24 ნოემბერი, კვირა, 2024

ფა­სა­დუ­რი რე­ა­ლო­ბის მიღ­მა – ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე მი­ღე­ბულ­მა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ამ სა­სი­კე­თო ჩვენს შვი­ლებს არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა – ინტერვიუ თამარ იარაჯულთან

spot_img
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­და და მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ კერ­ძო პრო­ვა­ი­დე­რე­ბის იმე­დად და­ტო­ვა. ცენ­ტ­რე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ (45 წუ­თი, მი­ნი­მუმ, 30 ლა­რი ღირს). სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავშვს დღე­ში, მი­ნი­მუმ, 4-სა­ა­თი­ა­ნი თე­რა­პია უტარ­დე­ბა, ჩვენ­თან კი, თვე­ში 20 სა­ა­თია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ისიც ჩა­კე­ტილ ოთახ­ში, თან არა ყვე­ლას­თ­ვის, რად­გან პროგ­რა­მა, თბი­ლი­სის გარ­და, რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.
თბი­ლი­სის მე­რი­ის პროგ­რა­მა, სტა­ტის­ტი­კის ზრდის გა­მო, სრუ­ლად ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ფი­ნან­სე­ბას, ამას ემა­ტე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბიც… რას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სახ­ელ­მ­წი­ფო და რა მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სკო­ლა? ეს ორი მთა­ვა­რი კითხ­ვაა, რო­მელ­ზეც თა­მარ იარა­ჯუ­ლი, მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლი­სა და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სსსმ ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი სა­უბ­რობს. „ვფიქ­რობ, რომ ვცხოვ­რობ კო­ლო­ნი­ა­ში. გა­უ­მარ­თა­ვი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა… გა­უ­მარ­თა­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩე­მი შვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რ­დი­ლი ხარ­ჯე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­კე­ტი­ლი „საზღ­ვა­რი“ – აბა სხვა რა არის?“ – ამ­ბობს თა­მარ იარა­ჯუ­ლი და ღი­ად სა­უბ­რობს იმ ბავ­შ­ვე­ბის მძი­მე ყო­ფა­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფომ ყუ­რადღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვა, იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც აუტის­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბას თან ახ­ლავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში!

ჩვენ შე­სა­ხებ ისე კარ­გად ვე­რა­ვინ ისა­უბ­რებს, რო­გორც ჩვენ – მშობ­ლე­ბი

რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვსურს თუ არა. მოგ­ვ­წონს თუ არა, ეს უკ­ვე მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, რად­გან ჩვენ შე­სა­ხებ ისე კარ­გად ვე­რა­ვინ ისა­უბ­რებს, რო­გორც ჩვენ – მშობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი. დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის დღი­დან, სტიგ­მის მსხვერ­პ­ლიც პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ვხდე­ბით, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ (მე ამას იძუ­ლე­ბას ვე­ძა­ხი) ვცდი­ლობთ ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და ვიწყებთ ბრძო­ლას ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. ცალ­კე სამ­ყა­რო­ში გვი­წევს ყოფ­ნა, ცალ­კე დგო­მა. მე ასე ვფიქ­რობ. მე­ტიც, ამას ვგრძნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის და ხში­რად ოჯა­ხის მხრი­და­ნაც. სამ­წუ­ხა­როდ, ამის გა­მო ბევ­რი ოჯა­ხი ინ­გ­რე­ვა. დი­აგ­ნო­ზის მე­რე შე­ნი ცხოვ­რე­ბა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა – ხე­დავ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო მარ­ტივ ცხოვ­რე­ბას გა­დი­ან და ხე­დავ ცალ­კე ბა­ნა­კად ქცე­ულ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ მარ­ტივ გზას ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლია. მე­რე თვი­თონ ცხოვ­რე­ბა გხდის იძუ­ლე­ბულს, თე­მა სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნო და პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რო.

თუმ­ცა, პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარ­ში სუ­ლაც არ ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ გა­მუდ­მე­ბით იწუ­წუ­ნო და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვო – მიშ­ვე­ლეთ, ჩე­მი შვი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია… სუ­ლაც არ მინ­და სა­ცო­და­ვის როლ­ში ვი­ყო, არც მე და არც ჩე­მი შვი­ლი. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან დიდ ტკი­ვილს მა­ყე­ნებს, თუ­კი გაბ­რი­ე­ლი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის როლ­ში იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, რო­გორც მშო­ბელ­მა, სა­ხელ­მ­წი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხმა­მაღ­ლა მინ­და ვუთხ­რა, რომ სა­მი შვი­ლის დე­და ვარ და სა­მი­ვეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს, აქე­დან ერთ-ერ­თი, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა, ვერ სა­უბ­რობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მი­წევს მი­სი სურ­ვი­ლე­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა, რაც ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. ბევ­რ­მა სწო­რედ იმი­ტომ შე­მი­ძუ­ლა, რომ არ ვთმობ ჩე­მი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას. მას შემ­დეგ, რაც გაბ­რი­ელს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვა, ბევ­რი მტე­რი გა­მიჩ­ნ­და. აუტის­ტურ სპექტრს კი ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა ახ­ლავს. ალ­ბათ, არც ერ­თი მშო­ბე­ლი არ მიწყენს, თუ ვიტყ­ვი – გყავ­დეს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შვი­ლი, ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნა­ჩე­ნია, იმი­ტომ, რომ მუდ­მი­ვად გი­წევს ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბის­თ­ვის, გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის… მეს­მის, შე­იძ­ლე­ბა იბ­რ­ძო­ლო კა­ნონ­პ­რო­ექ­ტე­ბის­თ­ვის, იბ­რ­ძო­ლო სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა­ზე, მაგ­რამ არ უნ­და გი­წევ­დეს ბრძო­ლა იმის­თ­ვის, რომ პამ­პერ­სი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უყი­დო შვილს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რა­დად ჩემ­ზე არ ვსა­უბ­რობ, ზო­გა­დად, ბევ­რი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბას ვი­ცავ. თუმ­ცა, მინ­და ჩე­მი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც შე­ვე­ხო. რო­გორ ფიქ­რობთ, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს გვაქვს იმის უფ­ლე­ბა, მოგ­ვ­წონს თუ არა, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ვი­სა­უბ­როთ?

 

ხში­რად, ძა­ლი­ან მძი­მე და რთუ­ლი ღა­მის შემ­დეგ, დი­ლა რომ თენ­დე­ბა, სურ­ვი­ლი მიჩ­ნ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დე და ხმა­მაღ­ლა ვიყ­ვი­რო: ხალ­ხო, თქვენ რა­ზეც წუ­წუ­ნებთ, ის არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეც ჩვენ ვდგა­ვართ. ასე­თი მძი­მე ღა­მე­ე­ბი კი საკ­მა­ოდ ხში­რია — გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის­გან დარ­ღ­ვე­უ­ლი დღის შემ­დეგ, ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ღა­მე არ და­ი­ძი­ნოს, პა­ნი­კუ­რი ში­ში იპყ­რობს, ვერ ის­ვე­ნებს. რად­გან ვერ მეტყ­ვე­ლებს ჩე­მი შვი­ლი, ამ გან­ც­დებს ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი ემო­ცი­ით, ტი­რი­ლით გა­მო­ხა­ტავს…

მად­ლო­ბა მინ­და გითხ­რათ იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც ამ თე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბით. იმ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა,ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა, რომ უმე­ტე­სო­ბას არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, გარ­და მარ­თუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა. ხში­რად არ აინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა­ზე წმინ­დაც კი, ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის ბე­დიც. ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბათ მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მო­მაკ­ვ­და­ვი ბავ­შ­ვე­ბი. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მშო­ბე­ლი თხო­უ­ლობს კარ­ტო­ფილს, პუ­რის ფქვილს, რომ რა­ღა­ცით გა­ი­ტა­ნოს თა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი ოჯა­ხი გვყავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გვყავს ბევ­რი მარ­ტო­ხე­ლა დე­და უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ვერ მუ­შა­ობს. მას სა­ხელ­მ­წი­ფო ბავ­შ­ვ­ზე მე­ურ­ვე­ბას ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით აკის­რებს. უფ­ლე­ბა არა აქვს, ერ­თი წუ­თი და­ტო­ვოს ბავ­შ­ვი (ვერც და­ტო­ვებს, იმ­დე­ნად მძი­მეა ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა), რომ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­დეს. უწევს, მხო­ლოდ შვი­ლის 200-ლა­რი­ა­ნი პენ­სი­ით ცხოვ­რე­ბა, მი­სი გა­მოკ­ვე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლია, შვილს ლუკ­მა გა­უ­ტე­ხოს, რომ არ და­ე­ცეს, ენერ­გია და ძა­ლა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რომ მე­ო­რე დღეს ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რ­ძე­ლოს თა­ვის შვილ­თან ერ­თად.

მოკ­ლედ, კა­ტას­ტ­რო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ყვე­ლა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი. პი­რა­დად ჩე­მი მე­უღ­ლე მუ­შა­ობს, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად ვერ ვწვდე­ბით იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც ჩვენს შვილს აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, თბი­ლი­სის მე­რი­ას მივ­მარ­თავ თხოვ­ნით — მინ­და კა­ხი კა­ლა­ძის ყუ­რამ­დე მი­ვი­ტა­ნო ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი. არა მგო­ნია, ბა­ტონ კა­ხის არ გა­უჩ­ნ­დეს ჩვე­ნი მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი… მოგ­ვის­მი­ნოს მშობ­ლებს იმი­ტომ, რომ ჩვენ არ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რად მარ­თუ­ლე­ბი, ჩვენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გვმარ­თავს. სა­ხელ­მ­წი­ფოს ვთხოვთ (არ მო­ვითხოვთ), რომ დად­გეს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის გვერ­დ­ზე. ჩვენ არ ვითხოვთ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, არ ვითხოვთ პენ­სი­ის მო­მა­ტე­ბას, თუმ­ცა, ასე­თი თხოვ­ნაც გვქონ­და, მაგ­რამ ისე­თი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა შეგ­ვ­ხ­ვ­და, რომ მივ­ხ­ვ­დით, აზ­რი არ აქვს. ვთხოვთ, ვა­უ­ჩე­რე­ბი ჩა­უ­რიცხონ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს, რომ მა­თი მკურ­ნა­ლო­ბა შეძ­ლონ.

რას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მ­წი­ფო

აუტიზ­მი ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბაა და არა რა­ი­მე ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბა ეშ­ვე­ლოს. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­თავ­რებს სკო­ლებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მარ­თა­ვენ ავ­ტო­მო­ბილს, მუ­შა­ო­ბენ… უცხო­ეთ­ში, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კი ვყო­ფილ­ვარ, არ მი­ნა­ხავს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვი მშო­ბელს ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი და­ყავ­დეს ქუ­ჩა­ში. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ, ძა­ლი­ან დი­დი დარ­ღ­ვე­ვე­ბია. არ გაგ­ვაჩ­ნია გა­რე თე­რა­პი­ე­ბი. ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ (45 წუ­თი, მი­ნი­მუმ, 30 ლა­რი ღირს) მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, ერთ-ერთ თე­რა­პი­ად, სწო­რედ გა­რე თე­რა­პი­ას უნ­და ატა­რებ­დ­ნენ. სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავშვს დღე­ში, მი­ნი­მუმ, 4-სა­ა­თი­ა­ნი თე­რა­პია უტარ­დე­ბა (მხო­ლოდ ერთ თე­რა­პი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი), ჩვენ­თან კი, თვე­ში 20 სა­ა­თი უტარ­დე­ბათ, ისიც ჩა­კე­ტილ ოთახ­ში და თან არა ყვე­ლას. იმ­დე­ნად მცი­რეა ასე­თი ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, რომ ფი­ზი­კუ­რად ვერ ახერ­ხე­ბენ გა­რეთ მუ­შა­ო­ბას. არა­და, აუტიზ­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა სწო­რედ გა­რეთ, ქუ­ჩა­ში იქ­მ­ნე­ბა –  ხმა­უ­რის ში­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა… ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებთ ჯერ­ჯე­რო­ბით, ფა­სა­დის დო­ნე­ზეა – პროგ­რა­მე­ბის ჩონ­ჩხია, ჯერ ხორ­ცი არ შეს­ხ­მია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ, ძა­ლი­ან უკან ვართ.

სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ერ­თოდ არ აქვს მსგავ­სი სერ­ვი­სე­ბი, მხო­ლოდ კერ­ძო პრო­ვა­ი­დე­რე­ბის იმე­დად ვართ. რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­იწყო – ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია, სა­დაც მიგ­ვ­ყავს ბავ­შ­ვე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ ქცე­ვა­ზე, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სენ­სო­რულ თე­რა­პი­ა­ზე და ა.შ. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებ­თან არა თუ მორ­გე­ბუ­ლი, მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლიც არ არის, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვმუ­შა­ობთ სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში, სკვე­რებ­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა გვაქვს.

თა­ვის დრო­ზე, ჩვე­ნი დი­დი მცდე­ლო­ბი­სა და თხოვ­ნის შემ­დეგ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი. მას შემ­დეგ გრძელ­დე­ბა პროგ­რა­მა, გა­ი­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტიც, თით­ქ­მის ყო­ველ წელს იზ­რ­დე­ბა, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა იზ­რ­დე­ბა და მსოფ­ლიო ზრდის ამ და­ფი­ნან­სე­ბებს, ჩვენ­თა­ნაც ხომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს?! მით უფ­რო, რო­ცა იმის ფუ­ფუ­ნე­ბაც არ გვაქვს, რომ პენ­სია გა­ი­ზარ­დოს. მთე­ლი რი­გი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, შვე­დე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას, მა­ღა­ლი პენ­სი­ე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა მომ­სა­ხუ­რე­ბით. ჩვენ ელე­მენ­ტა­რულს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ის 20-სა­ა­თი­ა­ნი თე­რა­პია მა­ინც ჰქონ­დეს ყვე­ლა ბავშვს გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა.

არი­ან მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნამ დე­პორ­ტი გა­უ­კე­თა, რო­დე­საც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­მო­აცხა­და, რომ უსაფ­რ­თხო ქვე­ყა­ნა ვი­ყა­ვით და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მი­ე­წო­დე­ბო­დათ ბავ­შ­ვებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სი. ვი­ზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ზუს­ტად ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნას, რაც ალ­ბათ, ბევ­რ­მა არ იცის. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კი, ოჯა­ხებს სპეც­რე­ი­სე­ბით უკან აბ­რუ­ნებ­დ­ნენ. მათ­გან უმე­ტე­სო­ბამ საცხოვ­რე­ბე­ლი გა­ყი­და და უცხო­ეთ­ში წა­იყ­ვა­ნა შვი­ლი, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მი­ე­ღო ის სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბი, რაც ბავშვს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვან­და. ახ­ლა, სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს გზაც ჩაგ­ვი­კე­ტა, იქაც ვე­ღარ შევ­ძ­ლებთ ბავ­შ­ვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას. ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვი­ღებ­დ­ნენ, გვმკურ­ნა­ლობ­დ­ნენ და ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დ­ნენ, ამ გან­ცხა­დე­ბის მე­რე, უარს ამ­ბო­ბენ ჩვენს მი­ღე­ბა­ზე. ეს გზაც აღარ არ­სე­ბობს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით კო­ლო­ნი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი. დი­ახ, მე ვფიქ­რობ, რომ ვცხოვ­რობ კო­ლო­ნი­ა­ში. გა­უ­მარ­თა­ვი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რომ­ლის გა­მოც, მე, წე­რე­თელ­ზე მაცხოვ­რე­ბელ ადა­მი­ანს, გაბ­რი­ე­ლის ტა­რე­ბა მი­წევს ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მდე­ბა­რე სკო­ლა­ში; გა­უ­მარ­თა­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩე­მი შვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რ­დი­ლი ხარ­ჯე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­კე­ტი­ლი „საზღ­ვა­რი“ – აბა სხვა რა არის? ყო­ველ­დღე მი­წევს გაბ­რი­ე­ლის სკო­ლა­ში ტაქ­სით ტა­რე­ბა, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტით ვერ მგზავ­რობს, რად­გან, რო­გორც წე­სი, ტრან­ს­პორ­ტი გა­დატ­ვირ­თუ­ლია მგზავ­რე­ბით და გაბ­რი­ელს პა­ნი­კუ­რი ში­ში ეწყე­ბა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­დის მას­თან, ან რო­ცა ავ­ტო­ბუ­სი და­ა­მუხ­რუ­ჭებს და ა.შ. ამის გა­მო ტაქ­სით ვმგზავ­რობთ, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში სა­მი­ნის­ტ­რომ სკო­ლა ვერ გვი­პო­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ჭი­რო­ე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. სა­ხელ­მ­წი­ფო ისე გიწყობს ყვე­ლა­ფერს, რომ იმის მა­გივ­რად, ხარ­ჯე­ბი შე­გიმ­ცი­როს, თა­ვი­სი უსუ­სუ­რო­ბი­სა და უსაქ­მუ­რო­ბის ხარ­ჯ­ზე, გიზ­რ­დის ხარ­ჯებს და შენც მუდ­მი­ვად, იძუ­ლე­ბით შექ­მ­ნილ პრობ­ლე­მებ­თან გი­წევს გამ­კ­ლა­ვე­ბა.

სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. კვლე­ვა მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი: ათი ბავ­შ­ვი­დან, შე­იძ­ლე­ბა, ერთ ბავ­შ­ვ­ზე (შე­იძ­ლე­ბა ესეც არა) ჰქონ­დეს სკო­ლას გან­საზღ­ვ­რუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა, ჰყავ­დეს პი­რა­დი ასის­ტენ­ტი და, ყო­ველ­დღი­უ­რად, მოს­წავ­ლე ორ გაკ­ვე­თილ­ზე მეტს ეს­წ­რე­ბო­დეს. გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის მაქ­სი­მუ­მი რა­ო­დე­ნო­ბა ორია, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში (ის მე­ოთხე კლას­შია), ერთ გაკ­ვე­თილ­ზე მეტს ვერ რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, დღეს უნ­დო­და გაბ­რი­ელს სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ვერ დავ­ტო­ვეთ, რად­გან გან­საზღ­ვ­რუ­ლი არ არის, ერთ სა­ათ­ზე მე­ტი. პე­და­გოგს ძა­ლი­ან ბევრ მოს­წავ­ლეს­თან უწევს მუ­შა­ო­ბა, ამი­ტომ ერთ ბავ­შ­ვ­თან ერთ გაკ­ვე­თილ­ზე მე­ტი დრო­ით ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­ჩერ­დე­ბა.

რა მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სკო­ლა

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ პა­ტა­რა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როთ და ნა­ხავთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფა­სა­დუ­რია, რო­გორც პან­დუ­სი წყდე­ბა კა­რებ­ში­ვე, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­ში, ისე წყდე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბიც. მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ათი სკო­ლა მო­ი­ძი­ოთ, სა­დაც შე­ნო­ბა მთლი­ა­ნა­დაა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. საჩ­ვე­ნებ­ლად გვაქვს სკო­ლის შე­სას­ვ­ლელ­ში პან­დუ­სი, მაგ­რამ იმის იქით ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ვე­რაფ­რით ვე­ღარ სარ­გებ­ლობს, ვერც სპორ­ტ­დარ­ბა­ზით, ვერც სა­სა­დი­ლო­თი და ვერც ტუ­ა­ლე­ტით. ხე­ლით უწევთ პე­და­გო­გებს ბავ­შ­ვე­ბის კი­ბე­ებ­ზე აყ­ვა­ნა. რო­გორც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეს სჭირ­დე­ბა პან­დუ­სი, ისე სჭირ­დე­ბა სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს სხვა­დას­ხ­ვა რამ, მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, რი­თაც უნ­და იმუ­შა­ონ და ა.შ., მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა ჩვენ­თ­ვის. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა მა­ინც პე­და­გო­გებ­თან გვხვდე­ბა, რომ­ლებ­საც ჰგო­ნი­ათ, რად­გან სპეც­პე­და­გო­გი უზით გაკ­ვე­თილ­ზე, ვალ­დე­ბუ­ლი აღარ არი­ან, რომ ბავ­შ­ვე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თონ. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა კი, სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს, სპეც­პე­და­გოგ­მა (რო­მე­ლიც გაკ­ვე­თილს ეს­წ­რე­ბა) რე­კო­მენ­და­ცია უნ­და მის­ცეს ასის­ტენტს და პე­და­გოგს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, მათ მოს­წავ­ლე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში უნ­და ჩარ­თონ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ხში­რად ვითხოვ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გაკ­ვე­თილ­ზე, თუნ­დაც 10-15 წუ­თი, სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­უ­ბარს და­უთ­მონ, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ერ­თი­ა­ნო­ბა იგ­რ­ძ­ნონ. ამას ხომ მა­ინც არ სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, უფ­რო ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო. რა­ღაც მარ­ტი­ვი გზა უნ­და მო­ძებ­ნონ იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვე­ბი და­მე­გობ­რ­დ­ნენ. თუმ­ცა, მინ­და გითხ­რათ, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა მო­დის და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბია. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მშობ­ლებს გვი­ჯან­ყე­ბენ, რომ­ლებ­საც არ­წ­მუ­ნე­ბენ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­მო გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ე­შა­ლათ. ხში­რად, ძა­ლი­ან ცუ­დი ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე დავ­მ­დ­გა­რვართ ხოლ­მე.

7 სექ­ტემ­ბერს, გაბ­რი­ელს ძა­ლი­ან ცუ­დი სი­ტუ­ა­ცია დახ­ვ­და სკო­ლა­ში. ამის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, ქალ­ბა­ტონ ეკა დგე­ბუ­ა­ძეს­თან და ნო­დარ რაზ­მა­ძეს­თან ერ­თად, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვიწყეთ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­თი შრო­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ფას­დეს, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ც­და აღარ ჰქონ­დეთ, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, მე­რე ჩვენს შვი­ლებ­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად აისა­ხე­ბა. სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ უნ­და იყ­ვ­ნენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მარ­თ­ლა შე­უ­ფა­სე­ბელ შრო­მას ეწე­ვი­ან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ უწევთ იყ­ვ­ნენ ად­ვო­კა­ტე­ბი, მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, ასის­ტენ­ტე­ბი… ბევრ პრო­ფე­სი­ას ითავ­სე­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ასის­ტენ­ტებ­საც ძა­ლი­ან ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ – 3 ლარს უხ­დი­ან ერთ სა­ათ­ში, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს თან­ხა ან რა სტან­დარ­ტით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ ვერ გეტყ­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კად­რებს ვერ ვარ­ჩევთ. ასის­ტენ­ტის შერ­ჩე­ვი­სას, პრო­ფე­სი­ა­საც კი არ კითხუ­ლობს ვინ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აგ­ზავ­ნის გა­ნაცხადს ვა­კან­სი­ის დროს და მე­რე თუ გაგ­ვი­მარ­თ­ლა და კარ­გი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, ხომ კარ­გი, თუ არა და, გვი­წევს ხში­რი ცვლა, რა­შიც ბევ­რი დრო იკარ­გე­ბა. დი­დი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად — სპეც­პე­და­გო­გე­ბის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ მათ სჭირ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი, გა­მოც­დე­ბი. ხში­რად, სპეც­პე­და­გო­გის­გან ასე­თი ფრა­ზე­ბიც მო­მის­მე­ნია: რა გა­ვა­კე­თო, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ბავ­შ­ვია. ტერ­მი­ნე­ბიც არ იცი­ან სწო­რად — ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ბავ­შ­ვი კი არ არის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაა! ბავ­შ­ვი კი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეა! მოკ­ლედ, ჭა­ობ­ში ვართ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იძი­რე­ბი­ან და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აკა­დე­მი­ურ უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა კი არ არის მთა­ვა­რი, იმ არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბის შეც­ვ­ლაა, რო­მე­ლიც წყალ­ში გვიყ­რის ათა­სო­ბით და ასი­ა­თა­სო­ბით ლარს და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ასაკ­ში, რო­ცა ბავ­შ­ვი უნ­და გან­ვი­თარ­დეს. ჩვე­ნი წლო­ბით ნა­მუ­შე­ვა­რი, ამის გა­მო, მარ­თ­ლა წყალ­ში იყ­რე­ბა და წვა­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი ის მცი­რე პროგ­რე­სიც, არას­წო­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბით, ხში­რად, კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვებს და მეტ აგ­რე­სი­ას აჩენს ბავ­შ­ვებ­ში. იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რად ვერ მი­უდ­გა, იმი­ტომ, რომ მას ბავ­შ­ვ­მა ვერ უთხ­რა, ვერ მი­ა­ნიშ­ნა, რომ მას­ზე ასე­თი მიდ­გო­მა ცუ­დად მოქ­მე­დებს. ერთ-ერთ სკო­ლა­ში ასე­თი რამ ხდე­ბა (ჯერ სა­ჯა­როდ არ და­ვა­სა­ხე­ლებ), სპეც­პე­და­გო­გი ამ­ბობს, რომ ბავშვს ტუ­ა­ლეტ­ში ვერ შეყ­ვე­ბა. ამის გა­მო, ის ბავ­შ­ვი, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ­დღე, შარ­ვალ­ში ისაქ­მებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მოს­წავ­ლე. რო­დე­საც მშო­ბელ­მა ამის შე­სა­ხებ სტა­ტუ­სი და­წე­რა, მკაც­რად უთხ­რეს, თუ სტა­ტუსს არ აიღებ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლებ­დ­ნენ – შან­ტა­ჟი სპეც­პე­და­გო­გის მხრი­დან წა­მო­ვი­და. აი, რას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სკო­ლა!

პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან ბევ­რი ქე­ი­სი მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­ვუდ­გი­ნე, უშუ­ა­ლოდ ეკა დგე­ბუ­ა­ძეს. მინ­და გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ მას­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რით. ყუ­რადღე­ბით მის­მენს და ახ­ლა თა­ვად გეგ­მავს მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბას. გუნ­დ­შიც ძა­ლი­ან კარ­გი და გუ­ლის­ხ­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავს. აუცი­ლებ­ლად მინ­და და­ვა­სა­ხე­ლო სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი ნა­თია ნი­ა­უ­რი, რო­მელ­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თ­ვის და იმ ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მის­თ­ვის, რა­საც ეწე­ვა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია ჩემ­თ­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში. თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და გვპირ­დე­ბი­ან, რომ და­ეხ­მა­რე­ბი­ან. იმე­დია, ეს მხო­ლოდ და­პი­რე­ბად არ დარ­ჩე­ბა! მე­რე, მარ­თ­ლა ვე­ღარ გავ­ჩერ­დე­ბით, იმი­ტომ, რომ ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი სა­მი თვე ჩვენ­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია და ეს ჯო­ჯო­ხე­თი გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­სას, ახა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვხვდე­ბი­ან და მე­რე ჩვენ, ყო­ველ წელს, ვას­წავ­ლით მათ, რო­გორ მო­ექ­ც­ნენ ჩვენს შვი­ლებს.

სქე­მა – მთა­ვა­რი კვა­ლი­ფი­კა­ციაა და არა რა­ო­დე­ნო­ბა

სპეც­პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის შექ­მ­ნა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ მშობ­ლე­ბიც – რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია – ნი­ნო ომა­ნა­ძე, მა­რი­ამ ხა­ჭა­პუ­რი­ძე და სხვე­ბი. ჩვე­ნი დე­ვი­ზია – არა­ფე­რი ჩვენ შე­სა­ხებ ჩვენ გა­რე­შე! იმი­ტომ, რომ ჩვენ გა­რე­შე რა­ზეც კი იმუ­შა­ვეს, იყო ეს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტე­ბი თუ სხვა, ახ­ლო­საც არ არის იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან, რაც ჩვენს შვი­ლებს აქვთ. მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­წე­რე­ბი აღარ გვჭირ­დე­ბა – ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ეს წლე­ბი, რო­მელ­საც უკან ვე­ღარ და­ვაბ­რუ­ნებთ.

ყვე­ლა დე­ტალ­ში ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი სქე­მა გა­კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც უფ­რო მე­ტად იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. წი­ნას­წარ არ მინ­და ამის გახ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ მცი­რე დე­ტა­ლებს მა­ინც ვიტყ­ვი –  ბავ­შ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და­ი­ნიშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მიდ­გო­მე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რა­საც მო­ვითხოვთ, სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გია, მხო­ლოდ მო­ნი­ტო­რინ­გი უნ­და აწარ­მო­ოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა უწყე­ბამ და ჯგუფ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი –  მშო­ბე­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი იურის­ტი ან სპეც­პე­და­გო­გი გა­ნათ­ლე­ბით.

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ჩვენ გარ­შე­მო არი­ან უჩი­ნა­რი ოჯა­ხე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ­სად ჩა­ნან. რე­ა­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლებ­ში ირიცხე­ბო­დეს ათა­სი ბავ­შ­ვი, მაგ­რამ აქე­დან სკო­ლა­ში და­დი­ო­დეს 200 და 800 –  არა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რგო­ლი უნ­და შე­იკ­რას და ამ რგოლ­ში აუცი­ლებ­ლად ჩა­ერ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი. მათ უნ­და მო­ი­კითხონ, რა­ტომ არ და­დის ის 800 მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში? ჩვენ, ერ­თი მხრივ, ვაცხა­დებთ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, მათ შო­რის, უფ­რო მე­ტად ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და, მე­ო­რე მხრივ, არ ვსვამთ კითხ­ვას — რო­გორ ვი­ცავთ ბავ­შ­ვებს? თუ ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვი აც­დენს სკო­ლას და იმ დღეს­ვე ვუ­რე­კავთ მშო­ბელს, ვე­კითხე­ბით მი­ზეზს, რა­ტომ გა­აც­დი­ნა ან თუ დი­დი ხა­ნი არ მო­ვი­და, მე­რე პა­სუხს ვითხოვთ, რა­ტომ არ ხდე­ბა ეს სსსმ ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში? რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ამით ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა აქვთ, თუ არ ივ­ლის, მით უკე­თე­სი მათ­თ­ვის. მე არა­სო­დეს ვამ­ბობ, რომ ჩვენს შვი­ლებს იოლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ჩემს შვილ­ზე ვსა­უბ­რობ, არ მინ­და ზო­გა­დად შე­ვე­ხო ყვე­ლას. კი ბა­ტო­ნო, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, სპე­ცი­ფი­კუ­რი და ფა­ქი­ზი სა­მუ­შაოა, მაგ­რამ ამის­თ­ვის თან­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი და, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ იკარ­გე­ბა, უმი­სა­მარ­თოდ არის გა­წე­რი­ლი.

ჩვე­ნი რო­ლი სქე­მის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბაა. გვინ­და, ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ად­გი­ნონ სქე­მა, რო­მე­ლიც, უპირ­ვე­ლე­სად, ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და უფ­ლე­ბებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, გვინ­და ისე გა­ი­მარ­თოს, რომ ყვე­ლას უფ­ლე­ბა თა­ნაბ­რად იყოს და­ცუ­ლი. აღარ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას ამ ადა­მი­ა­ნებს, ამ­ჯე­რად მა­ინც, კი­დევ ერ­თი დო­კუ­მენ­ტი დარ­ჩეს მარ­ტო ფურ­ცელ­ზე. რო­ცა სქე­მა გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, მიხ­ვ­დე­ბით, რა რო­ლი შე­ვი­ტა­ნეთ ჩვენ მის შედ­გე­ნა­ში.

მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის შერ­ჩე­ვი­სას, რა თქმა უნ­და, გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფე­სია იქ­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, აუცი­ლებ­ლად-გა­მოც­დე­ბი! რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ ჩა­ა­ბა­რე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა 1000 სპეც­პე­და­გო­გი­დან 100 დარ­ჩეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხომ კვა­ლი­ფი­კა­ცია და ხა­რის­ხია და არა რა­ო­დე­ნო­ბა. მერ­წ­მუ­ნეთ, ყვე­ლა მო­ინ­დო­მებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა, ჩვენ არ ვართ დამ­საქ­მებ­ლე­ბი, ჩვენ ვართ მშობ­ლე­ბი და გვჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი.

ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა ხომ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლია, მას­თან ერ­თად, პე­და­გო­გე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი…

♦♦♦

სამ­წუ­ხა­როდ, და ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, ძა­ლი­ან გვი­ან მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ტა­შის­მ­კ­ვ­რე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰყავს ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­მი­ნის­ტ­რო­ებს. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან რო­დე­საც აქვთ შეხ­ვედ­რე­ბი, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის… აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად მი­წევს კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ყოფ­ნა იმი­ტომ, რომ არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა სი­მარ­თ­ლე, რად­გან ჩემს უკან ჩემ­ზე უფ­რო ცუ­დად მყო­ფი მშო­ბე­ლი დგას, ჩემ­ზე მეტ პრობ­ლე­მა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ჩე­მი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა თუ არ მო­ვახ­მა­რე ამ ბავ­შ­ვებს, უბ­რა­ლოდ, ჩემს შვილს თვა­ლებ­ში ვე­ღარ შევ­ხე­დავ. ყო­ვე­ლი მა­თი ხმა­უ­რი, ტი­რი­ლი, ტკი­ვი­ლი ჩე­მი შვი­ლის ტკი­ვილ­თან მაქვს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. კა­ტას­ტ­რო­ფაა, რო­ცა პრობ­ლე­მე­ბით და­ხუნ­ძ­ლულს არა­ვინ გის­მენს, ამ დროს კი, ტე­ლე­ვი­ზიით უყუ­რებ რო­გორ უკ­რა­ვენ ტაშს ამა თუ იმ სა­მი­ნის­ტ­როს, მი­ნისტრს და შენ იცი ის სა­ში­ნე­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვებს უწევთ ცხოვ­რე­ბა.

♦♦♦

ჩე­მი შვი­ლი ჯან­მ­რ­თე­ლია, უბ­რა­ლოდ, მას სა­ჭი­რო გა­რე­მო სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ, ამას, ექ­ვ­სი წლის ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვერ მი­ვაღ­წიე. ჩე­მი შვი­ლი კი არ მზღუ­დავს, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მხდის ცუ­დად, რაც გარ­შე­მოა. მუდ­მი­ვად ვხე­დავ შეხ­ვედ­რებს, უამ­რავ პრო­ექტს, სა­უბ­რებს და ამ თე­მე­ბით გა­კე­თე­ბულ პი­არს – ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე გა­მო­ფე­ნილ იმ ბავ­შ­ვე­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად არა­ვის ახ­სოვს.

♦♦♦

ძა­ლი­ან მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იც­ვა­ლოს ჩე­მი შვი­ლის მი­მართ და არა ჩე­მი შვი­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის მი­მართ. აუტის­ტუ­რი სპქტრის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე სწო­რად მარ­თა­ვენ თა­ვის ცხოვ­რე­ბას, არ შე­უძ­ლი­ათ პირ­ფე­რო­ბა, ზედ­მე­ტი შე­ხე­ბა, არ შე­უძ­ლი­ათ ხმა­უ­რი. მე მათ „ინ­ტე­ლი­გენტ“ ადა­მი­ა­ნებს ვე­ძა­ხი, რად­გან ის, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა, მათ­თ­ვის აუტა­ნე­ლია. ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი არი­ან. არ შე­უძ­ლი­ათ მო­გატყუ­ონ, ყვე­ლა­ზე უკეთ გრძნო­ბენ რო­დის ხარ ცუ­დად, ყვე­ლა­ზე მე­ტად ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი. მათ აქვთ ჩარ­ჩო, რომ­ლი­დან გა­მოს­ვ­ლაც უჭირთ. იმის მე­რე, რაც გაბ­რი­ელს დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვა, ვი­ცი, რომ თუ დავ­დი­ვართ ერთ გზა­ზე, არას­დ­როს არ უნ­და გა­და­ვუხ­ვი­ოთ მე­ო­რე გზა­ზე, რად­გან ეს გაბ­რი­ე­ლის­თ­ვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. ზედ­მეტს არა­ფერს ითხო­ვენ იმის გარ­და, რომ უმი­ზე­ზოდ არ შე­ე­ხო. არც პო­ზი­ტი­უ­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცია მოს­წონთ – რა კარ­გი ბავ­შ­ვია, უიმე, გაბ­რი­ელ, რა ლა­მა­ზი ხარ! ითხოვს, მო­ექ­ცე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ისე რო­გორც სხვებს ექ­ცე­ვი, რომ ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია!

♦♦♦

გაბ­რი­ელს ძა­ლი­ან მოს­წონს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, უყ­ვარს ცირ­კ­ში და თე­ატ­რ­ში წას­ვ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ნა­თე­სა­ო­ბას­თან ხში­რად გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან ჯერ კი­დევ მი­თე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ცხოვ­რობს ხალ­ხი, მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, მო­ა­რი­დონ სა­კუ­თარ პა­ტა­რებს, ეში­ნი­ათ რა­მე არ და­უ­შა­ოს.

კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იდე­ა­ლუ­რად გა­მოს­დის, გა­უ­მარ­თ­ლა –  არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ჰყავს, მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი არ არის. ზო­გა­დად, ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ბა­გი­და­ნაა მიჩ­ვე­უ­ლი. უყ­ვარს მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის, „დი­დი მე­გობ­რე­ბი“, უყ­ვარს სტუმ­რე­ბი, ჩა­კე­ტი­ლი არ არის. მოს­წონს მუ­სი­კის მოს­მე­ნა, ხა­ტავს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცუ­რავს, ცურ­ვა მის­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა.

♦♦♦

მთე­ლი ცხრა წე­ლი ჩემს შვილს ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა აქვს – უყუ­რადღე­ბო­ბა. მა­ში­ნაც კი, რო­ცა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მიგ­ვ­ყავს, მა­გა­ლი­თად, ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, ხში­რად უკან გვაბ­რუ­ნე­ბენ მი­ზე­ზით — რა გა­ვი­გო, ვერ სა­უბ­რობს, ექი­მიც დის­ტან­ცი­ით ესა­უბ­რე­ბა, რა თქმა უნ­და, არა ყვე­ლა, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ასეა. კლი­ნი­კაც კი, ჩვენ­თ­ვის ოც­ნე­ბა ხდე­ბა. ერ­თა­დერ­თი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­შია, სა­დაც გაბ­რი­ელს კარ­გად იღე­ბენ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს შვილს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს.

პრობ­ლე­მე­ბი მარ­თ­ლა ბევ­რია… ხში­რად მო­ნას­ტერ­შიც მიმ­ყავს, რო­ცა შვე­ბას ვე­ღარ­სად ვპო­უ­ლობ… გაბ­რი­ელს ორი ძმა ჰყავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. მი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი კი გამ­ზ­რ­დე­ლი დე­ი­დაა, მე ვმუ­შა­ობ და უმე­ტეს დროს მას­თან ატა­რებს. გაბ­რი­ე­ლი მის გა­რე­შე ვერ ცოცხ­ლობს.

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია, ბევრ სიყ­ვა­რულს გას­ცემს, ოღონდ მა­შინ, რო­ცა ეს თა­ვად სურს.

ლა­ლი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები