კლა­სი) სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ;

სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს (12 კლა­სი) შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ის­წავ­ლონ უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია დამ­საქ­მებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბა და ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა. გან­ვი­თარ­დე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბი (EXCELLENCE CENTERS), რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლას და ტექ­ნი­კუ­რი, ციფ­რუ­ლი, სა­მე­წარ­მეო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სწრა­ფი და­საქ­მე­ბის­თ­ვის, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს მო­სახ­ლე­ო­ბის უნა­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას ან ახა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნას.

გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი და­ფარ­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სამ­წ­ლი­ა­ნი ფა­ზა მიზ­ნად ისა­ხავს:

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვას;

პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი/დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბის გაზ­რ­დით;

გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას;

პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­სულ­ტი­რე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას;

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვას.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი რე­გი­ო­ნებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე გა­ა­კე­თა, რაც ახალ­გაზ­რ­დებს ად­გილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

მი­ნის­ტ­რის თქმით, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ზა­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს რე­გი­ო­ნულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და სწრაფ და­საქ­მე­ბა­ზე. ამ მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში უკ­ვე არ­სე­ბობს 11 ახა­ლი ლო­კა­ცია, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2018 წელს და­იწყო და დღემ­დე უწყ­ვე­ტად გრძელ­დე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­წე­რი­ლია დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა, წლე­ბის მი­ხედ­ვით — რა პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რა სერ­ვი­სებს მი­ი­ღე­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­ნერ­გე­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. შე­იქ­მ­ნე­ბა არა­ერ­თი თა­ნამ­დ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი ექ­სე­ლენს ცენ­ტ­რი, სა­დაც მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­ფე­სი­ულ­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და შეძ­ლონ, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა­თა მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით შე­ა­ი­ა­რა­ღონ და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­ხა­დონ რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

მი­ნის­ტ­რ­მა კერ­ძო სექ­ტორ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა: „პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. ჩვე­ნი ხედ­ვით, მათ გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნა­სა და სწრაფ და­საქ­მე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. კერ­ძო სექ­ტო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე კარ­გი მა­გა­ლი­თი უკ­ვე გვაქვს, კერ­ძოდ, ზუგ­დიდ­ში სტუ­მარ­მას­პინ­ძ­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­იხ­ს­ნე­ბა, რაც ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია“. მი­სი თქმით, გრძელ­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კომ­პა­ნი­ებ­თან რო­გორც და­საქ­მე­ბის, ასე­ვე ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა და სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბის კუთხით. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ კომ­პა­ნი­ას გა­უჩ­ნ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ერ­თოს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

პრეზენტაციაზე ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ახალ­გაზ­რ­დე­ბის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­­კე­თდა, რაც მა­თი და­საქ­მე­ბის გა­რან­ტია. „ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რ­დას მი­ე­ცეს სწრა­ფი და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა. ერ­თი მხრივ, გვყავს უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლებ­საც უჭირთ ად­გი­ლის მო­ძებ­ნა, მე­ორე მხრივ არ­სე­ბობს შრო­მის ბა­ზა­რი, სა­დაც ვერ ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბის მი­წო­დე­ბა. ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ახალ­გაზ­რ­დას უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ სწო­რი გზა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი და­ი­ნა­ხოს შრო­მის ბა­ზარ­ზე, რაც ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაა.“

მი­ნის­ტ­რის თქმით, სწო­რედ ამი­ტომ, სა­მი­ნის­ტ­როს ამო­ცა­ნაა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და შრო­მის ბა­ზარ­ზე მა­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­და.

მიხეილ ბატიაშვილმა მოკ­ლე­ვა­დი­ან გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც ატეს­ტა­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. „ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავ­შ­ვი, რომ­ლებ­მაც ვერ ჩა­ა­ბა­რეს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი და მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰა­ერ­შია დარ­ჩე­ნი­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, მო­ვა­ლე­ო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მათ­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ვაბ­რუ­ნოთ ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბა­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად უნ­და შევ­ძ­ლოთ ამ ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში შეყ­ვა­ნა და მა­თი შრო­მით ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. ვგეგ­მავთ აქ­ტი­ურ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას, რა­თა და­ვა­ნა­ხოთ მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. კონ­სულ­ტა­ცია გა­ე­წე­ვა მშობ­ლებ­საც და ბავ­შ­ვებ­საც, ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“.

მარ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი და ასო­ბით ახალ­გაზ­რ­დას, რომ­ლე­ბიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ, მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ, გა­ი­ა­რონ მოთხოვ­ნა­დი პროგ­რა­მე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, და­საქ­მ­დ­ნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები