21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

უპი­რო­ბოდ შე­იყ­ვა­რეთ ბავ­შ­ვი ისე­თი, რო­გო­რიც არის

spot_img
იანა ფიფია-ტორ­ჩი­ნა­ვა
სკო­ლა „აისის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი

კერ­ძო სკო­ლა „აისი“, თბი­ლის­ში, 2000 წელს და­არ­ს­და. და­ფუძ­ნე­ბი­დან დღემ­დე, სკო­ლის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბაა. 2 მოს­წავ­ლით დაწყე­ბუ­ლი სკო­ლის ის­ტო­რია გრძელ­დე­ბა და დღეს, „აისი“ წამ­ყ­ვან ად­გილს იკა­ვებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ, ფი­ზი­კურ თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აქ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სია იმის­თ­ვის, რომ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, რა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს. სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სრუ­ლა­დაა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თ­ვის.

სკო­ლა „აისის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, პე­და­გო­გი­კის დოქ­ტორ­მა, იანა ფიფია-ტორ­ჩი­ნა­ვამ 51 წლის ასაკ­ში გა­დაწყ­ვი­ტა, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო. გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და დღეს ის, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამ ფა­ცუ­რი­ას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის (ასა) მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

⇒ რას მი­იჩ­ნევთ სკო­ლა „აისის“ წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზად?

პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სია აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტი და სკო­ლის რე­პუ­ტა­ცია. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი მუდ­მი­ვი სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო გეგ­მით გა­აძ­ლი­ე­რონ. სკო­ლის მა­ღალ აკა­დე­მი­ურ ხა­რის­ხ­ზე მეტყ­ვე­ლებს რო­გორც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი გა­მოც­დებ­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ფი­ნან­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იღე­ბენ და იმარ­ჯ­ვე­ბენ ად­გი­ლობ­რივ­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში.

სსსმ მოს­წავ­ლეს, რო­გორც კი სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა და სა­მი­ნის­ტ­რო­დან შე­ფა­სე­ბა გვეგ­ზავ­ნე­ბა, იკ­რი­ბე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის, მშობ­ლის და უშუ­ა­ლოდ კლა­სის დამ­რი­გებ­ლის­გან და ერ­თობ­ლი­ვად ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას, რომ დად­გე­ნი­ლი გრა­ფი­კი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა წარ­მა­ტე­ბით შეს­რულ­დეს. მე­თოდ­მა, რო­მე­ლიც ერთ მოს­წავ­ლეს­თან კარ­გად მოქ­მე­დებს, შე­საძ­ლოა მე­ო­რეს­თან არ გა­ა­მარ­თ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს ერ­გე­ბა. ყვე­ლა მოს­წავ­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით სსსმ, რო­გორც ინ­დი­ვი­დი სკო­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და მის სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა სკო­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სკო­ლა­ში ოჯა­ხუ­რი, თბი­ლი გა­რე­მოა, მიმ­ღებ­ლო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი მზა­ო­ბა, რომ კლას­ში სსსმ მოს­წავ­ლეს არ გა­უ­ჭირ­დეს ადაპ­ტი­რე­ბა.

პირ­ვე­ლ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სკო­ლამ 2000 წელს მი­ი­ღო, ჰქონ­და ქცე­ვის და დას­წავ­ლის დარ­ღ­ვე­ვა, ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის მოშ­ლა და ამ სპექ­ტ­რის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა ერ­თად. მა­შინ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა არ ხდე­ბო­და, მშობ­ლებს საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ჰქონ­დათ ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბავ­შ­ვის დი­აგ­ნო­ზი. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ამ მოს­წავ­ლის კლას­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნეთ, მა­შინ ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო მიმ­ღებ­ლო­ბა ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­ში, ისე მშობ­ლებ­ში. აქ­ტი­უ­რად და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა და ჩემს კო­ლე­გას­თან, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თან, ლა­ლი ქა­თა­მა­ძეს­თან ერ­თად, მა­ლე­ვე დავ­ძ­ლი­ეთ ყვე­ლა პრობ­ლე­მა.

⇒ რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გამ­ხ­და­რი­ყა­ვით სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი?

გახ­ლა­ვართ პე­და­გო­გი­კის დოქ­ტო­რი, რო­მელ­საც 33-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის. გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, ჩემ­თ­ვის სსსმ მოს­წავ­ლე ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მოს­წავ­ლის თა­ნას­წო­რია და მჯე­რა, 51 წლის ასაკ­შიც მაქვს სა­ი­მი­სო რე­სურ­სი, რომ მათ გა­ნათ­ლე­ბა მი­ვა­ღე­ბი­ნო. ამი­ტო­მაც გავ­ხ­დი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვას­წავ­ლი და ვა­მე­ცა­დი­ნებ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს. შე­დე­გე­ბის და­ნახ­ვა კი უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თ­ვის.

⇒ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. რა ვი­თა­რე­ბა იყო, ამ მხრივ, 25 წლის წინ და რა სა­ხის პრობ­ლე­მებ­თან თუ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გქონ­დათ საქ­მე?

25 წლის წინ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა თით­ქ­მის არ არ­სე­ბობ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა რთუ­ლად აღი­ა­რებ­და მა­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, მა­ლავ­და და არ აძ­ლევ­და ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ ვი­ყა­ვით ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი კერ­ძო სკო­ლა, რო­მელ­მაც და­ნერ­გა სსსმ მოს­წავ­ლის კლას­ში ადაპ­ტა­ცია. თუ ად­რე 1 ან 2 აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე გვყავ­და, დღეს­დღე­ო­ბით ეს რიცხ­ვი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სტა­ტის­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ 100-იდან ერ­თი ბავ­შ­ვი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რი­საა, ამე­რი­კა­ში კი 40 ბავ­შ­ვი­დან ერ­თი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რით იბა­დე­ბა.

⇒ ასის­ტენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ დი­დი პრობ­ლე­მაა. რო­გო­რი უნ­და იყოს ასის­ტენ­ტი, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი მო­ეთხო­ვე­ბა?

პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იყოს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა (ნე­ბის­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­საც აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლეს­თან აქვს შე­ხე­ბა, უნ­და გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით), რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ შე­იყ­ვა­რებს ბავშვს ისეთს, რო­გო­რიც არის. უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დოს ბავ­შ­ვი აღიქ­ვას ისე, რო­გორც თა­ნას­წო­რი. სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან, დამ­რი­გე­ბელ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და სწავ­ლე­ბა.

ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი ქცე­ვი­თი თე­რა­პი­ის კუთხით და ვფიქ­რობ, ასის­ტენტს ერ­თ­თ­ვი­ა­ნი ან ორ­თ­ვი­ა­ნი კურ­სი უნ­და ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი, რომ შეძ­ლოს, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სსსმ მოს­წავ­ლის მარ­თ­ვა, მა­გა­ლი­თად, რო­ცა მოს­წავ­ლეს ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა ეწყე­ბა, შეძ­ლოს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. ამ დროს პრე­ვენ­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ნამ და­ეწყე­ბა ყვი­რი­ლი, ის­ტე­რი­კა, მა­ნამ­დე უნ­და მი­უდ­გეს მოს­წავ­ლეს ისე, რომ და­ამ­შ­ვი­დოს. ამის­თ­ვის სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნა. დღეს­დღე­ო­ბით, ასის­ტენ­ტის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხდე­ბა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და არც სხვა მოთხოვ­ნე­ბი. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ასის­ტენ­ტის­თ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

⇒ რო­გო­რია ასა-ს მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის მო­მა­ვა­ლი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ?

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ასა-ს მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი დი­დი ბა­რი­ე­რის წი­ნა­შე დგა­ნან. ისი­ნი უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას რთუ­ლად ეუფ­ლე­ბი­ან, ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში აგ­რ­ძ­ლე­ბენ სწავ­ლას.

მა­თი და­საქ­მე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და, ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მით, ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა. ვფიქ­რობ, კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­თი და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და.

ჩე­მი ოც­ნე­ბა, სურ­ვი­ლი და მი­ზა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა – უპი­რო­ბოდ, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში და ასე­ვე უმაღ­ლეს­ში. შემ­დეგ და­საქ­მ­დ­ნენ არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, რა­შიც დი­დი რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს ციფ­რულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა. ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფოს ნამ­დ­ვი­ლად აქვს მა­თი ხელ­შეწყო­ბის რე­სურ­სი.

⇒ რას აჩ­ვე­ნებს პრაქ­ტი­კა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ასა-ს მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის და­საქ­მე­ბა?

თუ მოს­წავ­ლეს მა­ღალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა აქვს, მა­შინ მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სფე­რო­ში შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა დო­კუ­მენ­ტებ­ზე – იკითხოს, წე­როს. თუ და­ბალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სპექ­ტ­რი აქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სწავ­ლა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რ­ძე­ლოს, და­ხე­ლოვ­ნ­დეს და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბით და­საქ­მ­დეს.

ჩვენ გვყავ­და მოს­წავ­ლე მა­ღა­ლი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რით, რო­მელ­საც ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ იყო უზო­მოდ გახ­ს­ნი­ლი გო­ნე­ბის ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ შე­ეძ­ლო სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ნე­ბის­მი­ერ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­გო­რიც არის Google, Microsoft, შეძ­ლებ­და მუ­შა­ო­ბას. მას ჰქონ­და თა­ვი­სი YouTube არ­ხი, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ამ მოს­წავ­ლემ გვი­ბიძ­გა და პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, რომ სა­ჭი­რო იყო ასა-ს მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ასე­თი მა­ღალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მო­ზარ­დი, და­მერ­წ­მუ­ნეთ, შეძ­ლებს ყვე­ლა­ნა­ირ მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ე­ჭი­დოს.

⇒ რო­გორ და­ვეხ­მა­როთ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს, პირ­ველ რიგ­ში, რა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რა სა­ხის სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბით?

სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა და სკო­ლამ უნ­და გა­ი­აზ­როს მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა, გა­ეც­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ფა­სე­ბას და ისე და­გეგ­მონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა თი­თო­ე­ულ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან, მათ­თ­ვის რუ­ტი­ნის და­წე­სე­ბა, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა და ასის­ტენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა; ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და მას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც გა­დამ­წყ­ვე­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბულ მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე­ტი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია და უშუ­ა­ლოდ გა­ვაც­ნოთ გა­რე­მო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ მა­ღალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ან და­ბალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლეს. გა­აჩ­ნია რა სა­ხეს­თან გვაქვს შე­ხე­ბა, უმე­ტეს მათ­განს ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბაც ახ­ლავს, რი­სი პრე­ვენ­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვიც­ნობ­დეთ თი­თო­ე­ულ სსსმ მოს­წავ­ლეს და გა­ვი­გოთ რა იწ­ვევს მათ ქცე­ვით სირ­თუ­ლეს. ძა­ლი­ან კარ­გია ვი­ზუ­ა­ლუ­რი მი­მა­ნიშ­ნებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას და კლას­თან ნელ-ნე­ლა ინ­ტეგ­რა­ცია. ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის ეტა­პობ­რი­ვი შან­სი უნ­და მივ­ცეთ სსსმ მოს­წავ­ლეს, რა­თა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ რთუ­ლი ქცე­ვა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას ვუდ­გენ, ჩა­მო­წე­რი­ლი მაქვს რე­სურ­სო­თახ­ში, რას ვას­წავ­ლი დღეს, რა ვას­წავ­ლე მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე. ისი­ნი მიჰ­ყ­ვე­ბი­ან სტან­დარ­ტულ პროგ­რა­მას, მაგ­რამ მო­დი­ფი­ცი­რე­ბულს, მათ­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად ად­გენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას, რა თქმა უნ­და, ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბით, პროგ­რესს ყო­ველ­დღე ვხე­დავთ. ჩვე­ნი მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბის გა­მო (16 მოს­წავ­ლე კლას­ში) გვაქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა – გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, რომ 16 მოს­წავ­ლე­ში 1 ან 2 ასა-ს მქო­ნე მოს­წავ­ლე გყავ­დეს და კარგ შე­დეგს მი­აღ­წიო, ვიდ­რე 35-40 მოს­წავ­ლე­ში.

⇒ რო­გორ მუ­შა­ობთ მშობ­ლებ­თან, რო­გო­რია ასა-ს მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­სა თუ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, არ­სე­ბობს თუ არა მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა?

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა მო­ი­აზ­რებს ისგ ჯგუ­ფის შექ­მ­ნას, რო­მელ­შიც შე­დი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, დამ­რი­გე­ბე­ლი და სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი. თვე­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თხელ იკ­რი­ბე­ბა ჯგუ­ფი და მშო­ბელს მიღ­წე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას. მშობ­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ნა­ხონ დრო და ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­სურ­ველ მი­ზანს ვერ მი­ვაღ­წევთ.

მშობ­ლე­ბი და მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბი ცალ­კე სა­კითხია. ამ სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან. რო­ცა იგებს მშო­ბე­ლი, რომ მის შვილს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის (ასა) დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და, ის სე­რი­ო­ზულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რა­თა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შვი­ლის დე­დაა. არ უნ­და დავ­კარ­გოთ არც ერ­თი წუ­თი, არც ერ­თი წა­მი, რა­თა ვის­წავ­ლოთ, რო­გორ მი­ვუდ­გეთ, რო­გორ გან­ვა­ვი­თა­როთ მი­სი უნა­რე­ბი. ასე რომ, მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ამ კუთხით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, უფ­რო მე­ტიც – სა­ვალ­დე­ბუ­ლოც.

ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან მსმე­ნია, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი კი არა, მის მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. არი­ან მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ, მათ შვილს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, მათ თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­მართ დი­დი მიმ­ღებ­ლო­ბა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ. იმ კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც სსსმ მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, გა­ცი­ლე­ბით მზრუნ­ველ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან და კე­თილ­შო­ბილ ადა­მი­ა­ნე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან. ისი­ნი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ მის დახ­მა­რე­ბას, ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თ­ვას, ხელს უწყო­ბენ… მათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დი­დი რო­ლი აქვს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ერთ გუნ­დად კრავს კლასს. ასა-ს მქო­ნე ბავშვს, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ეს სჭირ­დე­ბა – სკო­ლის გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა და თა­ნა­ტო­ლე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა.

⇒ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით, გჭირ­დე­ბათ კარ­გი სას­წავ­ლო რე­სურ­სი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, კარგ ფსი­ქო­ლოგ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რა­თა ერ­თობ­ლი­ვად შეძ­ლოთ შე­დეგ­ზე გას­ვ­ლა. რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სკო­ლა „აისი“ ამ კუთხით?

ნამ­დ­ვი­ლად სა­სურ­ვე­ლია მე­ტი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლის არ­სე­ბო­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ჩვე­ნი რე­სურ­სით ვცდი­ლობთ, თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი გა­ვა­მარ­ტი­ვოთ და ისე გა­დავ­ცეთ სსსმ მოს­წავ­ლეს, რაც დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ითხოვს. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლოგს, ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი კად­რე­ბით ვართ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, გვაქვს უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­რე­მო და ვი­ყე­ნებთ უახ­ლეს მიდ­გო­მებს.

მთა­ვა­რი სა­კითხი და გა­მოწ­ვე­ვა სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბაა. მათ­თ­ვის სა­ჭი­როა ისე­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა, სა­დაც ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე იქ­ნე­ბა წამ­ყ­ვა­ნი, ნაკ­ლე­ბი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ქო­ნის გა­მო მას­წავ­ლე­ბელს თა­ვად უხ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ადაპ­ტი­რე­ბა, რაც შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას და უნა­რებს სა­ჭი­რო­ებს. ასე რომ, ეს უპი­რო­ბოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია.

⇒ რამ­დე­ნად იყე­ნებთ სკო­ლა­ში უცხო­უ­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ მო­დელს?

2021 წელს კომ­პა­ნია Google-მა გა­მო­ყო ად­გი­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ტექ­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ გა­მოკ­ვე­თი­ლი უნა­რი პროგ­რა­მი­რე­ბის, ტექ­ნი­კურ, ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბის. პი­რო­ბი­თად, ორ­დი­ნა­რუ­ლი, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ადა­მი­ა­ნი თუ ფიქ­რობს ოჯახ­ზე, კა­რი­ე­რა­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, პრობ­ლე­მა­ზე, ასა-ს მქო­ნე ადა­მი­ა­ნი კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ ტექ­ნი­კა­სა და კომ­პი­უ­ტერ­ზე, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს – ფიქ­რობს, რო­გორ შექ­მ­ნას ესა თუ ის პროგ­რა­მა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რე­სურ­სი. ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დავ­ნერ­გოთ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

ამე­რი­კე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ონ­ლა­ინ სკო­ლა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს მის ეფექ­ტუ­რო­ბას. ამე­რი­კე­ლე­ბი, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ვე­ლე­ბი არი­ან – იქ 33 პრო­ცენ­ტი აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ამ მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ერ­თა­დერ­თი შემ­თხ­ვე­ვა იყო. ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი გვას­წავ­ლის, რომ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აუტის­ტურ სპექ­ტ­რ­თა­ნაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი სწო­რედ რე­სურ­ს­ს­კო­ლა­ში და­ნერ­გა ამე­რი­კამ. ჩვენც ვცდი­ლობთ, ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გად­მო­ვი­ღოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მა­გა­ლი­თად, დი­დი ნა­ხა­ტე­ბი, ფე­რა­დი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, ფი­გუ­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ ასეთ მოს­წავ­ლეს­თან და და­ვეხ­მა­როთ სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან შეჩ­ვე­ვა­ში თუ ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლის აღ­ქ­მა­ში.

ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გარ­და, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლემ გა­მო­ი­ყე­ნოს ყურ­სას­მე­ნე­ბი, რა­თა, ვი­ზუ­ა­ლურ­თან ერ­თად, აუდიო მხარ­და­ჭე­რით უკეთ შეძ­ლოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა.

უცხო­უ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­დე­ლი და პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, თუ გვინ­და ასეთ­მა მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ვი­დეთ ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. მათ­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად მოქ­მე­დებს ბევ­რი ფაქ­ტო­რი: ჩი­ტის ჭიკ­ჭი­კი, ზა­რის ხმა, კლას­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ხმა­უ­რიც კი, რთუ­ლია მათ­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს მო­დე­ლი მა­ლე გან­ვი­თარ­დეს. სკო­ლა „აის­ში“ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი ეტა­პობ­რი­ვად ინერ­გე­ბა.

⇒ და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ კო­ლე­გებს? რა გიჩ­ვე­ნათ 25-წლი­ან­მა პე­და­გო­გი­ურ­მა პრაქ­ტი­კამ?

პირ­ველ რიგ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლონ სსსმ მოს­წავ­ლე, გა­ი­აზ­რონ სად აქვთ უფ­რო მე­ტად სა­მუ­შაო და მოთ­მი­ნე­ბით მო­ე­კი­დონ შე­დე­გე­ბის დად­გო­მას – ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი, რთუ­ლი, თუმ­ცა მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. მათ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. სკო­ლა „აისის“ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას იკ­ვე­თე­ბა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი მა­ღალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რია, უბ­რა­ლოდ, აქვთ ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა. პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მა­თი ჩარ­თ­ვა ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ყურ­სას­მე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პრე­ვენ­ციაა ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის აღ­საკ­ვე­თად. ეს არ არის გა­ჯეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს მა­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი გზაა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები