27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“

spot_img

სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.  KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მცირე დროში შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეშიც მოქცეულიყო (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). საინტერესო და შთამბეჭდავია ის შეფასებები, რაც ევროპელი პარტნიორების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა KIU-ს შესახებ. 2021 წლის მონაცემებით KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს  KIU კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს და აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance and Information Management – FIM). აღსანიშნავია, ხომ FIM პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს ТUM-ის ბაზაზე შეიქმნა, 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში სამაგისტრო პროგრამების ყველაზე უფრო ცნობილ გერმანიის სარეიტინგო სისტემაში (CHE Master Ranking) ნომერ პირველ პროგრამად დასახელდა, ყველა კატეგორიაში.

პროგრამის ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUМ) ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტია (Rudi Zagst), რომელიც აღნიშნული პროგრამის შემქმნელი და განმახორციელებელია TUM-ში. პროგრამას ასევე ჰყავს თანა ხელმძღვანელი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.

ორწლიანი (120 კრედიტიანი) პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და უკვე პრაქტიკოს მენეჯერებში იმ ცოდნის გაღრმავება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი სხვადასხვა სექტორში.

განსხვავებული და სპეციფიურია თავად ის კონცენტრაციები, რასაც FIM პროგრამა მოიცავს. კერძოდ:

  • რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF)
  • ფინანსური მართვა (Financial Management – FM)
  • ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია – (Business and Information Systems Engineering – BISE)

პროგრამაში ჩართულია საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რომლებიც FIM პროგრამას მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში და სხვა ინსტიტუციებში ახორციელებენ.

FIM-ის პროგრამა მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა.  პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

რა კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს FIM პროგრამა?

მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს იმ სექტორების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი იქნება უკვე 2030 წლისთვის. ეს სექტორებია: ფინანსური სექტორი; სტარტაპები, განსაკუთრებით ე.წ. ფინ-ტექ სექტორი (FinTech) და სადაზღვევო-ტექ (Insurе-Tech) კომპანიები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო კომპანიები; საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ციფრული ფინანსური სერვისების კონსულტაციაზე, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და განვითარებაზე; ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი; კომპიუტერული და მონაცემთა მეცნიერების სექტორი; მულტინაციონალური კომპანიები დისტრიბუციასა და წარმოების სექტორებში. FIM პროგრამის კარიერული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიცავს ყველა სექტორს, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.

რა არის პროგრამის საფასური და თუ არის შესაძლებლობა სტუდენტმა მოიპოვოს დაფინანსება?

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 12,250 ლარს შეადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი 7,000 ევროს. აღნიშნულ თანხაში შედის: სწავლის საფასური, თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება, KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები, KIU მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში, KIU– სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპის მიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტა, Office365, KIU კორპორატიული ნაკრები, KIU LMS– ზე წვდომა, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ.

საუკეთესო კანდიდატებს, ვინც პროგრამაზე ჩააბარებს, უნივერსიტეტი სწავლის დაფინანსებას სთავაზობს. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამის და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები