27 ივლისი, შაბათი, 2024

„ახალი განათლება“ მასწავლებელთა მხარდაჭერას სექტემბრიდან იწყებს

spot_img

„ახალი განათლება“ წამყვანისა და მენტორის სტატუსების მისაღებად პედაგოგთა მხარდაჭერას სექტემბრიდან დაიწყებს. 

  1. პროფესიული უნარების მიმართულება – ვებინარების კურსი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის;
  2. პრაქტიკული ნაწილი პორტფოლიოსთვის – ვებინარების კურსი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად;
  3. პრაქტიკული ნაწილი პორტფოლიოსთვის – ვებინარების კურსი მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად;

დიდაქტიკის, ანუ პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებელმა უნდა განახორციელოს განსაზღვრული აქტივობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი კარიერულად უფრო მაღალ სტატუსს ვერ მიიღებს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც გულისხმობს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.

პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ, თემატური ერთეულის ფარგლებში, განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

მენტორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს, არანაკლებ, 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  • მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ, თემატური ერთეულის ფარგლებში, განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
როგორ ფასდება მასწავლებლის პორტფოლიო?

პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში; მასწავლებელმა, 3 წლის განმავლობაში, უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცდაზე მიღებული შედეგი ძალადაკარგულად ეთვლება. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

„ახალი განათლება“ პედაგოგთა მხარდაჭერას განახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის, საგანმანათლებლო სივრცისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტების ჩართულობით და ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე მასწავლებლებს პორტოფლიოსთვის საჭირო შემდეგი პუნქტების განხორციელებაში:

♦ საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი; ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;

♦ სასწავლო გეგმის/გეგმების, ანუ კურიკულუმის შედგენა;

♦ საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;

♦ ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;

♦ პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

♦ თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;

♦ წიგნის განხილვაში მონაწილეობა;

♦ გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;

♦ კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;

♦ პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;

♦ ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;

♦ საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;

♦ დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

♦ საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;

♦ აუდიოპრეზენტაციების მოსმენა;

♦ საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;

♦ სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;

♦ სტატიების დაწერა;

♦ სასწავლო რესურსების შექმნა;

♦ პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში; თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის; დაკვირვება/შეფასება;

♦ განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;

♦ სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.; პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება; სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. ვორქშოფებში) მონაწილეობა;

♦ სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;

♦ სხვა მასწავლებლის მენტორობა;

♦ პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;

♦ კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;

♦ პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;

♦ მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

♦ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა;

♦ კვლევაში მონაწილეობა; ექსპერტთან კონსულტაცია;

♦ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი – სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა და სხვა.

თეორიული მასალის ათვისების პარალელურად, „ახალი განათლება“ ყველა ჩართულ პედაგოგს მისცემს შესაძლებლობას, გამოაქვეყნოს პუბლიკაციები საკუთარი პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
მხარდამჭერი კურსის გავლა ფასიანია და ბიუჯეტურად ყველა პედაგოგისთვის მისაღები იქნება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები